თეა წულუკიანი: როგორც კი ახალი პარლამენტი შეიკრიბება გამოვალ ინიციატივით, სახელმწიფო ღალატის შესახებ მუხლი კოდექსში დაბრუნდეს
თეა წულუკიანი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
საქართველოს სახელმწიფოს ღალატი, როგორც მუხლი, ტყუილად არ იყო ჩადებული კოდექსში მაშინ, როდესაც ჩვენ აღვადგინეთ ჩვენი დამოუკიდებლობა, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის მეოთხე ნომერმა, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა, 2007 წელს სისხლის სამართლის კოდექსში 307-ე მუხლის გაუქმების თაობაზე საუბრისას „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ამ მუხლის ამოღება მას შემდეგ, რაც გარკვეული ტიპის შეთანხმება მოხდა საზღვართან დაკავშირებით 2007 წლის მარტში, და აპრილში ეს მუხლი ამოიღეს, იწვევს გაკვირვებას. როგორც კი ახალი პარლამენტი შეიკრიბება, მე გამოვალ ინიციატივით, რომ ეს მუხლი დაბრუნდეს ჩვენს მატერიალურ კოდექსში და დარწმუნებული ვარ არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატები, არამედ ნებისმიერი საღად და ჯანსაღად მოაზროვნე საქართველოს მოქალაქე ამ ინიციატივას მხარს დაუჭერს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
საკანონმდებლო ცვლილება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2007 წლის 27 აპრილს მიიღო. 307-ე მუხლი, რომელიც კოსტიტუციიდან ამოიღეს, გულისხმობდა სახელწიფო ღალატს. ახლა კი, ეს მუხლი არ არსებობს. დავით გარეჯის საკითხზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დაკავებულებს ბრალი 308-ე მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევას გულისხმობს.
ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 8 ოქტომბერს შეეფარდათ.
7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.
17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.
ყველა სიახლე
24 ივნისი 2026, 13:30
მსოფლიო
The Wall Street Journal: რუსეთი ბელარუსზე ზეწოლას ახდენს, რათა უკრაინის წინააღმდეგ ახალი ფრონტი გახსნას
რუსეთი ცდილობს ბელარუსთან სამხედრო თანამშრომლობა კიდევ უფრო გააღრმაოს და ქვეყანა უკრაინაში მიმდინარე ომში ახალი ფრონტის გასახსნელად გამოიყენოს. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
24 ივნისი 2026, 13:26
რეგიონი
დავით სონღულაშვილი წყალტუბოში ლურჯი მოცვის კრეფის და სარეალიზაციოდ მომზადების პროცესს გაეცნო
„საქართველოში მოცვის ინტენსიური წარმოება სულ რამდენიმე წლის წინ დაიწო. დღეისათვის, სახელმწიფოს ხელშეწყობით და კერძო სექტორის მონდომებით, ქართული მოცვი კონკურენტუნარიანია როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე, მოთხოვნადია და აქტიურად გადის ექსპორტზე. მწარმოებლებს ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა ღირებულებათა ჯაჭვის ყველა ეტაპზე აქვთ, მათ შორის ბაზრების დივერსიფიცირების კუთხით, რაც გულისხმობს სხვადასხვა ქვეყნის გამოფენებში მონაწილეობის და ქართულ მოცვზე მოთხოვნის გაზრდის ხელშეწყობას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
24 ივნისი 2026, 13:09
საზოგადოება
მუხიანის აგარაკებზე არსებული ქუჩების მოწესრიგება და წყალარინების ქსელის მოწყობა გრძელდება
გლდანის რაიონის გამგეობა მუხიანის აგარაკებზე არსებული ქუჩების მოწესრიგებას და წყალარინების ქსელის მოწყობას აქტიურად განაგრძობს.
24 ივნისი 2026, 13:07
რეგიონი
ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში სკრინინგის აქცია გაიმართა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აქტიურად აგრძელებს ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვასა და დაავადებათა პრევენციაზე ორიენტირებულ სკრინინგ კამპანიას. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, მორიგი სკრინინგ აქცია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდა.
24 ივნისი 2026, 13:04
საზოგადოება
ვაკის რაიონში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება
წყნეთში, ჯავახიშვილისა და ნაძვების ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
24 ივნისი 2026, 13:01
სამართალი
გენერალური პროკურორი: თუკი ჩახუნაშვილი მოგვცემს აღიარებით ჩვენებას და მოინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ და მივუსაჯოთ პირობითი სასჯელი
„ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება ჩახუნაშვილს - მან არ აღიარა დანაშაული, არ მოინანია და ამის გამო სასამართლოს უბრალოდ არ ჰქონდა სხვა შესაძლებლობა, ვინაიდან კონკრეტული მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას და სხვა ალტერნატიული სასჯელი არ გააჩნია. ამიტომ, თავისთავად, მიესაჯა ის სასჯელი, რაც მიესაჯა“.
24 ივნისი 2026, 12:49
საზოგადოება
სამგორის რაიონში, ქინძმარაულის მეორე შესახვევში ინფრასტრუქტურული სამუშაოები იწყება
მისი თქმით, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქინძმარაულის II შესახვევის N4-დან ზურაბ იარაჯულისა და ქინძმარაულის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს.
24 ივნისი 2026, 12:47
პოლიტიკა
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, ხოლო ერთ პირს, რომელმაც შეთანხმებაზე უარი განაცხადა, ხუთი წლით პატიმრობა მიესაჯა
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. 11 პირის მიმართ გაფორმებული საპროცესო შეთანხმება ერთწლიან საპატიმრო სასჯელსა და სამწლიან პირობით მსჯავრს ითვალისწინებს. ხოლო, ერთ-ერთ პირს, საბა კორძაიას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, წელიწადი და ექვსი თვით საპატიმრო სასჯელი და სამწლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. პროკურორის განცხადებით, ის სხვა სისხლის სამართლის საქმეზე უკვე მსჯავრდებული იყო.
24 ივნისი 2026, 12:43
მსოფლიო
The Telegraph: უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას უნგრეთი, პოლონეთი და სლოვაკეთი აფერხებენ
The Telegraph-ის ცნობით, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების საკითხზე გამართული მრავალსაათიანი განხილვების დროს პროგრესის შეზღუდვის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პეტერ მადიარის პოზიცია დასახელდა.
24 ივნისი 2026, 12:40
საზოგადოება
თბილისის მერია სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მოზარდებისთვის არაერთ პროგრამას ახორციელებს
დედაქალაქის მერია თბილისის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულით რეგისტრირებული ბავშვებისა და მოზარდებისთვის, საგანმანათლებლო და ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით, არაერთ პროგრამას ახორციელებს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
24 ივნისი 2026, 12:37
კულტურა
საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ანსამბლმა „ბასიანმა“ იტალიაში საკონცერტო ტურნე გამართა
პროგრამის ფარგლებში, ქართული ხალხური სიმღერა და საეკლესიო გალობა იტალიის პრესტიჟულ მუსიკალურ ფესტივალებზე: DISCANTO, Internazionale di Musica Portogruaro, Piccolo Opera festival, Out-of-season აჟღერდა.
24 ივნისი 2026, 12:36
საზოგადოება
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის პირველი ეტაპი 6 ივლისს დაიწყება
თბილისის მასშტაბით საბავშვო ბაგა-ბაღებში 2026-2027 სასწავლო წლისთვის რეგისტრაცია 6 ივლისიდან დაიწყება. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რეგისტრაცია წარიმართება სამ ეტაპად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე - kids.org.ge.
24 ივნისი 2026, 12:30
პოლიტიკა
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამა ოპოზიციაზე: გმირობა გააუფასურეს, ამაში ჩვენც გარკვეულწილად ვუწყობთ ხელს. ჩვენ ვამბობთ, რომ ციხეში ვინც სხედან გმირები არიან, ვიღაც 7 დღე დაჯდა და გმირია - სხვა რამეა გმირობა
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამის, ზურაბ ცეცხლაძის განცხადებით, ოპოზიციამ და მათმა მხარდამჭერებმა „გმირობა გააუფასურეს“. ამის შესახებ მან გადაცემა „რეაქციაში“ ისაუბრა.
24 ივნისი 2026, 12:24
სამართალი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გახსნილია საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას, დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ მიღებული შემოსავლების ლეგალიზაციას და უკანონო სამეწარმეო საქმიანობას
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გახსნილია საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას, დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ მიღებული შემოსავლების ლეგალიზაციას და უკანონო სამეწარმეო საქმიანობას. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
24 ივნისი 2026, 12:23
მსოფლიო
The Telegraph: უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით უფრო რთულ პროცესად მიიჩნევა
უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირში სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით უფრო რთულ პროცესად მიიჩნევა. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.
24 ივნისი 2026, 12:02
რეგიონი
რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტის თანამშრომლებს რეფორმის ფარგლებში ტრენინგები უტარდებათ
„რუსთავში მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმას ვაგრძელებთ და გვაქვს გეგმა, თუ როგორ უნდა გავაუმჯობესოთ მუნიციპალური სერვისების ეს მიმართულება. ტრენინგი, რომელიც ჩვენი ტრანსპორტის თანამშრომლებს უტარდებათ, სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილია. თანამედროვე და კომფორტულ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასთან ერთად, აუცილებლად უმდა დაიხვეწოს მომსახურების სფეროც, რომ მუნიციპალური ტრანსპირტის თანამშრომლებმა, კიდევ უფრო ეფექტური და კომფორტული სერვისი მიაწოდონ რუსთაველებს“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
24 ივნისი 2026, 12:01
სპორტი
მანუჩარ მარკოიშვილის „მონაკო“ საფრანგეთის ჩემპიონი გახდა🏀
მანუჩარ მარკოიშვილის საფრანგეთის ჩემპიონია. ქართველი მწვრთნელის „მონაკომ“ ფინალური სერიის მე-5, გადამწყვეტ მატჩში სტუმრად, „პარიზი“ ანგარიშით 101:92 დაამარცხა და ქვეყნის უმაღლეს ტიტულს დაეპატრონა.
24 ივნისი 2026, 11:59
ეკონომიკა
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ საოჯახო კალათის პროგრამის მონიტორინგისთვის ერთიანი საინფორმაციო პლატფორმა წარადგინა - ელექტრონული კალათა მომხმარებლებს სხვადასხვა ქსელში საბაზისო პროდუქტებზე არსებულ საუკეთესო შეთავაზებებსა და ფასებს ერთ სივრცეში გააცნობს
პრემიერ-მინისტრის ინიციატივის და პარლამენტის სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის დასკვნის მოკლევადიანი სტრატეგიის მიხედვით, ქსელებმა დაიწყეს მომხმარებლისთვის საუკეთესო შემოთავაზებები, საოჯახო კალათის საბაზისო სასურსათო პროდუქციაზე. სტრატეგიის ფარგლებში სააგენტოს დაევალა, მომხმარებლებს ქსელურ მარკეტებში საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალ საბაზისო პროდუქტებზე არსებული საუკეთესო შეთავაზებებისა და ფასების შესახებ ინფორმაცია ერთ სივრცეში, ელექტრონული კალათის ფორმატში შესთავაზოს.
24 ივნისი 2026, 11:57
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: კოლექტიურმა იუკნევიჩიენეებმა ევროპული სტრუქტურები ფაქტობრივად გააუქმეს და აქციეს მაკულატურის ჩაბარების პუნქტად. ამ რეზოლუციებს არც სამართლებრივი, არც იურიდიული ფასი არ აქვთ, ისინი ფაქტობრივად მაკულატურას წარმოადგენენ
ამ რეზოლუციებს არანაირი, არც სამართლებრივი, არც იურიდიული ფასი არ აქვთ, ისინი ფაქტობრივად მაკულატურას წარმოადგენენ მიღების დღიდან,- განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა ევროკავშირის რეზოლუციაზე.
24 ივნისი 2026, 11:49
მსოფლიო
BBC: კირ სტარმერი შესაძლო მემკვიდრეს ენდი ბერნემს შეხვდა
დიდი ბრიტანეთის გადამდგარი პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი შესაძლო მემკვიდრეს ენდი ბერნემს შეხვდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.


