imedi /  31 ოქტომბერი 2020, 20:30 / სანდო წყარო

გიორგი გახარია: ჩვენ გავიმარჯვეთ, მადლობა საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც დღეს საკუთარი არჩევანი გააკეთა

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

ჩვენ გავიმარჯვეთ! - ამის შესახებ საქართველოს-პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ოფიციალურ გვერდზე წერს.

მთავრობის მეთაური მადლობას უხდის საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც დღეს საკუთარი არჩევანი გააკეთეს და აღნიშნავს, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ქვეყანაში, პანდემიის ფონზეც, სანიმუშო, თავისუფალი, ღია და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა.

„ჩვენ გავიმარჯვეთ! მადლობა საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც დღეს საკუთარი არჩევანი გააკეთა! ყველამ ერთად, პანდემიის ფონზეც, სანიმუშო, თავისუფალი, ღია და დემოკრატიული არჩევნები ჩავატარეთ. მთელ მსოფლიოს დავანახეთ, რომ ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი ვართ და ვიმსახურებთ დიდ ევროპულ ოჯახში ღირსეულ ადგილს, რომელსაც ყველა ერთად აუცილებლად დავიკავებთ. მადლობა ყველას - ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელმაც უზრუნველყო თითოეული ამომრჩევლის ნების დაფიქსირება უსაფრთხო გარემოში; დამკვირებელებს, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომელთა მონაწილეობაც ამ პროცესში უმნიშვნელოვანესი იყო; პოლიციას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის. ჯერ ოფიციალური შედეგები არ გამოცხადებულა, თუმცა, უკვე ვიცით, რომ დღეს გაიმარჯვა საქართველოს მოქალაქემ, რომელსაც უნდა საკუთარი ქვეყნის წინსვლა, მშვიდობიანი, ევროპული მომავალი“, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.

ამერიკული ორგანიზაცია Public Opinion Strategies-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 55% მიიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი - 23%.

ყველა სიახლე

03 დეკემბერი 2020, 23:03

სპორტი

ქართულ ენაზე და ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი წიგნი „ჭადრაკი ყველასთვის“ გამოიცა

ავტორების, საერთაშორისო დიდოსტატების სალომე მელიასა და დავით ჯოჯუას თქმით, შშმ პირებისთვის განკუთვნილი საჭადრაკო სახელმძღვანელო საქართველოს ყველა დიდი ქალაქის ბიბლიოთეკას, უსინათლოთა კავშირს და იმ ორგანიზაციას გადაეცემა, სადაც ამის მოთხოვნა იქნება.

03 დეკემბერი 2020, 22:59

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 32 381 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 32 381 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 187 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

03 დეკემბერი 2020, 22:52

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 10 127 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 10 127 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 254 ადამიანი გარდაიცვალა.

ოლივიე ვერანი

03 დეკემბერი 2020, 22:45

COVID19

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი: უახლოეს თვეებში ვაქცინა ეპიდემიის სახეს ძირეულად არ შეცვლის

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ოლივიე ვერანმა განაცხადა, რომ ვაქცინა გადამწყვეტი იარაღია Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, თუმცა მისი ეფექტი დაუყოვნებლივ არ დადგება.

ლევან კობიაშვილი

03 დეკემბერი 2020, 22:38

სპორტი

ლევან კობიაშვილი: ტურნირის მასპინძლობა პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მოხდება საქართველოში ფეხბურთის უფრო მეტად პოპულარიზაცია და ხელშეწყობა

უეფას-ს 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველო იქნება. ფეხბურთის ფედარაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის განცხადებით, ტურნირის მასპინძლობა პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მოხდება საქართველოში ფეხბურთის უფრო მეტად პოპულარიზაცია და ხელშეწყობა.

03 დეკემბერი 2020, 22:14

სპორტი

საქართველო 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

უეფას-ს 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველო იქნება. უეფა-ს გადაწყვეტილებით, 2023 წლის 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის 24-ე ჩემპიონატი ორ ქვეყანაში გაიმართება. ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელებს საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებს. აღნიშნული გადაწყვეტილება, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 3 დეკემბერს გამართულ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღო.

ჟან კასტექსი

03 დეკემბერი 2020, 22:14

COVID19

საფრანგეთის პრემიერი: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველ ეტაპზე დაახლოებით მილიონი ადამიანი აიცრება

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველ ეტაპზე დაახლოებით მილიონი ადამიანი აიცრება.

ჟან-ივ ლე დრიანი

03 დეკემბერი 2020, 21:58

მსოფლიო

ჟან-ივ ლე დრიანი: საფრანგეთის მთავრობა მთიანი ყარაბაღის აღიარების წინააღმდეგია

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა, რომ საფრანგეთის მთავრობა მთიანი ყარაბაღის აღიარების წინააღმდეგია.

03 დეკემბერი 2020, 21:37

COVID19

კახეთის რეგიონში კორონავირუსი კიდევ 265 მოქალაქეს დაუდასტურდა

კახეთის რეგიონში კორონავირუსი კიდევ 265 მოქალაქეს დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგებმა ახალი ინფიცირებულების 401 კონტაქტი უკვე მოიძიეს. ცხელების ცენტრს დღეს 56-მა პაციენტმა მიმართა. კახეთში ამ დროისთვი 2 296 კოვიდინფიცირებული პირი მკურნალობს, მათ შორის 2 077 ბინაზე იმყოფება, 26 - კოვიდ-სასტუმროში, ხოლო 193 პაციენტი მკურნალობის კურსს კოვიდ-კლინიკაში გადის.

დავით ზალკალიანი

03 დეკემბერი 2020, 21:32

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: კონფლიქტის გრძელვადიანი მოგვარების საფუძველი, რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებაში მდგომარეობს

„რამდენიმე დღის წინ, რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონს შორის, ე.წ. ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ პროგრამის მიღება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს რუსეთის მცდელობებს, მოახდინოს საქართველოს განუყოფელი რეგიონების მის სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სისტემებში სრულად გაერთიანება.“ - განაცხადა მინისტრმა.

მარტა ტემიდუ

03 დეკემბერი 2020, 21:30

COVID19

პორტუგალიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მოსახლეობისთვის უფასო იქნება

პორტუგალიის ჯანდაცვის მინისტრმა, მარტა ტემიდუმ განაცხადა, რომ ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური პასუხისმგებელი იქნება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების განაწილებაზე, რომელიც ყველასთვის უფასო იქნება.

03 დეკემბერი 2020, 21:25

რეგიონი

ონში მხარეთმცოდნეობის მუზეუმი შენდება

ქალაქ ონში მხარეთმცოდნეობის მუზეუმი შენდება. რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოჩა ენუქიძემ მუზეუმის სამშენებლო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა. როგორც გოჩა ენუქიძე Facebook-ზე წერს, შენობა იქნება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების და სრულად ადაპტირებული შშმ პირებისთვის.

მოჰამედ ჯავად ზარიფი

03 დეკემბერი 2020, 21:11

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯო ბაიდენს ირანისთვის დაწესებული სანქციების მოხსნისკენ მოუწოდებს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამედ ჯავად ზარიფი ჯო ბაიდენს მოუწოდებს, ირანისთვის დაწესებული სანქციები მოხსნას.

ირაკლი ბერაია

03 დეკემბერი 2020, 21:05

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: ალიანსის მინისტერიალზე ხაზი გაესვა საქართველოს შთამბეჭდავ პროგრესს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს კონტრიბუციას ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში

ალიანსის მოკავშირეებმა ერთხმად დაადასტურეს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის პროცესში მტკიცე მხარდაჭერა, რაც გამოიხატება განახლებული და გაძლიერებული არსებითი პაკეტის მინიჭებით, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა. მისი თქმით, ალიანსის მინისტერიალზე ხაზი გაესვა ნატოს ღია კარის პოლიტიკას, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას და საქართველოს შთამბეჭდავ პროგრესს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

მალხაზ თორია

03 დეკემბერი 2020, 20:48

რეგიონი

მალხაზ თორია ინტენსიური ტესტირების საორგანიზაციო საკითხების განსახილველად სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

მალხაზ თორიამ სამედიცინო სექტორთან გამართულ შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთში ინტენსიური ტესტირების საორგანიზაციო საკითხებზე ისაუბრა, - ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.მათივე ინფორმაციით, სიახლე სამედიცინო დაწესებულებების მენეჯერებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემრულებელმა მალხაზ თორიამ გააცნო. რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხევდრაზე ტესტების აღების ლოკაციებზე და საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს.

03 დეკემბერი 2020, 20:46

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 23 225 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 23 225 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 993 ადამიანი გარდაიცვალა.

ზვიად შალამბერიძე

03 დეკემბერი 2020, 20:45

რეგიონი

ზვიად შალამბერიძე პირველადი ჯანდაცვის წარმომადგენლებს შეხვდა

შეხვედრაზე ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და ტესტირების შესახებ ისაუბრეს. როგორც სახელმწიფო რწმუნებულმა აღნიშნა, ინტენსიური ტესტირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია კოვიდინფიცირებულების დროულად გამოვლენისა და იზოლაციისთვის.

03 დეკემბერი 2020, 20:40

COVID19

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 60 ათასს გადააჭარბა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 14 879 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 414 ადამიანი გარდაიცვალა.

გოჩა ლორთქიფანიძე

03 დეკემბერი 2020, 20:37

ეკონომიკა

გოჩა ლორთქიფანიძე: Trace International - ის რეიტინგი მიუთითებს ქვეყნის წინსვლაზე გამოწვევებით სავსე პერიოდში

მნიშვნელოვანია აღნიშნოს, რომ ეს რეიტინგი მიუთითებს ქვეყნის წინსვლაზე გამოწვევებით სავსე პერიოდში და ქვეყანაში ინსტიტუციური დემოკრატიის კონსოლიდაციას და ინსტიტუციური დემოკრატია, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს განგრძობადი და ეფექტური ინსტიტუტების არსებობას." - აცხადებს გოჩა ლირთქიფანიძე

გიორგი ვაშაძე

03 დეკემბერი 2020, 20:33

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: კატეგორიულად არ ვეთანხმები თავდასხმას ელჩებზე, ეს ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის მიუღებელია

კატეგორიულად არ ვეთანხმები თავდასხმას ელჩებზე, ეს ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლისთვის“ მიუღებელია, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მონაწილეობა რომ არა, ამ დიალოგის შესაძლებლობაც არ იქნებოდა ქვეყანაში.