imedi /  30 ოქტომბერი 2020, 15:35 / სანდო წყარო

გიორგი გახარია რუსულ რბილ ძალაზე: ამას ჩვენ, სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობით ვუპირისპირებთ პირველ რიგში, დემოკრატიული ინსტიტუტების მაღალ ხარისხს, მედია პლურალიზმს, სრულ გახსნილობას

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

შესაბამისი სპეციალური სამსახურები მუშაობენ თავიანთი რეგლამენტების შესაბამისად და რუსი ჯაშუშების, ძველ პერიოდში, ასე გამოვლენა, პიარისთვის და რეკლამისთვის, ეს არაფერს ნიშნავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ამ მიმართულებით, შესაბამისი უწყებები მუშაობენ, როგორც საჭიროა ისე.

„ერთი რამ გაითვალისწინეთ, შესაბამისი სპეციალური სამსახურები მუშაობენ თავიანთი რეგლამენტების შესაბამისად და რუსი ჯაშუშების, ძველ პერიოდში, ასე გამოვლენა, პიარისთვის და რეკლამისთვის, ეს არაფერს ნიშნავს. შესაბამისი უწყებები მუშაობენ, როგორც საჭიროა ისე, ამ მიმართულებით.

„რაც შეეხება რუსულ რბილ ძალას, რაზეც, როგორც ვხვდები თქვენ საუბრობთ, ამას, ჩვენ, პირველ რიგში, ვუპირისპირებთ დემოკრატიული ინსტიტუტების მაღალ ხარისხს, მედია პლურალიზმს, სრულ გახსნილობას. არ დაგავიწყდეს ის, რომ საქართველო, რეგიონში, პოსტსაბჭოთა სივრცესა და აღმოსავლეთ ევროპაში, ჩვენი დემოკრატიის ყველაზე ძლიერი მხარე და მახასიათებელი არის უაღრესად ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და სამოქალაქო სექტორი. ეს ყველაფერი არის ის ფილტრები და ბუფერები, რომლითაც ჩვენ ვოპერირებთ. რა თქმა უნდა, სპეციალური სამსახურების და სპეციალური ღონისძიებების და ამასთან ერთად, მინდა გაგახსენოთ რამდენიმე ერთობლივი ღონისძიება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რომელიც წლის დასაწყისში, სწორედ მსგავს, კიბერ, ან რბილ ძალასთან იყო დაკავშირებული, როდესაც ჩვენ, ძალზედ ეფექტურად, ერთობლივი ღონისძიებები ჩავატარეთ დიდ ბრიტანეთთან, ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან და ა.შ.“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ყველა სიახლე

თამარ გაბუნია

04 დეკემბერი 2020, 12:20

COVID19

თამარ გაბუნია: რეგულირების სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში გარდაცვალების ყველა შემთხვევას შეისწავლის

ჯანდაცვის სამინისტრო პაციენტების გარდაცვალების ყველა შემთხვევას სწავლობს. აუდიტის ჯგუფი მუშაობს სპეციალურად ამ მიზნებისთვის. რეგულირების სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის გარდაცვალების ყველა შემთხვევას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ტორესა მოსი

04 დეკემბერი 2020, 12:14

პოლიტიკა

„გირჩის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ტორესა მოსი პარტიას ტოვებს

„გირჩის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ტორესა მოსი პარტიას ტოვებს, - ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ Facebook-ზე დაწერა. „მოკლედ, ასეთი ამბავია, მე გადავწყვიტე, გაურკვეველი ვადით ჩემი დღის წესრიგიდან გაქრეს მიმდინარე ლოკალური პოლიტიკური ვნებათაღელვები. მინდა, რომ ჩემს ძირითად საქმიანობას დავუთმო მეტი დრო, ენერგია და ჩემი გონება უფრო გლობალური მოვლენებისკენ მივმართო. წარმატებას ვუსურვებ ყველას თავის ბრძოლაში, რადგან მჯერა, რომ სამყარო უნივერსალური ბალანსია, სადაც ყველას ჰარმონიული თანაარსებობა შესაძლებელია.

თამარ გაბუნია

04 დეკემბერი 2020, 12:12

COVID19

დღე-ღამეში, ანტიგენით ტესტირების შედეგად, კოვიდინფიცირების 1 400 შემთხვევა გამოვლინდა

გუშინ იყო პირველი დღე, როდესაც დავიწყეთ გაფართოებული ინტენსიური ტესტირება ანტიგენ ტესტებით. ანტიგენით ტესტირებულთა შორის, 1 400 შემთხვევა დაფიქსირდა. ანტიგენით ტესტირებას ექვემდებარებიან ის პირები, ვისაც აქვთ სიმპტომები. ტესტი საკმაოდ მაღალი ხარისხისაა, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

ანდრია გვიდიანი

04 დეკემბერი 2020, 12:09

ეკონომიკა

ანდრია გვიდიანი: გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინდექსის გაუმჯობესება ხაზს უსვამს ქვეყნის განვითარების სწორ გეზს

SolAbility-ს გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინდექსის (GSC index 2020) მიხედვით, საქართველო 40 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა და 37-ე ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პოზიცია საქართველოსთვის ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენს. ინდექსის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, ეკონომისტი ანდრია გვიდიანი მიიჩნევს, რომ პოზიციების გაუმჯობესება ქვეყანაში სწორი პოლიტიკის გატარების კიდევ ერთი დადასტურებაა.

04 დეკემბერი 2020, 12:03

სამართალი

პროკურატურამ პოლიციელებზე ძალადობრივი ქმედების მოწოდების ფაქტზე დაკავებულ ასლან ვაშაყმაძეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების და პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე ასლან ვაშაყმაძეს ბრალდება წარუდგინა. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 30 ნოემბერს, ა.ვ.-მ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც მოქალაქეებს პოლიციის წარმომადგენლის მიმართ ძალადობისკენ საჯაროდ მოუწოდა და აღნიშნავდა, რომ საჭიროა მოქალაქეებმა ერთ-ერთი პოლიციელი შეიპყრონ და სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანება მიაყენონ.

სანდრო რაქვიაშვილი

04 დეკემბერი 2020, 12:00

პოლიტიკა

სანდრო რაქვიაშვილი: ვერ გავიგე რას ნიშნავს ზურა ჯაფარიძის განცხადება - მიდის თუ ჩვენ გვაგდებს?

მიზეზი არ ვიცით, თვითონაც თქვა, რომ მიზეზს არ დაასახელებს და ადრე თუ გვიან, უნდა გავიგოთ. მე არ მახსოვს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში კამათი ყოფილიყო. კამათი ჩვენთან ყოველთვის არის, რაზე არ გვიკამათია, „გირჩში“ ვართ ბოლოს და ბოლოს. ბოლო დღეებში არაფერი ხდებოდა. აი, გუშინაც, მე, ზურა და ვახო ერთად ვისხედით ოპოზიიციის შეხვედრაზე, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით, რომ ასეთ მდგომარეობაში ვიყავით. კონფლიქტი ბოლო დღეებში არ გვქონია.

04 დეკემბერი 2020, 11:56

თავდაცვა

31-ე ბატალიონმა ორფოლოს პოლიგონზე გეგმური 2-კვირიანი საველე სწავლება ჩაატარა

საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების, საარტილერიო და ტანკსაწინააღმდეგო ქვედანაყოფებთან ურთიერთშერწყმისა და კოორდინირებული მოქმედებების დახვეწის მიზნით III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონმა ორფოლოს პოლიგონზე გეგმური 2-კვირიანი საველე სწავლება ჩაატარა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

04 დეკემბერი 2020, 11:54

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თაღლითობის ბრალდებით თბილისში ორი პირი დააკავა

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა წინასწარი შეთანხმებით, დიდი ოდენობით თანხის მიღების მიზნით, საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე მოატყუეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ვიზის მიღებაში დაეხმარებოდნენ, რის სანაცვლოდაც მოსთხოვეს 17 000 აშშ დოლარი, საიდანაც 8 500 აშშ დოლარი წინასწარ, ნაწილ-ნაწილ თავიანთ ანგარიშზე ჩაარიცხინეს.

ნინო ცაციაშვილი

04 დეკემბერი 2020, 11:51

სამართალი

ნინო ცაციაშვილმა ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა, ვიდეოკონფერენციის ფორმატით, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომაში მონაწილეობა მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ონლაინ შეხვედრაზე, მინისტრის მოადგილემ ისაუბრა ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის პრიორიტეტულობასა და ამ მიმართულებით შინაგან სამინისტროს მიერ მიღწეულ პროგრესზე, მათ შორის, პროაქტიურად გამოძიების დაწყების მაჩვენებლის ზრდაზე და ასევე, სამართალდამცავთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ინტენსიური ტრენინგების ორგანიზებაზე.

04 დეკემბერი 2020, 11:51

სამართალი

შსს-მ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 041 ფაქტი გამოავლინა

„პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 111 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 930 ფიზიკური პირი დაჯარიმდა“, - აცხადებენ უწყებაში.

04 დეკემბერი 2020, 11:46

COVID19

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, კორონავირუსის 408 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით 407 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა, ხოლო 408 ადამიანი დაინფიცირდა. გარდაიცვალა 2 კოვიდპაციენტი. ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 71 წლის ქალი და 78 წლის კაცი. გარდაცვლილიდან ერთი ფოთის კოვიდ-კლინიკაში, ხოლო მეორე ქუთაისის საავადმყოფოში მკურნალობდა.

ლევან რატიანი

04 დეკემბერი 2020, 11:39

COVID19

ლევან რატიანი: საბედნიეროდ, ორსულებსა და ბავშვებში კორონავირუსი ვერაგად არ მიმდინარეობს

„ადრე ვამბობდით, რომ კორონავირუსს სეზონურობა ახასიათებს, მაგრამ ეს ასე არ არის, ერთადერთი, რაც ჩვენმა პრაქტიკამ გვაჩვენა - საბედნიეროდ, ორსულებსა და ბავშვებში ეს ვირუსი ვერაგად არ მიმდინარეობს, დანარჩენი შემთხვევა არ არის დამოკიდებული ასაკზე, თანმდევ დაავადებაზე“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

04 დეკემბერი 2020, 11:39

სპორტი

დღეს ფეხბურთში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი გაიმართება

დღეს ფეხბურთში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი გაიმართება. გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ისტორიული მატჩი შედგება, რადგან პირველად ტიტულისთვის მეორე ლიგის გუნდები, „გაგრა“ და წყალტუბოს „სამგურალი“ იბრძოლებენ.

04 დეკემბერი 2020, 11:37

თემა

ვინ და როგორ შექმნა ახალი კორონავირუსის პირველი ვაქცინა, რომლის ეფექტიანობაც მეცნიერულად დადასტურებულია?

ვაქცინა სახელწოდებით - BNT162b2, რომელიც ამერიკული ფარმაცევტული გიგანტის - Pfizer ისა და გერმანული ბიოტექნოლოგიური სტარტაპის - BioNTech ის ერთობლივი ნამუშევარია, გახდა ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა, რომლის ეფექტიანობაც კლინიკური კვლევებით დადასტურდა. ეს იყო სამეცნიერო წარმატების განსაცვიფრებელი ისტორია, თუმცა Pfizer-მა თავის თავზე მხოლოდ კვლევითი და ბიუროკრატიული პროცედურები აიღო, ვაქცინის შექმნა კი სრულად იყო გერმანული სტარტაპის დამსახურება, რომელსაც თურქული წარმოშობის მქონე ცოლ-ქმარი ხელმძღვანელობს. ვინ არიან უგურ შაჰინი და ოზლემ ტიურეჩი, რომლებმაც მსოფლიოს უპრეცედენტოდ სწრაფად SARS-CoV-2 ის საწინააღმდეგო იარაღი აჩუქეს და რომლითაც გერმანული პრესა გერმანული ბიოტექნოლოგიური Google- ის დამფუძნებლების ბედს უკვე წინასწარმეტყველებს.

04 დეკემბერი 2020, 11:28

საზოგადოება

როგორი იქნება 2020-2021 წლის ზამთარი საქართველოში

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ექსპერტების კლიმატური პროგნოზის ფორუმზე მომზადებული 2020-2021 წლის ზამთრის სეზონის ამინდის პროგნოზზე დაყრდნობით, საქართველოს ტერიტორიაზე ზამთრის სეზონის ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმის ფარგლებში ან ნორმაზე 1 გრადუსით თბილი, ხოლო ატმოსფერული ნალექების რაოდენობა ნორმის ფარგლებშია მოსალოდნელი.

ლევან რატიანი

04 დეკემბერი 2020, 11:12

COVID19

ლევან რატიანმა კორონავირუსით ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზებისთვის აუცილებელი სიმპტომები დაასახელა

როდესაც პაციენტს, ტემპერატურა და ხველა უგრძელდება, ტემპერატურა აღემატება 38 გრადუსს და ეს გრძელდება 48 საათზე მეტი, აქვს შეუპოვარი ხველა, ძლიერი საერთო სისუსტე, აღნიშნულიდან გამომდინარე მიუხედავად ასაკისა, დაავადებისა ესეთი პაციენტები ექვემდებარებიან ჰოსპიტალიზაციას, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

04 დეკემბერი 2020, 11:10

სამართალი

პროკურატურა ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული იძულების, მუქარისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე, მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილს ასაჯაროებს

ისნის N5 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თ.გ.-ს მიმართ ჯგუფურად განხორციელებული იძულების, მუქარისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე გამოძიება დასრულდა და სისხლის სამართლის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოში წარიმართა. საქართველოს პროკურატურა მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, ისნის N5 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თ.გ.-ს მიმართ ჯგუფურად განხორციელებული იძულების, მუქარისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილს ასაჯაროებს.

04 დეკემბერი 2020, 10:58

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1 959 თბილისში გამოვლინდა

დღეს დადასტურებული 5 068 ახალი შემთხვევიდან, თბილისში 1 959, ხოლო იმერეთში 980 შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კორონავირუსი

04 დეკემბერი 2020, 10:56

COVID19

24 საათის განმავლობაში საქართველოში 38 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

24 საათის განმავლობაში საქართველოში 38 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კორონავირუსი

04 დეკემბერი 2020, 10:56

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5068 ადამიანს დაუდასტურდა, 2 336 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5068 ადამიანს დაუდასტურდა, 2 336 კი გამოჯანმრთელდა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.