imedi /  13 ოქტომბერი 2020, 18:01 / სანდო წყარო

გოგა ხაინდრავა: დავით გარეჯის საქმეზე კითხვის ნიშნები აღარ დარჩა, განსაკუთრებით სააკაშვილის თვითაღიარების შემდეგ

გოგა ხაინდრავა

გოგა ხაინდრავა

მე ვფიქრობ, რომ დავით გარეჯის საქმეზე კითხვის ნიშნები აღარ დარჩა, განსაკუთრებით სააკაშვილის თვითაღიარების შემდეგ, როდესაც მან პირდაპირ დაასახელა შუამავალიც და თანხაც, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ განაცხადა.

„მე ვფიქრობ, რომ დავით გარეჯის საქმეზე კითხვის ნიშნები აღარ დარჩა, განსაკუთრებით სააკაშვილის თვითაღიარების შემდეგ, როდესაც მან პირდაპირ დაასახელა შუამავალიც და თანხაც. ამის შემდეგ დაიწყო ისტერია პარტიული ტელევიზიების მხრიდან. გასაგებია, რომ წინასაარჩევნო პერიოდია, მაგრამ არსებობს თემები, რომლებიც არასდროს სპეკულაციის საგნად არ უნდა აქციო, მათ შორის არის დავით გარეჯიც. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რად უღირთ ამ ამ ძალებს არჩევნებში მონაწილეობა, რომ ოღონდ ამოყვინთონ პარლამენტის რომელიმე სკამზე. გამოძიება დიდი გასაგრძელებელი აღარაა, ყველაფერი ნათელია და ამის დამადასტურებელი უამრავი დოკუმენტი მოიპოვება. ყველაზე მეტს ჩემთვის ნიშნავს ამ ვითომ დასავლელი პოლიტიკოსების აპელირება საბჭოთა დოკუმენტებზე - მათთვის ეს არის დასაყრდენი და არავინ კითხულობს, რომ საბჭოთა დრომდე კიდევ 14 საუკუნეა, როდესაც ყველა საუკუნეში დასტურდება ის, რომ დავით გარეჯი მხოლოდ საქართველოსთანაა კავშირში, არანაირი სხვა წყარო ბუნებაში არ არსებობს“, - განაცხადა ხაინდრავამ.

17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.

7 ოქტომბერს პროკურატურამ დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. 8 ოქტომბერს ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

ყველა სიახლე

23 ოქტომბერი 2020, 12:39

საზოგადოება

ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს განათლების სამინისტრო საქველმოქმედო ფონდ „ათინათთან“ ერთობლივ პროექტებს განახორციელებს

ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქველმოქმედო ფონდთან „ათინათი“ თანამშრომლობას იწყებს. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამის მემორანდუმს ხელი მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვლმა და ფონდის დირექტორმა ანა ალავერდაშვილმა მოაწერეს.

კახა კალაძე

23 ოქტომბერი 2020, 12:37

პოლიტიკა

კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობაზე: მიზანმიმართულად შექმნილი იყო ვირტუალური საქართველო, სადაც ადამიანებს ეგონათ, რომ ყველაფერი კარგად იყო, თუმცა უამრავი დანაშაული ფიქსირდებოდა

კრიმინალის მონაცემები გადამოწმებადია, თუ რა ხდებოდა წლების განმავლობაში, რა რიცხვები იყო. განსხვავება იყო ერთი, მაშინ მიზანმიმართულად შექმნილი იყო ვირტუალური საქართველო, სადაც ადამიანებს ეგონათ, რომ ყველაფერი კარგად იყო, ქვეყანაში ყველაფერი კარგი ხდებოდა, თუმცა უამრავი დანაშაული ფიქსირდებოდა, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.

23 ოქტომბერი 2020, 12:31

COVID19

რუსეთში კოვიდინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

რუსეთში კოვიდინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში COVID-19-ის 17,340 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ კი ინფიცირების 1,480,646 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 1,119,251. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსს 283 ადამიანი ემსხვერპლა, ჯამში პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში 25,525 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

პაატა იმნაძე

23 ოქტომბერი 2020, 12:31

COVID19

ეპიდემიოლოგები ნოემბრის შუა რიცხვებში საქართველოში დღეში 3-4 ათას კოვიდინფიცირებულს პროგნოზირებენ

მისი თქმით, ნოემბრის შუა რიცხვებში საქართველოში დღეში 3-4 ათას კოვიდინფიცირებულს პროგნოზირებენ. „ხვალ გვექნება ჩვენი განახლებული პროგნიზები. დაახლოებით 3 სხვადასხვა მათემატიკურ მოდელს ვიყენებთ და დღეში ალბათ 3-4 ათასი შემთხვევა იქნება“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.

არჩილ თალაკვაზე

23 ოქტომბერი 2020, 12:28

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე ემიგრაციაში მყოფ თანამემამულეებთან შეხვედრებს მართავს

პარლამენტის თავმჯდომარე იტალიაში, ესპანეთსა და საბერძნეთში მყოფ ქართველებს ონლაინკონფერენციის ფორმატში შეხვდა, ხელისუფლებისა და პარტია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკური გუნდის მიერ შესრულებულ სამუშაოზე ესაუბრა და სამომავლო გეგმები გააცნო. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ეკონომიკურ პროგრამაზე და პანდემიის პერიოდში ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე.

პაატა იმნაძე

23 ოქტომბერი 2020, 12:26

COVID19

დღეიდან საქართველოში ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტირება იქნება შესაძლებელი

კორონავირუსის დიაგნოსტირებისთვის ანტიგენტზე დამყარებული ტესტის გამოყენება მოხდება ისეთივე პროტოკოლით, როგორც PCR ტესტით, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძემ საკოორდინაციოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

23 ოქტომბერი 2020, 12:22

სპორტი

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია მსოფლიო ტურის შეჯიბრებებს ანახლებს

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია პანდემიით გამოწვეული 8 თვიანი შესვენების შემდეგ მსოფლიო ტურის შეჯიბრებებს ანახლებს. 23-25 ოქტომბერს ბუდაპეშტში გაიმართება უნგრეთის გრან სლემი, რომელიც COVID-19-თან დაკავშირებული მკაცრი რეგულაციებით ჩატარდება. გრან სლემზე დაგეგმილია 69 ქვეყნის ძიუდოისტების ასპარეზობა.

სამედიცინო პერსონალი

23 ოქტომბერი 2020, 12:21

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი სამედიცინო პერსონალის 130-ზე მეტ წარმომადგენელს დაუდასტურდა

დღევანდელიი მონაცემებიდან ირკვევა, რომ კოვიდინფიცირებულებს შორის არიან სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლები. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ეს რიცხვი 131-ს შეადგენს და მათ შორის არიან როგორც ექიმები, ასევე ექთნები.

ეკატერინე ტიკარაძე

23 ოქტომბერი 2020, 12:18

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: რთულია პროგნოზი, ვინაიდან ჩვენ სრულად ვართ დამოკიდებული 3 700 000 მოქალაქის კეთილსინდისიერ ქმედებებზე

ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების დამყოლობა და ქცევა. ის, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო აკეთებენ, ეს არის მხოლოდ პროგნოზი, - ასე უფასუხა ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ, მოსალოდნელია თუ არა, საქართველოში კოვიდინფიცირებულთა დღიურმა მაჩვენებელმა 3-დან 5 ათასამდე იმერყევოს.

ამირან გამყრელიძე

23 ოქტომბერი 2020, 12:12

საზოგადოება

ამირან გამყრელიძე: სიმპტომის გამოვლენისას არ არის საჭირო ვეძიოთ, სად ჩავიტაროთ ტესტი - დავურეკოთ ოჯახის ექიმს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას ურჩევს, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში იმის ძიება არ დაიწყონ, სად ჩაიტარონ ტესტი და ოჯახის ექიმს დაურეკონ. ამირან გამყრელიძის თქმით, პაციენტმა ოჯახის ექიმის დარიგების შესაბამისად უნდა იმოქმედოს.

23 ოქტომბერი 2020, 12:09

სამართალი

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულიად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე ნ.ს. დამნაშავედ ცნო.

პაატა იმნაძე

23 ოქტომბერი 2020, 12:07

COVID19

პაატა იმნაძე: თუ ჩვენი მოსახლეობის 90%-ზე მეტს პირბადე სწორად ექნება გაკეთებული, დაავადებულთა რიცხვი 70%-ით შემცირდება

ახლა იმ ეტაპზე ვართ, როცა გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პირბადის ტარებას. ეს არის კვლევებით დადასტურებული, რომ ჩვენი მოსახლეობის 90%-ზე მეტს პირბადე სწორად თუ ექნება გაკეთებული, დაავადებულთა რიცხვი 70%-თ შემცირდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

23 ოქტომბერი 2020, 12:05

საზოგადოება

დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში, იმ სკოლებში, სადაც საარჩევნო უბნები განთავსდება, სწავლა დისტანციურ რეჟიმზე გადავა

დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში, იმ სკოლებში, სადაც, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, საარჩევნო უბნები განთავსდება, სწავლა დისტანციურ რეჟიმზე გადავა, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ნათია მეზვრიშვილი

23 ოქტომბერი 2020, 11:59

COVID19

ნათია მეზვრიშვილი: ჩვენ უკვე ვეჩვევით ვირუსთან ერთად გარკვეული წესებით თანაცხოვრებას

ჩვენ უკვე ვეჩვევით ვირუსთან ერთად თანაცხოვრებას, გარკვეული წესებით ცხოვრებას, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

23 ოქტომბერი 2020, 11:57

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: დავამატეთ რამდენიმე მიმღები ზარის ობიექტი, რის შედეგადაც პაციენტებზე მონიტორინგი გაუმჯობესდა

„უბნის ექიმებზე პაციენტების რაოდენობა სწორად ნაწილდება და შესაბამისად მათი ჩართულობა უფრო მეტად გააქტიურებულია. გუშინდელი დღის განმავლობაში, ჩვენ ვმართეთ 3 446 საქმე, აქედან პრობლემური 340, რომელიც კოვიდინფიცირებულის ჯანმრთელობას ეხებოდა და კონკრეტულად ჩვენთან დაკონტრაქტებული ოჯახის ექიმების მხრიდან ვაწარმოეთ 749 საქმე,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ნათია მეზვრიშვილი

23 ოქტომბერი 2020, 11:56

COVID19

ნათია მეზვრიშვილი: ცხელი ხაზის გადატვირთულობასთან დაკავშირებული პრობლემები მოხსნილია

პრობლემები, რაც დაკავშირებული იყო ცხელი ხაზის გადატვირთულობასთან, ეს პრობლემები შეიძლება ითქვას მოხსნილია და პირველად ჯანდაცვაში არსებული ხარვეზებიც ეტაპობრივად სწორდება, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

23 ოქტომბერი 2020, 11:56

COVID19

ამირან გამყრელიძე: ყველამ უნდა იცოდეს თავისი ოჯახის ექიმის ვინაობა და მისი ნომერი

ჩემი დღევანდელი ერთ-ერთი მთავარი სლოგანია, რომ თითოეულმა ადამიანმა იცოდეს ვინაა თავისი ოჯახის ექიმი და მისი ნომერი, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

23 ოქტომბერი 2020, 11:55

COVID19

ამირან გამყრელიძე: ჩვენი მიზანია, რომ აქტიური შემთხვევებიდან, დაახლოებით, 15-დან 25 პროცენტამდე იყოს სტაციონარულ მკურნალობაზე, დანარჩენები - ბინაზე, ან კოვიდსასტუმროებში

1759 ახალი შემთხვევიდან 1345 სიმტომიანი კოვიდინფიცირებულია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

23 ოქტომბერი 2020, 11:52

COVID19

ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველომ ნარინჯისფერიდან წითელ ზონაში გადაინაცვლა

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველომ ნარინჯისფერიდან წითელ ზონაში გადაინაცვლა.

ეკატერინე ტიკარაძე

23 ოქტომბერი 2020, 11:49

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ამ ეტაპზე მარაგში ნახევარი მილიონი PCR ტესტია

ამ ეტაპზე მარაგში ნახევარი მილიონი PCR ტესტია, ამასთან ერთად ჩვენ ატიგენისა და ანტისხეულების ტესტები გვაქვს, რომელთა რაოდენობაც დაახლოებით 200,000-ს უტოლდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.