ჯონდი ბაღათურია ოპოზიციაზე: ესენი არჩევნებში ვერ გაიმარჯვებენ და შესაძლოა, დესტაბილიზაციაც ავიცდინოთ, მაგრამ სანამ უნდა იყოს დესტაბილიზაციის საფრთხე?!
ჯონდი ბაღათურია
ფოტო: Imedi
თუ ამათ ისევ მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსი შეინარჩუნეს და არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდნენ, იქნება არნახული ზეწოლა დასავლეთისგან და ესენი დავით გარეჯის საქმეს ჩაფარცხავენ. რუკას ისევ გადამალავენ, - ამის შესახებ „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ჯონდი ბაღათურიამ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ განაცხადა.
„ქართული დასის“ ლიდერს ზუგდიდის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე ჰკითხეს, ამომრჩევლის მხარდაჭერის მოსაპოვებლად, გადავიდა თუ არა წესებს ოპოზიცია.
„მოდით წარმოვიდგინოთ, რომ ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც უგულავა, მაგალითად, უშიშროების მინისტრის მოადგილე იყო და ესენი იყვნენ ხელისუფლებაში. სრული დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ესენი ხალხს, მძევლებს დახოცავდნენ და დააბრალებდნენ, რომ იქ კიდევ რამდენიმე ადამიანი იყო. დანერგავდნენ ველურ შიშს ხალხში. ამაზე თუ კი რომელიმე მედიასაშუალება ხმას ამოიღებდა, რაც ტელეკომპანია „იმედს“ დაემართა, იმას გააკეთებდნენ, პირდაპირ შემოვიდოდნენ, გადაუვლიდნენ, მაპატიეთ, რუსულ სლენგს გამოვიყენებ „რუბილნიკს“ გამოთიშავდნენ; ჟურნალისტებს ხელჯოხებით გალახვდნენ და ასე დაამთავრებდნენ. ჩვენ ვისთან გვაქვს საქმე?! რაიმე პოლიტიკურ პარტიასთან გვაქვს საქმე, თუ საქმე გვაქვს კრიმინალურ ბანდასთან, რომელსც მომავალი არ აქვს. მათი ერთადერთი გადარჩენაა, რომ ქვეყანაში როგორღაც რყევა გამოიწვიონ“, - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.
მან „ნაციონალური მოძრაობა“ კრიმინალურ ბანდად მოიხსენია და ხელისუფლება ამ კუთხით უმოქმედობაში დაადანაშაულა.
„8 წელია ხელისუფლებაში ხართ, ბატონებო, გამიჩნდა კითხვა. შეიძლება, ამ ბანდას სახელმწიფო ყავდეს მუდმივად დაძაბულობაში და მუდმივად ცდილობდნენ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას?! ჩვენ ხომ უნდა განვითარდეთ! რა თქმა უნდა, ესენი ვერ გაიმარჯვებენ არჩევნებში და შესაძლოა, დესტაბილიზაციაც ავიცდინოთ, მაგრამ სანამ უნდა იყოს მუდმივად დესტაბილიზაციის საფრთხე?! შიძლება ეს კითხვა დაისვას? თუ ამათ ისევ მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსი შეინარჩუნეს და მეორე ადგილზე გავიდნენ, იქნება არნახული ზეწოლა დასავლეთისგან და ესენი დავით გარეჯის საქმეს ჩაფარცხავენ. ამ რუკას ისევ გადამალავენ. მე ნანახი მაქვს ეს რუკა და ეს საქმე ჩაიფარცხება. უგულავას არ დაუმტკიცეს 50 მლნ? დაუმტკიცეს და ერთ თვეში უკან გამოუშვეს. ჩვენ ხომ ვიცით, რომ არნახული ზეწოლის ქვეშ მოხდა, მისი განთავისუფლება. ამიტომ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, ამომრჩეველო“, - მიმართა ბაღათურიამ ამომრჩევლებს.
მისივე თქმით, ზუგდიდში სპეცოპერაცია უმაღლეს დონეზე ჩატარდა. მსხვერპლი არ არის და დამნაშავე იმ დღესვე იქნა იდენტიფიცირებული.
შსს-ს ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა.
ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები 21 ოქტომბერს აიყვანა. თავდამსხმელი შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა. როგორც კადრებში გამოჩნდა, მას შენობის დატოვების დროს ერთი ხელი აწეული ჰქონდა და სავარაუდოდ ხელში ხელყუმბარა ეკავა.
22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.
ყველა სიახლე
05 ივნისი 2026, 15:16
პოლიტიკა
თინათინ ნიბლოშვილი: თბილისს აქვს ამბიცია, აკმაყოფილებდეს ჯანსაღი ქალაქის პრინციპებს, რომელიც საჯარო სიკეთეებზე თანაბარ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს
ჯანსაღი ქალაქი არის სივრცე, სადაც ადამიანი უსაფრთხო, მწვანე და ხელმისაწვდომ გარემოში ცხოვრობს, - ეს განცხადება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაზე - „ჯანსაღი ქალაქი, სპორტული და მწვანე სარეკრეაციო სივრცეების გავლენა ბავშვის ადრეულ განვითარებაზე და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე“ სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
05 ივნისი 2026, 15:15
მსოფლიო
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინის მთავრობას მოუწოდებს, პოლონელების გენოციდში დამნაშავე სამხედრო დანაყოფისთვის სახელის მინიჭების გადაწყვეტილებას გადახედოს
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში უკრაინის ხელისუფლებას სამხედრო დანაყოფისთვის პოლონელების გენოციდში დამნაშავე ჯგუფის სახელის მინიჭების გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებს.
05 ივნისი 2026, 15:12
საზოგადოება
საქართველოს პროკურატურაში ქალთა მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობის თემაზე მენტორინგის პროგრამის მეოთხე ეტაპი დაიწყო
ღონისძიება საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, ამირან გულუაშვილმა გახსნა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსი სალომე შენგელია, პროფესიული განვითარების ცენტრის უფროსი მირიან მეგრელიშვილი, მენტორები და მენტორინგის პროგრამის მონაწილეები.
05 ივნისი 2026, 15:07
რეგიონი
ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „არგინეთმა“ აჭარის სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადაზე მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე აჭარის სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის დასკვნით გალა ღონისძიებას დაესწრო. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.
05 ივნისი 2026, 15:04
საზოგადოება
კულტურის კომიტეტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის 2025 წლის ანგარიში ცნობად მიიღო
კულტურის კომიტეტის სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ვასილ მაღლაფერიძემ საჯარო სამართლის იურიდიული პირის-საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის-საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს 2025 წლის ანგარიში წარადგინა.
05 ივნისი 2026, 15:02
თავდაცვა
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში კადეტთა მე-15 გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა
კადეტთა სამხედრო ლიცეუმის გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლაში კურსდამთავრებულთა მე-15 გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა. კადეტებს ლიცეუმის დასრულება თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ და სამხედრო ლიცეუმის დირექტორმა, პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა მიულოცეს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
05 ივნისი 2026, 15:00
პოლიტიკა
პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ 2025 წლის ანგარიშები მოისმინეს
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ერთობლივ სხდომაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ იუსტიციის სამინისტროს 2025 წლის ანგარიშები მოისმინეს.
05 ივნისი 2026, 14:58
რეგიონი
რევაზ სოხაძე შიდა ქართლის ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე შიდა ქართლის რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო. მინისტრმა დაათვალიერა როგორც ქალაქ გორში მიმდინარე ახალი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობა, ასევე ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში რეაბილიტირებული საჯარო სკოლა.
05 ივნისი 2026, 14:52
პოლიტიკა
ბექა ძამაშვილი: ევროპულ სასამართლოში საქართველოს მიმართ საქმეების რაოდენობა 93%-ით შემცირდა, გვაქვს 29 ქვეყანაზე უკეთესი მაჩვენებელი, საიდანაც 19 ევროკავშირის წევრია - ეს ადასტურებს, რომ ჩვენთან უფლებების დაცვის სტანდარტი მაღალ დონეზეა
დღეს ევროპულ სასამართლოში საქართველოს მიმართ არსებული საქმეების რაოდენობა არის ძალიან მცირე ნიშნულზე - 15 წლიან პერსპექტივაში რომ შევადაროთ, 93%-ით არის საქმეების რაოდენობა შემცირებული, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა ჟურნალისტებთან.
05 ივნისი 2026, 14:48
საზოგადოება
დავით ნარმანიამ მოდერატორობა გაუწია თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის პანელურ სესიას ენერგეტიკის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ თბილისის მდგრადი განვითარებისXVI რეგიონულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. მან მოდერატორობა გაუწია პანელურ სესიას, სახელწოდებით „დიდი ჰესების როლი ენერგოდამოუკიდებლობაში, ენერგო სექტორის მსოფლიო ტენდენციები, განახლებადი ენერგიის მოხმარება და განვითარება“.
05 ივნისი 2026, 14:47
რეგიონი
აჭარის კულტურის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა გაიმართა
აჭარის რეგიონში სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის პირველი და მეორე შესარჩევი ტურები ჩატარდა 18-23 მაისის პერიოდში აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის ქალაქ ბათუმში.
05 ივნისი 2026, 14:46
საზოგადოება
ComCom-ი ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლების მიზნით, თანამშრომლობას აფართოებს
კომუნიკაციების კომისიამ ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლების მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტოს, საქართველოს სახალხო დამცველსა და საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსთან გააფორმა. ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის პრესსამსახური ავრცელებს.
05 ივნისი 2026, 14:44
საზოგადოება
მამა შალვა კეკელია: ტრადიციად დაწესდება საქართველოს ეკლესიაში, რომ ყველა მესამე და შემდეგი შვილის ნათლიები იქნებიან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები
ნათლობა ჩატარდება 7 ივნისს. დაიწყება 17:00 საათზე, გაგრძელდება ეტაპებად. 20:00 საათზე მისი უწმინდესობა მობრძანდება სამების ტაძარში და თავად დალოცავს ყველა მის ნათლულს, - განუცხადა „ქრონიკას“ ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა შალვა კეკელიამ.
05 ივნისი 2026, 14:40
მსოფლიო
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ევროკავშირში მონტენეგროს 2028 წელს გაწევრიანება არ გამორიცხა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ არ გამორიცხა, რომ 2028 წლისთვის მონტენეგრო ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდეს.
05 ივნისი 2026, 14:37
პოლიტიკა
თამარ ჩერგოლეიშვილი: მიშას უნდა დომინაცია და გზადაგზა სამარცხვინო სისულელებს იგონებს - ისიც და მისი მფრინავი მაიმუნებიც, ნანულა იქნება თუ სხვა
„ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, მიხეილ სააკაშვილისა და მისი თანამოაზრეების მხრიდან წამოსულ ბრალდებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „ნაცმოძრაობას“ დომინაცია უნდა და სამარცხვინო სისულელეებს იგონებს „მფრინავ მაიმუნებთან“ ერთად, როგორიცაა, მაგალითად, ნანუკა ჟორჟოლიანი.
05 ივნისი 2026, 14:28
პოლიტიკა
დისკუსიები აქტუალურ საკითხებზე და თემატური სესიები - თბილისის მდგრადი განვითარების მე-16 ფორუმი მუშაობა დაასრულა
დღის წესრიგი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა ჯანსაღი ქალაქი, სპორტული, მწვანე და სარეკრეაციო სივრცეების გავლენა ბავშვის ადრეულ განვითარებასა და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. ასევე განიხილება ტურიზმის თანამედროვე ტენდენციები, დემოგრაფიული პროცესები და მიგრაციის საკითხები.
05 ივნისი 2026, 14:17
სამართალი
პროკურატურამ თბილისში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ თბილისში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
05 ივნისი 2026, 14:11
საზოგადოება
გივი მიქანაძე ჩინეთის საერთაშორისო ახალგაზრდული გაცვლითი ცენტრის ხელმძღვანელობას შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საერთაშორისო ახალგაზრდულ გაცვლით ცენტრს ესტუმრა, ხელმძღვანელობას შეხვდა და ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
05 ივნისი 2026, 14:07
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია კანადაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებას დაესწრო
კანადაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ოტავას ეროვნული ხელოვნების ცენტრში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო კანადაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კანადის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ნინო წილოსანი ხელმძღვანელობს.
05 ივნისი 2026, 14:06
საზოგადოება
სურსათის ეროვნული სააგენტო მეფუტკრე ფერმერებისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსულმა უხვმა, ხანგრძლივმა ნალექმა და დაბალმა ტემპერატურამ ფუტკრის ოჯახებისთვის განსაკუთრებით სტრესული გარემო შექმნა, რამაც გარკვეულწილად მათი იმუნიტეტის დასუსტება გამოიწვია. თუმცა, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში აღებულ ნიმუშებში, ლაბორატორიული კვლევებით, ინფექციური დაავადებები, კერძოდ, ამერიკული და ევროპული სიდამპლე არ დადასტურებულა.


