IMEDI /  01 ნოემბერი 2020, 00:08 / სანდო წყარო

სამართლიანი არჩევნები: საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე კენჭისყრის პროცესმა ძირითადად კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით ჩაიარა

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) შეფასებით, საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე კენჭისყრის პროცესმა, ძირითადად, კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით ჩაიარა.

თუმცა, ორგანიზაციაში ასევე აცხადებენ, რომ კენჭისყრის მიმდინარეობის დროს პრობლემური იყო ხმის მიცემის ფარულობის, მარკირების და წილისყრის წესის, COVID19-თან დაკავშირებული რეგულაციების და სხვა პროცედურული ხასიათის დარღვევები.

მათივე ინფორმაციით, გამოვლინდა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებზე ზეწოლის, ფიზიკური შეურაცხყოფის და მუქარის შემთხვევები.

„განსაკუთრებულად პრობლემური იყო რიგ უბნებსა და მათ მიმდებარედ ფიზიკური დაპირისპირების და მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტები.

საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე მასიური სახე ჰქონდა საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერებისა და კოორდინატორების მობილიზებას, რომლებიც უბნებზე მოსულ ამომრჩევლებს აღრიცხავდნენ, რაც ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობის მანკიერი ტრადიციის გაგრძელებაა. არჩევნების დღეს ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტები და ამომრჩევლის აღრიცხვის პრაქტიკა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს წინასაარჩევნო პერიოდში ზეწოლა-მუქარის გარემოს პრობლემურობას და მის ნეგატიურ გავლენას საარჩევნო პროცესზე.

ტენდენციის სახით გამოვლინდა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებზე ზეწოლის, ფიზიკური შეურაცხყოფის და მუქარის შემთხვევები. ამასთან დაკავშირებით ორგანიზაცია შეშფოთებას გამოთქვამს და მოუწოდებს საარჩევნო პროცესში ჩართულ დაინტერესებულ მხარეებს არ დაუშვან მსგავსი ქმედებები.

ამ დროისთვის საუბნო საარჩევნო კომისიებში წარდგენილია 85 საჩივარი, საოლქო კომისიებში – 89 საჩივარი, ხოლო ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია 36 შენიშვნა“, – აცხადებენ ორგანიზაციებში.

ამერიკული ორგანიზაცია Public Opinion Strategies-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 54% მიიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი - 24%.

ყველა სიახლე

თენგიზ ცერცვაძე

12 მაისი 2021, 13:05

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: მესამე ტალღის პირას არა - პიკში ვართ

ჩვენ ახლა გვაქვს იმისი ნახევარი შემთხვევების და ინფექციების, რაც იყო ნოემბერ-დეკემბერში. მაგრამ ძალიან ცუდი სიტუაციაა, რომელიც ხელს უწყობს ამ შემთხვევების მატებას და ესენია: პირველი, ის რომ ჩვენთან ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო ეფექტიანი ვაქცინაცია დაიწყო ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. ბოლო დღეებში 4-დან 5 ათასამდე ადამიანი იცრება, ის რაც აიცრა ტყავიდან 20 დღის განმავლობაში, ახლა დღეში იცრება ამდენი. ეს კარგია. მიახლოებულია სამიზნე ოპტიმალურ მაჩვენებლებთან. დღეში 6-7 ათას ვაქცინაციას გავაკეთებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლის ბოლოს მოსახლეობის 65%-ს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

12 მაისი 2021, 13:03

COVID19

რუსეთში კორონავირუსის 8,217 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 8,217 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 4,905,059-ს მიაღწია. ამის შესახებ რუსული მედია წერს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 355 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 114,331-ს აღწევს.

მაჰმუდ აჰმადინეჟადი

12 მაისი 2021, 12:55

მსოფლიო

მაჰმუდ აჰმადინეჟადი ირანის პრეზიდენტის თანამდებობაზე იყრის კენჭს

ირანის ყოფილი პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი ივნისში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე იყრის კენჭს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ნორმან ლოიდი

12 მაისი 2021, 12:36

კულტურა

მსოფლიოში უხუცესი მსახიობი გარდაიცვალა

მსოფლიოში უხუცესი მსახიობი ნორმან ლოიდი 106 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ Variety მის მეგობარზე, პროდიუსერ დინ ჰარგოროუზე დაყრდნობით წერს.

გიორგი ამილახვარი

12 მაისი 2021, 12:29

COVID19

დეპუტატები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით იცრებიან

კლინიკაში ელოდებიან ნიკოლოზ სამხარაძესა და ანრი ოხანაშვილს. დღესვე ვაქცინაციის პროცესში ოპოზიციის წარმომადგენლები: ალეკო ელისაშვილი, ლევან იოსელიანი, ანა ნაცვლიშვილი და ხათუნა სამნიძე ჩაერთვებიან.

ვოიაჯერი

12 მაისი 2021, 12:17

ტექნოლოგიები

„ვოიაჯერ 1“-მა ვარსკვლავთაშორისი სივრცის გუგუნი აღმოაჩინა. აუდიო

„ვოიაჯერი 1“ ერთ-ერთია იმ ორი იდენტური ხომალდიდან, რომლებიც NASA-მ 44 წლის წინ გაუშვა. ეს ადამიანის მიერ შექმნილი დედამიწისგან ყველაზე შორს მდებარე ობიექტია. 2012 წლის აგვისტოს მან ჰელიოპაუზა (მზის სისტემის გარე საზღვარი) გადაკვეთა და ახლა ვარსკვლავთაშორის სივრცეს იკვლევს. ის საათში 61 200 კილომეტრის სიჩქარით გადაადგილდება.

12 მაისი 2021, 11:52

COVID19

კვლევა: კოვიდგადატანილი ადამიანებისთვის Pfizer-ის ან Moderna-ს ერთი დოზით აცრა საკმარისია

კოვიდგადატანილი ადამიანებისთვის Pfizer-ის ან Moderna-ს ერთი დოზით აცრა საკმარისია. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg-ი წერს.

მერაბ ლომინაძე

12 მაისი 2021, 11:40

ეკონომიკა

კომპანია „ენკა“ „ნამახვანჰესის“ პროექტზე დაინტერესებული საზოგადოებისთვის აქტიურ საინფორმაციო კამპანიას იწყებს

ნათლად ვხედავთ, რომ რიგი ძალები და ადამიანები არსებული სურათის დამახინჯებასა და ადამიანის გრძნობებით მანიპულირებას ცდილობენ, აბსოლუტურად შეგნებულად და ძალიან კონკრეტული მიზნებისთვის, - ამის შესახებ კომპანია „ენკას“ დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან „ნამახვანჰესის“ პროექტის მნიშვნელობაზე და მის განხორციელებასთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებზე ისაუბრა. ლომინაძის თქმით, პროექტთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის სრული და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდების მიზნით „ენკა“ აქტიურ საინფორმაციო კამპანიას იწყებს.

12 მაისი 2021, 11:38

საზოგადოება

განათლების სამინისტრო: სასწავლო პროცესის განახლებისთვის ყველა სკოლა მზადყოფნაშია

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში 13 მაისს სასწავლო პროცესი განახლდება. სასწავლო პროცესის განახლებისთვის ყველა სკოლა მზადყოფნაშია, ინფორმაციას ამის შესახებ განათლების სამინისტრო ავრცელებს.

12 მაისი 2021, 11:33

COVID19

სომხეთში კორონავირუსის 354 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 354 ადამიანს დაუდასტურდა 16 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 219,950 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 4,272 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 206,078.

თენგიზ ცერცვაძე

12 მაისი 2021, 11:28

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ვაქცინაციის ტემპი ბოლო დღეებში დამაკმაყოფილებელია

ბოლო ერთი კვირაა ვაქცინაციის სერიოზული პროცესი დაიწყო, - ამის შესახებ „ქრონიკას“ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა. მისი თქმით, ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში აცრილია 68 ათასი ადამიანი.

12 მაისი 2021, 11:25

მსოფლიო

ისრაელის საელჩო: მადლობას ვუხდით ყველა მეგობარს საქართველოში გულითადი მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის

ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ყველა ჩვენს მეგობარს საქართველოში მათი გულითადი მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის, - ამის შესახებ საქართველოში ისრაელის საელჩოს Facebook გვერდზეა ნათქვამი.

12 მაისი 2021, 11:24

თემა

ეფექტიანია თუ არა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა პირველივე ინექციის შემდეგ?

აშშ-ის მოსახლეობის 8%-ი Moderna-ს ან BioNTech / Pfizer-ის ვაქცინის მხოლოდ ერთი ინექციით შემოიფარგლა. The New York Times-ი აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ამ ადამიანების რაოდენობა დაახლოებით ხუთი მილიონია. ამის მიზეზები შეიძლება ძალიან განსხვავებული იყოს, - აცხადებს Deutsche Welle- სთან ინტერვიუში კანადის სასკაჩევანის უნივერსიტეტთან არსებული ვაქცინის განვითარებისა და ინფექციური დაავადებების ზედამხედველობის ორგანიზაციის (VIDO) ვირუსოლოგი ანჯელა რასმუსენი. მეცნიერის განმარტებით, ზოგიერთს შეცდომით მიაჩნია, რომ ერთი დოზაც კი საკმარისია, სხვებს მეორე ინექციის შემთხვევაში გვერდითი მოვლენების რისკის ზრდის ეშინიათ, ვიღაცას კი გარკვეული სამედიცინო მიზეზების გამო სპეციალისტებმა თავის შეკავება ურჩიეს. ამ მიმართულებით გარკვეული გავლენა ეკონომიკურმა და ლოგისტიკურმა მიზეზებმაც იქონიეს. მაგალითად, ამერიკული მედია წერდა შემთხვევებზე, როდესაც ზოგიერთმა ადამიანმა უარი თქვა მეორე დოზაზე. ამის მიზეზი იყო ის, რომ ვაქცინაციის ცენტრში მათ სხვადასხვა წარმოების პრეპარტის კომბინაცია შესთავაზეს. რამდენად დაცული არიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ერთი ინექციით არიან აცრილი? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას Deutsche Welle შეეცადა.

გიორგი საგანელიძე

12 მაისი 2021, 11:22

პოლიტიკა

გიორგი საგანელიძემ განმარტა, რა საკითხები განიხილება პრემიერის სომხეთში ვიზიტის ფარგლებში

„განხილული იქნება ორმხრივი ურთიერთობის მთელი სპექტრი, მეტწილად ეკონომიკის სფეროში. კიდევ უფრო დავაკონკრეტებ, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში ურთიერთობის განვითარება, თუმცა ბევრი სხვა თემა და საკითხიც განიხილება - განათლების, კულტურის, სხვა ჰუმანიტარულ სფეროებში. დაგეგმილია პირისპირ შეხვედრა და გაფართოებული შეხვედრა პრემიერ-მინისტრებს შორის. ასევე დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა. ვფიქრობ, მხარეები ასევე განიხილავენ რეგიონში შექმნილ ვითარებასა და პანდემიიდან გამომდინარე პრობლემების აღმოფხვრის საკითხზეც ისაუბრებენ“, - განაცხადა საგანელიძემ.

ეკატერინე დგებუაძე

12 მაისი 2021, 11:22

საზოგადოება

ეკატერინე დგებუაძე: მინდა, პირველკლასელთა მშობლები დავამშვიდო - ყველა სკოლაში არის იმდენი ადგილი, რომ ბავშვები სასურველ სკოლაში დაარეგისტრირონ

„იმ შემთხვევაში, თუ მშობელს სურს ერთ, სასურველ სკოლაში შვილის დარეგისტრირება და აღმოჩნდა, რომ ვერ მოასწრო და შეივსო იქ ადგილები, ამ შემთხვევაში გქონდეთ არჩევანი, სადაც დაარეგისტრირებთ. ბავშვის სკოლის გარეთ დარჩენის შანსი არ არის. აქ არის საუბარი, როდესაც მშობელს უნდა კონკრეტულ სკოლაში მოხვდეს ბავშვი. არცერთი ბავშვი სკოლის გარეშე არ დარჩება. ასევე არის შემთხვევები, რომ კონკრეტულ სკოლაში დავამატეთ ბავშვების რაოდენობა. საკლასო ოთახში 25 ბავშვი უნდა იყოს, რეგისტრაცია იხსნება 25 ბავშვზე და იმ შემთხვევაში არის გამონაკლისი, მშობელი წერს განცხადებას და მინისტრი გამონაკლის უშვებს იმ შემთხვევაში, თუ მშობელი საფუძვლიანად ასაბუთებს, რატომ არის მნიშვნელოვანი მისთვის ის კონკრეტული სკოლა“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

12 მაისი 2021, 11:17

სამართალი

კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის კიდევ 1 422 ფაქტი გამოვლინდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 422 ფაქტი გამოვლინდა.

დავით ზალკალიანი

12 მაისი 2021, 11:15

მსოფლიო

დავით ზალკალიანი: საქართველო გმობს ძალადობას და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართულ სარაკეტო თავდასხმას, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს მშვიდობას და სტაბილურობას რეგიონში

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის მიმდინარე შეიარაღებულ დაპირისპირებას ეხმაურება და ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

12 მაისი 2021, 10:59

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 4,538 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 4,538 ადამიანს დაუდასტურდა, 356 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 2,129,073 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 46,987 პაციენტი ემსხვერპლა, 1,797,136 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

12 მაისი 2021, 10:51

COVID19

რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 325 665 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 304 935, გარდაიცვალა 4 363 პაციენტი.

12 მაისი 2021, 10:50

COVID19

ამ ეტაპზე საქართველოში 872 მძიმე პაციენტია

ამ ეტაპზე საქართველოში 872 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტია, სუნთქვის აპარატზე კი 192 ადამიანი იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.