დავით ხიდაშელი: საქართველოში ყველა რუკა უცნაურად ქრებოდა, ამიტომ 12 ეგზემპლარი გავაკეთე და ყველა უწყებას გადავეცი, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს
დავით ხიდაშელი
ფოტო: „რუსთავი 2“
ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა, რომელმაც საქართველოს 1938 წლის რუკის დედანი დაუბრუნა, "რუსთავი2"-ის ეთერში განაცხადა, რომ მან აღმოჩენილი რუკების 12 ეგზემპლარი გააკეთა და სხვადასხვა უწყებას გაუგზავნა. მისივე თქმით, ამ საკითხზე ჩვენება მან პროკურატურასაც მისცა.
"ეს საბუთები ავიღე, მიაგდეს ეს ორიგინალი რუკები დამამტკიცებელ საბუთად ამ ანალიტიკურ საბუთზე ჩამოვიტანე და გადავეცი თავდაცვის სამინისტროს. ვთხოვე გაეკეთებინათ 12 ასლი, ვინაიდან ამ საბუთების ქექვაში დავადგინეთ, რომ საქართველოში რუკები რაღაცნაირად, ვირტუალურად ქრება და ვერ პოულობენ.
მომიწია 12 ეგზემპლარის გაკეთება და აგვისტოდან დავიწყე, ვთხოვე თავდაცვის სამინისტროსაც, რომ მოდი, რომ არ დაიკარგოს ეს რუკები, ყველა სხვადასხვა ორგანოს გადავცეთ. გადავეცი საგარეო საქმეთა სამინისტროს, შევხვდი და გადავეცი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ ბატონ გახარიას, გადავეცი უშიშროების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ყველას და ერთი ეგზემპლარი ბატონ ბიძინას - აგერ ბატონო, რომ მთხოვე, ყველაფერი ვიპოვე, ამოვქექე და გადმოგცემთ ამ რუკას და თავად გაარკვიეთ საქართველო -აზერბაიჯანის მომავალი საზღვრის საკითხი, გაქვთ ყველა საბუთი, მოვიძიე ყველა სხვადასხვა რუკა, გადმოგეცით და მიხედეთ თქვენ საქმეს და გაარკვიეთ საზღვარი.
ვინაიდან თავდაცვის სამინისტროს ეჭვი შეეპარა და შეხედეს, რომ დიდი განსხვავებებია, ამ საქმის ასე შენახვა არ შეიძლებოდა და გადასცა პროკურატურას, რათა გაერკვია თუ რამე დანაშაული იყო. მე ვთქვი, რომ ეს ჩემი საქმე არ არის, მე გადმოგეცით, მე გამათავისუფლეთ. მითხრეს, რომ მობრძანდი პროკურატურაში და დაწერე ახსნა-განმარტება, როგორ ჩამოიტანე და რა ჩამოიტანეო. მივეცი ჩვენება პროკურატურას და ყველაფერი დეტალურად აღვწერე, რაც ახლა მოგიყევით", -განაცხადა დავით ხიდაშელმა.
7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.
17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.
ყველა სიახლე
21 აპრილი 2026, 17:27
მსოფლიო
ტრამპის განცხადებით, ის ვიეტნამის ომში სწრაფად გაიმარჯვებდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვიეტნამის ომში გამარჯვებას “ძალიან სწრაფად“ მიაღწევდა.
21 აპრილი 2026, 17:22
სამართალი
უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, ორ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანდნენ, მისი ლიდერის წინაშე დადეს ერთგულების ფიცი და ტერორისტული საქმიანობის დახმარების მიზნით, მზად იყვნენ ნებისმიერი დავალება შეესრულებინათ.
21 აპრილი 2026, 17:18
საზოგადოება
უზენაეს სასამართლოში საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი შეხვდნენ
უზენაეს სასამართლოში, მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი შეხვდნენ.
21 აპრილი 2026, 17:18
პოლიტიკა
ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი: მნიშვნელოვანია ფართო რეგიონის ფარგლებში საქართველოში ჩვენს კოლეგებთან მუშაობის გაგრძელება, ასევე ევროკავშირის მიმართულებით მათი გზის მხარდაჭერა
ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰელენ მაკენტიმ, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობს, საქართველოში კოლეგებთან მუშაობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. მან საქართველოს საკითხის მნიშვნელობის შესახებ მედიასთან ისაუბრა.
21 აპრილი 2026, 17:04
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ მას ირანთან ზავის გაგრძელება არ სურს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას ირანთან ცეცხლის შეწყვეტის ვადის გაგრძელება არ სურს.
21 აპრილი 2026, 16:59
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი დიდ ბრიტანეთში ახლად დანიშნულ ელჩს, ილია დარჩიაშვილს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დიდ ბრიტანეთში ახლად დანიშნულ ელჩს, ილია დარჩიაშვილს შეხვდა.
21 აპრილი 2026, 16:44
საზოგადოება
მარიამ ლაშხმა მანდატურის სამსახურის დაარსების დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი მანდატურის სამსახურის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.
21 აპრილი 2026, 16:44
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კიბერსივრცის ადმინისტრაციის დირექტორს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კიბერსივრცის ადმინისტრაციის დირექტორს, ჭუანგ ჟუნგვენს შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
21 აპრილი 2026, 15:53
საზოგადოება
დავით ნარმანია: აუცილებელია რომ მეტმა ახალგაზრდამ იცოდეს რამდენად მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სექტორის განვითარება
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სემეკის საქმიანობისა და რეგულირების საკითხების შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა.
21 აპრილი 2026, 15:33
მსოფლიო
CNN: ირანთან გარიგება ომის დასრულების შესახებ ახლოს იყო. მაგრამ ტრამპმა სოციალურ ქსელში პოსტების გამოქვეყნება დაწყო
ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით, ამერიკული ადმინისტრაცია ირანის ხელისუფლებასთან გარიგების დადებასთან და ამით ომის დასრულებასთან ახლოს იყო, თუმცა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში პოსტების გამოქვეყნება დაიწყო, რამაც პროცესი დააზიანა.
21 აპრილი 2026, 15:07
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა.
21 აპრილი 2026, 15:07
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე დიუშენის მკურნალობაზე: რა ვადაში იქნება ნაპოვნი კონკრეტული პასუხი - ჩემთვის მითუმეტეს შეუძლებელია იმის ფონზე, რომ ამას ვერ ამბობს ინგლისის ხელისუფლება, ვერ ამბობს EMA
ჯანდაცვის მინისტრმა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის თემაზე ბრიფინგი გამართა. მინისტრმა ჟურნალისტებს ევროპისა და ამერიკის წამლის მარეგულირებელი ორგანიზაციების დასკვნები გააცნო.
21 აპრილი 2026, 14:49
სამართალი
დაკავებულია პირი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში ეხმარებოდა
დაკავებულია პირი, რომელიც, დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირებთან ერთად, გარკვეული ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ, ყალბი ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი სამედიცინო დოკუმენტების გამოყენებით, დახმარებას უწევდა საქართველოს მოქალაქეებს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილემ, არჩილ ნიკოლეიშვილმა განაცხადა.
21 აპრილი 2026, 14:42
მსოფლიო
ზელენსკი უპატივცემულობას უწოდებს იმ ფაქტს, რომ უკრაინის სამშვიდობო პროცესში დონალდ ტრამპის წარმომადგენლები მოსკოვში ჩადიან და კიევში - არა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უპატივცემულობას უწოდებს იმ ფაქტს, რომ უკრაინის სამშვიდობო პროცესში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები მოსკოვში ჩადიან და კიევში კი არა.
21 აპრილი 2026, 14:34
საზოგადოება
მიცვალებულთა ხსენების დღესთან დაკავშირებით, მეუფე შიომ სიონის საპატრიარქო ტაძარში დიდი პანაშვიდი გადაიხადა
დღეს მიცვალებულთა ხსენების დღეა. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ სიონის საპატრიარქო ტაძარში დიდი პანაშვიდი გადაიხადა.
21 აპრილი 2026, 14:32
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: ეს არის მკვდრადშობილი გაერთიანება, ეზიზღებათ ერთმანეთი. ჩემზე შეიძლება უფრო პიარულად თქვან ცუდი, ვიდრე თავის ე.წ. თანამებრძოლზე, მაგრამ შინაგანად ის უფრო ეზიზღება
ეს არის მკვდრადშობილი გაერთიანება, ეზიზღებათ ერთმანეთი. ჩემზე შეიძლება უფრო პიარულად თქვან ცუდი, ვიდრე თავის ე.წ. თანამებრძოლზე, მაგრამ შინაგანად ის უფრო ეზიზღება, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებას.
21 აპრილი 2026, 14:31
სპორტი
ბათუმში ძალოსნობის ლეგენდარული ქართველი მწვრთნელის, ივანე გრიქუროვის წიგნის „ვარსკვლავების ჩრდილში“ პრეზენტაცია გაიმართა
ბათუმში ძალოსნობის ლეგენდარული ქართველი მწვრთნელის, ივანე(ვანო) გრიქუროვის წიგნის „ვარსკვლავების ჩრდილში“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე დაესწრო.
21 აპრილი 2026, 14:23
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი ევრობიუროკრატებზე: კარგი იქნებოდა, რომ 2024 წლის არჩევნებისათვის თვალი გაესწორებინათ და ქუჩაში გამოსული დემონსტრანტებისათვის ტაში არ დაეკრათ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობის დროს
კარგი იქნებოდა, რომ 2024 წლის არჩევნებისათვის თვალი გაესწორებინათ და ქუჩაში გამოსული დემონსტრანტებისათვის ტაში არ დაეკრათ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობის დროს, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა ევრობიუროკრატებზე საუბრისას.
21 აპრილი 2026, 14:23
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: სააკაშვილი მოითხოვს, რომ ის იყოს ყველა მხრიდან უპირობოდ აღიარებული. სანამ ეს ასე არ იქნება, მანამდე ის ერთგვარ შოლტს გადაუჭერს ხოლმე მის მიერ გაზრდილ ურჩებს
ვფიქრობ, რომ სააკაშვილი-ბოკერია-გვარამიას არც ერთობას და არც ცალკე ყოფნას, საქართველოში, პოლიტიკაში რაიმე რეალური სასიკეთო პერსპექტივა არ გააჩნია, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.
21 აპრილი 2026, 14:22
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: ვიცით, რომ ამ ადამიანებს ერთმანეთი ეზიზღებათ, შიდა კონკურენცია აქვთ, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, ვინ უფრო მაღალ თანამდებობას დაიკავებს
ვიცით, რომ ამ ადამიანებს ერთმანეთი ეზიზღებათ, შიდა კონკურენცია აქვთ, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, ვინ უფრო მაღალ თანამდებობას დაიკავებს და ვინ უფრო უკეთ შეეცდება მიღებული დავალების შესრულებას, - განაცხადა „ქრონიკასთან“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.


