დეკანოზი ალექსანდრე გალდავა: დავით გარეჯი მარტო ისტორიული და კულტურული ძეგლი არ არის, ცოცხალი ორგანიზმია, რომელშიც ადამიანები მოღვაწეობენ
დეკანოზი ალექსანდრე გალდავა
ფოტო: Imedi
თუ რელიგიური შეგრძნება არ გაქვს, ისტოირული, კულტურული შეგრძნება ხომ უნდა გქონდეს?! ეს ხომ შენი მიწა-წყალია, ეს ხომ შენი სამშობლოა. ვინც გინდა ის იყავი! - ამის შესახებ მიქაელ მთავარანგელოზის ტაძრის წინამძღოლმა, დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ „იმედის“ გადაცემაში „არენა“ განაცხადა, რომელიც დავით გარეჯის შესახებ საუბრობდა.
მისი თქმით, მათ იმედი აქვთ, რომ გარეჯის სამის გამოძიება ბოლომდე მივა და სიმართლე გაირკვევა.
„გამოძიებასთან ჩვენ გვაქვს ღია და ისეთი დამოკიდებულება, რომ ყველაფერი გამჭვირვალედ მოხდება და სიმართლე გაირკვევა, მაგრამ ჩვენ, ეკლესიაში, მაინც ვეყრდნობით იმ ადამიანებს, რომლებიც ამ საქმეში ჩვენი მხრიდან იყვნენ ჩართულები. ესენი იყვნენ მამა კირიონი და გარეჯის საძმო. ესენი არიან ჩვენი ძმები, ჩვენი მესაზღვრეები, შეიძლება ასეც ვთქვათ. მამა კირიონის შემხედვარე ადამიანს, ალბათ, ძალიან დიდი მოწიწება და სიყვარული გაუჩნდება ამ ადამიანის მიმართ, რომელსაც ისეთი ძალისხმევა ჰქონდა, რომ ყოველი წუთი და დღე ჰქონდა აღწერილი თავის მეხსიერებაში. არაფერი არ გამოუტოვებია საკითხთა მიმართებაში. რასაკვირველია, ის იყო მოვლენათა ეპიცენტრში და ამიტო, მას შეფასების უფლება ჰქონდა. იგი ადანაშაულებდა კომისიის წევრებს, რადგან არ იყენებდნენ ჩვენთვის ძალიან სასარგებლო რუკებს. შემდეგ გახსოვთ, როგორი ზეწოლა იყო მასზე, ლანძღვა და როგორი ცილისწამების ნიაღვარი წამოვიდა“, - განაცხადა მამა ალექსანდრემ.
მისივე თქმით, მამა კირიონს ჰქონდა უფლება, შეეფასებინა კომისიის წევრები, რადგან იგი ამ საქმის მოწმეა და თვითმხილველი. დეკანოზმა ასევე აღნიშნა, რომ დავით გარეჯის თემაზე საპატრიარქო განცხადებებს პერიოდულად აკეთებდა.
„ვფიქრობდით, ეს საკითხი სამთავრობო დონეზე უნდა გადაწყდეს და მაინც ხელის შეშლა რომ არ გამოგვსვლოდა, ჩუმათ ვაკვირდებოდით და ამ ყველაფრის მემატიანე მამაკირიონი იყო“, - აღნისნა მამა ალექსანდრემ.
დეკანოზმა მტკნარი სიცრუე უწოდა ზოგიერთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საპატრიარქო წლების განმავლობაში ამ თემაზე ხმას არ იღებდა.
„მარტივად განქარდება ტყუილი, როდესაც ნახეს წლების განმავლობაში გაკეთებული ინტერვიუები. მაგალითად, მამა მიქაელ ბოტკოველის, რომელიც იმედგაცრუებული საუბრობდა და ასეთი ინტერვიუები უამრავია. ჩვენს საპატრიარქოს ამ ჩანაწერების არქივი აქვს“, - განაცხადა დეკანოზმა.
მამა ალექსანდრემ დავით გარეჯის საქმის მიმართ სასულიერო პირების განწყობის შესახებაც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ამ თემაზე ყველა სასულიერო პირი ერთ აზრზეა და შეთანხმებულია.
„არც ისმება საკითხი, რომ რაიმე პატარა განსხვავებული აზრი არსებობდეს დავით გარეჯის კუთვნილების მხრივ. დავით გარეჯი მარტო ისტორიული და კულტურული ძეგლი არ არის და ეს არ არის მარტო ჩვენი სამშობლოს ნაწილი, არამედ ეს არის ცოცხალი ორგანიზმი, რომელშიც ადამიანები მოღვაწეობენ და რომლებიც ჭეშმარიტებაში განსამტკიცებლად იბრძვიან. ეს მთელი ჩვენი ერის სულიერი ძალაა. ამის მოწინააღმდეგე სინოდში არ შეიძლება ვინმე იყოს. წარმოუდგენელია! უბრალოდ, რამდენიმე ეპისკოპოსმა სურვილი თუ თავისი აზრი გამოთქვა, რომ სანამ დანაშაული არ დამტკიცდება, მოდი ამას დამნაშავეს ნუ ვუწოდებთ და ნუ ჩავთვლით დამნაშავედ. რა თქმა უნდა, მე არავის არ ვთვლი დამნაშავედ. ეს უნდა დაადგინოს სასამართლომ, მაგრამ მამა კირიონს ჰქონდა ამის უფლება, ის იყო მოწმე. როგორ შეიძლება მოწმემ ნახა დანაშაული და მან არ აღიაოს ის და ეს ჩაუთვალონ, ვთქვათ, უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევად?! წარმოუდგენელი რამეა!“, - განაცხადა მამა ალექსანდრემ.
მისივე თქმით, მისთვის ძალიან დამანგრეველი იყო, როდესაც გარეჯის საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების აზრი გაიყო. იგი მიიჩნევს, რომ საქართველოს ასეთი შანსი, შესაძლოა, არასდროს გაუჩნდეს.
17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.
7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.
ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 8 ოქტომბერს შეეფარდათ.
ყველა სიახლე
05 ივნისი 2026, 14:17
სამართალი
პროკურატურამ თბილისში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ თბილისში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
05 ივნისი 2026, 14:11
საზოგადოება
გივი მიქანაძე ჩინეთის საერთაშორისო ახალგაზრდული გაცვლითი ცენტრის ხელმძღვანელობას შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საერთაშორისო ახალგაზრდულ გაცვლით ცენტრს ესტუმრა, ხელმძღვანელობას შეხვდა და ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
05 ივნისი 2026, 14:07
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია კანადაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებას დაესწრო
კანადაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ოტავას ეროვნული ხელოვნების ცენტრში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო კანადაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კანადის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ნინო წილოსანი ხელმძღვანელობს.
05 ივნისი 2026, 14:06
საზოგადოება
სურსათის ეროვნული სააგენტო მეფუტკრე ფერმერებისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსულმა უხვმა, ხანგრძლივმა ნალექმა და დაბალმა ტემპერატურამ ფუტკრის ოჯახებისთვის განსაკუთრებით სტრესული გარემო შექმნა, რამაც გარკვეულწილად მათი იმუნიტეტის დასუსტება გამოიწვია. თუმცა, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში აღებულ ნიმუშებში, ლაბორატორიული კვლევებით, ინფექციური დაავადებები, კერძოდ, ამერიკული და ევროპული სიდამპლე არ დადასტურებულა.
05 ივნისი 2026, 14:01
სამართალი
ოთხი ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული კიდევ რვა პირი დანაშაულს აღიარებს - მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება
ოთხი ოქტომბრის საქმეზე ჩადენილი დანაშაულის აღიარებებს, კიდევ რვა ბრალდებულის აღიარება დაემატა. რვავემ თავი დამნაშავედ ცნო და სრულად აღიარა წარდგენილი ბრალდება. შესაბამისად მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება.
05 ივნისი 2026, 13:54
საზოგადოება
სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის საფასურის გადახდის ვადა დღეს სრულდება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სტუდენტებს შეგახსენებთ, რომ 2026 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის საფასურის გადახდის ვადა დღეს, 5 ივნისს, 18:00 საათზე იწურება.
05 ივნისი 2026, 13:52
პოლიტიკა
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: ჩვენ გვქონდა 3 დიდი შეხვედრა სამ დიდ ქალაქში, ვერავინ ნახავს ვერცერთ გამოსვლაში თუნდაც ირიბ მინიშნებას მაინც, რომ ჩვენ და 5 ნომერი ვართ ერთი - ნიშნავს თუ არა ეს რომ არსად, არასდროს 4-იანის რომელიმე კოორდინატორს არ უთქვამს რომელიმე ენმ-ს მხარდამჭერისთვის რომ 4-იანი და 5-იანი ერთია? არა, არ ნიშნავს
მე დავსწრებივარ კოალიციის მინიმუმ 2-3 შეხვედრას მაინც, დასაწყისში, სადაც სტრატეგიული კომუნიკაციის ნაწილში ერთ-ერთ გამოწვევად იყო დასახელებული 5 ნომერთან ეფექტურად გამიჯვნა, ანუ იმის საპირისპირო რასაც აბრალებენ კოალიციას, - წერს „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, სოციალურ ქსელში.
05 ივნისი 2026, 13:49
მსოფლიო
ოფიციალური ბაქოს ინფორმაციით, აზოვის ზღვაში ორ გემს დრონებით თავს დაესხნენ, რის შედეგადაც აზერბაიჯანის ხუთი მოქალაქე დაიღუპა
გვიან ღამით აზოვის ზღვაში ორ სატვირთო ტანკერს Natra-ს და Zircon-ს უპილოტო საფრენი აპარატებით თავს დაესხნენ, რის შედეგადაც აზერბაიჯანის ხუთი მოქალაქე დაიღუპა. ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
05 ივნისი 2026, 13:32
პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ პარლამენტს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ ანგარიში წარუდგინა
„2025 წლის მიმდინარე საქმეების სტატისტიკური მონაცემებით, საქართველო პოზიტიური მაჩვენებლით უსწრებს ევროპის საბჭოს წევრ (მათ შორის, 19 ევროკავშირის წევრ) 29 ქვეყანას, საქმეების მოსახლეობასთან თანაფარდობის პოზიტიური მაჩვენებლით კი, 27 სახელმწიფოს, რომელთაგან 14 ევროკავშირის წევრია“, - განაცხადა ბექა ძამაშვილმა პარლამენტში იურიდიული და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.
05 ივნისი 2026, 13:09
მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ბრიტანეთში მოკლული ახალგაზრდის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა - იდეოლოგიური განპირობება და ორდონიანი საპოლიციო რეგულირება ცივილიზაციის დაცემის აშკარა სიმპტომებია
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ბრიტანეთის ქალაქ საუთჰემპტონში მოკლული 18 წლის მოზარდის ჰენრი ნოვაკის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.
05 ივნისი 2026, 13:03
საზოგადოება
გარემოს დაცვის მსოფლიო დღის ფარგლებში საქართველოში კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ეროვნული გეგმის (NAP) შემუშავების პროცესი ოფიციალურად გაიხსნა
გარემოს დაცვის მსოფლიო დღის ფარგლებში, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის საქართველოს პირველი ეროვნული გეგმის (NAP) შემუშავების პროცესის ოფიციალური წარდგენა გაიმართა, რომელიც მისასალმებელი სიტყვით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ გახსნეს.
05 ივნისი 2026, 13:00
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე პროცესები კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს როლს შუა დერეფანში
საპროექტო მაჩვენებლებით, გამტარუნარიანობა 1 მილიონი ტონიდან 5 მილიონ ტონამდე გაიზარდა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზზე საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ გაზრდილი ტვირთნაკადების ფონზე მნიშვნელოვანია ქსელის ეფექტიანი მართვა, რის უზრუნველყოფასაც საქართველოს რკინიგზა, როგორც ოპერატორი, განახორციელებს.
05 ივნისი 2026, 12:50
მსოფლიო
დიმიტრი პესკოვის განცხადებით, პუტინს ზელენსკის ღია წერილის შესახებ აცნობეს
რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკი ღია წერილის შესახებ აცნობეს, - განაცხადა კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
05 ივნისი 2026, 12:45
რეგიონი
აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ევროპის რეგიონთა ასამბლეის (AER) ვიცე-პრეზიდენტი - დავით ბაციკაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები ლაშა სირაბიძე, მინდია დიასამიძე, რუმინეთში, ასამბლეის ფარგლებში გამართულ ფორუმს დაესწრნენ
აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ევროპის რეგიონთა ასამბლეის (AER) ვიცე-პრეზიდენტი - დავით ბაციკაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები - ლაშა სირაბიძე, მინდია დიასამიძე, რუმინეთში, ქალაქ ტიმიშოარაში, ასამბლეის ფარგლებში გამართულ ფორუმს დაესწრნენ.
05 ივნისი 2026, 12:28
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი უკრაინაზე: ეს ომი არ უნდა მომხდარიყო. მთავარი დამნაშავეები არიან ისინი, ვინც ეს ომი დაუშვა. რუსეთი არის ის, ვინც ეს ომი დაიწყო და დასავლეთი არის ის, ვინც ეს ომი დაუშვა. სამშვიდობო შეთანხმების პირობა იქნება, როგორც ჩანს, დიდი ალბათობით, ტერიტორიების დათმობა
რაც შეეხება სამართლიან შედეგებს უკრაინისთვის, ერთადერთი სამართლიანი შედეგი არის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, დეოკუპაცია და მისი სუვერენიტეტის პატივისცემა. ეს არის ერთადერთი სამართლიანი შედეგი, - განაცადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ თუ რა იქნება უკრაინისთვის სამართლიანი გამოსავალი.
05 ივნისი 2026, 12:28
მსოფლიო
მედია: რუმინეთის კონსტანცას პორტში საზღვაო დრონი აფეთქდა
რუმინეთის ქალაქ კონსტანცას პორტში საზღვაო დრონი აფეთქდა, რის გამოც განგაში გამოცხადდა. ინფორმაციას რუმინული მედია ავრცელებს.
05 ივნისი 2026, 12:27
საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მაისში უკანონო ტყით სარგებლობის 163 ფაქტი გამოავლინა
ბუნებრივი რესურსების დაცვა და ტყით უკანონო სარგებლობის პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24 საათიან რეჟიმში პატრულირებენ; მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზეც.
05 ივნისი 2026, 12:26
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი დიუშენის მედიკამენტებზე სამუშაო ჯგუფზე: საქართველოს მთავრობა მოქმედებს ზუსტად იმ მიდგომებით, რომელიც მას ყოველთვის აქვს - გამოვიდეს მოსახლეობის და ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით როდესაც ბავშვებს ეხება საქმე, მათი საუკეთესო ინტერესებიდან
ეს არის იმ პროცესის გაგრძელება, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო მიჰყვება. ჯანდაცვის სამინისტროს, მთავრობის, ჩვენი მხრიდანაც ყოველთვის იყო გაცხადებული, რომ მთავარია, ამოვიდეთ ბავშვების საუკეთესო ინტერესიდან, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
05 ივნისი 2026, 12:17
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი საქართველო-აშშ-ის ურთიერთობაზე: რაც უსამართლობას დაუნგრევია, ის სამართლიანობამ უნდა ააშენოს. ესაა ალბათ ის მოლოდინი, რაც გვაქვს
რაც უსამართლობას დაუნგრევია, ის სამართლიანობამ უნდა ააშენოს. ესაა ალბათ ის მოლოდინი, რაც გვაქვს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის პერსპექტივაზე.
05 ივნისი 2026, 12:15
მსოფლიო
ლიეტუვაში საგარეო საქმეთა მინისტრის გადადგომაზე ალაპარაკდნენ. პრეზიდენტი აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს
ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის კიასტუტის ბუდრისის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაციას უარყოფს. ინფორმაციას ლიეტუვური მედია ავრცელებს.


