კახა კალაძე: 14:00 საათისთვის ქვეყნის მასშტაბით, საარჩევნო პროცესი წარიმართა და მიმდინარეობს სრულიად მშვიდ და თავისუფალ გარემოში
კახა კალაძე
ფოტო: IMEDI
ქვეყნის მასშტაბით ხმის პროცესი მიმდინარეობს მშვიდად. სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილია თავისუფალი საარჩევნო გარემო და ამომრჩეველს აქვს შესაძლებლობა დააფიქსირონ თავიანთი პოლიტიკური არჩევანი. სამწუხაროდ, რიგ მედიასაშუალებებს აქვთ საერთო სურათის დამახინჯების და საზოგადოებაში დაძაბულობის განცდის დანერგვის სურვილი და მცდელობა., - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„ქვეყნის მასშტაბით ხმის პროცესი მიმდინარეობს მშვიდად. სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილია თავისუფალი საარჩევნო გარემო და ამომრჩეველს აქვს შესაძლებლობა დააფიქსირონ თავიანთი პოლიტიკური არჩევანი. სამწუხაროდ, რიგ მედიასაშუალებებს აქვთ საერთო სურათის დამახინჯების და საზოგადოებაში დაძაბულობის განცდის დანერგვის სურვილი და მცდელობა. ხაზგასმით და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, ამ დროისთვის, 14:00 საათის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო პროცესი წარიმართა და მიმდინარეობს სრულიად მშვიდ და თავისუფალ გარემოში. დილიდან, სულ რამდენიმე უბანზე იყო გარკვეული პირების მხრიდან დაძაბულობის კერების შექმნის და საარჩევნო პროცესის შეფერხების მცდელობა - ჩვენ ამაზე წინასწარ ვისაუბრეთ, რომ ეს მოსალოდნელი იყო კონკრეტული ოპოზიციური პარტიების მხრიდან, ირაკლი კობახიძემ რამდენჯერმე ბრიფინგი მიუძღვნა ამ ინფორმაციას, ეს ქმედებები რა თქმა უნდა დასტურდება, თუმცა ცალკეული ინციდენტების მიუხედავად, ეს პირები და ჯგუფები საკუთარ მიზნებს ვერ აღწევენ და რა თქმა უნდა ვერც მომავალში მიაღწევენ.“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
კალაძემ პარტიის კოორდინატორებს მადლობა გადაუხადა და სთხოვა, იგივე შემართებით გააგრძელონ მუშაობა. მისი თქმით, საარჩევნო სიები, რომლებიც კოორდინატორებს ხელში უჭირავთ, ყველა საარჩევნო სუბიექტმა მიიღო და ეს კანონდარღვევა არ არის. კალაძის განცხადებით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და აქტივობაც მაღალია.
„ცალკე და ხაზგასმით აღსანიშნავია ჩვენი მოქალაქეების მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, რაც გამოიხატება მაღალ აქტივობაში. ეს ნამდვილად მისასალმებელი ფაქტია, რისთვისაც მადლობას ვუხდით თითოეულ მოქალაქეს და თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს. ამ მაღალ აქტივობაში, რა თქმა უნდა, ჩვენს მხარდამჭერებთან ერთად განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ჩვენი პარტიის წევრებს, ჩვენს აგიტატორებს, რომლებსაც ასევე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. აქვე, მინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტო, საარჩევნო უბნების მიმდებარე ჩვენი აგიტატორების მუშაობა - აქაც ცალკეული მედიასაშუალებები ცდილობენ რომ ეს წარმოაჩინონ კანონდარღვევად. კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ჩვენს აგიტატორებს, ჩვენს მხარდამჭერებს - გააგრძელეთ ასე მუშაობა, ეს არ არის კანონდარღვევა და შეგიძლიათ გააკეთოთ ის, რასაც ამ წუთამდე აკეთებდით. ამომრჩეველთა სიები ცესკოდან მიღებული აქვს ყველა საარჩევნო სუბიექტს და უბნების მიმდებარედ პრაქტიკულად ყველა პარტია აწარმოებს იგივე ტიპის სამუშაოებს.
ასევე, სამართალდარღვევას არ წარმოადგენს საარჩევნო უბნების ვიდეოგადაღება - აქაც იყო გარკვეული პირების მხრიდან გაჟღერებული განცხადებები, რომ თითქო ს ეს იყო კანონდარღვევა და ესეც ნამდვილად არანაირ კანონს არ ეწინააღმდეგება, უბრალოდ საჭიროა კომისიისადმი წინასწარ მიმართვა, ყველა პარტიას შეეძლო ეს გაეკეთებინა - მიემართა კომისიისთვის და ისინი მიიღებდნენ თანხმობას”, - განაცხადა კალაძემ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველმა არჩევანი დღეს 50 საარჩევნო სუბიექტს - ორ ბლოკსა და 48 პარტიას შორის უნდა გააკეთოს. საპარლამენტო არჩევნებისთვის 38 ქვეყანაში 52 საარჩევნო უბანი გაიხსნა. 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის კოვიდდაწესებულებებში 127 საარჩევნო უბანი მუშაობს. პენიტენციურ დაწესებულებებში კი 10 საარჩევნო უბანი გაიხსნა. არჩევნებს 132 ადგილობრივი და 23 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი აკვირდება. ამასთან, ამერიკული ორგანიზაცია Public Opinion Strategies „იმედის“ დაკვეთით ეგზიტპოლს ატარებს.
ყველა სიახლე
06 ივნისი 2026, 21:04
პოლიტიკა
პოლიტოლოგი: ევროკავშირში ბევრი რამ მიუღებელი და ის, რის გამოც ირაკლი კობახიძემ შეაჩერა მოლაპარაკებები, ჩემი აზრის ეს იყო სწორი. - შანტაჟი და ზემოქმედება მიუღებელია, რაც არ უნდა სწორი და მართებული პოზიციებიდან იყოს გამოთქმული
მე თანაბარი ოპონირების რეჟიმს ავირჩევ, რადგან ბევრი რამ ისეთი ითქვა, რაც სწორი არ არის და ამ არასწორმა მიდგომებმა გამოიწვია ის ჩიხი, რაც დღეს გვაქვს ქართულ პოლიტიკაში და ქართულ რეალობაში, - განაცხადა პოლიტოლოგმა ვაჟა ბერიძემ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“. მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანებაზე საუბარი ძალიან ნაადრევია.
06 ივნისი 2026, 20:55
პოლიტიკა
თეა წულუკიანი: ჩემი იუსტიციის მინისტრობის დროს სასამართლოში 3 თუ 4 რეფორმა ჩატარდა და ეს ის რეფორმებია, რომელთა გატარება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის დროზე ვერ გაბედა
„ეს იყო გაბედული რეფორმები,რომელიც სასამართლოსა და მოსამართლეების გათავისუფლებას ისახავდა მიზნად. შეიძლება ზოგიერთი მოსამართლე სასამართლოში არ მომწონდეს, მაგრამ ეს არ არის მთავარი მე და თქვენ რა მოგვწონს, მთავარი ის არის, რომ ეს მოსამართლეები დღეს მოსაწონ ან ვინმესთვის მოუწონარ გადაწყვეტილებებს რომ იღებენ, ისინი არიან ჩემგან და ჩემნაირებისგან (პოლიტიკოსებისგან) დამოუკიდებელი“.
06 ივნისი 2026, 20:39
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: ვიზალიბერალიზაციას თავისი კრიტერიუმები აქვს. ნამდვილი კრიტერიუმები გვერდზე გადადეს და შემოაპარეს უკვე პოლიტიკური საკითხები - „გამჭვირვალობის კანონი გააუქმეთ, ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონი გააუქმეთ, სასანქციო სისტემას შეუერთდით“
„ვიზალიბერალიზაცია არასდროს გამხდარა პოლიტიკური საკითხი. 2017 წლიდან ყოველწლიურად დგებოდა ანგარიშები და ყოველთვის იყო იქ 7-10 რეკომენდაცია. რა თქმა უნდა, პრობლემები ყოველთვის იყო, მაგრამ მაინც და მაინც მაშინ გახდა ყველაზე პრობლემური - როდესაც გადაწყვიტეს, რომ სხვა ვერაფრით მიუდგნენ საქართველოს ხელისუფლებას, რადგან მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი თემაა, რეაგირებს და ემოციური საკითხია, დააჭირეს - უკაცრავად ამ გამოთქმისთვის.
06 ივნისი 2026, 20:37
პოლიტიკა
წულუკიანი ვახტანგ მეგრელიშვილს: ერთპარტიულ პარლამენტს ჩვენ კი არ ვქმნით - დისკუსიის სიმწვავის ხარისხი, რომელიც თქვენ არ გაკმაყოფილებთ პარლამენტში არის მხოლოდ და მხოლოდ იმ დესტრუქციული პარტიების ბრალი, რომლებმაც საკუთარ მანდატსა და ამომრჩეველზე უარი თქვეს
ვერ დაგეთანხმებით, რომ საქართველოს პარლამენტი ერთპარტიულია. ერთადერთი, რადიკალური ოპოზიციის ფრთა, რომელიც პარლამენტში შემოვიდა, სახეზეა. ალბათ თქვენ პლენარულ სხდომებს არ უსმენთ, ეს არის გიორგი გახარიას პარტია, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა პარტია „გირჩის“ ერთ-ერთ ლიდერს, ვახტანგ მეგრელიშვილს, რომელმაც საქართველოს პარლამენტს ერთპარტიული უწოდა.
06 ივნისი 2026, 20:32
პოლიტიკა
ვახტანგ მეგრელიშვილი: მე ერთადერთი პარტიის წარმომადგენელი ვარ, რომელიც ევროპის ბიუროკრატიის ფანი არ არის
„მე ერთადერთი პარტიის წარმომადგენელი ვარ, რომელიც ევროპის ბიუროკრატიის ფანი არ არის. ჩვენი სკეპტიკური პოზიცია ევრობიუროკრატიასთან მდგომარეობდა იმაში, რომ სუპერ სახელმწიფოებრივი სტრუქტურა, როგორიც არის ბრიუსელის ბიუროკრატია, ფაქტობრივად ახორციელებდა ევროკავშირში ძალაუფლების კონცენტრაციას“, - აღნიშნა მეგრელიშვილმა.
06 ივნისი 2026, 20:28
პოლიტიკა
თეა წულუკიანი: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2014 წელსვე შეძლო და ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. ეს ვერ გააკეთა წინა ხელისუფლებამ. ჩვენ 2018 წელს ასევე შევძელით, ბევრი მტკივნეული რეფორმის და ბევრი მოთხოვნის განხორციელება იმისთვის, რომ შეგვძლებოდა მოგვეპოვებინა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი
თქვენთვის ცნობილია, რომ მე ჯერ კიდევ 2012 წლიდან იუსტიციის მინისტრის რანგში პირადად ვიყავი ჩართული ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის მიზნით საქართველოს მიერ წარმოებულ რეფორმატორულ პროცესში, ბატონი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, შემდეგ სხვადასხვა პრემიერ მინისტრების ხელმძღვანელობით და ეს გაგრძელდა 2020 წლამდე, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა.
06 ივნისი 2026, 18:47
პოლიტიკა
კოტე ჟღენტი: როდესაც აპირებ, რომ ქვეყანას გაუუქმო ან შეუჩერო უვიზო მიმოსვლა, ამისთვის უნდა იყოს ძალიან მტკიცე არგუმენტები მოყვანილი, „მე პოლიტიკური მიზანშეწონილობით ვაჩერებთ უვიზო მიმოსვლას“ - ასეთი რამ არ მომხდარა და მე მგონი არც მოხდება
როდესაც აპირებ, რომ ქვეყანას გაუუქმო ან შეუჩერო უვიზო მიმოსვლა, ამისთვის უნდა იყოს ძალიან მტკიცე არგუმენტები მოყვანილი. „მე პოლიტიკური მიზანშეწონილობით ვაჩერებთ უვიზო მიმოსვლას“, ასეთი რამ არ მომხდარა და მე მგონი არც მოხდება. ეს არის ღია, დიპლომატიური სკანდალი და არა მგონია, რომ ამაზე წავიდეს ევროკავშირი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარტია „ერთიანი ნეიტრალურ საქართველოს“ მრჩეველმა, დიპლომატმა კოტე ჟღენტმა.
06 ივნისი 2026, 18:20
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: ცდილობენ, სხვადასხვა გზით გარე მმართველობა დაამყაროს ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ამავდროულად, ვერ იყოფენ თავიანთი პატრონის მიერ გაცემულ „ნდობას“, თანხებსა და შეპირებას მომავალი ძალაუფლების შესახებ და ვხედავთ, ერთმანეთის ჭამით არიან დაკავებული
ვხედავთ, რომ გარე დავალების შემსრულებლები ამ ქვეყანაში ძალიან ცოტაა და ძირითადად, ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც გარე მმართველობა და სისტემური და სისტემატური წამების რეჟიმი ჰქონდათ ჩამოყალიბებული 2003-2012 წლებში. ზუსტად იგივე ადამიანები არიან, ოღონდ მათ ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე განსხვავებული ადამიანი მიიტმასნეს, - განაცხადა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
06 ივნისი 2026, 18:18
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა არის ერთადერთი „ტყვია“, რომლის გამოყენების მცდელობაც აქვთ საქართველოს წინააღმდეგ იმ ძალებს და იმ მართულ არარჩეულ ბიუროკრატიას, რომელიც სამწუხაროდ ახლა სრული გავლენა აქვთ ევროკავშირის მასშტაბით
ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა არის ერთადერთი „ტყვია“, რომლის გამოყენების მცდელობაც აქვთ საქართველოს წინააღმდეგ იმ ძალებს და იმ მართულ არ არჩეულ ბიუროკრატიას, რომელიც სამწუხაროდ ახლა სრული გავლენა აქვთ ევროკავშირის მასშტაბით, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.
06 ივნისი 2026, 18:02
პოლიტიკა
დიპლომატი კოტე ჟღენტი კრისტოფერ ლანდაუს განცხადებაზე: ეს გამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია და აშშ-ის ოფიციალურ პოზიციას წარმოადგენს
კოტე ჟღენტმა საქართველო-ამერიკის ურთიერთობაზე გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ისაუბრა. პარტია „ერთიანი ნეიტრალურ საქართველოს“ მრჩეველმა, დიპლომატმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ შეიძლება პარტნიორობის გაღრმავება შტატებთან მიმდინარე პოლიტიკური საკითხებით.
06 ივნისი 2026, 17:57
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, არანაკლებ სჭირდება ევროკავშირს საქართველო. ეს ყველაფერი გამომდინარეობს საქართველოს განსაკუთრებული გეოპოლიტიკური და გეოგრაფიული მდებარეობიდან
„როდესაც ვამბობთ, რომ ბრიუსელისთვის მნიშვნელოვანია საქართველო, ეს არ უნდა აღვიქვათ ისე, რომ მხოლოდ ტერიტორიაა საჭირო, ყველამ კარგად იცის რა როლი აქვს საქართველოს ევროპის კულტურის განვითარებაში და რამდენად ევროპულიუა ჩვენი კულტურა“, - აღნიშნა გორდულაძემ.
06 ივნისი 2026, 17:36
სპორტი
ჯუნიორ NBA მეათე ჩემპიონატი საქართველოში 12 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით ჩატარდება
ტურნირში A, B და C ლიგებში 90 გუნდი და 1300-მდე ახალგაზრდა კალათბურთელი მონაწილეობს. ტრადიციულად, თითოეულ გუნდს სპეციალური კენჭისყრის შედეგად შერჩეული NBA კლუბის სახელი მიენიჭა.
06 ივნისი 2026, 17:30
საზოგადოება
სკოლებში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების არამიზნობრივი გამოყენება იკრძალება
არამიზნობრივ გამოყენებად ჩაითვლება უფლებამოსილის წინასწარი თანხმობის გარეშე, მოწყობილობის ჩართულ მდგომარეობაში შენახვა, ქონა და გამოყენება. სკოლა ვალდებული იქნება, განსაზღვროს მოსწავლის მშობელთან ან კანონიერ წარმომადგენელთან კომუნიკაციის ოფიციალური არხები.
06 ივნისი 2026, 17:28
სპორტი
დღეიდან თბილისი არენას ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის სპორტის სასახლის სახელწოდება მიენიჭა
დღეიდან თბილისი არენას ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის სპორტის სასახლის სახელწოდება მიენიჭა.
06 ივნისი 2026, 17:28
პოლიტიკა
„მემარცხენე ალიანსი“: მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, სანამ ევრობიუროკრატია საქართველოსთან შოვინისტურ მიდგომებს არ დაასრულებს, ევროსაბჭოსთან შეწყვიტეთ პარტნიორული დამოკიდებულება
„მემარცხენე ალიანსი“ ხელისუფლებას მოუწოდებს, ევროპასთან პარტნიორული დამოკიდებულება შეწყვიტოს, ვიდრე მათივე თქმით, ევრობიუროკრატია საქართველოსთან შოვინისტურ მიდგომებსა და ორმაგი სტანდარტით ურთიერთობას არ დაასრულებს.
06 ივნისი 2026, 17:26
რეგიონი
ახალციხე „გემოფესტს“ მასპინძლობს
ახალციხე ყველაზე გემრიელ ფესტივალს მასპინძლობს. გასტრონომიული ფესტივალის ცენტრად, რაბათის ციხის მიმდებარე ტერიტორია იქცა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებულ ღონისძიებაზე 13 ადგილობრივი მეწარმეა წარმოდგენილი.
06 ივნისი 2026, 16:56
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტი: სამწუხაროდ, დღეს ევროპის სხვადასხვა სანაპიროს განსხვავებული, საშიში იდეოლოგიები უტევენ. ესპანეთში, იტალიაში, საბერძნეთსა და ბულგარეთში ნავები და ადამიანები ჩამოდიან - როდის მოიმოქმედებენ ევროპული დედაქალაქები რამეს, რათა ამ შემოჭრას გაუმკლავდნენ?
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა ევროპელი მოკავშირეები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ევროპული ქვეყნები მიგრაციულ კრიზისს ვერ უმკლავდებიან. პიტ ჰეგსეტი: სამწუხაროდ, დღეს ევროპის სხვადასხვა სანაპიროს განსხვავებული, საშიში იდეოლოგიები უტევენ. ესპანეთში, იტალიაში, საბერძნეთსა და ბულგარეთში ნავები და ადამიანები ჩამოდიან - როდის მოიმოქმედებენ ევროპული დედაქალაქები რამეს, რათა ამ შემოჭრას გაუმკლავდნენ?
06 ივნისი 2026, 16:33
მსოფლიო
ფრიდრიხ მერცი: ჩვენ არ ვუტეხთ სახელს ადამიანებს, რომლებიც გერმანიაში სამუშაოდ ჩამოდიან. ჩვენ მათ მივესალმებით
გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, გერმანიის ხელისუფლება არ ცდილობს სახელი გაუტეხოს უცხოელებს, რომლებიც სამუშაოდ ჩადიან.
06 ივნისი 2026, 16:11
მსოფლიო
თურქულ გემს ოკუპირებულ ყირიმთან ახლოს თავს დაესხნენ. ერთი ადამიანი დაიღუპა
თურქეთის დროშის ქვეშ მცურავ გემს შავ ზღვაში, ოკუპირებულ ყირიმთან ახლოს თავს დაესხნენ. ინფორმაციას თურქეთის სანაპირო დაცვის სამსახური ავრცელებს.
06 ივნისი 2026, 16:08
სპორტი
სპორტული ჟურნალისტის ლაშა გოდუაძის წიგნის - „ხუთასზე მეტი ამბავი ოცდაორ მსოფლიო თასზე“ პრეზენტაცია გაიმართა
წიგნში თითოეულ მუნდიალს 26 გამორჩეული ისტორია და საინტერესო ფოტო მასალა ეძღვნება. პრეზენტაციას სპორტის, მედიისა და საფეხბურთო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.


