IMEDI /  16 ოქტომბერი 2020, 18:36 / სანდო წყარო

კახა კახიშვილი: დავით გარეჯის საქმეზე ბრალეულობის გამოკვეთის შემთხვევაში, ყველა მოქმედმა ან ყოფილმა თანამდებობის პირმა პასუხი უნდა აგოს

დავით გარეჯის საქმე არის მნიშვნელოვანი და რეზონანსული, რთულად მახსენდება ასეთი მნიშვნელობის საქმე ბოლო პერიოდში. საქმე დეტალურად არ ვიცი, თუმცა ის საჯარო განცხადებები, რაც კეთდება აქედან იკვეთება დანაშაულის კონკრეტული ნიშნები, - ამის შესახებ ტელეკომპანია იმედის გადაცემა „დღის ქრონიკაში“ისნის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“მაჟორიტარობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გაუგებარია იმ ადამიანების პოზიცია, რომლებიც ცალსახად აცხადებენ, რომ დავით გარეჯის საქმე არ უნდა გამოიძიონ. „თითოეული ჩვენგანის ვალია ეს საქმე გამოვიძიოთ და ჭეშმარიტება დავადგინოთ. შეიძლება ვიღაცას ეგონოს რომ დანაშაულის ნიშნები არაა, ან პირიქით მიიჩნევდეს, რომ აქ დანაშაულია ჩადენილი. აქ ყველას მიზანი უნდა იყოს ერთი, ჭეშმარიტების დადგენა. ამიტომ ჩემთვის გაუგებარია ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადება, რომ მოდით ამ საქმეს თავი დავანებოთ“, - აღნიშნა კახიშვილმა.

დეპუტატობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ დავით გარეჯის საქმე, მორალურადაც მძიმეა. „თუ გამოიკვეთება რომელიმე პირის, საქართველოს მოქალაქის ბრალეულობა ამ საქმეში და დადასტურდება სასამართლოს განაჩენით, ეს მისთვის კი არა, მისი ოჯახისთვისაც საზიანო იქნება. რადგან ჩვენი მიწა-წყალი რაღაცის საფუძველზე გადაეცა სხვა სახელმწიფოს“, - აღნიშნა კახიშვილმა.

თუმცა კახიშვილი აცხადებს, რომ როგორც იურისტი ვერავის ბრალეულობაზე ვერ ისაუბრებს, ვიდრე არ იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება. „საქმე უნდა გამოიძიონ თავიდან-ბოლომდე და ნებისმიერი მოქმედი ან ყოფილი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, თუ ამ საქმეში მისი ბრალეულობა გამოიკვეთა“, - აღნიშნა კახიშვილმა.

17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.

7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 8 ოქტომბერს შეეფარდათ.

ყველა სიახლე

პეტრ პაველი

25 ივნისი 2026, 10:01

მსოფლიო

POLITICO: ჩეხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტს ნატოს სამიტში მონაწილეობის უფლება მისცა

ჩეხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დროებითი განჩინება გამოსცა, რომლის საფუძველზეც პრეზიდენტი პეტრ პაველი ივლისში ანკარაში დაგეგმილ ნატოს სამიტს დაესწრება. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

25 ივნისი 2026, 09:55

ეკონომიკა

საერთაშორისო სავალუტო ფონდი: საქართველოში უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) განახლებულ პუბლიკაციას „უნარების შეუსაბამობისა და სხვა წყაროებიდან მიღებული შემოსავლების გავლენა საქართველოს შრომის ბაზარზე” აქვეყნებს.

25 ივნისი 2026, 09:50

კულტურა

გრიბოედოვის თეატრში ანსამბლ „ალილოს“ საიუბილეო საღამო გაიმართა

ანსამბლის შემოქმედების 25 წლის აღსანიშნავი კონცერტი, რომელსაც გასულ წელს რუსთაველის თეატრმა უმასპინძლა, მსმენელთა თხოვნით, განმეორებით ჩატარდა. „ალილო“ ძველი, ყველასთვის კარგად ნაცნობი რეპერტუარითა და საგანგებოდ ამ დღისთვის შექმნილი სიმღერებით წარდგა. კონცერტში საქართველოს ქალთა კამერული ორკესტრი, ბენდი და მაესტრო დავით მაზანაშვილი მონაწილეობდნენ.

25 ივნისი 2026, 09:47

რეგიონი

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, ახალციხის ციხეზე ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შეხვდა

ახალგაზრდებმა მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან თემებზე დებატები გამართეს. მონაწილე გუნდებმა საკმაოდ არგუმენტირებულად და დამაჯერებლად იმსჯელეს, გამოვლინდნენ გამარჯვებულები. დებატები ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს ორგანიზებით გაიმართა.

25 ივნისი 2026, 09:46

მსოფლიო

მედია: უკრაინამ კრასნოდარის მხარეში ნავთობის საცავი დაბომბა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დრონებით რუსეთის კრასნოდარის მხარეში ნავთობის საცავი დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

25 ივნისი 2026, 09:43

რეგიონი

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში შიდასაუბნო გზების რეაბილიტაცია გრძელდება

ჯიღაურაში, ზაქაროსა და ნავაზში. იგება ასფალტის საფარი, გარკვეულ ადგილებში ეწყობა სანიაღვრე არხები და წესრიგდება მოსახლეობის ეზოებამდე მისასვლელი მონაკვეთები. შიდა გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს წეროვნის დევნილთა დასახლებაშიც, სადაც პარალელურად, ივანე მაჩაბლის სახელობის სკვერის კეთილმოწყობაც გრძელდება.

25 ივნისი 2026, 09:39

კულტურა

ხელოვნების სტუდია „არტ იბერიამ" და თეატრალურმა სტუდია „ბერიკამ" ერთობლივი, წლის შემაჯამებელი ქორეოგრაფიულ–თეატრალური კომპოზიცია წარადგინეს

ხელოვნების სტუდია „არტ იბერიამ" და თეატრალურმა სტუდია „ბერიკამ" თამარ ქორიძის ხელმძღვანელობით ერთობლივი, წლის შემაჯამებელი ქორეოგრაფიულ–თეატრალური კომპოზიცია წარადგინეს, რომლის სახელწოდებაცაა „მზისკენ’’და აგებულია ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებზე.

25 ივნისი 2026, 09:32

რეგიონი

გარდაბნის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება

რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა ყველა საჭირო მუნიციპალურ სერვისს სოფლიდან გაუსვლელად, კომფორტულ გარემოში მიიღებს. ამასთანავე, მარტყოფში ორი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის სრული განახლება მიმდინარეობს, საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება სართიჭალაშიც.

25 ივნისი 2026, 09:28

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წალკის მუნიციპალიტეტში უკანონო სახერხი საამქროები გამოავლინეს

მოქალაქეებს არარეგისტრირებული სახერხი დანადგარები საკარმიდამო ეზოებში ჰქონდათ დამონტაჟებული. ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

25 ივნისი 2026, 09:25

საზოგადოება

ბათუმში დღეს მეზღვაურთა საერთაშორისო დღე მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნება

საქართველოს საზღვაო სექტორი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. დღეისათვის ქვეყანას 21 000-მდე სერტიფიცირებული მეზღვაური ჰყავს. ბოლო წლებში გატარებულმა რეფორმებმა, საზღვაო განათლების ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციამ, საერთაშორისო აღიარების გეოგრაფიის გაფართოებამ და სანავსადგურე ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციამ კიდევ უფრო გაზარდა ქართველი მეზღვაურების კონკურენტუნარიანობა გლობალურ ბაზარზე და გააძლიერა ახალგაზრდების ინტერესი ამ პროფესიის მიმართ.

დონალდ ტრამპი

25 ივნისი 2026, 09:20

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ მიწისძვრით დაზარალებულ ვენესუელას დაეხმარება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკა მიწისძვრით დაზარალებულ ვენესუელას დაეხმარება.

25 ივნისი 2026, 09:18

პოლიტიკა

ბიუროკრატიის ხარისხით საქართველო მსოფლიოში 25-ე ადგილზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-17 პოზიციაზეა და პოსტსაბჭოთა სივრცეში უპირობოდ ლიდერობს

ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიშის ფარგლებში, ბიუროკრატიის ხარისხის გლობალურ რეიტინგს აქვეყნებს.

დავით მათიკაშვილი

25 ივნისი 2026, 09:03

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: მოლდოვას მცდელობა, საკუთარი სუვერენიტეტი დათმოს, დაკარგოს დამოუკიდებლობა მხოლოდ იმიტომ, რომ სწრაფად გახდეს ევროკავშირის წევრი, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი რუმინეთისა და მოლდოვის გაერთიანების შესახებ რუმინეთის დეპუტატთა პალატის გადაწყვეტილებას აფასებს.

25 ივნისი 2026, 09:00

მსოფლიო

ვენესუელაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. არიან დაღუპულები

ვენესუელის დედაქალაქ კარაკასთან ახლოს 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ლევან მაჭავარიანი

25 ივნისი 2026, 08:56

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: კატასტროფულ მდგომარეობაშია მოლდოვა იქიდან გამომდინარე, რომ ჰყავთ ასეთი პრეზიდენტი, რომელიც მთლიანად ემორჩილება ბრიუსელს და მისთვის რა თქმა უნდა, არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს ქვეყნის სუვერენიტეტი. ის მზად არის, რომ გააუქმოს თავისი სახელმწიფო და შეუერთოს სხვა ქვეყანას

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი რუმინეთისა და მოლდოვის გაერთიანების შესახებ რუმინეთის დეპუტატთა პალატის გადაწყვეტილებას აფასებს.

ლევან მახაშვილი

25 ივნისი 2026, 08:48

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე: ეს არის მიხეილ სააკაშვილის უცხოელი მეგობრების ყალბი პათეტიკით გაჟღენთილი პროცესი და დოკუმენტი

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ მორიგ რეზოლუციას აფასებს.

25 ივნისი 2026, 08:25

პოლიტიკა

„დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება საქართველოში“ - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებით მორიგი რეზოლუცია მიიღო

დოკუმენტს მხარი ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, 5 წინააღმდეგი იყო, 4-მა კი თავი შეიკავა. კენჭისყრას წინ უძღოდა დებატები, გამომსვლელებმა ისაუბრეს საქართველოში პოლიტიკურ და სოციალურ კრიზისზე და ოპოზიციის ლიდერებს მხარდაჭერა გამოუცხადეს. ისმოდა მოწოდებებიც ოპოზიციის მიმართ, პარლამენტის ბოიკოტირება შეწყვიტონ.

25 ივნისი 2026, 08:08

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 25 ივნისს საქართველოში

25 ივნისს ქუთაისში მცირე ნალექი იქნება, დღისით +29 და ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.

25 ივნისი 2026, 08:01

პოლიტიკა

საქართველოს გენერალური აუდიტორი დღეს პარლამენტში სახელმწიფო აუდიტის 2025 წლის ანგარიშს წარადგენს

დღეს პარლამენტში საქართველოს გენერალურ აუდიტორს ელოდებიან. გიორგი გაბიტაშვილი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომასა და პლენარულ სხდომაზე, დეპუტატებს სახელმწიფო აუდიტის 2025 წლის ანგარიშს წარუდგენს, რომელიც მოიცავს აუდიტორული საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, ძირითად პარტნიორებთან თანამშრომლობას, შიდა მმართველობის სისტემის გაძლიერებით ეფექტიანობის ამაღლებას, და თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას. დღეს პარლამენტში საქართველოს გენერალურ აუდიტორს ელოდებიან. გიორგი გაბიტაშვილი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომასა და პლენარულ სხდომაზე, დეპუტატებს სახელმწიფო აუდიტის 2025 წლის ანგარიშს წარუდგენს, რომელიც მოიცავს აუდიტორული საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, ძირითად პარტნიორებთან თანამშრომლობას, შიდა მმართველობის სისტემის გაძლიერებით ეფექტიანობის ამაღლებას, და თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.

25 ივნისი 2026, 08:00

სამართალი

ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ფართომასშტაბიან დანაშაულზე აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლო სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს

53 მილიონ ლარზე მეტი უკანონო შემოსავალი - დაკავებულია ორგანიზებული ჯგუფის 17 წევრი, 3 მიმალული მოქალაქის მიმართ კი, ძებნა გამოცხადდება. გამოძიებასთან თანამშრომლობის შედეგად, ბრალი 11 ადამიანს უკვე წარედგინა. პარალელურად, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოში რეგისტრირებული 24 იურიდიული პირის მიმართ.