არჩილ თალაკვაძე: გვაქვს საზოგადოების ძალიან დიდი მხარდაჭერა, რომელიც სხვადასხვა რეგიონში 54%-დან 64%-მდე მერყეობს
არჩილ თალაკვაძე
ფოტო: ქართული ოცნება
ჩვენ გვაქვს საზოგადოების ძალიან დიდი მხარდაჭერა, რომელიც სხვადასხვა რეგიონში 54%-დან 64%-მდე მერყეობს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ მესტიაში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე წარუდგინა.
„მოხარული ვარ, რომ ჩემს მეგობრებს, საყვარელ ხალხს კიდევ ერთხელ ვხვდებით, რათა შევაჯამოთ გაკეთებული საქმე და განვიხილოთ მომავალი, რისი გაკეთება შეგვიძლია კიდევ. სვანეთმა და სვანეთმა ჩვენი უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა შემოუნახეთ მთელ საქართველოს. ეს იყო და არის მთელი ქვეყნის განძთსაცავი. თქვენც უამრავი უნიკალური ნიმუში გაქვთ შექმნილი და ეს ყველგან ჩანს. რაც მთავარია, ეს უნიკალური კულტურა აგრძელებს თავის არსებობას, ის ცოცხალია და დღემდე ათი ათასობით სტუმარს,ქ ქართველსა თუ უცხოელს აოცებს. ჩვენ ამ ყველაფერს მომავალშიც ღირსეულად უნდა მოვუაროთ. უნდა განვაგრძოთ სვანეთისა და მთელი ქვეყნის განვითარება, შევქმნათ ახალი ინფრასტრუქტურა, ახალი შესაძლებლობები ადამიანებისთვის ბიზნესისა და განათლების სფეროში“, - განაცხადა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, მეტი ახალგაზრდა უნდა ჩაერთოს პროცესში და ჰქონდეს საკუთარი ბიზნესის დაწყების საშუალება და დასაქმების შესაძლებლობა.
„მინდა მხარი დავუჭირო მაჟორიტარობის კანდიდატს, გოჩა ენუქიძეს, რომელთანაც ბოლო 4 წელი ვიმუშავეთ. ის არის საოცრად კეთილსინდისიერი ადამიანი, თავის სამშობლოზე შეყვარებული კაცი, რომელიც უბრალო ადამიანებთან, თავის საზოგადოებასთან პირნათელი და ამ არჩევნებშიც პირნათელი და ოპტიმისტური გეგმებით მოდის. მოხარული ვართ, რომ თქვენი კუთხის წარმატებული და ღირსეული შვილები რჩებიან და მომავალშიც გააგრძელებენ ჩვენს სახელისუფლებო გუნდში მუშაობას. მინდა მადლობა გადავუხადო თეა წულუკიანს, სოზარ სუბარს, ვიქტორ ჯაფარიძეს და კიდევ არაერთ ადამიანს თვითმმართველობაში, ცენტრალურ ხელისუფლებაში, საჯარო მოხელეებს, პოლიციელებს, ჯარისკაცებს, ექიმებსა და სხვა პროფესიის ხალხს, ვინც წარმატებით მუშაობდა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ გავიმარჯვებთ კეთილსინდისიერ, თავისუფალ, სამართლიან არჩევნებში და მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო პარტიის თავმჯდომარის სიტყვები, რომ „ქვეყანას ძალადობა და პროვოკაციები არ სჭირდება“. ჩვენ დემოკრატიული რეფორმები იმისთვის გავატარეთ, რომ მაღალი სტანდარტის არჩევნები ჩავატაროთ. ჩვენ გვაქვს საზოგადოების ძალიან დიდი მხარდაჭერა, რომელიც სხვადასხვა რეგიონში 54%-დან 64%-მდე მერყეობს. ამიტომ, როდესაც მომავალზე ხარ ორიენტირებული, საზოგადოება შენს გვერდით არის და გაქვს ქვეყნის განვითარების გეგმა, მხოლოდ თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები გჭირდება. მოვუწოდებ ჩვენს მხარდამჭერებს, ნუ ჩაერთვებიან პროვოკაციებში და ნუ უპასუხებენ ძალადობას ძალადობით“, - განაცხადა თალაკვაძემ.
ყველა სიახლე
08 სექტემბერი 2026, 17:49
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: განათლების რეფორმა ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამ გაკეთდება უახლოესი წლების განმავლობაში, მინდა, წარმატებები ვუსურვო ყველა პირველკლასელს, პირველკურსელს, ყველა სტუდენტსა და მოსწავლეს
განათლების რეფორმა ჩვენთვის არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამ გაკეთდება უახლოესი წლების განმავლობაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
08 სექტემბერი 2026, 17:45
მსოფლიო
Euractiv: ბრიუსელი ჩინეთს აფრთხილებს, რომ სავაჭრო ომის თავიდან ასაცილებლად ევროკავშირისგან მეტი საქონელი უნდა შეიძინოს
ევროკავშირის ვაჭრობის საკითხებში კომისრის, მაროშ შეფჩოვიჩის განცხადებით, ევროკავშირი ჩინეთის წინააღმდეგ სავაჭრო დაცვის ზომების ფართო პაკეტს აამოქმედებს, თუ პეკინი ევროკავშირიდან იმპორტს არ გაზრდის. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.
08 სექტემბერი 2026, 17:39
სამართალი
მოქალაქე ლევან სვიანიშვილი 1 700 ლარით დაჯარიმდა სოციალურ ქსელში შეურაცხყოფის ფაქტზე. 1 500 ლარის გადახდა დაეკისრა სამართალდარღვევისთვის გიორგი კვაჭანტირაძეს
1 700 ლარით დაჯარიმდა სოციალურ ქსელში შეურაცხყოფის ფაქტზე მოქალაქე ლევან სვიანიშვილი, რომელიც ამბობს, რომ არ ახსოვს დაწერილი კომენტარი. ამასთან, შინაარსში პრობლემას ვერ ხედავს. 1 500 ლარის გადახდა დაეკისრა სამართალდარღვევისთვის გიორგი კვაჭანტირაძეს.
08 სექტემბერი 2026, 17:33
საზოგადოება
ირაკლი კობახიძე: სკოლებში სწავლას იწყებს 45 ათასი პირველკლასელი, 30-მდე განახლებულ სკოლაში დაიწყება სწავლა, წარმატებით დავიწყეთ სახელმძღვანელოების განახლების პროგრამა, მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება მათ შორის ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს
იწყება ახალი სასწავლო წელი სკოლებში. სწავლას იწყებს 45 ათასი პირველკლასელი, აქედან 38 ათასი საჯარო სკოლებში და 7 ათასი კერძო სკოლებში. მინდა აღვნიშნო, რომ 30-მდე განახლებულ სკოლაში დაიწყება სწავლა, ეს არის ან ახალი სკოლები, ან სრულად რეაბილიტირებული სკოლები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
08 სექტემბერი 2026, 17:29
სამართალი
ჯუანშერ ბურჭულაძესა და ვასილ მხეიძეს ქრთამის აღების და ქრთამის აღებაში დახმარების საქმეზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
ჯუანშერ ბურჭულაძესა და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. მსჯავრდებულებს პროკურატურამ ახალი ბრალდება დღეს წარუდგინა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე.
08 სექტემბერი 2026, 17:28
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: განათლების სფეროში PISA-ს კვლევის შედეგებით, საქართველომ ყველა ძირითად სფეროში გაიუმჯობესა მაჩვენებლები - მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიღწეულია საუკეთესო შედეგი - კვლევაში მონაწილე მსოფლიოს 91 ქვეყანას შორის საქართველომ რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა
განათლების სფეროში PISA-ს კვლევის შედეგებით, საქართველომ ყველა ძირითად სფეროში გაიუმჯობესა მაჩვენებლები - მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიღწეულია საუკეთესო შედეგი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
08 სექტემბერი 2026, 17:25
ეკონომიკა
ირაკლი კობახიძე: გასულ თვეში სავალუტო რეზერვებმა მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს, პირველად ისტორიაში სავალუტო რეზერვებმა შეადგინა - 8.14 მილიარდი აშშ დოლარი, ქვეყნის სავალუტო რეზერვები, წინა წელთან შედარებით, 56.4 პროცენტით გაიზარდა, წინა თვესთან შედარებით კი 613 მლნ აშშ დოლარით შეივსო
ეკონომიკური ზრდა გვაძლევს სავალუტო რეზერვების შევსების შესაძლებლობას და გასულ თვეში სავალუტო რეზერვებმა მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს, გადააჭარბა 8 მლრდ აშშ დოლარს პირველად ისტორიაში და სავალუტო რეზერვებმა შეადგინა 8.14 მილიარდი აშშ დოლარი, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
08 სექტემბერი 2026, 17:19
ეკონომიკა
პრემიერი: ივლისში ეკონომიკა გაიზარდა 8%-ით. შესაბამისად, მიმდინარე წლის პირველი 7 თვის ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 7.9%, ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ შარშანდელ წელთან შედარებით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გაუმჯობესდა, არის სწორედ ის, რომ მოვახერხეთ ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრა და ვაგრძელებთ ბრძოლას კორუფციასთან ყველა დონეზე
მიმდინარე წლის ივლისში ეკონომიკა გაიზარდა 8%-ით. შესაბამისად, მიმდინარე წლის პირველი 7 თვის ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 7.9%, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
08 სექტემბერი 2026, 17:18
მსოფლიო
Reuters: დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და კანადამ ისრაელის დასავლეთ სანაპიროს დასახლებების წინააღმდეგ სანქციები შემოიღეს
დიდმა ბრიტანეთმა დასავლეთ სანაპიროზე, ებრაულ დასახლებებში წარმოებული საქონლის იმპორტზე სავაჭრო აკრძალვა დააწესა. გადაწყვეტილება საფრანგეთთან და კანადასთან კოორდინაციით იქნა მიღებული და ისრაელის წინააღმდეგ დაწესებული უახლესი სანქციაა იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა საერთაშორისო დიპლომატიური იზოლაციის მზარდი საფრთხის წინაშე დგას, იუწყება Reuters-ი.
08 სექტემბერი 2026, 17:08
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულ კორტნი ოსტრიანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულ კორტნი ოსტრიანთან. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
08 სექტემბერი 2026, 17:02
მსოფლიო
POLITICO: საფრანგეთი ევროკავშირს ახალი გადასახადების დაწესებისკენ მოუწოდებს, რათა დამატებით 60 მილიარდი ევრო მოიზიდოს
ფრანგული მხარის მტკიცებით, ევროკავშირის მასშტაბით ახალი გადასახადებიდან 60 მილიარდ ევროზე მეტი უნდა შეგროვდეს და ეს თანხა ბლოკის მომდევნო შვიდწლიან ბიუჯეტში უნდა მიიმართოს. ინფორმაციას POLITICO ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.
08 სექტემბერი 2026, 16:36
ეკონომიკა
საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთი გახდა - მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს
საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთი გახდა - მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ჩინეთი საქართველოში 2026 წლის II კვარტალში ძირითად პირდაპირ ინვესტორ ქვეყნებს შორის ლიდერობს.
08 სექტემბერი 2026, 16:30
ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების საზედამხედველო ჩარჩოს აფართოებს
ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების საზედამხედველო ჩარჩოს გაფართოების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის (VASP) საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესში“ მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა, - ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
08 სექტემბერი 2026, 16:20
ეკონომიკა
საერთაშორისო ჰიდროგრაფული ორგანიზაციის გენერალური მდივანი: საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აქვს, ის რეგიონში დამაკავშირებელი ქვეყანაა
საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი სულ უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს მსოფლიოში, რადგან ის ერთმანეთთან აკავშირებს საზღვაო სფეროში ჩართულ ყველა მხარეს. მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებს, სახელმწიფოებს, ინდუსტრიას, აკადემიურ წრეებს და ყველას, ვისაც ზღვასთან აქვს კავშირი, - განაცხადა საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის (IHO) გენერალურმა მდივანმა, ადმირალმა ლუიჯი სინაპიმ, რომელიც ბათუმში საქართველოს საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს.
08 სექტემბერი 2026, 15:51
ეკონომიკა
გემთმმართველი კომპანიის Columbia Group-ის აღმასრულებელი დირექტორი: ამჟამად ჩვენს გემებზე ათასზე მეტი ქართველი მეზღვაური მუშაობს და განსაკუთრებით გვახარებს, რომ მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება
„ჩვენთვის საამაყოა, რომ ქართველი მეზღვაურები ჩვენი ფლოტის ეკიპაჟების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ. ამჟამად ჩვენს გემებზე ათასზე მეტი ქართველი მეზღვაური მუშაობს და განსაკუთრებით გვახარებს, რომ მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება,” - განაცხადა მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი გემთმმართველი კომპანიის Columbia Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ანდრეას ჰაჯიპეტრომ, რომელმაც საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში ქართველი მეზღვაურებისა და საქართველოს საზღვაო სექტორის შესახებ ილაპარაკა.
08 სექტემბერი 2026, 15:49
პოლიტიკა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელს და პრეზიდენტს სიმეონ ცომოკოსს შეხვდა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელს და პრეზიდენტს სიმეონ ცომოკოსს შეხვდა. შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ხაზი გაესვა დელფოსის ეკონომიკური ფორუმის, როგორც დიალოგისა და თანამშრომლობის პლატფორმის მნიშვნელობას პოლიტიკური, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური საკითხების შესახებ მაღალი დონის დისკუსიების ხელშეწყობის საქმეში. აღინიშნა საქართველოს აქტიური მონაწილეობა ფორუმის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში.
08 სექტემბერი 2026, 15:40
მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უნგრეთიდან რუსი დიპლომატების გაძევებაზე: "პასუხი იქნება მკაცრი"
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებით, მოსკოვი უნგრეთიდან რუსი დიპლომატების გაძევებას მკაცრ პასუხს გასცემს.
08 სექტემბერი 2026, 15:35
კულტურა
რენუარის მუზეუმიდან €9 მილიონის ღირებულების ნახატები მოიპარეს
პიერ ოგიუსტ რენუარის მუზეუმიდან 9 მილიონი ევროს ღირებულების ნახატები მოიპარეს. ინციდენტი საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ კანი-სიურ-მერში მოხდა. განგაშის სისტემა 8 სექტემბერს, დილის 05:48 საათზე ამოქმედდა. ინფორმაცია ქალაქის მერმა ბრაიან მასონმა დაადასტურა, ადგილობრივი მედია კი იუწყება, რომ უცნობმა პირებმა ნახატები ჩარჩოებიდან ამოჭრეს.
08 სექტემბერი 2026, 15:26
მსოფლიო
ზელენსკის განცხადებით, სექტემბრის მეორე ნახევარში ის, სავარაუდოდ, ტრამპს შეხვდება
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სექტემბრის მეორე ნახევარში ის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებებს გამართავს.
08 სექტემბერი 2026, 15:18
ეკონომიკა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის ვიცე-მინისტრ ჟანიბეკ ტაიჟანოვს შეხვდა
საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის (GIMF 2026) ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის ვიცე-მინისტრ ჟანიბეკ ტაიჟანოვს შეხვდა.


