imedi /  21 ოქტომბერი 2020, 23:20 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე გიგი წერეთლის განცხადებაზე: ეს არის მდაბიო და შაბლონური სპეკულაცია

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

ეს არის მდაბიო და შაბლონური სპეკულაცია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარეძემ იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. ამით ის გიგი წერეთლის ნათქვამს გამოეხმაურა, რომელმაც ზუგდიდში მომხდარ ფაქტზე საუბრისას აღნიშნა, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზია მძიმე გაჭირვება და სიღარიბე, რომელიც იწვევს ასეთი ტიპის კრიმინალს.

„რომ გვყავდა 2012 წელს მილიონ 200 000-მდე უკიდურესად გაჭირვებული და დღეს რომ გვყავს დაახლოებით 700 000, იმ 700 000-დან ნებისმიერი გაღიზიანდება ჩემს მიერ ამ ციფრების მოტანაზე, მაგრამ როცა ეს ციფრები იცი და ამით სპეკულირებ, როცა შენს დროს სიღარიბე ვერ შეამცირე“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ყველა სიახლე

03 დეკემბერი 2020, 14:04

პოლიტიკა

„ლელოს“ ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა მიმდინარებს

„ლელო საქართველოსთვის“ ცენტრალურ ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა მიმდინარებს. შეხვედრას ოპოზიციური პარტიების თითქმის ყველა ლიდერი ესწრება. როგორც ოპოზიციონერმა ლიდერებმა შეხვედრაზე შესვლამდე განაცხადეს, ისინი ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მესამე რაუნდის წინ ერთმანეთს პოზიციების შესაჯერებლად ხვდებიან.

კახა კალაძე

03 დეკემბერი 2020, 14:01

პოლიტიკა

კახა კალაძე: ბოლო წლების განმავლობაში ამდენი ოპოზიციური პარტია საქართველოს პარლამენტში არ ყოფილა წარმოდგენილი, ეს წინგადადგმული ნაბიჯია, რასაც მოფრთხილება სჭირდება

„გამიჭირდება გითხრათ, დაესწრება თუ არა ოპოზიცია დეკემბერში ბიუჯეტის განხილვას. ამისთვის ეს მოლაპარაკებები უნდა დასრულდეს, უნდა მივაღწიოთ გარკვეულ კონსენსუსს და გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ნაწილმა მიიღო - მათ მხარი დაუჭირეს და მიანიჭეს უფლებამოსილება, რომ მათ ხმას წარმოადგენდნენ საქართველოს პარლამენტში. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს სჭირდება გაფრთხილება, რაც ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის აუცილებელია“, - განაცხადა კალაძემ.

ხატია დეკანოიძე

03 დეკემბერი 2020, 14:00

პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე: გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციას არ ვაპირებთ, არავითარი ცალკე წინადადებები კონკრეტული ოპოზიციური ძალებისგან არ არსებობს, ჩვენ გვაქვს ერთიანი პოზიცია

„ყველაფერი დამოკიდებულია ივანიშვილზე, ამიტომ გაყალბებული არჩევნების ფონზე, ჩვენი პოზიცია ძალიან კარგად იციან, როგორც ხელისუფლებამ, რომელსაც მივაწოდეთ ის გეგმა, რომელიც ჩვენ გვესახება, რომლითაც აუცილებლად უნდა გამოვიდეს კრიზისიდან ქვეყანა, პოლიტიკური, უმძიმესი ეკონომიკური და სოციალური კრიზისიდან. პარლამენტისთვის გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციას არ ვაპირებთ. ისე უნდა დარჩნენ მარტო, როგორც მეორე ტურის დროს, როდესაც პრაქტიკულად ბოლშევიზმისა და კომუნიზმის ახალ ეპოქაში შევიდა „ოცნება“. არავითარი ცალკე წინადადებები კონკრეტული ოპოზიციური ძალებისგან არ არსებობს, ჩვენ გვაქვს ერთიანი პოზიცია რიგგარეშე ან ახალი არჩევნების დანიშვნა, რათა ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ​ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები. მეტსაც გეტყვით, „ოცნებას“ არავითარი შემხვედრი წინადადება არ მოუტანია“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

კახა კალაძე

03 დეკემბერი 2020, 13:59

პოლიტიკა

კახა კალაძე: ოპოზიციურ პარტიებში აზრთა სხვადასხვაობაა, ვფიქრობ, შეთანხება შედგება

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციურ პარტიებში აზრთა სხვადასხვაობაა. კალაძე იმედოვნებს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები შეთანხმებით დასრულდება. ამასთან, კალაძემ მოლაპარაკებებში ჩართულ ელჩებს მადლობა გადაუხადა.

ნიკოლას მადურო

03 დეკემბერი 2020, 13:58

მსოფლიო

ნიკოლას მადურო: თუ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს, პრეზიდენტის თანამდებობას დავტოვებ

ნიკოლას მადუროს განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, ის მზად არის, პრეზიდენტის თანამდებობა დატოვოს.

03 დეკემბერი 2020, 13:55

COVID19

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის კორონავირუსით დაინფიცირების შემდეგ, ორგანიზმში ვირუსის არსებობა მერიის სხვა თანამშრომლებსაც აღმოაჩნდათ. imedinews-ის ინფორმაციით, COVID-19-ზე ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა ინფრასტრუქტურის განყოფილებისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსებზე.

ირანი

03 დეკემბერი 2020, 13:51

მსოფლიო

ირანის პარლამენტმა გაეროს ინსპექტორებს ქვეყნის ბირთვულ ობიექტებზე შესვლა აუკრძალა

კანონის მიხედვით, გაეროს ინსპექტორებს ქვეყანაში ბირთვულ ობიექტებზე შესვლის უფლება არ ექნებათ, ურანის გამდიდრება კი 20%-ით გაიზრდება, რაც 2015 წლის შეთანხმებით დაშვებულ რაოდენობას (3.67%) მნიშვნელოვნად აღემატება. დეპუტატებმა კანონის დასამტკიცებლად ქვეყნის მთავრობას უკვე გადასცა.

03 დეკემბერი 2020, 13:47

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 14,496 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 14,496 ადამიანს დაუდასტურდა, 243 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 772,760 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 12,960 პაციენტი ემსხვერპლა, 384,426 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

03 დეკემბერი 2020, 13:45

COVID19

სომხეთში კორონავირუსის 1,277 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 1,277 ადამიანს დაუდასტურდა, 26 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 138,508 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 2,254 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 113,228.

ნათია თურნავა

03 დეკემბერი 2020, 13:34

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ჩვენ მსოფლიოში საუკეთესონი ვართ ბიზნესსა და მთავრობას შორის ინტერაქციის მიხედვით

Trace International-ის მიერ წარმოებული კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით საქართველო მსოფლიოში 28-ე, ხოლო ევროპაში კვლავინდებურად საუკეთესო ოცეულშია და მე-19 ადგილზეა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

სალომე სამადაშვილი

03 დეკემბერი 2020, 13:33

პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი: პოლიტიკური კრიზისი ზეგავლენას მოახდენს ჩვენს ურთიერთობებზე ნატოსთან და ევროკავშირთან

„სამწუხაროა, რომ ამისთვის დღევანდელმა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა გასული წლების განმავლობაში. უნდა აღინიშნოს, რომ ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ქვეყანაში არის შექმნილი, რა თქმა უნდა ზეგავლენას მოახდენს ჩვენს ურთიერთობებზე ნატო-სთან, ევროკავშირთან. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კრიზისიდან გამოსავალი მოიძებნოს იმ მოლაპარაკებების პროცესში, რომელიც მიმდინარეობს“, - განაცხადა სამადაშვილმა.

რობერტ რედფილდი

03 დეკემბერი 2020, 13:27

COVID19

რობერტ რედფილდი: ზამთარი ყველაზე რთული პერიოდი იქნება აშშ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ისტორიაში

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორის, რობერტ რედფილდის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის გამო, აშშ-ში დეკემბერი, იანვარი და თებერვალი ძალიან რთული პერიოდი იქნება.

03 დეკემბერი 2020, 13:23

სამართალი

თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებმა 7 ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენები დაადგინეს

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ხელახალი გამოძიების, მოპოვებული მტკიცებულებებისა და წარდგენილი შუამდგომლობების საფუძველზე, თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებმა 7 ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენები დაადგინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

03 დეკემბერი 2020, 13:22

ტაბლოიდი

თურქმენეთის პრეზიდენტმა ახალ ღუმელში 122,5 კილოგრამი ნარკოტიკი დაწვა. ვიდეო

თურქმენეთის პრეზიდენტმა, გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა აშხაბადის მახლობლად ნარკოტიკების უტილიზაციის ახალი ღუმელი გახსნა. შესაბამისი ვიდეო ადგილობრივ მედიაში გავრცელდა.

ნიკა მელია

03 დეკემბერი 2020, 13:15

პოლიტიკა

ნიკა მელია: პარლამენტში არც ერთი თავმოყვარე ოპოზიციური პარტია არ შევა, სანამ წამოყენებული მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება

„ცესკოს შემაჯამებელი ოქმი რას ცვლის? არ იცოდით, რომ აყალბებდა ცესკო? ცესკოსგან ელოდება ვინმე რამე განსხვავებულს? მგონი, ეს ის რეალობაა, რომელსაც უკვე თვალი გავუსწორეთ. სწორედ ამიტომ ყველა ოპოზიციური პარტია ვართ ბოიკოტის რეჟიმში, რადგან სხვა არჩევანი არ არსებობს, რომელსაც გააკეთებდა ნებისმიერი თავმოყვარე ოპოზიციური პარტია. ეს გადაწყვეტილება დავიდა სადამდე, რომ ჩვენ არ შევდივართ პარლამენტში, რადგან ეს არ არის პარლამენტი, ეს არ არის ეროვნული ორგანო, სადაც საქართველოს მოქალაქეების უფლებები უნდა იქნას დაცული, ან მათი პოზიცია გატარებული, ეს უბრალოდ კანტორა არის იმ მდიდარი მილიარდერი ადამიანის ხუშტურების ასასრულებლად“, - განაცხადა მელიამ.

თამარ გაბუნია

03 დეკემბერი 2020, 13:06

COVID19

თამარ გაბუნია: მომავალ წელს ჯანდაცვისთვის პრიორიტეტი კვლავ კორონავირუსის სერვისებთან დაკავშირებული საჭიროებები იქნება

მომავალ წელს ჯანდაცვისთვის პრიორიტეტი იქნება კვლავ კორონავირუსის სერვისებთან დაკავშირებული საჭიროებები. შეფასებული საჭიროება საკმაოდ მაღალია, აქედან ნაწილს დონორი ორგანიზაციებიდან და საფინანსო ინსტიტუციებიდან მოზიდული რესურსით დავფარავთ, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

ლინას ლინკევიჩუსი

03 დეკემბერი 2020, 13:06

პოლიტიკა

ლინას ლინკევიჩუსი: ნატომ უნდა განაგრძოს საქართველოს უწყვეტი მხარდაჭერა, მტკიცედ ვართ მოწადინებული, დავეხმაროთ მას ევროინტეგრაციის გზაზე

13-მა ქვეყანამ ნატოს მოუწოდა, ღია კარის პოლიტიკა შეინარჩუნოს და საქართველოსთან თანამშრომლობა გააღრმავოს“, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა განაცხადა.

თამარ გაბუნია

03 დეკემბერი 2020, 13:03

COVID19

თამარ გაბუნია: კორონავირუსით ინფიცირების ერთი შემთხვევის ჰოსპიტალური მართვა დაახლოებით 2 ათასი ლარი ჯდება

ერთი შემთხვევის ჰოსპიტალური მართვა ჯდება დაახლოებით 2 ათასი ლარი, მაგრამ ეს არის უხეში გათვლა. რიგ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს 10 ათასი ლარი და მეტიც და ზოგ შემთხვევაში შეიძლება იყოს 500 ლარი, - ამის შესახებ თამარ გაბუნიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ტესტირების პროგრამის გაფართოებაზე საუბრისას განაცხადა. „საშუალოც, შეფასებისთვის ჩვენ ვიყენებთ 2 ათასლარიან შეფასების ნიშნულს ჰოსპიტალური მართვისთვის. ეს ხარჯი არ ითვალისწინებს იმ ხარჯს, რაც გაწეულია და კვლავაც უნდა გავწიოთ, მაგალითად ჟანგბადის უზრუნველყოფისთვის, სუნთქვის აპარატების მობილიზებისა და პერსონალის გადამზადებისთვის. საინვესტიციო ხარჯი სისტემის მომზადებისთვის არის კიდევ ცალკე და ამისთვის დაკავშირებით თუ არის ინტერესი, სიამოვნებით გაგიზიარებთ დეტალურად, რა ინვესტიცია რა მიმართულებით კეთდება“, - განაცხადა გაბუნიამ.

03 დეკემბერი 2020, 13:03

COVID19

ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსის 200 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 200 070 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 3 157 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

მინდია დავითაძე

03 დეკემბერი 2020, 13:00

ეკონომიკა

სასაქონლე ნიშნის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საფასურზე დგინდება 50%-იანი შეღავათი, რომლითაც 6 თვის განმავლობაში ყველა ელექტრონული განმცხადებელი ისარგებლებს

სასაქონლე ნიშნის, რომელიც არის ინტელექტუალური საკუთრების ერთ-ერთი ობიექტი, რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საფასურზე დგინდება 50%-იანი შეღავათი. ამ შეღავათით ისარგებლებს ყველა განმცხადებელი, რომელიც უწყებას ელექტრონულად მომართავს საშეღავათო პერიოდის განმავლობაში. შეღავათი 6 თვის განმავლობაში იმოქმედებს, 7 დეკემბრიდან 2021 წლის 7 ივნისამდე პერიოდში, - ამის შესახებ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის თავმჯდომარე მინდია დავითაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.