imedi /  30 ოქტომბერი 2020, 20:29 / სანდო წყარო

გიორგი გახარია: ჩვენი თითოეული მოქალაქის დაკვეთაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გააგრძელოს ქვეყნის აღმშენებლობა

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

ხვალ, 31 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქე გააკეთებს თავის არჩევანს და ეს არჩევანი იქნება ეკონომიკურად ძლიერი, თავისუფალი, ღირსებით სავსე დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ. ეს იქნება არჩევანი, რომელიც უარს ეტყვის უუფლებობის, ძალადობის, ფეხქვეშ გათელილი ღირსებისა და ადამიანის ინტერესების წარსულში დაბრუნებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის, ლევან კობიაშვილის წარდგენაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

„გლდანში ვატარებთ ჩვენი საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებას. ხვალ, 31 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქე გააკეთებს თავის არჩევანს და ეს არჩევანი იქნება ეკონომიკურად ძლიერი, თავისუფალი, ღირსებით სავსე დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ. ეს იქნება არჩევანი, რომელიც უარს ეტყვის უუფლებობის, ძალადობის, ფეხქვეშ გათელილი ღირსებისა და ადამიანის ინტერესების წარსულში დაბრუნებას. ეს არის ჩვენი თითოეული მოქალაქის დაკვეთა - „ქართულმა ოცნებამ“ გააგრძელოს ქვეყნის აღმშენებლობა. ჩვენი ვალდებულებაა, გავაგრძელოთ ზრუნვა პირველ რიგში ყველაზე მოწყვლად ადამიანებზე - ვისაც, ეს ზრუნვა ყველაზე მეტად სჭირდება. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ღვაწლმოსილი პენსიონერები და მოხუცები არიან. „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი გუნდი, რომელმაც კანონის დონეზე დაადასტურა, რომ პენსია ყოველწლიურად გაიზრდება და ეს ვერ გახდება წინასაარჩევნოდ პოლიტიკური სპეკულირების საგანი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიზრუნებთ ბავშვებზე, რომელთა ჯანმრთელობა, განათლება და სოციალური მდგომარეობა სულ უფრო დიდი გამოწვევების წინაშეა და ჩვენ ეს ზრუნვა ყოველდღე უნდა გამოვავლინოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიზრუნებთ სოციალურად დაუცველებსა და დევნილებზე“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, 2013 წლიდან 2019 წლამდე სოციალურად დაუცველთა დახმარების ბიუჯეტი დაახლოებით 2,5-ჯერ გაიზარდა და 3,5 მილიარდ ლარზე მეტი გახდა.

„ჩვენ გვესმის, რომ დევნილებზე ზრუნვა ჩვენი უპირობო პრიორიტეტია და 2013 წლიდან დევნილებს 24 ათასზე მეტი საცხოვრებელი გადავეცით. გეგმაში გვაქვს მომდევნო 4 წლის განმავლობაში კიდევ 13 ათასი საცხოვრებლის გადაცემა, მაგრამ კარგად გვესმის, რომ პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ მათ მშობლიურ სახლებში დაბრუნებაზე - გონივრულად, მშვიდად და მშვიდობიანად. გავაგრძელებთ ზრუნვას ძლიერ საჯარო მოხელეზე. არ უნდა შეგვრცხვეს და მოგვერიდოს, რომ სახელმწიფო დგას კეთილსინდისიერ, ეფექტურ პოლიციელსა და ჯარისკაცზე, მასწავლებელსა და ექიმზე, და როდესაც ასეთი შესაძლებლობა გვექნება, ყოველთვის დავუდგებით მათ გვერდით. ეს არის ხალხი, რომელზეც დგას საქართველოს ხვალინდელი დღე. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ბიზნესის მხარდასაჭერად. დავეხმარებით გლეხს, რომ ის გახდეს ძლიერი ფერმერი, დაასაქმოს თავისი ოჯახი, მეზობელი, ახლობელი და ღირსეულად არჩინოს თავისი ოჯახი. დაცული საკუთრების უფლება, თანაბარი პირობები ბიზნესის ყველა წარმომადგენლისთვის - ეს ის პირობებია, რომელთა გარეშეც განვითარებული ევროპული ქვეყანა შეუძლებელია. გავაგრძელებთ დასავლეთისკენ სვლას - ევროპული ინტეგრაცია და ის მიღწევები, რომელიც გვაქვს, არის მხოლოდ გარდამავალი ეტაპი იმ დიდი ნაბიჯისთვის, რომელიც წინ გველოდება“, - განაცხადა გახარიამ.

პრემიერის თქმით, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყნის სისტემური ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ წესრიგში არის მოსაყვანი.

„მინდა გითხრათ, რომ 2013 წლიდან 2019 წლამდე, საქართველოს მთავრობამ ქვეყნის სისტემურ ინფრასტრუქტურაში მოახდინა 23 მილიარდი ლარის ინვესტირება. დღეს ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც, შემდგომი 4 წლის განმავლობაში, 20 მილიარდ ლარზე მეტ ინვესტირებას გავაკეთებთ, ორჯერ მეტს. ეს არის კეთილმოწყობილი გზები, სკოლები, წყალმომარაგება, გაზმომარაგება და ა.შ. მე მინდა გითხრათ, რომ ამ გეგმის მიხედვით, 2024 წლისთვის, საქართველოს მოსახლეობის 77 პროცენტს ექნება 24-საათიანი წყალმომარაგება, რომელიც სამწუხაროდ, დღეს კიდევ არის ჩვენი სერიოზული გამოწვევა. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ, სულ ახლახანს, მთავრობაზე დავამტკიცეთ პროგრამა, დამატებით, 2021-2024 წლის გაზიფიცირების და 2024 წელს, სრულად დასრულდება ქვეყნის გაზიფიცირება. ეს იქნება პროცენტულად ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი. სისტემური ინფრასტრუქტურა, რომელზეც ჩვენ პრიორიტეტულად გავაგრძელებთ მუშაობას, საჭიროა ქვეყნის მთავარი მიზნის მისაღწევად - თანაბარი პირობები ჩვენი ყველა მოქალაქისთვის, მიუხედავად იმისა, სად ცხოვრობენ ისინი, ეს იქნება თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ჩხოროწყუ, ზუგდიდი, თელავი, ახალქალაქი, თუ ახალციხე. ჩვენ უნდა შევუქმნათ თანაბარი პირობები ყველა მოქალაქეს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს კიდევ უფრო ევროპული. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ეს ნაბიჯი მიმართულია ერთი ძირითადი მიზნისკენ - რაც შეიძლება სწრაფად და ახლოს იყოს ჩვენი სტანდარტები ევროპულ სტანდარტებთან. ეს არის ის აუცილებელი პირობა, რომელმაც ჩვენ უნდა მოგვცეს შესაძლებლობა, ხორცი შევასხათ ჩვენი ქვეყნის ასწლეულების ყველაზე დიდ ოცნებას და გავაკეთოთ 2024 წელს განაცხადი, სრულფასოვან წევრობაზე ევროპის დიდ ოჯახში. ეს არის ჩვენი მიზანი და ჩვენ ვშრომობთ იმისთვის, რომ თითოეულმა მოქალაქემ, გარდა იმისა, რომ იგრძნოს ეს მის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ასევე მიიღოს ამ დიდ და ღირსეულ პროცესში მონაწილეობა. ჩემო ძვირფასებო! არჩევნებამდე დარჩა სულ რამდენიმე საათი. მე დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მიაღწევს ღირსეულ გამარჯვებას სამართლიან ბრძოლაში, გამარჯვებას გისურვებთ!,“- განაცხადა პრემიერმა.

ყველა სიახლე

02 მაისი 2026, 10:44

მსოფლიო

რუსეთმა ხერსონში ავტობუსი დაბომბა. დაიღუპა ორი ადამიანი

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ხერსონის დნეპრის რაიონში ავტობუსი დაბომბა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.

02 მაისი 2026, 10:33

რეგიონი

დღეს ქუთაისში „გვირილობა“ აღინიშნება

დღეს ქუთაისში „გვირილობა“ აღინიშნება. დღესასწაულის აღნიშვნა ბაგრატის ტაძრიდან დაიწყო. 11:00 საათისთვის ოფიციალური სტუმრების, მათ შორის ქუთაისთან დამეგობრებული ქალაქების წარმომადგენლების მიღებაა დაგეგმილი.

ალექსეი მეშკოვი

02 მაისი 2026, 10:13

მსოფლიო

საფრანგეთში რუსეთის საელჩოს საწვავის შესაძენად საჭირო საბანკო ბარათები დაუბლოკეს

საფრანგეთში რუსეთის ელჩის, ალექსეი მეშკოვის ინფორმაციით, პარიზში დიპლომატიურ წარმომადგენლობას ავტომობილებისთვის საწვავის შესაძენად განკუთვნილი საბანკო ბარათები დაუბლოკეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ირაკლი ზარქუა

02 მაისი 2026, 09:59

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა ნათელაშვილზე: სად ნახა ჩემი მილიონები ამ ქოსატყუილამ?! შალიკო, იმ დონის გაუფასურებული ხარ, თვით გაფარჩაკებულმა ოპოზიციამაც კი არ მიგიღო თავის რიგებში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა, “ლეიბორისტების” ლიდერის, შალვა ნათელაშვილის ბრალდებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ნათელაშვილი იმდენად გაუფასურებულია, ოპოზიციამაც კი არ მიიღო საკუთარ რიგებში.

ფრიდრიხ მერცი დონალდ ტრამპი

02 მაისი 2026, 09:42

მსოფლიო

Reuters: ტრამპის მკვეთრი კრიტიკა ევროპელი მოკავშირეების მისამართით აშშ-სა და ევროპას შორის არსებულ განხეთქილებას უფრო აღრმავებს

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, უკანასკნელ კვირებში განვითარებული მოვლენები ოპტიმიზმის მიზეზი ვერ იქნებოდა მათთვის, ვინც ფიქრობდა, რომ ევროპა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან არსებული რთული ურთიერთობების დაძლევას შეძლებდა.

02 მაისი 2026, 09:14

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 2 მაისს საქართველოში

2 მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +18 და ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

02 მაისი 2026, 08:31

მსოფლიო

Financial Times: აშშ ევროპელ მოკავშირეებს შეიარაღების მიწოდების შეფერხების შესახებ აფრთხილებს

ვაშინგტონმა ევროპელ მოკავშირეებს, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, ლიეტუვისა და ესტონეთის ჩათვლით ამერიკული შეიარაღების მიწოდების შესაძლო შეფერხების შესახებ აცნობა. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

02 მაისი 2026, 08:00

პოლიტიკა

სურსათის, საწვავის და მედიკამენტების ფასები, საპარლამენტო კომისიის სამთვიანი მუშაობის შედეგი, გეგმავს თუ არა მმართველი გუნდი ბაზარზე ფასების რეგულირებას - დღეს 20:00 საათზე „ღია ეთერში“ დებატები გაიმართება

სურსათის, საწვავის და მედიკამენტების ფასები - როგორ ფორმირდება, რა ახდენს გავლენას და არსებობს თუ არა პროდუქციის გაიაფების რესურსი. გეოპოლიტიკური ფაქტორები და ცვლილებები სამომხმარებლო ბაზარზე. როგორ მოქმედებს საერთაშორისო ტენდენციები პროდუქტის ფასზე საქართველოში.

02 მაისი 2026, 01:39

მსოფლიო

Reuters: პენტაგონმა განაცხადა, რომ აშშ გერმანიიდან 5 000 სამხედროს გაიყვანს

პენტაგონმა პარასკევს განაცხადა, რომ აშშ გერმანიიდან 5 000 სამხედროს გაიყვანს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

პეტერ მადიარი

02 მაისი 2026, 00:03

მსოფლიო

პეტერ მადიარმა დაიცვა თავისი გადაწყვეტილება იუსტიციის მინისტრად საკუთარი სიძის დანიშვნის შესახებ

უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა დაიცვა თავისი გადაწყვეტილება იუსტიციის მინისტრად საკუთარი სიძის, მარტონ მელეთეი-ბარნას დანიშვნის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.

01 მაისი 2026, 23:46

საზოგადოება

საპატრიარქო: ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა, ცდილობენ, დაპირისპირება დათესონ

„ამა წლის 28 აპრილს ჩატარებული წმინდა სინოდის სხდომის მიმართ მოსალოდნელი იყო დიდი ინტერესი. სამწუხაროდ, ვხედავთ შემთხვევებს, როდესაც ჩვენი ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ წმინდა სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა. თითქოს სიკეთისა და გულშემატკივრობის სახელით ექომაგებიან ჩვენთვის პატივსაცემ მღვდელმთავრებს და ამით ცდილობენ, წმინდა ეკლესიის სისავსეში უთანხმოება, წყენა და დაპირისპირება დათესონ“.

თორნიკე ფაღავა

01 მაისი 2026, 23:41

პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: „ალიანსის“ წევრებმა ხელისუფლებაში ყოფნისას ჯერ ფიზიკურად დაარბიეს ტელეკომპანია ,,იმედი“ და შემდეგ სრულად გაანადგურეს მედიაპლურალიზმი საქართველოში

„სოლიდარობას ვუცხადებ ტელეკომპანია ,,იმედის“ გუნდს და თითოეულ ჟურნალისტს, რომელიც ყოველდღიურად ემსახურება საზოგადოების ინფორმირებას...“, - წერს ფაღავა.

01 მაისი 2026, 22:49

მსოფლიო

The Wall Street Journal: ტრამპმა აცნობა კონგრესს, რომ ირანის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები აპრილში დასრულდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აცნობა კონგრესს, რომ ირანის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები აპრილში დასრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

01 მაისი 2026, 22:37

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან დაკავშირებით მისი არჩევანი დიდ სამხედრო ესკალაციასა და შეთანხმების დადებას შორის მერყეობს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან დაკავშირებით მისი არჩევანი დიდ სამხედრო ესკალაციასა და შეთანხმების დადებას შორის მერყეობს.

01 მაისი 2026, 22:10

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე „სტუდფესტი 2026“-ის გახსნას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თბილისის მერ კახა კალაძესთან, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან და რუსთავის მერ ნინო ლაცაბიძესთან ერთად, ახალგაზრდული ფესტივალის - „სტუდფესტი 2026-ის” გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

გივი მიქანაძე

01 მაისი 2026, 22:05

საზოგადოება

გივი მიქანაძე: რუსთავი უფრო მნიშვნელოვან დატვირთვას შეიძენს, საუნივერსიტეტო ქალაქი თბილისსა და რუსთავს შორის აშენდება და აქ კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა სხვადასხვა აქტივობაში იქნება ჩართული

„სიმბოლურია, რომ ეს ღონისძიება თავის სტარტს იღებს სწორედ ქალაქ რუსთავში, ქალაქში, რომელშიც ახალგაზრდული ქალაქია და უახლოეს პერიოდში, როდესაც ჩვენ უკვე პრემიერ-მინისტრის უშუალო ხელმძღვანელობით დაწყებული გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა უმაღლესი განათლების მიმართულებით, რუსთავი კიდევ უფრო მნიშვნელოვან დატვირთვას შეიძენს, რამე თუ საუნივერსიტეტო ქალაქი თბილისსა და რუსთავს შორის რუსთავთან სიახლოვეში აშენდება და აქ კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა სხვადასხვა აქტივობაში იქნება ჩართული“.

01 მაისი 2026, 22:00

რეგიონი

ბიბლიოთეკარის დღესთან დაკავშირებით დაბა ხულოს ბიბლიოთეკაში ღონისძიება გაიმართა

ღონისძიებას ესწრებოდნენ ხულოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ჯამბულატ მელაძე, მერის მოადგილე ნური გორგაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ბიბლიოთეკარები და მოწვეული სტუმრები. მათ შეკრებილ საზოგადოებას ბიბლიოთეკარის დღე მიულოცეს, ხაზი გაუსვეს ბიბლიოთეკების მნიშვნელოვან როლს განათლების, კულტურისა და საზოგადოების განვითარების პროცესში და მადლობა გადაუხადეს ბიბლიოთეკის თანამშრომლებს მრავალწლიანი ერთგული შრომისთვის.

დონალდ ტრამპი

01 მაისი 2026, 21:43

მსოფლიო

ტრამპი: ბაიდენი მოვიდა როგორც სულელი და ის, რაც ჩვენ გვქონდა, დიდწილად უკრაინას გადასცა - ბაიდენს ფული არ მიუღია, მას არაფერი მიუღია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენი უკრაინის სამხედრო დახმარების პოლიტიკის გამო მკაცრად გააკრიტიკა და მას „სულელი“ უწოდა.

01 მაისი 2026, 21:36

მსოფლიო

POLITICO: ირანის ომის დაწყებიდან თითქმის ორი თვის თავზე, ტრამპის ყურადღებამ ახლო აღმოსავლეთისადმი უკრაინა თეთრ სახლში მეორეხარისხოვან საკითხად აქცია

ირანის ომის დაწყებიდან თითქმის ორი თვის თავზე, ტრამპის ყურადღებამ ახლო აღმოსავლეთისადმი უკრაინა თეთრ სახლში მეორეხარისხოვან საკითხად აქცია, - წერს გამოცემა POLITICO.

01 მაისი 2026, 21:31

საზოგადოება

საქართველო ხორბლის წარმოშობის დამოუკიდებელი და დღეისათვის დოკუმენტურად დადასტურებული უძველესი კერაა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალში გამოქვეყნებული სტატია ადასტურებს, რომ საქართველო ხორბლის წარმოშობის დამოუკიდებელი და დღეისათვის დოკუმენტურად დადასტურებული უძველესი კერაა.