imedi /  30 სექტემბერი 2020, 13:06 / სანდო წყარო

არჩილ თალაკვაძე: საქართველოს ხელისუფლებამ გაატარა ფუნდამენტური რეფორმები, რათა უზრუნველყოს თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნების ჩატარება უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტით

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, საქართველო იყო და დარჩება ევროკავშირისა და ნატოს საიმედო პარტნიორი, რომელიც ემსახურება დემოკრატიის კონსოლიდაციას, გამართულად ფუნქციონირებადი საბაზრო ეკონომიკის შექმნას და მოქალაქეებზე ორიენტირებულ მმართველობას და ეფექტურ ინსტიტუციებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დემოკრატიული ქვეყნების ალიანსის საარჩევნო მთლიანობის საკითხებზე შექმნილი ტრანსატლანტიკური კომისიის შეხვედრაზე - „დათქმა არჩევნებში კეთილსინდისიერი მონაწილეობის შესახებ“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ზემოაღნიშნულ ინიციატივასთან მიერთება საქართველოს დემოკრატიული წარმატებების კიდევ უფრო მეტად განმტკიცებას შეუწყობს ხელს. მისივე განცხადებით, პოლიტიკოსებს და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილე სხვა მხარეებს, საკუთარი წილი პასუხმგებლობა ეკისრებათ კონსტრუქციული საარჩევნო კამპანიის წარმართვაში.

„ქართული ოცნების“ სახელით, გარწმუნებთ, რომ ჩვენ მზად ვართ თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის წარსამართად. ამას მოწმობს ჩვენ მიერ ახლახან ხელმოწერილი კოდექსი პოლიტიკური პარტიების ქცევის შესახებ, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად შეიმუშავა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მე-9 მოწვევა მრავალ სფეროში მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგებს ტოვებს, მათ შორის, დემოკრატიული განვითარებისა და საარჩევნო კოდექსის მიმართულებით. პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა 2020 წლის 8 მარტის შეთანხმებაზეც, რომელიც ეტაპობრივად სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს და მიზნად საკანონმდებლო ორგანოში კიდევ უფრო გაზრდილი პროპორციული წარმომადგენლობის შექმნის შესაძლებლობას ისახავს. სიტყვით გამოსვლისას, არჩილ თალაკვაძემ დამსწრეებს საარჩევნო რეფორმაც გააცნო, რომელიც, მისივე შეფასებით, თავისი მასშტაბით უპრეცენდენტოა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების დაცვით ჩატარდება.

„COVID-19-თან დაკავშირებული გლობალური გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ აიღო ვალდებულება უზრუნველყოს უპრეცედენტოდ ღია, თავისუფალი, გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების დაცვით, რაც, თავის მხრივ, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროგრესის ინდიკატორი იქნება. ამ მიზნით, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მოვიწვიეთ გრძელვადიანი და მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიები. მთავრობამ გამოთქვა მზაობა, უზრუნველყოს ჩარტერული ფრენები საქართველოში არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებისთვის“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა გამოწვევებზეც. მისი თქმით, მკვეთრად გამოხატული გლობალიზაციის და ტექნოლოგიური სიახლეების ფონზე, მრავალ შიდა თუ გარე აქტორს სურს სუსტი წერტილის მოძებნა და დემოკრატიული პროცესების შეფერხება არჩევნებში ბოროტად ჩარევის ან მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელების გზით.

„ეს არის დღევანდელი რეალობა, რომლის გაჩენის საფრთხის წინაშეც ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოება დგას, მათ შორის საქართველოშიც. ამ ყველაფერს კიდევ უფრო ამძაფრებს რუსეთის მიერ საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის, აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია და ასევე „რბილი ძალის“ ტაქტიკა, რომლის მიზანია ქაოსის, განხეთქილების, დეზინტეგრაციის და უიმედობის დათესვა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, მსგავსი ტენდენციების მომსწრე გავხდით ევროპასა და სხვა ადგილებშიც. მხოლოდ სიფხიზლე აღარ კმარა. პასიურობისა და ფიქრის დრო აღარ არის, პირიქით, დადგა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის დრო, რადგან მხოლოდ მტკიცე პოზიცია და მოქმედება თუ დააკმაყოფილებს ბოროტად განწყობილთა მზარდ მადას, რომელთა მიზანიც ჩვენი დემოკრატიული გზიდან გადაყვანაა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ამ მუდმივად მზარდი გამოწვევების დროულად გადასაჭრელად, საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს პარტნიორებთან, მათ შორის, კიბერ უსაფრთხოების, პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიების, მედიაწიგნიერებას და სხვა მიმართულებით.

„ქართული ოცნება“ მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკური პარტიაა, რომელსაც გააჩნია პოზიტიური საარჩევნო დღის წესრიგი. ჩვენი პრიორიტეტი წინასაარჩევნო კამპანიის დროს პროგრამით განპირობებული პოლიტიკური დებატებია. ხვალ ჩვენს მოქალაქეებს წარვუდგენთ პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამას ამბიციური, მაგრამ კონკრეტული და განხორციელებადი გეგმებით და ინიციატივებით ეკონომიკაში, სამუშაო ადგილების შექმნაში, ბიზნესის მხარდაჭერაში, განათლებაში, გარემოს დაცვაში, მმართველობაში, უსაფრთხოებასა და სხვა სფეროებში“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.​

ყველა სიახლე

31 აგვისტო 2026, 00:17

საზოგადოება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი: უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის 31 აგვისტოს საცდელი ტესტირება ჩატარდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 31 აგვისტოს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის ონლაინ რეჟიმში საცდელი ტესტირება ჩატარდება, - აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

30 აგვისტო 2026, 22:41

საზოგადოება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სახალხო დღესასწაულს „ტბელობას“ დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე ოჯახთან ერთად „ტბელობის“ სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრო, - ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

ცოტნე ანანიძე

30 აგვისტო 2026, 21:54

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე გიგა ლემონჯავას განცხადებაზე, რომ „ივანიშვილის გაკეთილშობილებას რამდენი ხანიც არ უნდა ველოდოთ არ მოხდება“: ასეთი შეფასებები აქვთ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ქველმოქმედის მიმართ. მერე თავადვე უკვირთ, რატომ უჭერს მხარს საზოგადოება ბიძინა ივანიშვილს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრის, გიგა ლემონჯავას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა: „ივანიშვილის გაკეთილშობილებას რამდენი ხანიც არ უნდა ველოდოთ არ მოხდება“.

30 აგვისტო 2026, 21:49

საზოგადოება

ლენტეხი–ლასდილის გზაზე, სოფელ საყდართან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის კმ98–კმ151 (საყდარი–ლასდილი) მონაკვეთზე და ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის კმ185–კმ190 (უშგული–ლასდილი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

გურამ თუშიშვილი

30 აგვისტო 2026, 21:18

სპორტი

გურამ თუშიშვილმა „გრანდ სლემის“ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ქართველმა ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა „გრანდ სლემის“ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, - ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

ილია სულამანიძე

30 აგვისტო 2026, 21:12

სპორტი

ილია სულამანიძე ლოზანის „გრანდ სლემის“ გამარჯვებულია

ილია სულამანიძე ლოზანის „გრანდ სლემის“ გამარჯვებულია, - ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

30 აგვისტო 2026, 18:20

მსოფლიო

ტრამპი: ერთ-ერთი რამ, რის გაკეთებასაც ვენესუელის ნავთობით ვაპირებ, ეროვნული სტრატეგიული რეზერვების შევსებაა - ეს ვენესუელის საჩუქარია ამერიკელი ხალხისთვის

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვენესუელური ნავთობით აშშ-ის სტრატეგიული რეზერვების შევსებას გეგმავს.

30 აგვისტო 2026, 18:00

რეგიონი

„ყაზბეგობა 2026“ გალა-კონცერტითა და ელექტრონული მუსიკის საღამოთი დასრულდება

ასევე, ჩატარდა გასართობი და შემეცნებითი აქტივობები, მათ შორის, ანიმატორების შოუ და მასტერკლასები. გაიმართა ადგილობრივი სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების კონცერტიც, სახალხო მთქმელებისა და პოეტების მონაწილეობით.

30 აგვისტო 2026, 17:43

რეგიონი

სოფელ საყდართან დროებით სარმის ხიდზე გადაადგილება ყველა ავტომობილისთვისაა შესაძლებელი

მცირე დეტალების დასასრულებლად სამუშაოები გრძელდება. კერძოდ, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი გაზდელიანის განცხადებით, ხიდის მოაჯირისა და ტროტუარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

გივი მიქანაძე

30 აგვისტო 2026, 17:15

საზოგადოება

გივი მიქანაძე: პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით, 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცვის შესაძლებლობას ვაძლევთ

მხოლოდ წელს დავუშვებთ გამონაკლისს და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით, 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცვის შესაძლებლობას ვაძლევთ, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე.

30 აგვისტო 2026, 17:14

სამართალი

საქართველოს პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა - პროკურატურა საქმესთან დაკავშირებით ვიდეო მასალას ასაჯაროებს

საქართველოს პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქე ვ.კ.-ს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

გურამ ნიკოლაშვილი

30 აგვისტო 2026, 16:53

პოლიტიკა

გურამ ნიკოლაშვილი: დღეს გავიგეთ, რომ ისლანდიაში რეფერენდუმი ჩატარდა და შედეგად ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებას უარი უთხრა

დღეს გავიგეთ, რომ ისლანდიაში რეფერენდუმი ჩატარდა და შედეგად ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებას უარი უთხრა, - წერს თბილისის საკრებულოს წევრი, გურამ ნიკოლაშვილი.

დიმიტრი ხუნდაძე

30 აგვისტო 2026, 16:36

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: იმ პირებმა, რომლებიც მიხვდნენ, რომ ძალიან ცუდად გამოიყენეს, საკუთარი დანაშაული აღიარეს, პრეზიდენტმაც ეს აღიარება მიიღო ზუსტად ისე, როგორც უნდა მიეღო და ისინი შეიწყალა

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ საპროტესტო აქციების დროს ჩადენილი დანაშაულისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირის შეწყალებას ეხმიანება და ოპოზიციის განცხადებებს აფასებს.

ვატო შაქარიშვილი

30 აგვისტო 2026, 16:31

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება

ეკონომიკურ რისკებთან, ღირებულებით შეუთავსებლობასთან და სუვერენიტეტის დაკარგვასთან ერთად, იმ გაერთიანების წევრობა, რომელიც ომშია რუსეთთან, ავტომატურად უდრის გამანადგურებელ კონფლიქტში საქართველოს ჩართვას, ამიტომ, საბოლოოდ უნდა გავთავისუფლდეთ ილუზიებისგან და შევდგეთ ქვეყნის განვითარების ყველაზე ოპტიმალურ გზაზე, როგორიც არის ნეიტრალიტეტი, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ გენერალური მდივანი, ვატო შაქარიშვილი, რომელიც ეხმიანება ევროკავშირში გაწევრიანებაზე ისლანდიის მიერ უარის თქმას.

30 აგვისტო 2026, 16:27

სამართალი

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველო პროკურატურა ავრცელებს.

სერჰი იემელიანოვი

30 აგვისტო 2026, 15:59

სპორტი

სერჰი იემელიანოვი პარაკაიაკით ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონია

სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების წევრმა სერჰი იემელიანოვმა პარაკაიაკით ფინალურ გაცურვაში 200-მეტრიანი დისტანცია 39,82 წამში დაფარა და მსოფლიოს ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ იზეიმა.

მოჯტაბა ხამენეი

30 აგვისტო 2026, 14:47

მსოფლიო

Reuters: ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ მუსლიმურ, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის ქვეყნებს, მოუწოდა, გაერთიანდნენ იმის წინააღმდეგ, რასაც ის მათ „ნამდვილ მტერს“ უწოდებს და თქვა, რომ მუსლიმებს შორის განხეთქილება მათ მოწინააღმდეგეებს ემსახურება

ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ მუსლიმურ, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის ქვეყნებს, მოუწოდა, გაერთიანდნენ იმის წინააღმდეგ, რასაც ის მათ „ნამდვილ მტერს“ უწოდებს და თქვა, რომ მუსლიმებს შორის განხეთქილება მათ მოწინააღმდეგეებს ემსახურება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

30 აგვისტო 2026, 14:31

მსოფლიო

კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან

კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან. ბიგ-სურის რაიონში გაჩენილმა ხანძარმა 13 000 ჰექტარზე მეტი ფართობი გაანადგურა. სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

ჯონ რეტკლიფი

30 აგვისტო 2026, 14:27

მსოფლიო

AXIOS: აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა მოსკოვში ყოფნისას რუსულ მხარეს ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შესთავაზა

ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა მოსკოვში ყოფნისას რუსულ მხარეს ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შესთავაზა. ამის თაობაზე გამოცემა AXIOS-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

30 აგვისტო 2026, 14:16

მსოფლიო

ლვოვში ანტისახელისუფლებო აქცია გაიმართა

ლვოვში ანტისახელისუფლებო აქცია გაიმართა. შეკრებილებმა მთავრობაში არსებული კორუფცია გააპროტესტეს. ისმოდა მთავრობის გადადგომისა და არჩევნების ჩატარების მოწოდებები.