imedi /  07 ოქტომბერი 2020, 21:49 / სანდო წყარო

Survation-ის კვლევით, ქუთაისის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნება“ და მისი კანდიდატი ლიდერობენ

Survation-ის კვლევის თანახმად, ქუთაისი მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნება“ და მისი მაჟორიტარობის კანდიდატი ლიდერობენ. ბრიტანულმა კომპანიამ Survation "რუსთავი 2-ის" დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა.

ამჯერად კვლევებმა კიდევ 6 მაჟორიტარული ოლქი: სამი თბილისში და სამი რეგიონში მოიცვა.

ქუთაისის მაჟორიტარული ოლქში, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, ხმები ასე გადანაწილდა:

ზაზა ლომინაძე "ქართული ოცნება" - 54%, გრიგოლ ვაშაძე "ნაციონალური მოძრაობა -ძალა ერთობაშია" - 32%, ოთარ კახიძე "ევროპული საქართველო" - 6%, ანა ნაცვლიშვილი "ლელო" - 5%, თორნიკე მარჯანიშვილი "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი" - 1%, ნონა ასათიანი "პატრიოტთა ალიანსი" - 1%, მაჟორიტარობის სხვა კანდიდატს ირჩევს -1%.

ამავე ოლქში, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდით ხმას? - შედეგები ასე გადანაწილდა:

"ქართული ოცნება" - 48%, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 26%, "ევროპული საქართველო" - 9%, "გიორგი ვაშაძე -სტრატეგია აღმაშენებელი" - 6%, "ლელო" - 4%, "პატრიოტთა ალიანსი" - 4%, "ლეიბორისტული პარტია" - 3%.

ყველა სიახლე

გია ცეცვაძე

26 ოქტომბერი 2020, 13:38

სპორტი

გია ცეცაძემ „ლვოვის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა

გია ცეცაძემ საფეხბურთო კლუბ „ლვოვის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. მან ამის შესახებ განცხადება უკრაინის ჩემპიონატის მეშვიდე ტურში „დნიპრო 1“-თან წაგებული შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. გუნდში მუშაობის 4-თვიან პერიოდში ქართველმა მწვრთნელმა „ლვოვს“ ერთი შეხვედრაც ვერ მოაგებინა.

ჩინეთი კორონავირუსი

26 ოქტომბერი 2020, 13:35

COVID19

ჩინეთში კორონავირუსის ერთი შემთხვევის გამო COVID-19-ზე მთელს ქალაქს ტესტავენ

ტესტირება 4,7 მილიონ ადამიანს უტარდება და მედიკოსებმა ვირუსის 138 უსიმპტომო მატარებელი აღმოაჩინეს. ამასთან, ქალაქში დაიხურა სკოლები, მოსახლეობას კი ქალაქის დატოვების უფლება მხოლოდ კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენისას აქვთ.

კახა კალაძე

26 ოქტომბერი 2020, 13:29

საზოგადოება

დედაქალაქის მერი კავკასიის სასწავლო და საგამოცდო ცენტრის გახსნას დაესწრო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე კავკასიის სასწავლო და საგამოცდო ცენტრის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. ცენტრი ტექნიკური დარგის ასეულობით სპეციალისტს მოამზადებს, რაც შემდეგში მათი დასაქმების გარანტიას შექმნის. თბილისის მერის თქმით, ცენტრი ხელს შეუწყობს სხვადასხვა ტექნიკურ დარგში კადრების პროფესიულ დონეზე მომზადებას და მათ დასაქმებას.

26 ოქტომბერი 2020, 13:29

COVID19

აჭარის მთავრობის სხდომაზე ეპიდვითარებაზე იმსჯელეს

აჭარის მთავრობის სხდომაზე ეპიდვითარებაზე იმსჯელეს. თორნიკე რიჟვაძის თქმით, ჯანდაცვამ გარკვეულწილად მოახდინა სიტუაციის სტაბილიზაცია,თუმცა პროვოცირებას ახდენს წინასაარჩენო გარემო. რიჟვაძემ პოლიტიკურ ძალებს მოუწოდა გამოიჩინენ მეტი პასუხისმგებლობა და მოერიდონ ხალხმრავალ შეხვედრება.

კახა კალაძე

26 ოქტომბერი 2020, 13:21

პოლიტიკა

კახა კალაძე: თურმე, ბიძინა ივანიშვილს 7-8 წლის ასაკში ფარული შეხვედრა ჰქონდა ბრეჟნევთან და მისი პოლიტიკაში მოსვლა მაშინ გადაწყდა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ ბრალდებებს უპასუხა და ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გასულ ინტერვიუს არაეფექტური ტყუილი უწოდა. როგორც მან აღნიშნა, „ქართუ ჯგუფის“ ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ, ელდარ გოგოლაძის მიერ გამოთქმულ ცრუ ბრალდებებს „ექშენი“ აკლდა.

26 ოქტომბერი 2020, 13:14

COVID19

თერჯოლის კლინიკაში კორონავირუსით 77 წლის პაციენტი გარდაიცვალა

თერჯოლის კლინიკაში კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა. „თერჯოლამედის" დირექტორის, დავით სარიშვილის თქმით, 77 წლის კაცი გუშინ გარდაიცვალა. მას კორონავირუსთან ერთად გულის მწვავე უკმარისობა ჰქონდა. პაციენტი კლინიკაში 14 ოქტომბერს შეიყვანეს, ორი დღის წინ კი მდგომარეობა დამძიმდა. პაციენტი ქუთაისიდან იყო.

ირაკლი კობახიძე

26 ოქტომბერი 2020, 13:12

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძემ განმარტა, დაახლოებით რამდენმა ადამიანმა შეიძლება ვერ ისარგებლოს ხმის მიცემის უფლებით არჩევნებზე

ცესკომ მიმართა სტანდარტულ პრაქტიკას, რაც გამოიყენება ზოგადად გადასატანი ყუთისთვის. ანუ, ადამიანს თუ აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, ბუნებრივია ის წინასწარ უნდა დარეგისტრირდეს. წინა დღეს ან არჩევნების დღეს შეიძლება ადამიანი ცუდად გახდეს, ის არჩევნების უფლების ვერ სარგებლობს, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

26 ოქტომბერი 2020, 13:10

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ მოვახერხეთ მშვიდი და მშვიდობიანი საარჩევნო გარემოს შენარჩუნება

თუ საუბარია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, ველოდებით კონკრეტულ ფაქტებს. როგორც კი ინება კონკრეტული ფაქტები, გვექნება მყისიერი რეაგირება, - სამართლიანი არჩევნების შუალედური ანგარიშის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე ისაუბრა. „მუდმივ რეჟიმში გვესმის ინფორმაცია ამაზე, ჩვენ ვითხოვთ ფაქტებს, ფაქტებს არ გვაწვდიან. თქვენ გახსოვთ წინა არჩევნებზე ფეიკნიუსი გაავრცელეს, სამწუხაროდ ადგილობრივმა დამკვირვებლებმა, პირადობის მოწმობების ბეჭდვასთან დაკავშირებით. შემდეგ ბოდიში არ მოუხდიათ, მაგრამ აღიარეს. ანუ ხშირად ხდება ასე, რომ ადგილობრივი დამკვირვებლები ავრცელებენ გარკვეულ ინფორმაციას ისე, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, ფაქტი არ არსებობს. რაც შეეხება ძალადობას, იყო რამდენიმე ინციდენტი და სამართალდამცველების მყისიერი რეაგირების საფუძველზე მოხერხდა ასეთი ინციდენტების პრევენცია. ჩვენ მოვახერხეთ მშვიდი და მშვიდობიანი გარემოს შენარჩუნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

26 ოქტომბერი 2020, 13:02

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: თუ ვანო ჩხარტიშვილი რაიმე კავშირშია ციხის კადრებთან, მას მხოლოდ და მხოლოდ ჯილდო და ორდენი ეკუთვნის ამისთვის

საერთოდ, რა კავშირშია ვანო ჩხარტიშვილი ციხის კადრებთან, მაგრამ თუ რაიმე კავშირშია, მას მხოლოდ და მხოლოდ ჯილდო და ორდენი ეკუთვნის ამისთვის, რადგან სწორედ ამ კადრების გასაჯაროებამ გახადა შესაძლებელი ის, რომ ციხეებში 12-ჯერაა სიკვდილიანობა შემცირებული, - ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე გავრცელებულ ჩანაწერს, რომელზეც, სავარაუდოდ, ლადო ბედუკაძისა და ვანო ჩხარტიშვილია ასახული. ჩანაწერის თანახმად, ვანო ჩხარტიშვილმა 2 მილიონამდე გადაიხადა კადრების გასაჯაროებისთვის.

ირაკლი კობახიძე

26 ოქტომბერი 2020, 12:58

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დავით გარეჯის საქმეში თუ ვინმემ ჩაიდინა დანაშაული, პასუხი უნდა აგოს

დავით გარეჯის საქმეში თუ ვინმემ ჩაიდინა დანაშაული, პასუხი უნდა აგოს. ამ შემთხვევაში „ნაცმოძრაობა“ და მისი ლიდერებიც არიან გარეული ამ საქმეში, როგორც სააკაშვილი ამბობს 70-80 მილიონი აქვს ხომ მას აღებული ამ საქმეში, ეს არ არის დისკრედიტაციის მცდელობა, თუ მათ დანაშაული აქვთ ჩადენილი, პასუხი უნდა აგონ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

26 ოქტომბერი 2020, 12:54

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე „ნაცმოძრაობის“ აქციას ბათუმში „შეგნებულ დივერსიულ აქტს“ უწოდებს

„ეს არ იყო უბრალოდ უპასუხისმგებლო პოლიტიკური პარტიის ქმედება, ეს იყო შეგნებული დივერსიული აქტი. მიზანი იყო პანდემიის გავრცელება. მათ იმედი აქვთ, რომ მათ მიერვე გავრცელებული პანდემია რაღაცნაირად აისახება არჩევნების შედეგებზე, თუმცა კვლევები აჩვენებს იმას, რომ დივერსანტების წინააღმდეგ მცირდება რეალურად მხარდამჭერთა რაოდენობა და არა იმ პარტიების მიმართ, რომლებიც ებრძვიან კოვიდ-ინფექციას. შესაბამისად, მათი ასეთი დივერსიული აქტებიც ვერ გამოიღებს შედეგს და სამწუხაროა, რომ რაც მოხდა ბათუმში გრძელდება სხვა რეგიონებში“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

26 ოქტომბერი 2020, 12:42

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: 200-ლარიან დახმარების განაწილების კუთხით დისკრეცია არცერთ ორგანოს არ ენიჭება

200-ლარიან დახმარების განაწილების კუთხით დისკრეცია არცერთ ორგანოს არ ენიჭება, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ 200-ლარიანი დახმარების გაცემასთან დაკავშირებით განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

26 ოქტომბერი 2020, 12:34

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რუსულ რესურსს იყენებს ის პარტია და მისი ტელევიზია, რომელიც პირდაპირ არის მხილებული რუსული საქმის კეთებაში საქართველოში

„გოგოლაძეს რაც შეეხება, არის ცნობილი საქმე. ამერიკელი ჩინოსანი იყო საქართველოში, რომელიც მოკლეს და იქ იკვეთება გოგოლაძის სახელი და გვარი. ჩვენ ვერაფერზე ვისაუბრეთ, ვიდრე არ დადგინდება ეს დანაშაული. რაც შეეხება ნიკა გვარამიას, მასზეც არსებობს კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით ეჭვები. დანარჩენი არის სასამართლოს საქმე, ჩვენ ამაში ვერ ჩავერევით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

26 ოქტომბერი 2020, 12:30

პოლიტიკა

ამერიკელი გენერალი: დღეს საქართველო მზად არის, ხელი შეუწყოს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებას. დასავლელმა ლიდერებმა სერიოზულად უნდა განიხილონ ეს შეთავაზება

„საპრეზიდენტო არჩევნების მოლოდინში ბევრი ამერიკელისთვის შეუმჩნევლად დარჩა ის ფაქტი, რომ სამხრეთ კავკასიაში მთიანი ყარაბაღის სადავო რეგიონთან დაკავშირებით კონფლიქტმა ხელახლა იფეთქა. სექტემბრის ბოლოდან მოყოლებული სომხეთი და აზერბაიჯანი ჩართულნი არიან უპრეცედენტოდ გამანადგურებელ ბრძოლებში, რომელთა მსგავსიც მათ წლების განმავლობაში არ უნახავთ“.

თორნიკე რიჟვაძე

26 ოქტომბერი 2020, 12:30

ეკონომიკა

თორნიკე რიჟვაძე: გლობალური პანდემიის მიუხედავად, ეკონომიკურმა გუნდმა აჭარის ბიუჯეტის 3,2%-იანი ზრდით დაგეგმვა მოახერხა

„რეალურად ეს ნიშნავს, რომ არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის არცერთი სოციალური პროექტი არ გაჩერდება. ასევე, იცით, რომ გვქონდა აღებული გარკვეული ვალდებულებები იგივე კულტურის, განათლების სფეროში მოღვაწე მუშაკების ხელფასის ზრდის მიმართ და, შესაბამისად, არც ეს ვალდებულებები იქნება გადავადებული, შესრულდება ყველაფერი ამ წლის ბიუჯეტში“, - აღნიშნა აჭარის მთავრობის მეთაურმა.

მერაბ ქვარაია

26 ოქტომბერი 2020, 12:24

პოლიტიკა

მერაბ ქვარაია: სამეგრელო ყოფილა სააკაშვილის „ცხოვრების არსი" - სამეგრელო, რომელსაც ყველაზე მეტად გადაუარა და რომელიც ყველაზე მეტად გაამწარა

სრული ცინიზმი - სამეგრელო ყოფილა თურმე სააკაშვილის „ცხოვრების არსი". სამეგრელო, რომელსაც ყველაზე მეტად გადაუარა, რომელიც ყველაზე მეტად გაამწარა, სადაც ყველაზე მეტი დაიჭირა, დააპატიმრა, მოსპო და გაანადგურა, სადაც ყველაზე მეტი უსამართლობა ჩაიდინა, - წერს Facebook-ის საკუთარ გვერდზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მერაბ ქვარაია.

26 ოქტომბერი 2020, 12:20

საზოგადოება

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური: უწყების არც ერთი თანამშრომელი არ არის ჩართული წინასაარჩევნო კამპანიასა და აგიტაციაში

26 ოქტომბერი 2020, 12:18

სამართალი

თბილისის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების მალულად შემოტანის ფაქტი გამოავლინეს

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის მ.ქ.-ს კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი - 290 აბი ,,მეტადონი" აღმოაჩინეს“, - აღნიშნულია სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თორნიკე რიჟვაძე

26 ოქტომბერი 2020, 12:17

COVID19

თორნიკე რიჟვაძემ პოლიტიკოსებს საარჩევნო კამპანიის დროს ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა

„მე მათ კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო, რომ პირადი პოლიტიკური ამბიციების გამო ნუ დააყენებენ საფრთხის ქვეშ ჩვენი მოქალაქეების, განსაკუთრებით ბათუმელების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, მაქსიმალურად დაიცვან ის რეკომენდაციები რაც გვაქვს და შეკრებებიც გააკეთონ სწორედ ამ წესების დაცვით და ჩვენ ერთობლივად, მოქალაქეების პასუხისმგებლობით, რეკომენდაციების დაცვით აუცილებლად შევძლებთ ვითარების სტაბილურად მართვას მომავალშიც“, - აღნიშნა რიჟვაძემ.

ირაკლი კობახიძე

26 ოქტომბერი 2020, 12:13

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: იზრდება პროვოკაციების რისკი და უსათუოდ მოიმატებს სიცრუის ტირაჟირების ინტენსივობა, მათ შორის - რუსული რესურსის გამოყენებით

დაიწყო ბოლო საარჩევნო კვირა, არჩევნებამდე რჩება რამდენიმე დღე და მნიშვნელოვანია, ამ დღეების განმავლობაში, შევინარჩუნოთ კონსტრუქციული საარჩევნო გარემო, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით განაცხადა.