24 ივლისი 2026, 19:10 / სანდო წყარო

ირაკლი გოგავა: ხელისუფლება სწორს იმას აკეთებს, რომ საინვესტიციო პორტფელების მოსაზიდად ჩადის ისეთ ცენტრებში, სადაც დიდძალი კაპიტალია, ვინაიდან ვიცით, რომ ევროკავშირიდან წამოსულ ფულს ვალდებულებები ახლავს

ირაკლი გოგავა

ირაკლი გოგავა

პოლიტოლოგმა, ირაკლი გოგავამ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ სინგაპურში საქართველოს-პრემიერ მინისტრისა და მთავრობის წევრების ვიზიტი შეაფასა და ასევე, პარტნიორობის გაღრმავების შემთხვევაში ქვეყნისთვის მოსალოდნელ ეკონომიკურ სარგებელზეც ისაუბრა.

მისივე თქმით, თვალში საცემია, რომ ქვეყნის მთავრობა ტრადიციული ფინანსური ცენტრების გარდა, ყურადღებას აქცევს სპარსეთის ყურის ქვეყნებს, სადაც დიდძალი კაპიტალია და ასევე სინგაპურს.

„სინგაპურის საფონდო ბირჟა 800 მლრდ დოლარის კაპიტალიზაციისა, ანუ იქ დიდი ფინანსები ტრიალებს. გარდა ამისა, სინგაპურის საბანკო სისტემა 350-360 მლრდ დოლარის კაპიტალიზაციით გამოირჩევა და ვფიქრობ, რომ სინგაპურიდან საინვესტიციო პორტფელების წამოღება გარკვეულ პროექტებზე სახელმწიფოსთვის საინტერესოა და შესაძლებელია.

გარდა ამისა, სინგაპური ყოველწლიურად გადაამუშავებს 622მლნ ტონა ტვირთს. რა თქმა უნდა, დიდი ნაწილი ზღვით გაიგზავნება, მაგრამ სახმელეთო ნაწილიც აქვთ. სინგაპურიდან საკონტეინერო, სახმელეთო გადაზიდვების ნაწილის წამოღებაც კი ჩვენთვის სერიოზული პლუსი იქნება“, - განაცხადა ირაკლი გოგავამ.

მისივე თქმით, ხელისუფლება სწორად მოქმედებს, რომ ჩადის ისეთ ფინანსურ ცენტრებში, სადაც დიდძალი კაპიტალია თავმოყრილი.

„ხელისუფლება სწორს იმას აკეთებს, რომ საინვესტიციო პორტფელების მოზიდვისთვის ჩადის ისეთ ცენტრებში, სადაც დიდძალი კაპიტალი, დიდძალი ფულია, ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ ევროკავშირიდან წამოსულ ფულს ახლავს ვალდებულებები, ის ვალდებულებები, რომლებიც საზოგადოებას, მოაზროვნე ნაწილს არ მოგვწონს და ხელისუფლებაც ვერ მიიღებს ამას, რადგან ქართული საზოგადოება წინააღმდეგია - სხვადასხვა დღის წესრიგი აქვთ იქ - ულტრალიბერალური და ასე შემდეგ.

შესაბამისად, მოზიდვა ისეთი კაპიტალის, რომელსაც არ მოჰყვება პოლიტიკური, მორალური, ზნეობრივი, თუ იდეოლოგიური ვალდებულებები ამ პრიორიტეტს ვხედავთ და ჩემი შეფასებით, სწორი ნაბიჯია“, - განაცხადა გოგავამ.

ყველა სიახლე

24 ივლისი 2026, 20:29

პოლიტიკა

სკანდალური პოდკასტი - სიწმინდეებისა და ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათას ლარიან გირაოს ითხოვს. ბრალდებულის ოჯახი ირწმუნება, რომ ეს არ ყოფილა ჩასაფრება და ქმედება ოქრიაშვილის მიერ ეროვნულ ფასეულობებზე ნათქვამმა სიტყვებმა გამოიწვია. პარალელურად, მწერალ ნოდარ დუმბაძისა და სიწმინდეების შეურაცხყოფას მკაცრად გმობენ კულტურის სფეროს წარმომადგენლები და სასულიერო პირები.

24 ივლისი 2026, 20:22

კულტურა

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის 158-ე სეზონი გიორგი კაშიას საავტორო სპექტაკლის „კლიტემნესტრას სეანსი“ პრემიერით დაიხურა

სპექტაკლი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დაიდგა. სპექტაკლის მხატვარი ილია საჯაია, ხოლო კომპოზიტორი გიორგი ჯღარკავაა. დადგმაში მონაწილეობდნენ: ია სუხიტაშვილი, ირაკლი ჯიშკარიანი, გიგა აბულაძე, მარიამ მღებრიშვილი, ლევან გოგოხია და კობა მატკავა.

სი ძინპინი ვლადიმირ პუტინი

24 ივლისი 2026, 20:20

მსოფლიო

CNN: ტრამპის განცხადებით, მას სჯერა, რომ ჩინეთი და რუსეთი ირანს იარაღს არ აწვდიან

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას არ სჯერა, რომ ჩინეთი ან რუსეთი ირანს იარაღს აწვდიან. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

24 ივლისი 2026, 20:15

სამართალი

ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და თავდასხმის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალი უკვე წარუდგინეს - პროკურატურა დაკავებულისთვის უვადო პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ნიკა კაპანაძემ 17 წლის მოზარდი მოკლა, სამი მოქალაქე დაჭრა, დაკავებისას კი ცეცხლი პოლიციელებსაც გაუხსნა.

ცოტნე ანანიძე

24 ივლისი 2026, 20:10

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე ოქრიაშვილის მიერ წმინდა იონა წინასწარმეტყველის შეურაცხყოფაზე: ეკლესიაზე და სასულიერო პირებზე ქილიკი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის უბრალოდ „იუმორი“ არ არის - ეს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაა. თვალსაჩინოა, რომ ეს ყველაფერი მიზანმიმართული გარე და შიდა შეტევების ნაწილია

ეკლესიაზე და სასულიერო პირებზე ქილიკი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის უბრალოდ „იუმორი“ არ არის — ეს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაა, - ამ სიტყვებით აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, ონისე ოქრიაშვილის მიერ წმინდა იონა წინასწარმეტყველის შეურაცხყოფას სოციალურ ქსელში ეხმიანება და დეკანოზ საბა ჭიკაიძის სიტყვებს აზიარებს, რომლის თქმითაც - „ ვინც ცდილობს, რომ დააკნინოს, დაამციროს სიწმინდე, ასეთ ადამიანს ღირებულებების კრიზისი აქვს.“

დონალდ ტრამპი

24 ივლისი 2026, 19:41

მსოფლიო

ტრამპი: პუტინმა, უკრაინაში მიმდინარე საშინელი ომის მიუხედავად, მითხრა, რომ ირანისთვის იარაღის მიყიდვას არ აპირებს, მას მშვენივრად ესმის, რომ მე იარაღს უკრაინას კი არ ვყიდი, არამედ ნატოს წევრ ქვეყნებს - ისინი სრულ საფასურს იხდიან, ხოლო თუ როგორ ნაწილდება ეს იარაღი შემდეგ, წარმოდგენა არ მაქვს

პრეზიდენტმა პუტინმა, უკრაინაში მიმდინარე საშინელი ომის მიუხედავად, მითხრა, რომ ირანისთვის იარაღის მიყიდვას არ აპირებს, მას მშვენივრად ესმის, რომ მე იარაღს უკრაინას კი არ ვყიდი, არამედ ნატოს წევრ ქვეყნებს - ისინი სრულ საფასურს იხდიან, ხოლო თუ როგორ ნაწილდება ეს იარაღი შემდეგ, წარმოდგენა არ მაქვს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

24 ივლისი 2026, 19:27

თავდაცვა

ეკატერინე ხუციშვილმა „სამხედრო საქმის“ ტრენინგკურსის მონაწილეები დააჯილდოვა

დაჯილდოების ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი პროექტის – „სამხედრო საქმე“ – ფარგლებში, წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრის „კრწანისის“ ბაზაზე გაიმართა.

პიტერ მადიარი

24 ივლისი 2026, 19:24

მსოფლიო

Euronews: ევროპის მასშტაბით ორბანის მოკავშირეები უნგრეთში დემოკრატიის მდგომარეობაზე შეშფოთებას გამოთქვამენ - მიუხედავად ამისა, ევროკომისია, როგორც ჩანს, ძირითადად იზიარებს ორბანის პოლიტიკური სისტემის დემონტაჟისკენ მიმართულ სწრაფვას

ევროპის მასშტაბით ორბანის მოკავშირეები უნგრეთში დემოკრატიის მდგომარეობაზე შეშფოთებას გამოთქვამენ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტს უფლებამოსილება ვადამდე ადრე შეუწყდა, ხოლო კორუფციული გამოძიების ფარგლებში „ფიდესის“ სათავო ოფისში ჩხრეკა ჩატარდა - მიუხედავად ამისა, ევროკომისია, როგორც ჩანს, ძირითადად იზიარებს ორბანის პოლიტიკური სისტემის დემონტაჟისკენ მიმართულ სწრაფვას, - წერს Euronews-ი.

ანტონიუ გუტერეში

24 ივლისი 2026, 19:08

მსოფლიო

გაეროს გენერალური მდივანი წითელ ზღვაში „ჰუსიტების“ იერიშების გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა „ღრმა შეშფოთება“ გამოთქვა წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე „ჰუსიტების“ ბოლოდროინდელი იერიშების გამო და მხარეებს დეესკალაციისკენ მოუწოდა.

ჯეი დი ვენსი დონალდ ტრამპი

24 ივლისი 2026, 19:02

მსოფლიო

MS Now: თვეების განმავლობაში ვიცე-პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნის საპრეზიდენტო კანდიდატურების შეფასების შემდეგ, პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსის ღიად მხარდაჭერა დაიწყო

თვეების განმავლობაში ვიცე-პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნის საპრეზიდენტო კანდიდატურების შეფასების შემდეგ, პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსის ღიად მხარდაჭერა დაიწყო, - წერს ამერიკული გამოვემა MS Now ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.

ირაკლი გოგავა

24 ივლისი 2026, 18:26

ეკონომიკა

ირაკლი გოგავა ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის გადაწყვეტილებაზე: ეს გადაწყვეტილება უნდა შეფასდეს როგორც ეკონომიკური თავდასხმა

პოლიტოლოგი, ირაკლი გოგავა „დღის ქრონიკაში“ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის გადაწყვეტილებას ეხმიანება. გოგავა მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა შეფასდეს როგორც ეკონომიკური თავდასხმა.

თორნიკე ფაღავა

24 ივლისი 2026, 18:20

პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს სხვა ადამიანების შეურაცხყოფას, სიძულვილის ენის პროპაგანდირებას კამპანიურად და არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს სხვა ადამიანების რელიგიური მრწამსის შეურაცხყოფას

რადიკალური ოპოზიცია, რომ ამოეფაროს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების სტანდარტს, მაგრამ ეს სტანდარტი არ არის ჩვენი მოგონილი. ეს სტანდარტი დააწესა ევროპის ადამიანის უფლებათა, სტრასბურგის სასამართლომ, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ფაღავამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ სიძულვილის ენის გამოყენებაზე საუბრისას.

24 ივლისი 2026, 18:17

მსოფლიო

Reuters: ივლისში რუსეთის ენერგოშემოსავლები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 60%-ით გაიზრდება

Reuters-ის მიერ ხუთშაბათს გამოქვეყნებული გამოთვლების თანახმად, რუსეთის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო შემოსავლები, რომლებიც მთლიანი საბიუჯეტო შემოსავლების დაახლოებით მეხუთედს შეადგენს, ივლისში, გასული წლის იმავე თვესთან შედარებით, სავარაუდოდ 60%-ით გაიზრდება, რაც ნავთობის მსოფლიო ფასების ზრდით არის განპირობებული.

თორნიკე ფაღავა

24 ივლისი 2026, 18:00

პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალური მოძრაობა“ სთავაზობს ქართულ საზოგადოებას და ჩვენს პარტნიორებს, რომ საქართველო იყოს სამხედრო-ლოგისტიკური ჰაბი და ესკალაციის ადგილი, ხოლო ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნების“ გუნდი ვთავაზობთ როგორც ქართულ საზოგადოებას, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ საქართველო იყოს ეკონომიკური თანამშრომლობის, პოლიტიკური თანამშრომლობის, ინტერესთან თანხვედრის ადგილი

ჩვენს შორის ურთიერთობები გართულდა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ. ევრობიუროკრატები რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში ცდილობენ, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა მოვიდეს ჰარმონიზაციაში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან, რაც თავისთავად ვერ მოხდება, რამდენადაც ჩვენ ღიად, გულწრფელად ვეუბნებით ქართულ საზოგადოებას, რომ საქართველო ვერ იქნება ესკალაციის ადგილი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თორნიკე ფაღავამ.

24 ივლისი 2026, 18:00

მსოფლიო

POLITICO: ჩინეთმა Rheinmetall-ი და ევროკავშირის 13 სხვა სამრეწველო კომპანია დაასანქცირა

ჩინეთი ევროკავშირის 14 თავდაცვითი და ტექნოლოგიური კომპანიის მიმართ საექსპორტო შეზღუდვებს აწესებს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

24 ივლისი 2026, 17:53

პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: რადიკალური ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფოში ისეთი პოლიტიკური კლიმატია შექმნილი, რომ მათთვის არაფერი წმინდა არ არსებობს

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თორნიკე ფაღავა გადაცემაში „დღის ქრონიკაში“ ონისე ოქრიაშვილის საქმესა და ნოდარ დუმბაძის გარშემო მიმდინარე დისკუსიას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ნებისმიერ ძალადობას გმობს.

24 ივლისი 2026, 17:51

საზოგადოება

იუსტიციის მინისტრმა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და მათ მრავალწლიანი, კეთილსინდისიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

24 ივლისი 2026, 17:50

მსოფლიო

აზერბაიჯანის პარლამენტმა აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებულ კანონპროექტთან დაკავშირებით პროტესტი გამოთქვა

აზერბაიჯანის პარლამენტი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მიღებულ კანონპროექტს გმობს და ამასთან დაკავშირებით პროტესტს გამოთქვამ. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

თორნიკე ფაღავა

24 ივლისი 2026, 17:49

პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: ჩვენ ვართ მზად, რომ გერმანიასთან ურთიერთობები გადავტვირთოთ და გამორჩეული სტრატეგიული პარტნიორობა გვქონდეს

„ჩვენ როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ევროკავშირის ერთ-ერთ წამყვან ეკონომიკასთან, გერმანიასთან ურთიერთობას. მოწადინებულები ვართ, გერმანიასთან ურთიერთობები გავაღრმაოთ, მაგრამ გახსოვთ, რომ გერმანიას საქართველოში ჰყავდა ელჩი, პეტერ ფიშერი, რომელმაც აბსოლუტურად ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობები გაუარესებულიყო. ეს არ იქნებოდა მხოლოდ ელჩის ინიციატივა და ექნებოდა უფრო ღრმა ფესვები, მაგრამ კონკრეტულად ელჩი ფიშერი ყოველ ჯერზე არღვევდა დიპლომატიურ მანდატს და ერეოდა ქართულ პოლიტიკურ პროცესში. ეს არაერთხელ ნახა ქართულმა საზოგადოებამ.