ნიკოლოზ სამხარაძე: ომში დაზარალებული ქალაქიდან - გორიდან ვუწვდით შერიგების ხელს აფხაზურ და ოსურ საზოგადოებას სამომავლო მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და კეთილდღეობისთვის
ნიკოლოზ სამხარაძე
ფოტო: ქართული ოცნება
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება ქართული საზოგადოების სანუკვარი მიზანია, შესაბამისად, ჩვენი ხელისუფლების ყველა გეგმა თუ ქმედება სწორედ ამ მიზნის მიღწევისკენ არის მიმართული, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ გორში საარჩევნო პროგრამის თემატური პრეზენტაციისას განაცხადა.
მისი თქმით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია არა მხოლოდ მიწების მიტაცება, არამედ ქართველი ერის მთლიანობის, მისი ერთიანობისა და ერთობის რღვევის მცდელობაა.
„რუსეთის ოკუპაციის შედეგია ასობით დაღუპული ადამიანი, ასი ათასობით ადამიანის ფეხქვეშ გათელილი უფლება, იცხოვრონ წინაპართა მიწა-წყალზე, საკუთარ სახლებში აღზარდონ შვილები და შეუქმნან მათ უსაფრთხო მომავალი. ოკუპაციის შედეგია, ის რომ დღეს ბავშვებს არ აქვთ უფლება მიიღონ სასკოლო განათლება მშობლიურ ენაზე, გახლეჩილი და გაუცხოებულია საზოგადოებები, საქართველოს ორი ულამაზესი კუთხე განადგურებულია და ვერ ვითარდება“, - განაცხადა სამხარაძემ.
მისი თქმით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში საოკუპაციო რეჟიმის მიერ, დღემდე უხეშად ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, გრძელდება საოკუპაციო ზოლთან მავთულხლართების აღმართვა და საზოგადოების ხელოვნური იზოლაცია. არ წყდება ქართული კვალის წაშლის მცდელობები და საშიშროების წინაშე დგას აფხაზური და ოსური ენები და თვითმყოფადობა.
„ოკუპაცია არის ჩვენი საერთო ტკივილი და ეროვნული ტრაგედია, რომელიც საქართველოს თითოეული მოქალაქის ღირსებას, მის აწმყოსა და მომავალს ეხება. ჩვენი საზოგადოების ურყევი ნებაა აღდგეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, რაც თავისთავად გულისხმობს ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვას. ქართველი ხალხის ეს გააზრებული და უალტერნატივო გადაწყვეტილება საფუძვლად უდევს ჩვენი ხელისუფლების მშვიდობიან პოლიტიკას. საქართველო მხოლოდ მშვიდობიანი გზებით გაერთიანდება. თანმიმდევრული, პრაგმატული და პრინციპული სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში, ჩვენი ძალისხმევა მიმართულია მავთულხლართებით გაყოფილ და დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენისა და შერიგებისკენ. ჩვენი უპირველესი ამოცანაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებზე ზრუნვა, რომლებიც ყოველდღიურად განიცდიან ოკუპაციის სიმძიმეს“, - განაცხადა დეპუტატობის კანდიდატმა.
მან აღნიშნა, რომ 2 წლის წინ დამტკიცდა უპრეცედენტო სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელმაც პირველად შექმნა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საზოგადოებებისთვის კეთილდღეობისა და განვითარებისათვის ახალი შესაძლებლობები:
„პირველად ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებთ მიეცათ შესაძლებლობა ლეგალურად ივაჭრონ ქვეყნის დანარჩენ რეგიონებთან და საგარეო ბაზრებზე; აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ახალგაზრდებს გაუმარტივდათ უმაღლესი და პროფესიული განათლების მიღება, როგორც საქართველოს, აგრეთვე უცხოეთის სასწავლო დაწესებულებებში; სამშვიდობო ინიციატივის თითოეული მიმართულებით გვაქვს მზარდი ინტერესი ოკუპირებულ რეგიონებში; სასიხარულოა, რომ ბოლო 8 წელიწადში თითქმის გასამმაგდა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ოკუპირებული რეგიონებიდან ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა.
მძლავრმა რუსიფიკაციის პროცესმა აფხაზურ და ოსურ ენებს გაქრობის საფრთხე შეუქმნა, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე კი, სახელმწიფო დაფინანსებით 16 საჯარო სკოლაში ისწავლება აფხაზური, ხოლო 3 საჯარო სკოლაში ოსური ენა. ამ ენების შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა ელექტრონული თვითმასწავლებელი, გამოიცა წიგნები რომლითაც დღემდე სარგებლობენ ოკუპირებული რეგიონების სკოლები და ბაღები. შეიქმნა აფხაზური და ოსური ენის მასწავლებელთა პროფესიული სწავლების მოდული და გადამზადდნენ მასწავლებლები; საქართველოში ყოველწლიურად ათასობით პირველკლასელს ურიგდება ნეტბუქები, რომელშიც ჩატვირთულია აფხაზური ენის სასწავლო პროგრამა“ - განაცხადა სამხარაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება მომავალშიც განაგრძობს აფხაზ და ოს საზოგადოებასთან მტკიცე თანამშრომლობით, სამშვიდობო პოლიტიკის შენებას.
„ჩვენ შევქმნით ახალ შესაძლებლობებს რათა ხელი შევუწყოთ დიალოგის გააქტიურებას ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური საზოგადოებების ყველა რგოლს შორის. ჩვენი გუნდის უმთავრესი პრიორიტეტი კვლავაც დარჩება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებისთვის უკეთესი პირობების შექმნა, მათზე ზრუნვა, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ვაჭრობის განვითარება, განათლების შესაძლებლობების კიდევ უფრო გაფართოება, ჯანდაცვასა და სხვა მომსახურებაზე გამარტივებული წვდომის უზრუნველყოფა, და ევროინტეგრაციით მიღებული სარგებლის და პერსპექტივების გაზიარება;
სრულად ამოქმედდება მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფინანსური მექანიზმი;
გაიზრდება გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ბიზნეს- პროექტების დაფინანსება, რათა ხელი შევუწყოთ ერთი მხრივ, მათი ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებას და მეორეს მხრივ ხელი შევუწყოთ მათ შორის ურთიერთობების დამყარებას;
გაღრმავდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობა, მათი უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვა და მათთვის დაფინანსების მიცემა ასევე, პროფესიული განათლების პროგრამების უზრუნველყოფა;
გაუმჯობესდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფასო სამედიცინო მომსახურება. კიდევ უფრო გაფართოვდება და მრავალფეროვანი გახდება სამედიცინო სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობები, მათ შორის პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით;
გაძლიერდება საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლები სახელმწიფო პროგრამების განხორციელებით, რომლებიც მიმართული იქნება ელექტროენერგიის უწყვეტ მიწოდებაზე, წყალმომარაგების გაუმჯობესებაზე, ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე, ზამთარში გათბობით უზრუნველყოფაზე ასევე, სასოფლო-სამეურნეო და სამეწარმეო საქმიანობის წახალისებაზე;
ამ სოფლებში მცხოვრებ ახალგაზრდებს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში დაუფინანსდებათ სწავლა.
ჩვენთვის, ჩვენი გუნდისთვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მშვიდობიან გზას ალტერნატივა არ გააჩნია! ამიტომ, დღეს, სწორედ ომში დაზარალებული ქალაქიდან - გორიდან ვუწვდით შერიგების ხელს აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებს სამომავლო მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და კეთილდღეობისთვის“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ყველა სიახლე
26 აგვისტო 2026, 13:13
ტექნოლოგიები
თურქეთში ლეოპარდზე ამხედრებული ადამიანის 11 000 წლის ქანდაკება იპოვეს
თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა მეჰმეთ ნური ერსოიმ სოციალურ ქსელ NSosyal-ში გამოქვეყნებულ პოსტში აღმოჩენა აღწერა, როგორც „კომპოზიციური ქანდაკება“ ისეთი სტილით, როგორიც ამ ტერიტორიაზე მანამდე არ შეხვედრიათ. მისი თქმით, 70 სანტიმეტრის სიმაღლის ქანდაკება დაახლოებით 3 მეტრის დიამეტრის მქონე სტრუქტურის კედლის გასწვრივ იპოვეს.
26 აგვისტო 2026, 13:07
საზოგადოება
განათლების მკვლევარი შალვა ტაბატაძე მისაღები გამოცდების შედეგების შესახებ ატეხილ აჟიოტაჟზე ვრცელ ანალიზს აქვეყნებს
მისი განცხადებით, შედეგების გამოქვეყნების შემდეგ შექმნილი რეალური სურათი რამდენიმე საკვანძო ტენდენციას გამოკვეთს და აღნიშნავს, რომ 2025 წელთან შედარებით საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების საერთო რაოდენობა მკვეთრად არ შემცირებულა.
26 აგვისტო 2026, 13:01
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ემი დიაზს შეხვდა
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობებს.
26 აგვისტო 2026, 12:53
მსოფლიო
ზელენსკიმ მასკი უკრაინის “თავისუფლების ორდენით“ დააჯილდოვა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელი ბიზნესმენი და მილიარდერი ილონ მასკი „თავისუფლების ორდენით“ დააჯილდოვა. შესაბამისი ბრძანებულება უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზეა ატვირთული.
26 აგვისტო 2026, 12:31
საზოგადოება
სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელად გენადი კერძევაძე დაინიშნა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი გენადი კერძევაძე წარუდგინა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 12:18
მსოფლიო
ფინეთის პრეზიდენტი ევროკავშირში გაწევრების გზაზე უკრაინას მოთმინების გამოჩენას ურჩევს
ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით უკრაინას მოთმინების გამოჩენას ურჩევს.
26 აგვისტო 2026, 12:05
საზოგადოება
28 აგვისტოს, უქმე დღესთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს
აღნიშნულ თარიღში საბაჟო ორგანოს მიერ მომსახურების გაწევაზე იმოქმედებს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული, არასამუშაო დროისთვის/უქმე დღისთვის დაწესებული ტარიფი.
26 აგვისტო 2026, 12:02
რეგიონი
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 80 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდა
შპს „საქართველოს მელიორაციამ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, კუმისის სარწყავი სისტემის მაგისტრალურ არხზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. შედეგად, სოფელ კოდაში 80 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 11:52
მსოფლიო
უკრაინული მედია: აშშ-ში უკრაინის ელჩად შესაძლოა საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი დმიტრო კულება დაინიშნოს
აშშ-ში უკრაინის ელჩის თანამდებობაზე ქვეყნის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის დმიტრო კულებას კანდიდატურა განიხილება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 11:33
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებით რომან გოცირიძის განცხადებებზე: ერთი ემირატული გიგანტის მეორეთი ჩანაცვლების „საერთაშორისო იზოლაციად“ გასაღების მცდელობა არის იაფი პოლიტიკური პროპაგანდა
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოში უცხოური ინვესტიციების შესახებ რომან გოცირიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება და პოლიტიკურ პროგაპანდას უწოდებს.
26 აგვისტო 2026, 11:15
მსოფლიო
Reuters: ისლამაბადის საავადმყოფოში ხანძარს სულ მცირე 15 ახალშობილი ემსხვერპლა
პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში, სახელმწიფო საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 15 ახალშობილი ემსხვერპლა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 11:12
საზოგადოება
სპეციალური პენიტენციური სამსახური: მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროვოკაციული და ცილისმწამებლური განცხადება მსჯავრდებულ ირაკლი ნადირაძესთან დაკავშირებით მიზნად ისახავს საზოგადოების გარკვეული ნაწილის სიცრუეში შეყვანას და პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციას
სპეციალური პენიტენციური სამსახური ირაკლი ნადირაძესთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება.
26 აგვისტო 2026, 11:10
ეკონომიკა
ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებული შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს
„მსგავსი ტიპის საქმიანობა შესაძლოა წარმოადგენდეს „ფინანსური პირამიდის“ კლასიკურ მოდელს, რომლის მთავარი მიზანია არა თანხის ბიზნეს საქმიანობაში ან მომგებიან აქტივებში დაბანდება, არამედ სქემაში ბევრი ახალი წევრის ჩართვა და მათი სახსრების მოზიდვა, რადგან სწორედ ამ თანხით ხდება სქემის მონაწილეებისთვის თითქოსდა ბიზნეს საქმიანობიდან, ამ შემთხვევაში კრიპტოაქტივებით ვაჭრობიდან, მიღებული მოგების გადახდა. ამასთან, რაც უფრო მეტი ადამიანი ერთვება სქემაში, მით უფრო იზრდება მისი სიცოცხლისუნარიანობა“, - განაცხადა ლაშა გზირიშვილმა.
26 აგვისტო 2026, 11:07
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი „ნაცმოძრაობის“ მიერ ლარსიდან გავრცელებულ ვიდეოზე: უსაქმური პოლიტიკოსების მცდელობა, ზაფხულში შექმნან თემა, ჭიქაში ატეხილი ქარიშხალია
„2008 წლის ომი არ იყო მათი ომი? ბიჭების დაღვრილი სისხლი არ იყო მნიშვნელოვანი მათთვის? თუ მაინცდამაინც უკრაინაში უნდა შევარდნილიყო რუსეთი, რომ როგორც იქნა მათთან რაღაც პატრიოტული განწყობები გაღვივებულიყო? ეს არის ჩვეულებრივი ხელოვნური, ყალბი, დაკვეთილი პოლიტიკური აქტივობა, რომლის მიზანიც არის, რომ საერთო ანტირუსული, პროუკრაინულ ტალღას მოერგონ. ეს არის პოლიტიკურ მოდას აყოლილი პოლიტიკოსების აქტივობა“, - აცხადებს მახაშვილი.
26 აგვისტო 2026, 11:05
საზოგადოება
სტატისტიკის მიხედვით, 17-დან 24 აგვისტომდე პერიოდში, სასაზღვრო გამშვები პუნქტის „ლარსის“ გავლით საქართველოში შემოვიდა სხვადასხვა ქვეყნის 52 953 მოქალაქე და ქვეყნიდან გავიდა 61 691
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ ვრცელდება ვიდეო ლარსის პუნქტიდან, სადაც მათი მტკიცებით, უკონტროლო შემოდინებაა და ირაკლი ფავლენიშვილის სიტყვებით, ამ ხალხის მოშორებაა საჭირო.
26 აგვისტო 2026, 10:56
რეგიონი
დავით სონღულაშვილი: ახალ აგროთანადაფინანსების პროგრამაში მეცხოველეობის მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან ერთად გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში, სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარი კომპანიის „გარდაბნის მეცხოველეობა“ ფერმა დაათვალიერა. მინისტრმა, კომპანიის წარმომადგენლებისგან მეურნეობის საქმიანობისა და განვითარების გეგმების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
26 აგვისტო 2026, 10:52
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თურქ კოლეგებთან ერთად საქართველოს მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად თურქეთის მიერ ძებნილი პირები გამოავლინეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თურქ კოლეგებთან ერთად საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ეროვნულ დონეზე ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები გამოავლინეს, რომელთა მიმართაც კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები განხორციელდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 10:52
ტექნოლოგიები
მსოფლიოში პირველად შობადობა მოსახლეობის აღწარმოების დონეზე დაბლა დაეცა
მანამდე გაეროში ადრე განაცხადეს, რომ მსოფლიოში შობადობის შემცირების მიზეზებია ფინანსური სირთულეები, საცხოვრებლის ნაკლებობა, არასტაბილური დასაქმება, პარტნიორის არყოლა და მომავლის შიში. ამასთან, ბევრს კვლავ სურს შვილები: ქალების 38%-ს და კაცების 35%-ს ორი ბავშვის ყოლა სურს.
26 აგვისტო 2026, 10:49
სამართალი
პოლიციამ თბილისში, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობა აღკვეთა - დაკავებულია 4 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მცდელობის ფაქტზე ოთხი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
26 აგვისტო 2026, 10:47
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 85 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 85 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.


