imedi /  22 ოქტომბერი 2020, 16:22 / სანდო წყარო

ელჩი დავით სოლომონია: საქართველო სარგებლობს სტაბილური და უაღრესად წარმატებული რეიტინგებით, რომლებიც საერთაშორისო ინსტიტუტების და სარეიტინგო სააგენტოების მიერ არის აღიარებული

დავით სოლომონია

დავით სოლომონია

რა ხდის საქართველოს ერთ-ერთ უდიდეს კულტურულ მემკვიდრეობად თანამედროვე მსოფლიოში? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად Casamundi Cultura საქართველოს ელჩს ბრაზილიაში, დავით სოლომონიას ესაუბრა, რომელიც ბრაზილიაში 2017 წლის ივლისიდან იმყოფება.

ჟურნალისტი ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ერთი თვის წინ, საქართველოში მაუწყებლობა დაიწყო Euronews Georgia-მ, რაც ელჩის აზრით, კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს, რომ საქართველო რეგიონული ლიდერია მედიის პლურალიზმისა და სიტყვის თავისუფლების, დამოუკიდებელი ახალი ამბების წარმოებისა და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის თვალსაზრისით.

„ეს ნიშნავს, რომ გვექნება უფრო მიუკერძოებელი და ობიექტური ინფორმაცია და ნაკლები „ყალბი ამბები“ (fake news). იმედი მაქვს, რომ Euronews Georgia ისარგებლებს Euronews–ის ბრენდითა და რეპუტაციით, ხოლო თავად Euronews-ი სარგებელს მიიღებს ადგილობრივი ჟურნალისტების გუნდის მიერ წარმოებული მასალებით, განსაკუთრებით ისეთ რეგიონში, როგორშიც ჩვენ ვცხოვრობთ“, - განაცხადა ელჩმა.

ინტერვიუ განათლების საკითხზე საუბრით გრძელდება. „განათლება ყოველთვის იყო ქართული საზოგადოების ხერხემალი და დღემდე ითვლება ერთ-ერთ უძლიერესად. ჩვენ ყოველთვის გვქონდა მაღალი სტანდარტები და მოლოდინები განათლებასთან დაკავშირებით, რადგან გვესმის, რომ გლობალურ ეკონომიკაში საქართველოს კონკურენციის პერსპექტივები დიდწილად იქნება დამოკიდებული მაღალკვალიფიციურ სამუშაო ძალაზე, რომელიც სწავლის საშუალებით უნდა შეიქმნას“, - აცხადებს სოლომონია.

სტატიაში საუბარი ასევე ეხება მსოფლიო ბანკის კვლევაზე დაფუძნებულ მთავრობის სტრატეგიას „სოციალურ ეკონომიკური განვითარება 2020“, რომელშიც განისაზღვრა რეკომენდაციები მომავლისათვის.

ელჩმა ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველო სრულად არის ჰარმონიზებული „ბოლონიის პროცესთან“ და ფაქტს, რომ საქართველო სარგებლობს სტაბილური და უაღრესად წარმატებული რეიტინგებით, რომლებიც აღიარებულია საერთაშორისო ინსტიტუტების და სარეიტინგო სააგენტოების მიერ.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, კულტურის მხრივ ქვეყანა მდიდარი და მრავალფეროვანია და მისი კულტურა ათასწლეულებით თარიღდება.

„ქართული თანამედროვე კულტურა წარმოადგენს ძველისა და თანამედროვეს ფანტასტიკურ კომბინაციას. ბოლო წლების განმავლობაში მიღწეულმა პროგრესმა საერთაშორისო ინტერესი გააღვიძა საქართველოს და მისი კულტურის მიმართ”, - განმარტავს სოლომონია.

„ჩვენ გვაქვს მონუმენტური ქართული არქიტექტურა, მსოფლიოში ცნობილი მრავალხმიანი სიმღერა, მდიდარი საერო ლიტერატურა, ხალხური ცეკვები და ბალეტი, თეატრი და კინო, მინანქარი და ფერწერა, ეს ყველაფერი ჩვენი წინაპრების გამორჩეულ თვისებებს ატარებს“, - განაცხადა ელჩმა.

სოლომონიას განმარტებით, პირველი სახელი, რომელიც ყველას ახსენდება კულტურაზე საუბრისას არის შოთა რუსთაველი, ეპიკური პოემის „ვეფხისტყაოსნის” ავტორი, რომელიც დაწერილია XII საუკუნეში, პერიოდში და ცნობილია როგორც ქართული სახელმწიფოს „რენესანსი“. ის ასევე ახსენებს თანამედროვე ბალეტის ერთ-ერთ დამაარსებელს გიორგი ბალანჩივაძეს (ბალანჩინი) და ცნობილ მხატვრებს, როგორებიცაა ნიკო ფიროსმანი, ლადო გუდიაშვილი და ელენე ახვლედიანი.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, როგორც ყველა ერს, საქართველოსაც აქვს პრობლემები.

„2008 წლის აგვისტოში რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი და დაიწყო მასშტაბური სამხედრო მოქმედებები საქართველოს წინააღმდეგ, რაც დასრულდა საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციით. დღეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მშვიდობიანი ადგილობრივი მოსახლეობა მუდმივად არის გატაცებებისა და უკანონო დაკავებების (და არა მარტო) მსხვერპლი. ხშირია დევნილთა წამებისა და მკვლელობის შემთხვევები, დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის, ასევე ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალება ოკუპირებულ რეგიონებში გვახსენებს ოკუპაციის რეალურ სახეს.

სამწუხაროდ, არ არსებობს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმები, რომლებსაც ექნებოდათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეუზღუდავი დაშვება. საქართველოს მთავრობა არ იშურებს დიპლომატიურ ძალისხმევას და განაგრძობს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის პირობების დაცვას. აღსანიშნავია, რომ კოვიდ-19 პანდემიის დაწყების პირველივე დღეებიდან საქართველომ გამოთქვა მზადყოფნა, უზრუნველყოს სრული მხარდაჭერა საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობისთვის.

კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანებმა, განსაკუთრებით მათ, ვინც ოკუპირებულ რეგიონებში ცხოვრობენ, უნდა იცოდნენ, რომ საქართველოს მთავრობა მზადაა, პოზიტიური ცვლილებები შეიტანოს მათ ცხოვრებაში. ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არ არიან მხოლოდ ადგილობრივი პრობლემა, არამედ ისინი „შავი ხვრელია“ რეგიონული და ევროპული უსაფრთხოებისათვის“, - დასძინა ელჩმა.

საუბრის შემდგომი თემა ქვეყანაში აქტუალურ კიდევ ერთ საკითხს, საარჩევნო რეფორმას უკავშირდება.

„საქართველოსთვის საკონსტიტუციო რეფორმა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მართლაც ისტორიული მნიშვნელობისაა. შედეგად, ჩვენ საპარლამენტო მმართველობაზე გადავედით 2020 წლიდან და 2024 წლისთვის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით, რაც დიდი ნაბიჯია წინ და ჩვენს ქვეყანას უფრო წინ წაიყვანს დემოკრატიული განვითარების გზაზე“, - განმარტავს ელჩი.

როგორც განცხადებაში წერია, საუბარი გრძელდება ბრაზილია-საქართველოს ურთიერთობებზე. საქართველოში რამდენიმე ბრაზილიელი ცხოვრობს და მუშაობს, ასევე არიან ქართველებიც ბრაზილიაში. ვიზებისგან გათავისუფლებამ ხელი შეუწყო ორ ხალხს შორის ურთიერთობების განვითარებას, რის შედეგადაც ყოველწლიურად იზრდება ვიზიტორთა რაოდენობა.

„ბრაზილიელების ვიზიტის მრავალი მიზეზი არსებობს საქართველოში, უძველესი კულტურის, მდიდარი ისტორიის, ტრადიციების ქვეყანაში. საქართველო არის ღვინის აკვანი. დადასტურებული ფაქტია, რომ საქართველოში აღმოჩენილია უძველესი ღვინო, რომელიც დაახლოებით 8 ათასზე მეტი წლისაა. ქართული ღვინოები გამოირჩევა ყველანაირი ფერითა და არომატით, რომელსაც კიდევ მეტ ხიბლს სძენს ქართული სამზარეულო - მდიდარი, მრავალფეროვანი, უნიკალური, როგორც საქართველოს პეიზაჟი, ჩვენი სამზარეულო სტუმრებს სთავაზობს უამრავ არჩევანს და ახალ შეგრძნებას. საქართველო არის ასევე პირველი ევროპელის, „დმანისელი ჰომინიდის“ სამშობლო, რომელიც აღმოაჩინეს საქართველოში, დმანისში არქეოლოგიური გათხრების დროს. ნაპოვნი თავის ქალა 1,7 მილიონი წლის ხნისაა, რაც თითქმის 1 მილიონი წლით მეტია ნებისმიერ სხვა ევროპულ ადგილას ნაპოვნ ადამიანის წინაპრებთან შედარებით. საქართველო ეს ასევე არის კოლხეთის სამეფო, ქვეყანა სადაც არგონავტები გაემგზავრნენ ოქროს საწმისის მოსაპოვებლად.

როგორც ინტერვიუშია ნათქვამი, საქართველო ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა, რომელმაც ქრისტიანობა ოფიციალურ რელიგიად მიიღო ჩვ. წ. IV საუკუნეში. საქართველოში ასევე მდებარეობს ევროპაში ორი უმაღლესი დასახლებული პუნქტი, ერთია უშგული, რომელიც UNESCO–ს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად არის აღიარებული, ზემო სვანეთში, ზღვის დონიდან 2,200 მეტრზე, ხოლო მეორე ბოჭორნა, თუშეთში, 2,345 მ სიმაღლეზე.

„შედარებით მცირე ზომის მიუხედავად, ქვეყანას აქვს ოთხი სეზონი და ყველა სახის კლიმატური ზონა, მათ შორის სათხილამურო კურორტები, შავი ზღვის სანაპირო, ალპური და სუბტროპიკული კურორტები, განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურით. საქართველო ნამდვილი სამოთხეა ლაშქრობისა და ბანაკის მოყვარულთათვის ან მათთვის, ვინც უბრალოდ დატკბება კავკასიონის მთების ხედით. ქართული კულტურა მსოფლიოში ცნობილია სტუმართმოყვარობით და ტოლერანტობით. ჩვენ სტუმრებს ღვთის საჩუქრად მივიჩნევთ“ - აღნიშნა საუბრის დასასრულს ელჩმა.

ყველა სიახლე

კირილო ბუდანოვი

28 აგვისტო 2026, 21:35

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: ომის დროს არჩევნების ჩატარება სერიოზულ საფრთხეს შეიცავს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს, კირილო ბუდანოვს მიაჩნია, რომ უკრაინაში არსებული მიმდინარე პოლიტიკური სიტუაცია დაძაბულობას წარმოადგენს, თუმცა ჯერ არა კრიზისს - მან მოუწოდა საზოგადოებას, არ დაუშვან შიდა განხეთქილება და არჩევნები ომისშემდგომ პერიოდამდე გადადონ.

გვიდო კროზეტო მიხაილო ფედოროვი

28 აგვისტო 2026, 21:18

მსოფლიო

მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ დათანხმდა იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს შეთავაზებას, გახდეს მისი მრჩეველი

უკრაინის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ დათანხმდა იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს შეთავაზებას, გახდეს მისი მრჩეველი.

28 აგვისტო 2026, 21:13

კულტურა

ენტონი ჰოპკინსის პირველი კლასიკური მუსიკალური ალბომი „ცხოვრება სიზმარია“, - მუსიკა, რომელსაც მსახიობი 60 წელზე მეტია, ფარულად ქმნიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოსკაროსანმა მსახიობმა სერ ენტონი ჰოპკინსმა, 88 წლის ასაკში თავისი პირველი კლასიკური მუსიკალური ალბომი გამოსცა. „ცხოვრება სიზმარია“ - ამ სახელწოდების ალბომში მსახიობი მსმენელს უზიარებს მუსიკას, რომელსაც 60 წელზე მეტია ფარულად ქმნიდა.

28 აგვისტო 2026, 21:11

სამართალი

პოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს შორის წარმოიშვა კონფლიქტი, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა, მეორეს ცივი იარაღის, ასევე, ბლაგვი საგნის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

კირილო ბუდანოვი

28 აგვისტო 2026, 21:09

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: სამწუხაროდ, მობილიზაციის პროცესი ისეთი უნდა მივიღოთ, როგორიც არის - სხვა არჩევანი უბრალოდ არ გვაქვს, თვეში 30 ათას კაცზე ნაკლების მობილიზება დაუშვებელია

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ შეიარაღებულ ძალებს ყოველთვიურად 30 ათასი მოქალაქის მობილიზაცია სჭირდება და მოუწოდა საზოგადოებას, მიიღონ მობილიზაცია „ისეთი, როგორიც არის“.

28 აგვისტო 2026, 20:53

მსოფლიო

ლონდონში, უემბლის სტადიონთან ახლოს, ძლიერი ხანძარია - შეჩერებულია მეტროსა და რკინიგზის მოძრაობა

ჩრდილო-დასავლეთ ლონდონში, უემბლის სტადიონთან ახლოს, ნარჩენების გადამამუშავებელ ობიექტზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, რის გამოც მიმდებარე ტერიტორიაზე მეტროსა და მატარებლების მოძრაობა პარალიზებულია.

გორდონ ბრაუნი

28 აგვისტო 2026, 20:47

მსოფლიო

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი გორდონ ბრაუნი: უკრაინა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მძიმე ზამთრის წინაშე დგას - ომში ახლა უაღრესად კრიტიკული ეტაპია

უკრაინა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მძიმე ზამთრის წინაშე დგას, - განაცხადა გორდონ ბრაუნმა.

28 აგვისტო 2026, 20:47

საზოგადოება

ხელოვნური ინტელექტი, ინოვაციური ბიზნესიდეები და გლობალური თანამშრომლობა - საქართველომ ექვსი ქვეყნის ახალგაზრდებს უმასპინძლა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ინტენსიური პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა პრაქტიკულ პროექტებზე იმუშავეს, რომლებიც სამომავლოდ რეალურ სტარტაპებად უნდა გარდაიქმნას.

28 აგვისტო 2026, 20:45

რეგიონი

მარიამობა რაჭაში - სადღესასწაულო ლიტურგია ბარაკონის ტაძარში და ხელისუფლების პირველი პირების მილოცვა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა აღავლინა. წირვას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ.

28 აგვისტო 2026, 20:35

საზოგადოება

ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგიით აღინიშნა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მორწმუნეებს სიონის საპატრიარქო ტაძარში მიმართა და დღესასწაულის სულიერ მნიშვნელობაზე იქადაგა.

28 აგვისტო 2026, 20:31

რეგიონი

ახალი აეროპორტები მესტიასა და თელავში - როგორ შეცვლის ინფრასტრუქტურული პროექტები ტურიზმსა და რეგიონულ ეკონომიკას. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სვანეთსა და კახეთში თანამედროვე აეროპორტების პროექტების განხორციელება იწყება, რაც შიდა ფრენებზე ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გაზრდის.

28 აგვისტო 2026, 20:29

მსოფლიო

Reuters: უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, რუსულმა საჰაერო დარტყმებმა სურსათის საცალო ქსელების ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის 90% გაანადგურა

უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, რუსულმა საჰაერო დარტყმებმა სურსათის საცალო ქსელების ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის 90% გაანადგურა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

28 აგვისტო 2026, 20:28

სამართალი

ამოღებული „მეთადონი“, დაკავებული უცხოელები და მოსალოდნელი უვადო პატიმრობა - ბრძოლა ნარკოდანაშაულთან გრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ჩხრეკის შედეგად მძიმე ნარკოტიკული საშუალებები ამოღებულია როგორც საცხოვრებელი ბინიდან, ისე ავტომობილიდან. ბრალდებულებს უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

28 აგვისტო 2026, 20:21

რეგიონი

ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიით გამოწვეულ ზარალს ითვლიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ადგილზე სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სტიქიის ზონაში იმყოფებოდა ინფრასტრუქტურის მინისტრიც. ვაკო მეზურნიშვილის სიუჟეტი.

28 აგვისტო 2026, 20:15

პოლიტიკა

მედიაში გავრცელებული ცნობებით, ოპოზიციის აქტივისტი თეონა ბაღდავაძე აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთში სამჯერ ჩავიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

2011, 2013 და 2014 წლებში განხორციელებული ვიზიტების მიზნებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვები და ბაღდავაძის პასუხი - მაკუნა აბულაძე დეტალებს გიამბობთ.

28 აგვისტო 2026, 20:07

საზოგადოება

პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 9 მოქალაქე შეიწყალა - ოპოზიციაში ჩადენილის აღიარების ფაქტმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 9 მოქალაქე შეიწყალა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა დაკავებულთა მიერ სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მონანიება.

28 აგვისტო 2026, 20:05

მსოფლიო

„მე ვარ პროკურორი, რომელიც მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე წუხს, შემთხვევითი ტყვიის მსხვერპლი შესაძლოა ნებისმიერი გახდეს“ - ბრიუსელის პროკურორმა დედაქალაქში ნარკოტრაფიკთან დაკავშირებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა

„მე ვარ პროკურორი, რომელიც მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე წუხს. შემთხვევითი ტყვიის მსხვერპლი შესაძლოა ნებისმიერი გახდეს“, - განაცხადა ბრიუსელის პროკურორმა ჟულიენ მუანილმა.

ნატალია კვაჭანტირაძე

28 აგვისტო 2026, 19:16

ეკონომიკა

საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი: ახალი აეროპორტები ხელს შეუწყობს ადგილობრივების დასაქმებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი ტურისტი ეწვევა როგორც სვანეთს, ასევე თელავის მიმართულებას, - აცხადებს საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი ნატალია კვაჭანტირაძე.

ჯონ რეტკლიფი

28 აგვისტო 2026, 19:15

მსოფლიო

Euronews: დაცულია თუ არა ბალტიისპირეთი? მოსკოვში CIA-ს დირექტორის ვიზიტმა იმაზე მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე პასუხი

თუ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის საიდუმლო ვიზიტი მოსკოვში რუსეთსა და ნატოს შორის დაპირისპირების შიშების გაქრობას ისახავდა მიზნად, როგორც ჩანს, შედეგი სრულიად საპირისპირო აღმოჩნდა, - წერს Euronews-ი სტატიაში სათაურით „დაცულია თუ არა ბალტიისპირეთი? მოსკოვში CIA-ს დირექტორის ვიზიტმა იმაზე მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე პასუხი“.

საპატრულოს ლენტი

28 აგვისტო 2026, 19:12

სამართალი

მოქალაქე, რომელმაც ავლაბარში მამაკაცი მოკლა, იდენტიფიცირებულია და პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი

აღნიშნული პირი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. მიმდინარეობს მისი დაკავებისთვის შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.