imedi /  08 ოქტომბერი 2020, 15:30 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: 2006 წელს სააკაშვილმა პირდაპირ გაატარა რუსეთის ინტერესები, როდესაც შემოხაზა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

2006 წელს მიხეილ სააკაშვილმა პირდაპირ გაატარა რუსეთის ინტერესები, როდესაც შემოხაზა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები, რომლებიც საფუძვლად დაედო დღევანდელ „ბორდერიზაციას“. რუსეთს საქართველოში „ნაცმოძრაობის“ მეტი არაფერი აწყობს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„მე ერთადერთი რამის თქმა შემიძლია - ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ასეთი მძიმე რამ კეთდება - ამ შემთხევაში ეს მხოლოდ ვარაუდია, იმიტომ, რომ ვიცავთ უდანაშაულობის პრეზუმფციას - მაგრამ არსებობს სხვა ფაქტები, სადაც უტყუარად არის დამტკიცებული „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივი ქმედებები. ერთ-ერთი ასეთი ფაქტია ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრების აღდგენა, რომლებითაც ახლა ოკუპანტი ქვეყანა „ბორდერიზაციის“ პროცესში ხელმძღვანელობს. ეს საზღვრები 2006 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აღადგინა. ეს ხომ ვარაუდიც აღარაა, 2006 წელს პირდაპირ გაატარა სააკაშვილმა რუსეთის ინტერესები, როდესაც შემოხაზა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები, რომლებიც საფუძვლად დაედო დღევანდელ „ბორდერიზაციას“. რუსეთს საქართველოში „ნაცმოძრაობის“ მეტი არაფერი აწყობს, იმიტომ რომ ამ ძალამ გაატარა რუსეთის ინტერესები ჩვენს ქვეყანაში. ეს ცხადი და უტყუარი დანაშაულია და ამიტომ აქვს მყარი საფუძველი ეჭვებს დავით-გარეჯთან დაკავშირებით“, - განაცხადა კობახიძემ.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

29 სექტემბერი 2026, 02:07

მსოფლიო

ტრამპმა უარყო გამოცემა AXIOS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ამერიკულმა მხარემ ირანს სანქციების შემსუბუქება და გაყინული ფინანსური აქტივების განბლოკვა შესთავაზა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარყო გამოცემა AXIOS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ამერიკულმა მხარემ ირანს სანქციების შემსუბუქება და გაყინული ფინანსური აქტივების განბლოკვა შესთავაზა.

გიტანას ნაუსედა

29 სექტემბერი 2026, 01:58

მსოფლიო

ლიეტუვის პრეზიდენტი: ევროპაში ამერიკელი სამხედროების რაოდენობა შემცირდება - ეს ნაწილობრივ უკავშირდება დონალდ ტრამპის განცხადებებსა და ამერიკული ადმინისტრაციის სიგნალებს იმის შესახებ, რომ ევროპამ საკუთარ თავდაცვაზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს

ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ თუმცა ამერიკელი სამხედროები ლიეტუვაში ბრუნდებიან, ევროპის კონტინენტზე აშშ-ის ჯარების საერთო რაოდენობა შემცირდება.

დონალდ ტრამპი

29 სექტემბერი 2026, 01:51

მსოფლიო

AXIOS: ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, ტრამპი მზადაა შეამსუბუქოს ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები და განბლოკოს თეირანის გაყინული ფინანსური აქტივები, თუ ირანული მხარე ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს

ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მზადაა შეამსუბუქოს ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები და განბლოკოს თეირანის გაყინული ფინანსური აქტივები, თუ ირანული მხარე ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს, - წერს გამოცემა AXIOS-ი.

ვოლოდიმირ ზელენსკი

29 სექტემბერი 2026, 01:45

მსოფლიო

ზელენსკი: რუსეთმა სხვადასხვა მეთოდით დამატებითი მობილიზაცია ფაქტობრივად უკვე დაიწყო

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა სხვადასხვა მეთოდით დამატებითი მობილიზაცია ფაქტობრივად უკვე დაიწყო.

29 სექტემბერი 2026, 01:08

სპორტი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოსა და უკრაინის ეროვნული ნაკრებების მატჩს დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად, საქართველოსა და უკრაინის ეროვნული ნაკრებების მატჩს დაესწრო.

დონალდ ტრამპი

29 სექტემბერი 2026, 01:02

მსოფლიო

The Wall Street Journal-ის გამოკითხვა: შუალედურ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა

გაზეთ The Wall Street Journal-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის ახალი გამოკითხვის თანახმად, შუალედურ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საქმიანობის მოწონების რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე - 37%-მდე შემცირდა.

რომის პაპი ლეო XIV

29 სექტემბერი 2026, 00:41

მსოფლიო

რომის პაპი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა ლიდერებისთვის, მათ შორის რუსეთის, უკრაინისა თუ სხვა ქვეყნების მმართველებისთვის, მუდმივი მოწოდება, რომ დასხდნენ, აწარმოონ დიალოგი და იპოვონ პრობლემების გადაჭრის გზები ამ უკვე ყოველგვარ აზრს მოკლებული ომების გაგრძელების გარეშე

რომის პაპმა ევროპაში მიმდინარე კონფლიქტზე, განიარაღების აუცილებლობასა და მშვიდობიანი მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

დონალდ ტრამპი

29 სექტემბერი 2026, 00:07

მსოფლიო

ტრამპი ირანზე: ჩვენ ამ ომს ძალიან მალე მოვიგებთ - ეს ყველაფერი დასრულდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მიმდინარე დაპირისპირება მალე დასრულდება.

რაშიდა დატი

28 სექტემბერი 2026, 23:00

მსოფლიო

საფრანგეთის ეროვნულმა ფინანსურმა პროკურატურამ კულტურის ყოფილი მინისტრის, რაშიდა დატის წინააღმდეგ მიმდინარე კორუფციულ საქმეზე სასჯელის სახით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა - ასევე 5 წლით არჩევნებში მონაწილეობისა და საჯარო თანამდებობის დაკავების აკრძალვა

საფრანგეთის ეროვნულმა ფინანსურმა პროკურატურამ კულტურის ყოფილი მინისტრის, რაშიდა დატის წინააღმდეგ მიმდინარე კორუფციულ საქმეზე სასჯელის სახით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა - აქედან 2 წელი შინაპატიმრობა ელექტრონული სამაჯურით - აგრეთვე 5 წლით არჩევნებში მონაწილეობისა და საჯარო თანამდებობის დაკავების აკრძალვა.

დონალდ ტრამპი

28 სექტემბერი 2026, 22:45

მსოფლიო

ტრამპი: თუ „რესპუბლიკელები“ მოიგებენ წარმომადგენელთა პალატასა და სენატს, ხუთი ათასი დოლარი შეხვდება თითოეულ სრულწლოვანს - „დემოკრატები“ ამას ვერ შეძლებენ, რადგან მათ არანაირი შემოსავალი არ აქვთ

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კონგრესის ორივე პალატაში - წარმომადგენელთა პალატასა და სენატში - „რესპუბლიკელების“ გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყნის თითოეული სრულწლოვანი მოქალაქე 5 000 აშშ დოლარს მიიღებს.

პავლოს მარინაკისი

28 სექტემბერი 2026, 22:38

მსოფლიო

საბერძნეთის მთავრობამ კატეგორიულად უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს საბერძნეთში აშშ-ის ელჩმა მიანიშნა, რომ ვაშინგტონს კირიაკოს მიცოტაკისის კონსერვატიული მთავრობის დამხობა შეუძლია, თუ ამის სურვილი ექნება

საბერძნეთის მთავრობამ ორშაბათს კატეგორიულად უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს საბერძნეთში აშშ-ის ელჩმა მიანიშნა, რომ ვაშინგტონს პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის კონსერვატიული მთავრობის დამხობა შეუძლია, თუ ამის სურვილი ექნება - ისევე, როგორც ეს, სავარაუდოდ, რუმინეთში გააკეთა.

28 სექტემბერი 2026, 22:18

მსოფლიო

აშშ-ის განათლების დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ოფიციალურად გააუქმა ბაიდენისდროინდელი განმარტება, რომელიც სტუდენტებს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციისგან დაცვის გარანტიას ანიჭებდა

აშშ-ის განათლების დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ოფიციალურად გააუქმა ბაიდენისდროინდელი განმარტება, რომელიც სტუდენტებს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციისგან დაცვის გარანტიას ანიჭებდა.

28 სექტემბერი 2026, 21:56

სპორტი

საქართველო-უკრაინის თამაში დასრულდა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა „უეფას“ ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრა უკრაინის წინააღმდეგ გამართა.

სერგეი კორეცკი

28 სექტემბერი 2026, 21:43

მსოფლიო

უკრაინის პრემიერი: სახელმწიფო ფინანსების მხრივ სიტუაცია რთული რჩება - დაგეგმილი საერთაშორისო დაფინანსების ნაწილი ჯერ არ შემოსულა

სახელმწიფო ფინანსების მხრივ სიტუაცია რთული რჩება - დაგეგმილი საერთაშორისო დაფინანსების ნაწილი ჯერ არ შემოსულა, კერძოდ, უკრაინის მიერ საერთაშორისო პარტნიორების წინაშე აღებული ზოგიერთი ვალდებულების შესრულების დაგვიანების გამო. ამის შესახებ უკრაინის რემიერ-მინისტრმა, სერგეი კორეცკიმ განაცხადა.

28 სექტემბერი 2026, 21:09

პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპის მომავლის სტრატეგიულ დღის წესრიგზე გამართულ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ტირანაში, ალბანეთის პარლამენტის ორგანიზებით, ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების ევროპულ საკითხთა კომიტეტების წარმომადგენელთა მონაწილეობით გამართულ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში - „ევროკავშირის გაფართოება: სტრატეგიული დღის წესრიგი ევროპის მომავლისთვის“ მიიღო მონაწილეობა.

28 სექტემბერი 2026, 21:06

სპორტი

საქართველო-უკრაინის თამაშის მეორე ტაიმი დაიწყო

საქართველოს ეროვნული ნაკრები „უეფას“ ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას უკრაინის წინააღმდეგ მართავს.

28 სექტემბერი 2026, 20:58

საზოგადოება

ალავერდში ღირსი აბბა იოსებ ალავერდელის ხსენების დღე სადღესასწაულო ღამისთევის მსახურებით აღნიშნეს

28 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის, ღირსი აბბა იოსებ ალავერდელის ხსენების დღეს, ანუ ალავერდობას განსაკუთრებით კახეთში აღნიშნავს.

28 სექტემბერი 2026, 20:50

რეგიონი

საჩხერეში კონკურს-ფესტივალი „ქართული საგალობლები“ მიმდინარეობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საჩხერეში კონკურს-ფესტივალი „ქართული საგალობლები“ მიმდინარეობს, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა.

28 სექტემბერი 2026, 20:42

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი ოკუპაციაზე - პატარა სოფლებად მოხსენიებული ოკუპირებული ტერიტორიები და მმართველი გუნდის შეფასება

ქვების გროვიდან სამ პატარა სოფლამდე - დღევანდელ სასამართლო პროცესზე ოკუპაციაზე მსჯელობისას სააკაშვილის განცხადებას მმართველი გუნდი მოღალატეობრივი პოლიტიკის მორიგ აღიარებად აფასებს.

28 სექტემბერი 2026, 20:41

სამართალი

სტუდია „მონიტორის“ სიუჟეტი ცილისწამებად შეფასდა - რა ფასად შეიძინა 2014 წელს ესტონელმა ბიზნესმენმა „თბილისი ჰილსის“ პროექტის დაწყების მიზნით მიწა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მხარეები ირწმუნებიან, რომ ბიზნესმენმა 9 მილიონი ლარი გადაიხადა. კითხვებთან ერთად სიუჟეტში გამოთქმულ ბრალდებებს ადრესატი ვანო ჩხარტიშვილი გამოეხმაურა და სიუჟეტის ავტორები პოლიტიკური ნიშნით მათთვის არასასურველი ადამიანების დისკრედიტაციაში ამხილა.