Imedi /  22 ოქტომბერი 2020, 21:32 / სანდო წყარო

მიხეილ დაუშვილი: როდესაც ვსაუბრობთ სახელმწიფოსა და ბიზნესის ეფექტიან თანამშრომლობაზე, განვიხილავთ სახელმწიფოს, როგორც სერვისის ეფექტიან მიმწოდებელს

მიხეილ დაუშვილი

მიხეილ დაუშვილი

ჩვენი საუბრის თემა შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ბიზნესგარემოზე ზრუნვა და საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაა, ვინაიდან ძლიერი ბიზნესი ძლიერი ეკონომიკისა და დასაქმების ზრდის აუცილებელი პირობაა, - ამის შესახებ თელავში, საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრმა, მიხეილ დაუშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ბიზნესის განვითარების საფუძვლი საკუთრების უფლების ხელშეუხებლობა, ხელსაყრელი ბიზნესგარემო, სახელმწიფოსა და ბიზნესის ეფექტიანი თანამშრომლობაა.

„მიზნად ვისახავთ, ჩვენი მოქალაქეებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს ჩართვა ბიზნესში და მეწარმეობაში, ასევე იმ ადამიანებისთვის, ვინც უკვე მოქმედი მეწარმეები არიან, საქართველო ვაქციოთ შესაძლებლობების სივრცედ და შესაძლებლობების ეკონომიკად. როდესაც ვსაუბრობთ სახელმწიფოსა და ბიზნესის ეფექტიან თანამშრომლობაზე, განვიხილავთ სახელმწიფოს, როგორც სერვისის ეფექტიან მიმწოდებელს.

რა თქმა უნდა, ბოლო წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა სასამართლო სისტემაში, თუმცა ვაცნობიერებთ სრულად, რომ დღეისათვის კომერციული დავების განხილვის სისწრაფე და ხარისხი ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება. შესაბამისად, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, რომ ბიზნესს შეეძლოს სწრაფად და ეფექტიანად ხარისხიანი სასამართლო სერვისი მიიღოს და რა თქმა უნდა, ამის პარალელურად, ჩვენ ხელს შევუწყობთ კომერციული დავების განხილვის ალტერნატიულ მექანიზმებს, არბიტრაჟს, მედიაციასა და ამის შედეგი იქნება ის, რომ ჩვენს კერძო სექტორს საშუალება ექნება და კომპანიები შეძლებენ თავიანთი დავები და კომერციული საკითხები გადაწყვიტონ სწრაფად და ეფექტიანად.

თავისთავად ცხადია, გლობალური კონკურენტუნარიანობის პირობებში, საქართველოს უპირატესობა შეიძლება და უნდა იყოს აუცილებლად სისწრაფე და ეფექტიანი ადმინისტრირება, ეფექტიანი ბიუროკრატია და შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში, რეფორმების უმთავრესი მიზანი იქნება, რომ ადმინისტრირება გახდეს სწრაფი და ეფექტიანი და თითოეულ მცირე, საშუალო თუ მსხვილ ბიზნესს საშუალება ჰქონდეს სახელმწიფოსგან სერვისები მიიღოს სწრაფად და ხარისხიანად. მაგალითად, აიღოს მშენებლობის ნებართვა, მოიპოვოს ლიცენზია და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, უნდა შევეხოთ რეგულაციებს - შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რომ ახალი რეგულაციების შემოღებაში კიდევ უფრო მეტად უნდა იყოს ჩართული კერძო სექტორი. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ კერძო სექტორის გამოწვევები იმისათვის, რომ მათ არ შევუქმნათ დისკომფორტი თავიანთი საქმის კეთებაში და თითოეული რეგულაციის შემოღება დაეფუძნოს სიღრმისეულ ანალიზს, თუ რა გავლენა ექნება ამა თუ იმ ახალ რეგულაციას ბიზნესის კეთებაზე.

ამ კუთხით შეგვიძლია გითხრათ, რომ რეგულირების შეფასების ზეგავლენის მექანიზმი გაფართოვდება და შეეხება ყველა იმ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც დაკავშირებული იქნება ბიზნესის კეთებასთან. ჩვენი პრიორიტეტი არის და იქნება მეწარმეობის ხელშეწყობა. ცალსახად უნდა ავღნიშნოთ, როდესაც ბიზნეს გარემოზე ვსაუბრობთ, რომ დღეს ჩვენ ვცხოვრობთ გლობალური პანდემიის პირობებში, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს, ისევე როგორც მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ ძალიან მნიშვნელოვანი ნეგატიური ეფექტები მიიღო ეკონომიკურად და ბიზნესის კეთების კუთხით. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ წელს, რამდენიმე და არაერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი შევთავაზეთ კერძო სექტორს იმისათვის, რომ სწრაფად დაეძლიათ პანდემიის ნეგატიური შედეგები, თუმცა ასევე ვაცნობიერებთ, რომ პანდემია არსად არ წასულა და ჩვენ გვჭირდება ვმართოთ კოვიდი ეფექტურად და ასევე შევიმუშავებთ იმ მხარდამჭერ ინსტრუმენტებს ბიზნესისთვის, ყველაზე დაზარალებული სექტორებისთვის, რათა მათ დროულად შეძლონ აღდგენა და შექმნან მეტი სამუშაო ადგილი ჩვენს ეკონომიკაში.

თავისთავად ცხადია, რომ ძალიან დიდი აქცენტი გაკეთდება მეწარმეობის მხარდაჭერაზე და ხელშეწყობაზე. აქ შეუძლებელია არ აღვნიშნოთ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ -ეს არის პროგრამა, რომელმაც მცირე და საშუალო ბიზნესს მისცა ძალიან დიდი სტიმული და ბიძგი იმისათვის, რომ დაეწყოთ ახალი ბიზნეს- პროექტები, შეექმნათ სამუშაო ადგილები და შეექმნათ პროდუქტი, რომელიც გაიყიდებოდა საერთაშორისო ბაზრებზე. შეიძლება ითქვას, რომ ამ კუთხით ჩვენი შემდეგი წლის გეგმები ძალიან ამბიციურია და ვგეგმავთ, რომ კონკრეტული ინსტრუმენტების განხორციელების შედეგად, როგორიც არის პროგრამის გავრცელება 200-ზე მეტ ეკონომიკური საქმიანობის სფეროზე, ამასთანავე მიკროგრანტების პროგრამის ამოქმედება. ჩვენ ვგეგმავთ, რომ აწარმოე საქართველოს პროგრამის საფუძველზე საქართველოს ეკონომიკაში განხორციელდება ორ მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია და ამასთანაცე შეიქმნება სულ მცირე 60 000 ახალი სამუშაო ადგილი.

„აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, კვლავ პრიორიტეტად დარჩება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა. როდესაც ვსაუბრობთ „აწარმოე საქართველოზე“, კიდევ ერთხელ, ეს არ არის მხოლოდ სიტყვები და თუნდაც აი აქ, სტუმრებში, არაერთ ადამიანს ვხედავ, რომელმაც როგორც „აწარმოე საქართველოს“, ასევე სოფლის მეურნეობის არაერთი პროგრამით ისარგებლა და ამ ადამიანებმა შექმნეს ახალი პროდუქტი, განთავსების ადგილები, დაასაქმეს ადამიანები და ჩვენი ქვეყანა გახადეს უფრო კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ბაზარზე და რა თქმა უნდა, როდესაც ვსაუბრობთ წარმოებაზე, აქ, პირველი აქცენტი არის ის, რომ ჩვენ, ჩვენი შექმნილი პროდუქტი გავიტანოთ საერთაშორისო ბაზრებზე - პირველ რიგში ევროკავშირში და ვიდეორგოლშიც კარგად ჩანდა, თუ რამხელა შედეგებს მივაღწიეთ ბოლო წლების განმავლობაში თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებით.

აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ მიზანი იქნება სრულად ავითვისოთ ევროკავშირთან და ჩინეთთან, ასევე სხვა ქვეყნებთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ამასთანავე, დავიწყოთ ამ თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები ამერიკის შეერთებულ შტატებთან იმიტომ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, ჩვენს მეწარმეებს შევუქმნათ შესაძლებლობა, რომ თავიანთი პროდუქტი, თავიანთი სერვისი გაყიდონ მსოფლიოს უდიდეს ბაზრებზე ყოველგვარი დამატებითი ბარიერების გარეშე და აკეთონ მსოფლიოს უდიდეს ბაზრებზე თავიანთი კომერციული საქმიანობა.

ამასთანავე, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ექსპორტის ხელშეწყობის ფარგლებში დაინერგება კონკრეტული ინსტრუმენტები - ბრენდინგის, მარკეტინგის ტექნიკური მხარდაჭერის კუთხით. მეწარმეობის ხელშეწყობის მხრივ ასევე მნიშვნელოვანია ჩვენს ბიზნესს დავეხმაროთ ადამიანური კაპიტალის განვითარებაში. ამისთვის თითოეულ რეგიონში შეიქმნება პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრები, რაც ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივ მოსახლეს შეეძლება ისწავლოს ის პროფესია, რომელიც მისთვის ყველაზე საინტერესოა, დასაქმდეს და დასაქმდეს საკმაოდ მაღალანაზღაურებად სამსახურში. რა თქმა უნდა, შეუქმნას ღირსეული ცხოვრების პირობები თავის ოჯახს.

ნებისმიერ შემთხვევაში, განვითარება შეუძლებელია რეფორმების გარეშე. ბოლო წლებში უამრავი მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა ბიზნესის მხარდასაჭერად, თუმცა ვხვდებით, რომ ეს არის უწყვეტი პროცესი და რა თქმა უნდა, რეფორმები უნდა გაგრძელდეს.

როდესაც რეფორმებზე ვსაუბრობთ, ცალსახად გვესმის, რომ აქ ყველაზე მნიშვნელოვანია საგადასახადო რეფორმა. უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე წლის წინ განხორციელდა უმნიშვნელოვანესი რეფორმა მოგების გადასახადის ესტონური მოდელით დაბეგვრის კუთხით, რომელმაც ბიზნესს საშუალება მისცა, რეინვესტირება განეხორციელებინა ასობით მილიონი ლარის რესურსის, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის და შემდეგი აუცილებელი ნაბიჯი იქნება დღგ-ს ავტომატური დაბრუნების სისტემის ამოქმედება, რაც ნიშნავს იმას, რომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში ჩვენს ბიზნესს საშუალება ექნება დაიტოვოს, ასე ვთქვათ, დაუბრუნდეს სულ მცირე 2 მილიარდი ლარის რესურსი. ეს ნიშნავსს, რომ ჩვენი მეწარმეები თავიანთ საწარმოო სიმძლავრეებს გაზრდიან, მეტ ადამიანს დაასაქმებენ და ეს ნიშნავს მეტ კეთილდღეობას ჩვენი ქვეყნისთვის. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ დღეს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას საგადასახადო სისტემაში ვხედავთ დავების განხილვის მიმართულებით და ამ მხრივ ჩვენ ვგეგმავთ ძირეულ რეფორმას იმისათვის, რომ დავების განხილვის ეფექტიანობა გაიზარდოს და რა თქმა უნდა, ხანგრძლივობა შემცირდეს იმისთვის, რომ ბიზნესს ჰქონდეს უფრო განჭვრეტადი ხედვა, თუ რა ხდება კონკრეტულად, მის საქმიანობასთან დაკავშირებით.

ნებისმიერ შემთხვევაში ბიზნესის განვითარება შეუძლებელია ქონებაზე და სხვადასხვა რესურსზე წვდომის გარეშე და ჩვენ ვგეგმავთ, რომ შემდეგი წლების განმავლობაში სახელმწიფომ თავისი აქტივი - მიწა, ქონება და სხვა აქტივი, რომელიც დღეს შეიძლება ითქვას, რომ ნაკლებად მონაწილეობს ეკონომიკურ ბრუნვაში, უნდა განხორციელდეს ასობით მილიონი ლარის ეკონომიკური აქტივის ჩაშვება მოქმედ ეკონომიკაში და ბიზნესში. ეს ნიშნავს იმას, რომ განხორციელდება ასობით ახალი ბიზნესპროექტი და დასაქმდება ათასობით ადამიანი. ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკმაოდ ახლო ვადებში განხორციელდება და ოპტიმიზირდება წიაღის ლიცენზირების სისტემა, გაიცემა 4 ათასზე მეტი ახალი ლიცენზია, რაც ნიშნავს იმას, რომ დასაქმდება სულ მცირე 10 000 ადამიანი, შეიქმნება 10 000 ახალი სამუშაო ადგილი და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან სერიოზულ ბიძგს მისცემს მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესს დამატებითი პროექტების განხორციელებისთვის.

რა თქმა უნდა, თანამედროვე გამოწვევების, გლობალური გამოწვევების ფონზე ინოვაციებს და ინოვაციური ეკოსისტემების განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ და ამ კუთხით, ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ ბევრი საქმე გაკეთდა - დაფინანსდა არაერთი პროექტი და ამ პროექტებმა, ადამიანებმა შეძლეს მოეზიდათ ათობით მილიონი ლარის ინვესტიცია. გვესმის, რომ ეს საკმარისი არ არის და ამიტომ, რა თქმა უნდა, ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება გაგრძელდება როგორც მიკროგრანტების, ასევე სპეციალისტების გადამზადების, კონკრეტულად, 3 ათასი „აიტი” სპეციალისტის გადამზადებით.

მიკროგრანტების ოდენობა, რომელიც დღეს არის 15, 100, 650 ათასიანი გრანტები, ესენი შენარჩუნდება და ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ახალი ინოვაციური იდეების რეალიზებას იმისათვის, რომ მაგალითად, ახლა სტუმრებში ვხედავ 12 წლის ათუნა თათრიშვილს, რომელიც დღეს სახლიდან გაუსვლელად მუშაობს და აკეთებს პროექტებს, ფიქრობს განვითარებაზე. ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება, რომ ჩვენი ქვეყანა სწორედ ათუნას მსგავსი ახალგაზრდებისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის ვაქციოთ შესაძლებლობების ქვეყნად და მივცეთ თავიანთი იდეების და თავიანთი შრომის ღირსეულად რეალიზების პირობა.

ჩვენი ამოცანაა, რომ პანდემიით გამოწვეული ნეგატიური ეფექტები სწრაფად აღმოვფხვრათ და ეკონომიკა გავზარდოთ სწრაფად, რაც ნიშნავს მეტ კეთილდღეობას ჩვენი მოქალაქეებისთვის - გავზარდოთ წარმოება ევროკავშირის ბაზრისთვის და ზოგადად, მსოფლიოს უდიდესი ბაზრებისთვის. ამასთანავე, ჩვენი მეწარმეები გავხადოთ უფრო კონკურენტუნარიანი არამხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზრებზე და თავისთავად ცხადია გავზარდოთ კერძო სექტორში დასაქმება, რაც რა თქმა უნდა, ნიშნავს მეტ კეთილდღეობასა და უკეთეს ცხოვრების პირობებს ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილი.

ყველა სიახლე

25 აგვისტო 2026, 18:06

საზოგადოება

ღვინის ეროვნული სააგენტოს პირველი რეგიონული ფილიალი გურჯაანში გაიხსნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ქალაქ გურჯაანში ღვინის ეროვნული სააგენტოს პირველი რეგიონული ფილიალი გახსნა, - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ჯაბა ხუბუა

25 აგვისტო 2026, 17:55

პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: საქართველოს გათავისუფლება სისხლიანი, ანტიადამიანური რეჟიმისაგან არის ბიძინა ივანიშვილის უმთავრესი „დანაშაული“ საქართველოს გარეული და შინაური მტრების წინაშე, რომლებიც ყველანაირად ეცდებიან, ივანიშვილს ეს „დანაშაული“ არ აპატიონ - აქედან გამომდინარეობს ყველაფერი დანარჩენი, ახლა აგორებული სესხების განულების თემის ჩათვლით

ქართველი ხალხის წინაშე ივანიშვილის მთავარი დამსახურება არის ის, რაც მან 2012 წლის 1 ოქტომბერს გააკეთა - საქართველოს გათავისუფლება სისხლიანი, ჯალათური, მკვლელი, მწამებელი, ანტიქართული და ანტიადამიანური რეჟიმისაგან, - წერს ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა, სოციალურ ქსელში.

მიხაილ როთი

25 აგვისტო 2026, 17:42

მსოფლიო

გერმანული მედია: ყოფილი გერმანელი დეპუტატი მიხაილ როთი აზარტული თამაშების ბიზნესში გადავიდა

გერმანული მედიის ცნობით, ბუნდესტაგის ყოფილი დეპუტატი მიხაილ როთი აზარტული თამაშების ბიზნესში გადავიდა.

25 აგვისტო 2026, 17:29

მსოფლიო

The New York Times: უკრაინისთვის გადაცემული ძვირად ღირებული ტანკები დრონების საფრთხის გამო უსაქმოდ დგას

The New York Times-ის ინფორმაციით, ოდესღაც უკრაინისთვის ყველაზე სასურველი დასავლური შეიარაღება, ტანკები უსაქმოდ დგას, ტყეებშია დამალული და ობობას ქსელით იფარება.

კახა კალაძე

25 აგვისტო 2026, 17:25

საზოგადოება

კახა კალაძე: ახალგაზრდებო, გილოცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით დასრულებას და ცხოვრების ახალი, საინტერესო ეტაპის დაწყებას - თქვენ უკვე დაამტკიცეთ, რომ გაქვთ სწავლის, განვითარებისა და ქვეყნის უკეთესობისკენ შეცვლის სურვილი

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ახალგაზრდებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით დასრულებას და სტუდენტობას ულოცავს.

ალექსანდრე ძნელაძე

25 აგვისტო 2026, 17:23

პოლიტიკა

ალექსანდრე ძნელაძე „ფონდი ქართუს“ მიერ გამოსყიდულ სესხებზე: „ქართუ ფონდმა“ დაადასტურა, რომ ამ სესხებზე მოთხოვნა არ არსებობს - ადამიანებს ძალიან მოკლე ვადაში შეექმნათ შესაძლებლობა, რომ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ან გამარტივებოდათ, ან არ ჰქონდათ და გაუჩნდათ ეს ხელმისაწვდომობა

„ქართუ ფონდის“ გარდა არავის არ აქვს უფლება, რომ მოითხოვოს აღნიშნული სესხი, რადგან სესხები, რომელიც შეიძინა „ქართუ ფონდმა“, მხოლოდ მას ეკუთვნის აღნიშნული ვალდებულებები, - განაცხადა საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ „ქართუ ფონდის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაზე საუბრისას.

25 აგვისტო 2026, 17:22

რეგიონი

სნოს საჯარო სკოლის შენობის ტექნიკური მდგომარეობის დამატებითი შესწავლა მიმდინარეობს

სნოს საჯარო სკოლის შენობის ტექნიკური მდგომარეობის დამატებითი შესწავლა მიმდინარეობს. პროცესი მოიცავს გეოლოგიურ კვლევასა და შენობის ავარიულობის კატეგორიის დადგენას. ამ ეტაპზე სნოს საჯარო სკოლის არსებული შენობის დემონტაჟისა და ახალი სკოლის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ელოდებიან სპეციალისტების დასკვნას.

25 აგვისტო 2026, 17:15

რეგიონი

ქალაქ გურჯაანში რთველის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა - შტაბი 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ქალაქ გურჯაანში რთველის საკოორდინაციო შტაბის მუშაობას გაეცნო. შტაბი რთველის პერიოდში პროცესის კოორდინაციას, მევენახეებისა და ღვინის მწარმოებლებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას და რთველთან დაკავშირებული საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტას უზრუნველყოფს. შტაბი 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

25 აგვისტო 2026, 17:09

მსოფლიო

ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ Patriot-ის რაკეტების „მცირე რაოდენობა“ მიიღო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევმა პარტნიორებისგან Patriot-ის ტიპის რაკეტები მიიღო.

თენგიზ შარმანაშვილი

25 აგვისტო 2026, 17:09

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ფავლენიშვილსა და შენგელიას მიერ ლარსზე გამართულ ბრიფინგზე: ამ ხალხს მრჩეველი არავინ ჰყავს? „ნაციონალები“ ლარსთან სააკაშვილის მიერ რუსების საქართველოში მოწვევასთან და საჩუქრების ჩუქებასთან არიან ასოცირებული და ეს მეორე რიგის ნაციონალები მათ ამ იარას კიდევ ერთხელ აშიშვლებენ? - შემდეგი ბრიფინგი რუსებისთვის გადაცემულ ენერგოობიექტებთან ჩაატარეთ

თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მმართველი საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი ფავლენიშვილის და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრის, ბესო შენგელიას მიერ ლარსის გამშვებ პუნქტზე გამართულ ბრიფინგს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

თამთა მეგრელიშვილი

25 აგვისტო 2026, 16:28

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ფონდმა „ქართუმ“ ე.წ. „შავ სიაში“ მყოფი მოქალაქეების პრობლემური სესხები სრულად შეისყიდა და გაანულა. გარკვეული მოქალაქეების მცდელობა საზოგადოებას დააჯერონ, რომ ძველი ვალების ამომღები კომპანიები კვლავ ითხოვენ იმ ძველი სესხების დაფარვას, მისი შინაარსის არასერიოზულობიდან გამომდინარე უხერხულია

ბიძინა ივანიშვილის კუთვნილმა „ფონდმა ქართუმ“ ე.წ. „შავ სიაში“ მყოფი საქართველოს მოქალაქეების პრობლემური სესხები სრულად შეისყიდა და გაანულა. ეს იყო უპრეცედენტო მასშტაბის კერძო ფინანსური დახმარება, რომელმაც ასობით ათას მოქალაქეს მძიმე ეკონომიკური ტვირთი შეუმსუბუქა, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი და ფონდის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას ეხმიანება.

თორნიკე ფაღავა

25 აგვისტო 2026, 16:19

პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: ეს რადიკალური პოლიტიკური ჯგუფი ჩამოყალიბდა საერთაშორისო დამსმენებად და საერთაშორისო თაღლითებად. ისინი ყოველდღიურ რეჟიმში დაკავებულები არიან იმით, რომ როგორმე ავნონ და დააზიანონ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესები

ეს რადიკალური პოლიტიკური ჯგუფი ჩამოყალიბდა საერთაშორისო დამსმენებად და საერთაშორისო თაღლითებად, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ფაღავამ ლევან მაჭავარიანის წერილზე საუბრისას.

დონალდ ტრამპი

25 აგვისტო 2026, 15:47

მსოფლიო

ტრამპი ირანის ხელისუფლებას დემონსტრანტების დახოცვაში ადანაშაულებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ირანის ხელისუფლება სამხედროებს ხელფასებს ვერ ურიგებს, თუმცა უდანაშაულო დემონსტრანტების დახოცვას განაგრძობს.

25 აგვისტო 2026, 15:43

პოლიტიკა

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო: გავრცელებული ინფორმაცია ბობოყვათში მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის საკითხთან დაკავშირებით მოქალაქეების განცხადებების განხილვის პროცესის შეფერხებისა და გაჭიანურების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ გავრცელებული ინფორმაცია ბობოყვათში მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის საკითხთან დაკავშირებით მოქალაქეების განცხადებების განხილვის პროცესის შეფერხებისა და გაჭიანურების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

ცოტნე ანანიძე

25 აგვისტო 2026, 15:40

საზოგადოება

ცოტნე ანანიძე: განათლებული მომავალი თაობა, პატრიოტიზმთან შერწყმული პროფესიონალიზმი განსაზღვრავს საქართველოს ხვალინდელ დღეს

„დღეს,ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა. ათასობით ახალგაზრდა, მათი ოჯახები, პედაგოგები, გულშემატკივრები ზეიმობენ სტუდენტობას. გილოცავთ ყველას თქვენი შრომის დაფასებას, მიზნის მიღწევასა და ცხოვრების ულამაზესი, სრულიად ახალი, საინტერესო, ამასთან, უდიდესი შესაძლებლობებით სავსე ეტაპის დაწყებას. განათლებული მომავალი თაობა, პატრიოტიზმთან შერწყმული პროფესიონალიზმი განსაზღვრავს საქართველოს ხვალინდელ დღეს. მჯერა, მიღებულ ცოდნასა და თქვენს ახალგაზრდულ ენერგიას ჩვენი ქვეყნის წინსვლას, აღმშენებლობასა და გაძლიერებას მოახმართ. გისურვებთ წარმატებულ სტუდენტობას!“ - წერს სოციალურ ქსელში ცოტნე ანანიძე.

25 აგვისტო 2026, 15:24

სამართალი

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, დათესვა, მოყვანის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 26 პირს ბრალდება წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორმა ბრალდებულმა, რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 33 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“.

25 აგვისტო 2026, 15:23

სამართალი

ბოლო ერთი თვის მონაცემებით, სგპ „ყაზბეგის“ მებაჟე ოფიცრებმა თანხის დეკლარირების წესის დარღვევის 39 ფაქტი აღკვეთეს

მიმდინარე წლის ბოლო ერთი თვის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი - „ყაზბეგის“ მებაჟე ოფიცრებმა თანხის დეკლარირების სავალდებულო წესის დარღვევის 39 ფაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

კიტ კელოგი

25 აგვისტო 2026, 15:18

მსოფლიო

ტრამპის ყოფილი მრჩეველი უკრაინის საკითხებში უკრაინელი ქალების სამხედრო მობილიზაციას მხარს უჭერს - ქალები კაცებზე უარესად არ იბრძვიან

უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი უკრაინის ქალების სამხედრო სამსახურში მობილიზაციას მხარს უჭერს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

25 აგვისტო 2026, 15:04

პოლიტიკა

ლაშა გეგეჭკორი: „თიბისი ბანკი“ 2 000 ლარის გადახდის ვადაგადაცილების გამო, სესხის ამომღები კომპანიის მეშვეობით ჩვენგან ითხოვდა 12 000 ლარს, 2018 წელს დადასტურდა რომ ჩვენი სესხი განულდა - მადლობა ბიძინა ივანიშვილს, მის ფონდ “ქართუს” და კომკავშირული სალამი მამუკა ხაზარაძეს

ჩემს ოჯახს “თიბისი ბანკიდან” მცირე ბიზნესისთვის 2007 წელს აღებული ჰქონდა 10 000 აშშ დოლარის (იპოთეკური) და 3 000 ლარის (სამომხმარებლო) სესხი, რომელსაც ვიხდიდით გრაფიკის შესაბამისად, - წერს მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის კახეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის ცენტრის კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი, ლაშა გეგეჭკორი, სოციალურ ქსელში.

25 აგვისტო 2026, 15:01

რეგიონი

წალკის მუნიციპალიტეტში 4.4 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დაიწყო

სარეაბილიტაციო მონაკვეთი (კმ7–კმ11) გადის როგორც დასახლებულ, ისე დაუსახლებელ ტერიტორიაზე. არსებული გზა გრუნტოვანია, რაც ავტოტრანსპორტის გადაადგილებას ართულებს.