IMEDI /  30 ოქტომბერი 2020, 20:13 / სანდო წყარო

კახა კალაძე: დღეს, ისე როგორც არასდროს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში აყვანილია უმაღლეს დონეზე

კახა კალაძე

კახა კალაძე

დღეს ქვეყანაში, განსხვავებული აზრის ადამიანები არ იდევნებიან, მათ არ ყრიან სამსახურიდან როგორც ეს ხდებოდა წინა წლებში, - ამის შესახებ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატ ლევან კობიაშვილის ამომრჩევლისთვის წარდგენის ღონისძიებაზე „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

„მინდა, გავიხსენო ის წლები, თუ რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, ჩვენს ოპონენტებს არ სიამოვნებთ და მესმის, რატომაც. ისინი ცდილობენ, ჩვენც და საზოგადოებას, როგორმე დაავიწყონ ის ცხრაწლიანი პერიოდი, რაც ქვეყანაში იყო, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიდრე ისინი პოლიტიკურ ველზე არიან, ამის უფლება არ უნდა მივცეთ. ბევრი უნდა ვისაუბროთ ქვეყნის მომავალზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, მაგრამ პარალელებისთვის და შედარებისთვის აუცილებელია, ვისაუბროთ, თუ რა ხდებოდა წლების განმავლობაში ქვეყანაში“, - აღნიშნა კალაძემ.

კალაძის განცხადებით, დღეს, ისე როგორც არასდროს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში აყვანილია უმაღლეს დონეზე. „კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას, თუ როგორი დამოკიდებულება იყო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ, იმ ოჯახების მიმართ, ვისაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები ჰქონდა, მათი ახლობლებისა და ნათესავების მიმართ. ასევე, რა მდგომარეობა იყო და როგორ უსწორდებოდნენ ბიზნესს, როგორ ათავისუფლებდნენ ხალხს სამსახურიდან, თუ ისინი მათ პოლიტიკურ ხედვებს არ იზიარებდნენ. საბედნიეროდ, მოვახერხეთ და ყველაფერი ეს წარსულს ჩავაბარეთ. დღეს, ისე, როგორც არასდროს, ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის უფლება უმაღლეს დონეზეა აყვანილი. დღეს, რა თქმა უნდა, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები არ იდევნებიან, არ ათავისუფლებენ სამსახურებიდან“, - აღნიიშნა კალაძემ.

„ასევე, მახსოვს, რა ხდებოდა ჯანდაცვის მიმართულებით. ნამდვილად მეამაყება, რომ ვარ იმ გუნდის წევრი, რომელმაც ჯანდაცვის სფეროში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა. ძალიან კარგად მახსოვს, როგორ იყო მიტოვებული სოფლის მეურნეობის მიმართულება. აქაც, გვაქვს მნიშვნელოვანი წინსვლა - ძალიან ბევრი, ასი ათასობით ჰექტარი დამუშავებული მიწა, მნიშვნელოვანი პროგრამები, იმისთვის, რომ ხელი შეგვეწყო სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის. ასევე, მიგვეწოდებინა ისეთი პროგრამები, რომლებიც ხელს შეუწყობდა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. ეს გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში მეტი სამუშაო ადგილი გავაჩინოთ“, - აღნიშნა კალაძემ.

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის განცხადებით, გლდანთან, მას განსხვავებული ემოციური დამოკიდებულება აქვს. „არ მაქვს უფლება, არ ვისაუბრო თბილისში განხორციელებულ პროექტებზე და არ ვისაუბრო გლდანზე, რადგან გლდანთან ჩემი ემოციური დამოკიდებულება გამაჩნია. იცით, რომ სამტრედიაში დავიბადე, გავიზარდე და 13 წლის ასაკში თბილისში გადმოვედი. მამიდასთან ვცხოვრობდი, გლდანის მესამე მიკრორაიონში. მეამაყება, რომ დღეს აქ ვხედავ ჩემს თანამებრძოლებს - ადამიანებს, ვისთან ერთადაც ჩემი ახალგაზრდობა გავატარე. გლდანს უკავშირდება ჩემი წარმატება, ასევე, ყველაფერი კარგი, რაც მახსოვს იმ ბნელ 90-იან წლებში, რომელიც შავ ლაქასავით არის ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. მე, როგორც ქალაქის მერმა, რით შემიძლია ეს სიკეთე გადავუხადო გლდანს და გლდანელებს?! რა თქმა უნდა, ჩემი შრომით, იმ პროექტებით, რომელსაც გლდანის რაიონში ვახორციელებთ.

მეამაყება ყველაფერი ის, რაც ბოლო წლების განმავლობაში გაკეთდა, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ ძალიან ბევრი პროექტის განხორციელება გვაქვს დაგეგმილი. მათ შორის, რეკრეაციული სივრცეების მოწესრიგება, პარკების განახლება, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით, განახლებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ასევე, ყველა ის პრობლემური ქუჩა, რომელიც დედაქალაქში სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი პროექტი და მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ქვეყანაში გამოწვევები და პრობლემები ჯერ კიდევ არსებობს.

ჩვენ ამას არ გავურბივართ. მჯერა, რომ ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, რომელსაც ქვეყნის განვითარების სწორი ხედვა აქვს, ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, ღირსეულად უპასუხოს ქვეყანაში არსებულ ყველა გამოწვევას, ეს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოა“. მჯერა, რომ ჩვენ ხვალ, ამ გადამწყვეტ ბრძოლაში, გადამწყვეტ არჩევნებში გავიმარჯვებთ. ეს არ იქნება მხოლოდ კონკრეტული მაჟორიტარის ან პარტიის გამარჯვება. ეს ჩვენი ქვეყნის გამარჯვება იქნება! ეს იმ წარმატებების, იმ მშვიდობისა და სტაბილურობის გაგრძელება იქნება, რაც „ქართულმა ოცნება“ ამ რვა წლის განმავლობაში მოიტანა. დარწმუნებული ვარ, ხვალ ჩვენ, ყველა ერთად, მთელი საქართველო ვიზეიმებთ ამ გამარჯვებას, რადგან ეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს სჭირდება“, -განაცხადა კალაძემ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს იმართება.

ყველა სიახლე

შალვა პაპუაშვილი

21 სექტემბერი 2026, 22:04

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო

„საქართველოსა და სომხეთისთვის, როგორც ორი მეზობელი და მოძმე ერისთვის, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ეროვნული ღირსების ღირებულებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. დღევანდელ კომპლექსურ და გამოწვევებით სავსე სამყაროში, ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა დავიცვათ მომავლის დამოუკიდებლად განსაზღვრის უფლება, გავუფრთხილდეთ ჩვენს იდენტობასა და ღირებულებებს და ჩვენი მისწრაფებების შესაბამისად, ჩამოვაყალიბოთ მშვიდობიანი და კეთილდღეობაზე ორიენტირებული საზოგადოება.

21 სექტემბერი 2026, 22:03

მსოფლიო

22 სახელმწიფო უერთდება ინიციატივას AI-ის „ადამიანის მართვის ქვეშ“ შენარჩუნების შესახებ

22 სახელმწიფოსგან შემადგენელმა ჯგუფმა, რომელშიც ევროპის რამდენიმე ქვეყანაც შედის, ორშაბათს მიიღო ერთობლივი დეკლარაცია. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ხელოვნური ინტელექტი „სავალდებულო წესით უნდა ექვემდებარებოდეს ადამიანის მიერ მართვას, ზედამხედველობასა და კონტროლს“.

ველისლავა პეტროვა-ჩამოვა მაკა ბოჭორიშვილი

21 სექტემბერი 2026, 21:45

პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბულგარელ კოლეგას შეხვდა

ველისლავა პეტროვა-ჩამოვა მაკა ბოჭორიშვილი

ექტორ ფრანსისკო უანკა გუტიერეს მაკა ბოჭორიშვილი

21 სექტემბერი 2026, 21:41

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილმა ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გამართა

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ექტორ ფრანსისკო უანკა გუტიერესს შეხვდა.

21 სექტემბერი 2026, 21:35

მსოფლიო

საბერძნეთში, მისტრასის ბიზანტიური სასახლე 40-წლიანი სარესტავრაციო სამუშაოების შემდეგ დამთვალიერებლებს მასპინძლობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ძველი ბიზანტიური სამყაროს ნახვა უკვე თანამედროვე ტექნოლოგიებითაც არის შესაძლებელი. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ეს ძეგლი ათწლეულების განმავლობაში დამთვალიერებლებისთვის დაკეტილი იყო.

21 სექტემბერი 2026, 21:26

მსოფლიო

მადიარის განცხადებით, მისი ქვეყანა არ არის უკრაინის მიერ ინიცირებული „კარპატების რვიანის“ წევრი, რომლის მიზანიც კარპატების რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებით, მისი ქვეყანა არ არის უკრაინის მიერ ინიცირებული „კარპატების რვიანის“ წევრი, რომლის მიზანიც კარპატების რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა.

21 სექტემბერი 2026, 21:20

ეკონომიკა

საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები J.P.Morgan-ის ახალ საერთაშორისო ინდექსში მოხვდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

აღნიშნული საერთაშორისო აღიარებაზე მიუთითებს და ინვესტორებისთვის ადგილობრივ ბაზარზე წვდომისა და ლარის სახელმწიფო ობლიგაციების მიმართ ინტერესის ზრდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

21 სექტემბერი 2026, 21:10

ეკონომიკა

საქონლით საგარეო ვაჭრობის ბრუნვა, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.4%-ით მეტია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იანვარ-აგვისტოს წინასწარ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს. გაზრდილია ექსპორტის და იმპორტის მაჩვენებლები. იანვარ-აგვისტოში საქართველომ 148 ქვეყანასთან ივაჭრა. შარშანდელთან შედარებით გაზრდილია ქვეყნების რაოდენობაც.

მიხაილო ფედოროვი

21 სექტემბერი 2026, 21:09

მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ ზელენსკი მზად იყო არჩევნები ომის დასრულებამდე ჩაეტარებინა, თუმცა ამ იდეაზე უარი მასში ვალერი ზალუჟნის სავარაუდო მონაწილეობის გამო თქვა

უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზად იყო არჩევნები ომის დასრულებამდე ჩაეტარებინა, თუმცა ამ იდეაზე უარი მასში ვალერი ზალუჟნის სავარაუდო მონაწილეობის გამო თქვა.

გოგი აბუაშვილი

21 სექტემბერი 2026, 20:58

პოლიტიკა

გოგი აბუაშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა დატოვა

გოგი აბუაშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა დატოვა. „საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩემი პირადი განცხადების საფუძველზე, დავტოვე მერის თანამდებობა“, - ნათქვამია გადადგომის შესახებ განცხადებაში.

ფრიდრიხ მერცი

21 სექტემბერი 2026, 20:54

მსოფლიო

ფრიდრიხ მერცის ისტორიული მარცხი და ახალი პოლიტიკური რეალობა გერმანიაში - სადამდე მიიყვანა კანცლერის პოლიტიკამ სახელისუფლებო პარტია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მერცი შესაძლოა წლის ბოლომდე გადადგეს. ამის თქმის საფუძველს, გერმანიაში ბოლო ორი ადგილობრივი არჩევნების შედეგები იძლევა, სადაც მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი იწვნია.

გიორგი გველესიანი

21 სექტემბერი 2026, 20:40

პოლიტიკა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გიორგი გველესიანი გარკვეული ჯგუფების სამიზნე გახდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სპორტსმენის განცხადებებს, სადაც მან ეროვნულ გუნდზე განხორციელებულ შესაძლო პოლიტიკურ წნეხზე ისაუბრა, ოპოზიციონერი აქტივისტების მხრიდან ბულინგი მოჰყვა.

21 სექტემბერი 2026, 20:33

პოლიტიკა

ცრუ ნარატივი არაბიზაციის შესახებ და მხილება კონკრეტული ციფრებით - როგორია სტატისტიკა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ყალბი კამპანია ე. წ. არაბიზაციაზე. მმართველი გუნდის შეფასებით, ცრუ ნარატივის მიზანი სახელმწიფოებრივი პროექტების ჩაშლაა. კონკრეტული ჯგუფების მხრიდან მიზანმიმართული შეტევის სამიზნე, ამჯერად „იგლ ჰილსის“ თითქმის შვიდ მილიარდიანი ინვესტიციაა.

21 სექტემბერი 2026, 20:29

პოლიტიკა

ევროკავშირი საქართველოში რადიკალიზმისა და ექსტრემიზმის წახალისებას განაგრძობს - „ქრონიკა“ მუსიკოს კორძის კონცერტის დამფინანსებლებისა და მხარდამჭერი ორგანიზაციების პოზიციით დაინტერესდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ევროკავშირი საქართველოში რადიკალიზმისა და ექსტრემიზმის წახალისებას განაგრძობს - ასე აფასებს მმართველი გუნდი მუსიკოს კორძის კონცერტის დაანონსებას, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით დანიის კულტურის ინსტიტუტმა და ხელოვნების სახლმა სექტემბრის ბოლოსთვის დააანონსა.

ნიკა გვარამია

21 სექტემბერი 2026, 20:25

პოლიტიკა

ნიკა გვარამიას მორიგი სკანდალური განცხადება და შეტევა სახელმწიფოებრივ ინტერესებზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მმართველი გუნდი გვარამიას ანტისახელმწიფოებრივ კამპანიაში ადანაშაულებს, თავად ოფიციალური თბილისის პოზიცია კი მკაფიოა - ევროკავშირში გაწევრიანება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის უგულებელყოფის ხარჯზე არ განიხილება.

21 სექტემბერი 2026, 20:23

პოლიტიკა

ბახმაროში გამართული სემინარის საკითხს, რომელიც ევროსაბჭოს მხარდაჭერით გაიმართა, აუდიტის სამსახური შეისწავლის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დაირღვა თუ არა გრანტების შესახებ კანონი არმაზ ახვლედიანის ორგანიზებული და ევროპული საბჭოს მხარდაჭერილი სემინარით, საკითხს აუდიტის სამსახური სწავლობს.

21 სექტემბერი 2026, 20:08

პოლიტიკა

საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ნიუ-იორკშია - ირაკლი კობახიძე დღეს მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში მიიღებს მონაწილეობას. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, მთავრობის მეთაურს არაერთი შეხვედრა აქვს დაგეგმილი, ხვალ კი ოფიციალურად გაიხსნება გენერალური დებატები.

ალიშერ უსმანოვი

21 სექტემბერი 2026, 19:25

მსოფლიო

Reuters: დიპლომატიური წყაროების ცნობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები ორშაბათს შეთანხმდნენ ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანის მიმართ უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო დაწესებული სანქციების გაუქმებაზე - აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევა, თუ უახლოეს საათებში ევროკავშირის წევრი რომელიმე სახელმწიფოს მთავრობა ოფიციალურ პრეტენზიას არ გამოთქვამს

დიპლომატიური წყაროების ცნობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები ორშაბათს შეთანხმდნენ ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანის მიმართ უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო დაწესებული სანქციების გაუქმებაზე - აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევა, თუ უახლოეს საათებში ევროკავშირის წევრი რომელიმე სახელმწიფოს მთავრობა ოფიციალურ პრეტენზიას არ გამოთქვამს, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.

დონალდ ტრამპი

21 სექტემბერი 2026, 19:09

მსოფლიო

ტრამპი: აშშ მუშაობს მასშტაბურ გარიგებაზე ბელარუსისგან კალიუმის სასუქის შესყიდვასთან დაკავშირებით - ფასი საგრძნობლად დაბალი იქნება იმასთან შედარებით, რასაც ახლა კანადას ვუხდით

აშშ ბელარუსისგან კალიუმის სასუქის შესყიდვის მიზნით მასშტაბურ შეთანხმებას ამზადებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

პროკურატურა

21 სექტემბერი 2026, 19:05

სამართალი

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხის გასათეთრებლად, ბრალდებულმა საქართველოში მოქმედ კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილ საბანკო ანგარიშებზე, თითქოსდა საინვესტიციო მიზნით, უცხოეთიდან, პირადი და მასთან აფილირებული პირების საბანკო ანგარიშებიდან დანაწევრებით ჩარიცხა რამდენიმე ათეული მილიონი უცხოური ვალუტა. ბრალდებულმა თანხის წარმომავლობა, შესაბამის დოკუმენტაციაზე მითითებით, შენიღბა კანონიერი გზით მიღებულ შემოსავლად და შემდგომი ინტეგრაციის მიზნით, აქტივის ნაწილი გადაიტანა ოფშორული სახელმწიფოს საბანკო სისტემაში.