ირაკლი ბერაია: მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარება ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია
ირაკლი ბერაია
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარება არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ეფექტიანი შეკავების და თავდაცვის უზრუნველსაყოფად. ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება და ნატოსთან თავსებადობის გაზრდა. ჩვენ ამას განვახორციელებთ თავდაცვითი შესაძლებლობების უზრუნველყოფით, ნატოსთან თავსებადი შეიარაღებით და აღჭურვილობით. სამხედრო წვრთნებით და სწავლებებით, ინსტიტუციური განვითარებით, საერთაშორისო სწავლებების გაღრმავებით და რასაკვირველია, ჩვენი სამხედრო მოსამსახურეებისთვის ღირსეული პირობების უზრუნველყოფით,-ამის შესახებ ირაკლი ბერაიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე განაცხადა.
ირაკლი ბერაიამ თავის გამოსვლაში მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ პრიორიტეტებზე თავდაცვის სფეროს მიმართულებით დეტალურად ისაუბრა. მისი განცხადებით, არსებული გამოწვევების საპასუხოდ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბრძოლისუნარიანი, თვითმყოფადი, ნატოსთან თავსებადი თავდაცვის ძალების არსებობა, რომლებიც შეძლებენ ერთის მხრივ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას და მეორე მხრივ საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებას.
„საქართველოს სჭირდება ეკონომიკური და დიპლომატიური შეკავების კომპონენტებთან თანაფარდი თავდაცვითი შესაძლებლობები, რომლებიც მძლავრი შეკავების კომპონენტის შექმნით უზრუნველყოფს პოტენციური აგრესიის შეკავებას, ომის პრევენციას და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას. საქართველოს, როგორც ნატოს ასპირანტი სახელმწიფოს გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის თავდაცვის ორგანიზება შესაბამისობაშია ალიანსის განახლებული შეკავების და თავდაცვის პრიორიტეტებთან და საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევების საპასუხოდ, ეფუძნება ტოტალური თავდაცვის პრინციპს.
ჩვენ გავაგრძელებთ ტოტალური თავდაცვის მიდგომის ინტენსიურ დანერგვას, რაც ნიშნავს თავდაცვის ეფექტიან უზრუნველყოფას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სრული ეროვნული ძალისხმევით როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო რესურსების მობილიზებით. ტოტალური თავდაცვის ეფექტიანი იმპლემენტაციის ფარგლებით, ჩვენ თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის ფარგლებში, თავდაცვის ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში განვამტკიცებთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვის გრძელვადიანი დაგეგმვის საფუძვლებს და მშვიდობიან პერიოდში უზრუნველვყოფთ იმ მექანიზმების შექმნას, რომელიც აგრესიის შემთხვევაში შესაძლებელს გახდის მთელი ეროვნული ძალისხმევის სწრაფ და ეფექტიან მობილიზებას. თავდაცვითი შესაძლებლობებისა და საბრძოლო მზადყოფნის გაუმჯობესების მიზნით, ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელებას ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, რაც ამაღლებს ჩვენი დანაყოფების საბრძოლო მზადყოფნას და ასევე უზრუნველყოფს აღჭურვის, წვრთნის, დაკომპლექტების და შენარჩუნების მდგრადი ინსტიტუციური განვითარების შექმნას“,-განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
ირაკლი ბერაიამ ჯარისკაცებსა და ოფიცრებს, გაწეული სამსახურისთვის, მადლობა გადაუხადა და აღნიშნა ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლებში და საერთაშორისო მისიებში დაღუპული გმირების ღვაწლი.
ყველა სიახლე
15 ივნისი 2026, 15:29
პოლიტიკა
კახა კალაძე: როდესაც ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატის მხრიდან ვისმენთ შანტაჟს, ამის მიზეზებიც ხომ ვიცით - საქართველო, პატარა ქვეყანა როგორ ბედავს და მათგან დაუკითხავად ახორციელებს საკუთარ პოლიტიკას
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ბევრად მეტი მიღწევა აქვს, ვიდრე მოლდოვას ან უკრაინას, თუმცა ქვეყანასთან გაფართოებაზე საუბარი არ მიდის, რადგან ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენელი პოლიტიკური ნარატივით მოქმედებს.
15 ივნისი 2026, 15:25
პოლიტიკა
შოთა ბერეკაშვილმა ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში სამშენებლო-ინფრასტრუქტურული და სამშენებლო-დეველოპერული პროექტების გავლენის საკითხებზე იმსჯელეს რიგით 30-ე ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ ორგანიზებით გაიმართა.
15 ივნისი 2026, 15:23
პოლიტიკა
კახა კალაძე: პოლიციის დისკრედიტაციის მცდელობა „აკერმანის“ სახელმძღვანელოდანაა, თუმცა იმას ვერ ხვდებიან, რომ ეს მეთოდები დაძველდა
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მაშინ, როცა სახელმწიფოს მხრიდან მოხდა დანაშაულის აღკვეთა, საპროტესტო აქციის გამართვა არის პოლიციის დისკრედიტაციის მცდელობა.
15 ივნისი 2026, 15:17
მსოფლიო
ლავროვი: რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩებს ახალი არაფერი მოუტანიათ
ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლების რუსეთის ფედერაციაში დაგეგმილი ვიზიტის დროს განიხილება „შეთანხმებები“, რომლებიც 15 აგვისტოს ანკორიჯში იყო მიღწეული.
15 ივნისი 2026, 15:08
ეკონომიკა
სერბეთის პრეზიდენტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი დახვდა
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი, მეუღლესთან და სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვია.
15 ივნისი 2026, 14:57
პოლიტიკა
„ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდულის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი მეგრელიშვილი: ბერას კონცერტებზე გამოიკვეთა, რა დიდი მხარდაჭერა ჰქონდა მას - ახალგაზრდა, უშუალო ადამიანი იყო და ძალიან ბევრი წარმატებული ახალგაზრდა მათ მხარეს გადავიდა, აქ უკვე ჩვენი ახალგაზრდულის შეთავაზებები უძლური იყო
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი მეგრელიშვილმა, გადაცემაში „საქართველოს დაბადება“, ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში გამოჩენასა და მისი ვაჟის, ბერა ივანიშვილის ფაქტორზე ისაუბრა.
15 ივნისი 2026, 14:55
პოლიტიკა
„ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი მეგრელიშვილი აგვისტოს ომზე: იმ პერიოდში ჩვენ გვინდოდა ომი. ჩვენ ვიყავით რევანშისტულად განწყობილი ახალგაზრდები
ირაკლი მეგრელიშვილის განცხადებით, ახალგაზრდებს 2008 წელს ჰქონდათ განცდა, რომ სახელმწიფო იყო იმდენად შემდგარი, რომ შეძლებდნენ 90-იან წლებში არსებული მსგავსი ომის აუცილებლად მოგებას, მაგრამ საბოლოოდ მიხვდნენ, რომ ომის გზით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ვერასდროს აღდგება.
15 ივნისი 2026, 14:55
ეკონომიკა
ლაშა აბაშიძე პოზიტიურ შედეგებზე: საქართველოს რკინიგზის წმინდა მოგება 2025 წელს 152 მილიონი ლარი იყო
საქართველოს რკინიგზის წმინდა მოგება 2025 წელს 152 მილიონი ლარი იყო, - განუცხადა ჟურნალისტებს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ პოზიტიურ შედეგებზე საუბრისას.
15 ივნისი 2026, 14:52
სპორტი
თბილისის მერმა დედაქალაქის გუნდს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში გამარჯვება მიულოცა
თბილისის მერი კახა კალაძე ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ლერი ხაბელოვთან ერთად დედაქალაქის გუნდს შეხვდა, რომელმაც საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში გაიმარჯვა.
15 ივნისი 2026, 14:52
სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებთან კოორდინაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებთან კოორდინაციით, საქართველოს საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.
15 ივნისი 2026, 14:49
მსოფლიო
ბრიტანელები პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ამსახველ ვიდეო მასალებს სოციალურ ქსელში აქვეყნებენ
ბრიტანელები პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ამსახველ ვიდეო მასალებს სოციალურ ქსელში აქვეყნებენ.
15 ივნისი 2026, 14:47
პოლიტიკა
„ენმ“-ს ყოფილი წევრი ირაკლი მეგრელიშვილი ოჯახური ბიზნესის წილის დათმობის მოთხოვნაზე: ადეიშვილს ჰქონდა ასეთი სისტემა დაჭერისთვის. სულ მეუბნებოდნენ, შენ რომ ასე გექცევიან, წარმოიდგინე, ვინც არ არის ამ გუნდის წევრი, იმას რას უზამენო
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი და ახალგაზრდული ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი მეგრელიშვილი გადაცემაში „საქართველოს დაბადება“ „ნაციონალური მოძრაობის“ 9 წელზე და წინა ხელისუფლებისგან ოჯახური ბიზნესის წილის დათმობის მოთხოვნაზე საუბრობს.
15 ივნისი 2026, 14:41
პოლიტიკა
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ალექსანდრ ვუჩიჩი ეწვია
სერბეთის პრეზიდენტი საქართველოში მეუღლესთან და სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა. მას შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დახვდა.
15 ივნისი 2026, 14:40
მსოფლიო
კიევში იძულებითი მობილიზაცია გააპროტესტეს
სამართალდამცველებს წინააღმდეგობა მოსახლეობამ გაუწია, დააზიანეს პოლიციის ავტომობილი და წიწაკის სპრეი შეასხეს პოლიციელს. სამართალდამცველებმა პროტესტი ძალის გამოყენებით დაშალეს, პოლიციაზე თავდასხმის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
15 ივნისი 2026, 14:38
მსოფლიო
ჯორდან ბარდელა: ის, რასაც ევროკავშირი წარმოადგენს, რაზეც ის დაფუძნდა, საფუძვლიანად არამოდური და დრომოჭმულია
„ის, რასაც ევროკავშირი წარმოადგენს - რაზეც ის დაფუძნდა - პოზიტიური გლობალიზაცია, აბსოლუტური საბაზრო ძალაუფლება, უკონტროლო იმიგრაცია, ეკონომიკური ვარდნა და ეკონომიკის, ბიზნესისა და ევროპული მრეწველობის ჭარბი რეგულაციები, საფუძვლიანად მოძველებულია, ყოველივე ეს საფუძვლიანად არამოდური და დრომოჭმულია“, - აღნიშნა მან.
15 ივნისი 2026, 14:31
პოლიტიკა
თორნიკე ფაღავა: უკანასკნელი წლების განმავლობაში, საქართველოს სამართალდამცავ სისტემას ჰქონდა საკვანძო როლი საქართველოს სახელმწიფოებრიობის როლის გამტკიცებაში, რაც „დაუფასა“ რადიკალურმა ოპოზიციამ. სწორედ ამიტომ მიზანმიმართულად ებრძვიან საქართველოს სამართალდამცავ სისტემას
ქართული სამართალდამცავი სისტემა არის მოწოდების სიმაღლეზე, - ასე პასუხობს ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თორნიკე ფაღავა ოპონენტევბის მხრიდან პოლიციელების მისამართით გამოთქმულ კრიტიკას.
15 ივნისი 2026, 14:31
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: პოლიციაზე შეტევა ხორციელდება არა მხოლოდ იმიტომ, რომ სახელმწიფოს რევოლუცია აარიდეს, არამედ იმიტომ, რომ სახელმწიფო დგას გარკვეულ პრინციპებზე
იმდენად თაღლითურად ჩამოაყალიბეს ეს კამპანია პოლიციის საწინააღმდეგოდ, რომ სხვა არაფერი იკითხება, მთავარია შეტევა პოლიციაზე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.
15 ივნისი 2026, 14:31
სამართალი
ოთხი ოქტომბრის საქმეზე ერთ-ერთ ბრალდებულს საპროცესო შეთანხმების გაფორმება სურს
ოთხი ოქტომბრის საქმეზე სასამართლო გაიმართა. პროცესზე ბრალდებულებმა საბოლოოო სიტყვა თქვეს. ზურაბ ჭავჭანიძე დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა, მისი ადვოკატის თქმით, მას საპროცესო შეთანხმების გაფორმება სურს და თავად დააფიქსირებს ამის შესახებ პოზიციას.
15 ივნისი 2026, 14:30
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: საქართველო აგრძელებს ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად რეფორმების ჩატარებას. დარწმუნებული ვარ, იმ მომენტისთვის, როდესაც ევროკავშირის კარი გაიხსნება, საქართველო იქნება ყველა სხვა კანდიდატ ქვეყანაზე უფრო მეტად მზად
საქართველო აგრძელებს ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად რეფორმების ჩატარებას, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.
15 ივნისი 2026, 14:24
სპორტი
საქართველო რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს - ავჭალის სარაგბო ბაზაზე მოსამზადებელ სამუშაობს ინფრასტრუქტურის მინისტრი და რაგბის კავშირის წარმომადგენლები გაეცნენ
საქართველო, რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. მოსამზადებელი სამუშაო სრულდება. ავჭალის სარაგბო ბაზაზე პროცესს ინფრასტრუქტურის მინისტრი და რაგბის კავშირის წარმომადგენლები გაეცნენ.


