ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მთავრობის და ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს კეთილგონივრული გადაწყვეტილებებით და შეთანხმებით დავით გარეჯის სადავო ნაწილებს შემოვიერთებთ
ირაკლი ღარიბაშვილი
ფოტო: არქივი
საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის, განსაკუთრებით დავით გარეჯის სამონასტრო კომლექსთან არსებული საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „ქართული არხის“ გადაცემაში „უცნობის კიდობანი“ ისაუბრა.
ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებულ მეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება და იმ შესაძლებლობაზეც ისაუბრა, რასაც ორ მჭიდროდ გადაჯაჭვულ, ურთიერთთამოკიდებულ სახელმწიფოს შორის განხეთქილება შეეძლო გამოეწვია.
„უცხო ქვეყანა, ამ შემთხვევაში ვთქვათ რუსეთი, რა შემთხვევაში და რა ფორმით შეიძლება იყოს დაინტერესებული ორ მეზობელ და მეგობარ, ძალიან მჭიდროდ გადაჯაჭვულ სახელმწიფოებს შორის განხეთქილებით? ჩვენ, აზერბაიჯანი და საქართველო ურთიერთდამოკიდებული სახელმწიფოები ვართ. გვაქვს სტრატეგიული ურთიერთობა და მეგობრობა. რა შემთხვევაში შეიძლება გამოეწვია ამ ურთიერთობებს შორის რაიმე დიდი განხეთქილება? ერთ-ერთი საკითხი შესაძლოა ყოფილიყო სწორედ ის, რაც სააკაშვილმა, მისმა მთავრობამ ჩაიდინა. ანუ ჩვენი სიწმინდის - დავით გარეჯის ნაწილი შეუთანხმეს და აღმოჩნდა აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ 2007 წელს. მე კითხვას ვსვამ - ეს არის შეგნებული, გააზრებული პროვოკაცია სააკაშვილის და მისი მთავრობის მიერ ჩადენილი? მაშინ ემთხვევა თუ არა რუსეთის ინტერესები?! მე ასე მიმაჩნია“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თავდაცვის მინისტრმა დავით გარეჯის სამონასტრო კოპლექსთან საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სადავო საკითხზე აზერბაიჯანული მხარის პოზიციაზეც ისაუბრა. მან აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის მრჩევლის ჰიკმედ ჰაჯიევის მიერ გაკეთებული განცხადება გაიხსენა, რომ საქართველო და აზერბაიჯანი მეგობრები არიან და აზერბაიჯანული მხარე მზად არის დიალოგისთვის.
„ეს მიუთითებს იმაზე, რომ აბსოლუტურად კონსტრუქციულად არის განწყობილი აზერბაიჯანული მხარე. უფრო მეტიც, ჩვენი კარტოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი პოლკოვნიკი ხორბალაძე, რომელიც კომისიის სხდომას ესწრებოდა, მიყვება ასეთ ისტორიას - „ჩვენ აზერბაიჯანელებთან როცა ვიყავით კომისიის სხდომაზე და დავაყენეთ ამ რუკის საკითხი რატომ არ მივყვებით ამ ჩვენი პრეზიდენტების შეთანხმებას და რატომ ვარღვევთ, აზერბაიჯანელები დარჩნენ გაკვირვებულები, საერთოდ პირველად გვესმის თქვენგან. თქვენი ინიციატივით ხდებოდა იმ რუკებით შეთანხმება სახელმწიფო საზღვრების“. აქედან გამომდინარე ყველაფერი ცხადია - ეს არის რუსული ინტერესი. მჯერა, რომ უფლის დახმარებით, ჩვენი მთავრობის და ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს კეთილგონივრული გადაწყვეტილებებით და შეთანხმებით, დავით გარეჯის ამ სადავო ნაწილებს შემოვიერთებთ. ეს მოხდება და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს კიდევ უფრო გაამყარებს სამუდამოდ აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობას“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა დავით გარეჯის სადავო საკითხზე საქართველოს პოზიციაზეც იმსჯელა. როგორც მან აღნიშნა, ქართული მხარე განსაკუთრებულს, ზედმეტს არ ითხოვს მოძმე ხალხისგან, მეგობარი სახელმწიფოსგან. ხელისუფლება მიყვება იმ შეთანხმებას, რომელიც საქარველოსა და აზერბაიჯანს შორის დაიდო.
„ჩვენ გვაქვს ყველა ის ბერკეტი, არგუმენტი და მტკიცებულებები, რომელიც ამყარებს ქართული მხარის პოზიციებს ჩვენს მეგობრებთან ამ მოლაპარაკებებში. კიდევ ვიმეორებ, რომ სხვა არგუმენტი არ არსებობს, რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ეს რუკა. ორივე მხარე შეთანხმდა, რომ მხოლოდ ამ რუკას გამოვიყენებთო. სხვა რუკაზე არ ყოფილა საუბარი, ბუნებაში. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, საერთაშორისო წესების მიხედვით რაც არის მსოფლიოში დადგენილი, როცა ასეთი რაღაც ხდება და ის შეთანხმება შედგება, ის უნდა შესრულდეს. მე მაქვს მყარი საფუძველი იმისა, რომ ვთქვა, დასრულდება ძალიან პოზიტიურად ძალიან მშვიდად, ძალიან წყნარად“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.
7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.
ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 8 ოქტომბერს შეეფარდათ.
ყველა სიახლე
12 ივნისი 2026, 01:22
მსოფლიო
ტრამპი ვარაუდობს, რომ ირანის უზენაესი ლიდერი მხარს უჭერს შეთანხმებას
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ახალი უზენაესი ლიდერი მხარს უჭერს შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც, მისი თქმით, თეირანი „კონცეპტუალურად“ დათანხმდა, მისცეს აშშ-ს ბირთვული მასალების უსაფრთხოების უზრუნველყოფის უფლება და შეწყვიტოს ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობები.
12 ივნისი 2026, 01:09
სპორტი
მექსიკის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის გახსნით მატჩში სამხრეთ აფრიკა ანგარიშით 2:0 დაამარცხა
მსოფლიო ჩემპიონატის გახსნითი შეხვედრა მექსიკისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებებს შორის მექსიკელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.
12 ივნისი 2026, 00:40
სპორტი
მექსიკა-სამხრეთ აფრიკის მატჩში რაულ ხიმენესმა სხვაობა ორამდე გაზარდა
მსოფლიო ჩემპიონატის შეხვედრაში მექსიკის ნაკრებმა სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ უპირატესობა განიმტკიცა. მატჩის 67-ე წუთზე ანგარიში 2:0 გახდა.
12 ივნისი 2026, 00:35
სპორტი
ხულიან კინიონესის მიერ გატანილი გოლი გახდა ყველაზე სწრაფი სადებიუტო გოლი მსოფლიო ჩემპიონატებზე 2006 წლის შემდეგ
ხულიან კინიონესის მიერ გატანილი გოლი გახდა ყველაზე სწრაფი სადებიუტო გოლი მსოფლიო ჩემპიონატებზე 2006 წლის შემდეგ.
11 ივნისი 2026, 23:59
მსოფლიო
ტრამპი ირანთან „დიდი შეთანხმების“ მიღწევას აანონსებს და მიანიშნებს, რომ ხელმოწერა მალე ევროპაში შედგება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა „დიდი შეთანხმების“ შესახებ, რომელმაც შესაძლოა ირანთან ომი დაასრულოს და მიანიშნა, რომ მას უახლოეს დღეებში მოეწერება ხელი.
11 ივნისი 2026, 23:50
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟეენბეკ კულუბაევს შეხვდა
ყირგიზეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ჟეენბეკ კულუბაევს შეხვდა.
11 ივნისი 2026, 23:20
სპორტი
ხულიან კინიონესმა მექსიკის ნაკრებისა და მსოფლიო ჩემპიონატის პირველი გოლი გაიტანა
მეხიკოში, „აცტეკას“ სტადიონზე, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი გოლი გავიდა. მატჩის ანგარიში მასპინძელმა მექსიკის ნაკრებმა გახსნა.
11 ივნისი 2026, 23:07
პოლიტიკა
ნანა ჟორჟოლიანი: მიშასთან ერთად სიტყვა რევოლუცია მხიბლავს იმიტომ, რომ ამ კაცს ეს სიტყვა უხდება
ნანა ჟორჟოლიანმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილთან ერთად სიტყვა რევოლუცია ხიბლავს, რადგან მას ეს სიტყვა უხდება.
11 ივნისი 2026, 22:32
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა სამინისტრო: ბრიუსელში საქართველოს დელეგაციასა და ევროკომისიის დელეგაციას შორის შეხვედრაზე საქართველოს მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირთან ურთიერთპატივისცემაზე, თანასწორობასა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა
საქართველოს მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირთან ურთიერთპატივისცემაზე, თანასწორობასა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა და ხაზი გაუსვა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობას, - განუცხადეს „ქრონიკას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
11 ივნისი 2026, 22:31
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატის გახსნითი მატჩი: მექსიკა - სამხრეთ აფრიკა, ოფიციალური შემადგენლობები ცნობილია
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნით მატჩში მასპინძელი მექსიკის ნაკრები სამხრეთ აფრიკას უპირისპირდება. მწვრთნელებმა, ხავიერ აგირემ და ჰუგო ბროსმა, თავიანთი შემადგენლობები უკვე დაასახელეს.
11 ივნისი 2026, 22:01
სპორტი
მეხიკოში მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონია დაიწყო - მექსიკა სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდება
მეხიკოს სტადიონზე პირველი მატჩის დაწყებამდე, მსოფლიო ჩემპიონატის საზეიმო გახსნის შოუ მიმდინარეობს.
11 ივნისი 2026, 21:40
მსოფლიო
ტრამპი: იქიდან გამომდინარე, რომ ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან მოლაპარაკებები ირანის ხელმძღვანელობის უმაღლეს დონეზე იყო აყვანილი და დამტკიცებული, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა, გავაუქმე ამ საღამოსთვის დაგეგმილი დარტყმები და დაბომბვები ირანის წინააღმდეგ
იქიდან გამომდინარე, რომ ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან მოლაპარაკებები ირანის ხელმძღვანელობის უმაღლეს დონეზე იყო აყვანილი და დამტკიცებული, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა, გავაუქმე ამ საღამოსთვის დაგეგმილი დარტყმები და დაბომბვები ირანის წინააღმდეგ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
11 ივნისი 2026, 21:24
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: საქართველომ ჩინეთის სახით პარტნიორად შეიძინა მსოფლიოში ყველაზე ძლიერი პოლიტიკური მოთამაშე
„საქართველოს შეუძლია ძლიერ და ყოვლისმომცვლელ პარტნიორად ჰყავდეს ჩინეთი, ამერიკა კი როგორც საუკეთესო და ძლიერი პარტნიორი,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ და დასძინა, რომ დღეს საქართველოსა და ჩინეთის ინტერესები თანხვედრაშია.
11 ივნისი 2026, 21:18
პოლიტიკა
ვიქტორ ჯაფარიძე: ოპოზიციურმა ტელევიზიებმა და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ჩემი ნათქვამი სვანეთში გამრიცხველიანების პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით დამახინჯებული ფორმით გაავრცელეს
პარტია „ხალხის ძალის“ რეგიონული მდივანი, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე რამდენიმე დღის წინ მედიასთან გამოეხმაურა მამუკა მდინარაძისა და ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ სვანეთში უკანონო კრიპტომაინინგის აღმოსაფხვრელად დაიწყება გამრიცხველიანების პროცესი.
11 ივნისი 2026, 21:16
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: ამერიკამაც და ევროპამაც კარგად იცის, რომ სამხრეთ კავკასიაში საქართველოს შემცვლელი ქვეყანა არ არსებობს
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სომხეთის არჩევნების საერთაშორისო შეფასებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ სამხრეთ კავკასიაში საქართველოს მნიშვნელობის ჩანაცვლება არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია.
11 ივნისი 2026, 21:08
მსოფლიო
ირანის პარლამენტის თავმჯდომარე ტრამპს მასშტაბური ესკალაციის შესახებ აფრთხილებს
ირანი მკაცრად გამოეხმაურა აშშ-ის მუქარას ქვეყნის სტრატეგიულ ნავთობჰაბსა და ენერგოექსპორტზე და განაცხადა, რომ შემდგომ ესკალაციას შესაძლოა ხანგრძლივი და მძიმე შედეგები მოჰყვეს.
11 ივნისი 2026, 20:54
ეკონომიკა
საქართველოსა და რუმინეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბუქარესტი-თბილისი-ბუქარესტი - საქართველოსა და რუმინეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება.
11 ივნისი 2026, 20:53
პოლიტიკა
ტექნიკური შეხვედრა ევროკომისიასთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოს დელეგაცია ბრიუსელში კონკრეტული არგუმენტებით წავიდა. როგორც ევროკომისიის პრესსპიკერმა განმარტა - „დღევანდელი შეხვედრის მიზანია იმ გარემოებების აღმოფხვრა, რამაც უვიზო მიმოსვლის შეჩერება გამოიწვია“.
11 ივნისი 2026, 20:40
ეკონომიკა
მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკისა და საერთაშორისო ინვესტიციების შედეგი - საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, საქართველოს საპროგნოზო მაჩვენებელი ეკონომიკური ზრდის მიმართულებით 6.5%-მდე გაზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკისა და საერთაშორისო ინვესტიციების შედეგი - საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, საქართველოს საპროგნოზო მაჩვენებელი ეკონომიკური ზრდის მიმართულებით 6.5%-მდე გაზარდა.
11 ივნისი 2026, 20:39
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი ყირგიზეთში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი ყირგიზეთში. უკვე შედგა რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა მინისტრების დონეზე. ასევე, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად გაიმართა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სხდომა.


