ავღანეთში საქართველოს პარლამენტის არჩევნები დასრულდა
ფოტო: youtube/ვიდეო კადრი
ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს პარლამენტის არჩევნები დასრულდა. „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში” მონაწილე ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა მოქალაქეობრივი ვალი მოიხადეს.
ბაგრამის საავიაციო ბაზაზე № 1 საარჩევნო უბანი და მაზარ-ი-შარიფში, გერმანულ ბაზა „მარმალზე“ № 2 საარჩევნო უბანი საქართველოს დროით 20:00 დაიხურა. საარჩევნო პროცესი მშვიდ და უსაფრთხო გარემოში წარიმართა.
არჩევნების დასრულების შემდეგ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპეციალურად წარგზავნილმა ჯგუფმა საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელა კენჭისყრის ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცედურები და ცესკოს შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლი ელექტრონულად გაუგზავნა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ავღანეთში საქართველოს პარლამენტის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა.
№1 - ბაგრამის საავიაციო ბაზა - 93% (697 ხმა); №2 - მაზარ-ი-შარიფი - 84,7 % (111 ხმა).
ყველა სიახლე
10 ივნისი 2026, 20:07
მსოფლიო
ტრამპი: ჩვენ ვაპირებთ ირანზე თავდასხმას, ძალიან ძლიერ თავდასხმას
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ განაახლებს თავდასხმებს ირანზე, ომის დასასრულებლად წარმოებულ მოლაპარაკებებში არასაკმარისი პროგრესის გამო.
10 ივნისი 2026, 20:02
მსოფლიო
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მმართველთა საბჭომ მიიღო აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი რეზოლუცია, რომელიც ირანს მოუწოდებს, წარმოადგინოს ინფორმაცია გამდიდრებული ურანის დარჩენილი მარაგების შესახებ
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მმართველთა საბჭომ მიიღო აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი რეზოლუცია, რომელიც ირანს მოუწოდებს, წარმოადგინოს ინფორმაცია გამდიდრებული ურანის დარჩენილი მარაგების შესახებ და ინსპექტორებს მათი შემოწმების უფლება მისცეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
10 ივნისი 2026, 19:43
მსოფლიო
POLITICO: ევროკავშირი განიხილავს ახალი ერთობლივი სამხედრო შესაძლებლობების განვითარებას აშშ-ზე დამოკიდებულების შესამცირებლად
ევროკავშირის თავდაცვის ხელმძღვანელი, ანდრიუს კუბილიუსი განიხილავს ახალ ინიციატივას, რომელიც ქვეყნების მიერ ისეთი სამხედრო შესაძლებლობების ერთობლივ დაფინანსებას ითვალისწინებს, როგორიცაა ჰაერში საწვავით გამართვა, რასაც ამჟამად აშშ უზრუნველყოფს - განუცხადა ევროპარლამენტის სამმა ოფიციალურმა პირმა გამოცემა POLITICO-ს.
10 ივნისი 2026, 19:21
პოლიტიკა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
10 ივნისი 2026, 19:20
მსოფლიო
ნეთანიაჰუ: ანტისემიტი დიქტატორი ერდოღანი უკანასკნელი ადამიანია, ვისაც შეუძლია ისრაელის სახელმწიფოს მორალი წაუკითხოს
ანტისემიტი დიქტატორი ერდოღანი, რომელიც ქურთების გენოციდს ახორციელებს, მხარს უჭერს ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰამასს“, თრგუნავს საკუთარ ხალხს და აპატიმრებს პოლიტიკურ ოპონენტებს, უკანასკნელი ადამიანია, ვისაც შეუძლია ისრაელის სახელმწიფოს მორალი წაუკითხოს, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
10 ივნისი 2026, 18:34
მსოფლიო
ერდოღანი აცხადებს, რომ ისრაელის ქმედებები სირიასა და ლიბანში თურქეთს საფრთხეს უქმნის
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ისრაელის ქმედებებს სირიასა და ლიბანში აქვს შედეგები, რომლებიც სხვა ქვეყნებზეც ახდენს გავლენას, მათ შორის თურქეთზეც.
10 ივნისი 2026, 18:29
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მუსტაფა თურქერ არის შეხვდა.
10 ივნისი 2026, 18:24
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: ჩინეთსა და საქართველოს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები გავაღრმაოთ და ორი ქვეყანა ერთმანეთს ბევრად უფრო დავაახლოოთ
„ჩინეთსა და საქართველოს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების ხელმოწერა განსაკუთრებული მოვლენაა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის და ნამდვილად მისცემს ბიძგს ჩინეთთან ეკონომიკური კავშირების მეტად გაღრმავებას“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკის“ ეთერში.
10 ივნისი 2026, 18:23
პოლიტიკა
ნიკა ობოლაძე: 10 დღის წინ, დებატებზე, კახა კალაძისგან მივიღე პირობა, რომ დიდი დიღმიდან სარაჯიშვილამდე ავტობუსებს დაამატებდნენ. ახლა ამ დაპირებას შეასრულებენ. კარგია რომ ასრულებენ სიტყვას
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნიკა ობოლაძე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც საზოგადოებას დიდი დიღმის მოსახლეობისთვის სატრანსპორტო სიახლე გააცნო და აღნიშნა, რომ დიდ დიღომში, N321 მარშრუტზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები ექვსი ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსით ჩანაცვლდება.
10 ივნისი 2026, 18:20
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: ჩინეთი არის სტრატეგიული მიმართულება და წლიდან წლამდე ვიზიტორების რაოდენობა მზარდია, 2023 წლის შემდეგ დაახლოებით 200%-იანი მატება გვაქვს მგზავრთნაკადის კუთხით
ჩინეთი არის ჩვენთვის სტრატეგიული მიმართულება და წლიდან წლამდე ვიზიტორების რაოდენობა მზარდია, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა. მისივე თქმით, 2023 წლის შემდეგ მგზავრთნაკადი დაახლოებით 200%-ით გაიზარდა.
10 ივნისი 2026, 18:19
პოლიტიკა
მაია ბითაძე: ვიზალიბერალიზაციის თემით შანტაჟით საქართველოს მოსახლეობაზე გავლენას ვერ მოახდენენ, პირიქით, ეს უფრო გააღვივებს სკეპტიციზმს ევროკავშირისადმი
ყოველ ჯერზე, როდესაც ვიზალიბერალიზაციით შანტაჟს დაგვიწყებენ, ყველამ კარგად გავიხსენოთ შანტაჟის რომელი ინსტრუმენტი გამოეცალათ მათ. ეს იყო კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ მოლაპარაკებების გახსნა, რაზეც ჩვენ განვაცხადეთ, რომ რამდენიმე წელი არ დავაყენებთ დღის წესრიგში ამ საკითხს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ ვიზალიბერალიზაციის გადახედვის საკითხზე საუბრისას.
10 ივნისი 2026, 18:00
პოლიტიკა
მაია ბითაძე: რადიკალურ ოპოზიცია რა კონფიგურაციითაც არ უნდა წარდგეს მოსახლეობისა თუ საერთაშორისო მეგობრობის წინაშე, მათი საქმე პოლიტიკურად ძალიან ცუდად არის. ეს არის აბსოლუტურად უუნარო, მოღალატეობრივი სულის ადამიანთა მავნებლური გაერთიანება, რომლებსაც ერთმანეთთანაც ვერ გაურკვევიათ რა უნდათ
რადიკალურ ოპოზიცია რა კონფიგურაციითაც არ უნდა წარდგეს მოსახლეობის თუ საერთაშორისო მეგობრობის წინაშე, მათი საქმე პოლიტიკურად ძალიან ცუდად არის. ეს არის აბსოლუტურად უუნარო, მოღალატეობრივი სულის ადამიანთა მავნებლური გაერთიანება, რომლებსაც ერთმანეთთანაც ვერ გაურკვევიათ რა უნდათ, როგორ ინდთ და როგორ წარმოუდგენიათ არა თუ სახელმწიფოს მმართველობა, არამედ ელემენტარული ადამიანებთან, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ.
10 ივნისი 2026, 17:58
თავდაცვა
თავდაცვის ძალების მეთაურმა საუკეთესო სამხედროები დააჯილდოვა
თავდაცვის ძალებში ტრადიციად დამკვიდრდა, კვარტალში ერთხელ საუკეთესო სამხედროების გამოვლენა. ამჯერად, თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფიდან შეირჩნენ: უფროსი ლეიტენანტი შამილ გიგლემიანი, ლეიტენანტი ზურაბ გოგიაშვილი, სერჟანტი ზურაბ ბენდელიანი, უმცროსი სერჟანტი გიორგი ჭინჭარაული და კაპრალი ზურაბ ლომიძე.
10 ივნისი 2026, 17:57
პოლიტიკა
მაია ბითაძე: აშშ-საქართველოს შორის ურთიერთობის გადატვირთვისთვის პირველი ნაბიჯები უკვე ვიხილეთ. ეს იყო ის ვიზიტები, რომლებიც შედგა
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ საქართველო-აშშ-ის შორის ურთიერთობების გადატვირთვის შესახებ გადაცემაში „დღის ქრონიკა" ისაუბრა.
10 ივნისი 2026, 17:57
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი საქართველოში ინდოეთის პირველ რეზიდენტ ელჩს შეხვდა
მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ორმხრივ თანამშრომლობაზე. ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო კავშირების შემდგომ გაძლიერებაზე. ამ კუთხით, მხარეებმა აღნიშნეს, რომ ინდოეთის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი ჩამოყალიბდა. შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი ღიაა გაცვლებისთვის როგორც მეგობრობის ჯგუფებს, ისე სექტორულ კომიტეტებს შორის.
10 ივნისი 2026, 17:55
პოლიტიკა
მაია ბითაძე: დღეს, როდესაც მეგა სახელმწიფოები აძლიერებენ ურთიერთობებს ჩინეთთან, პატარა საქართველოსთვის ამგვარი ხელშეკრულების გაფორმება ნამდვილად ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია, რაც ახალ შესაძლებლობებს ხსნის
„სამომავლოდ ეს დოკუმენტი იქცევა იმის გარანტად, რომ საქართველოს რეალური გეოგრაფიული პოტენციალი ერთი მხრივ სწორად იყოს აღქმული ყველა სახელმწიფოს მხრიდან, მეორე მხრივ კი გაძლიერდეს ის რესურსი, რაც ქვეყანას აქვს. დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო, მეგა სახელმწიფოები ამყარებენ და აძლიერებენ ურთიერთობებს ჩინეთთან - ზესახელმწიფოსთან, რომელმაც პრაქტიკულად სასწაული მოახდინა ბოლო საუკუნის განმავლობაში და იქცა ეკონომიკურ და სავაჭრო გიგანტად და მეგა სახელმწიფოდ, პატარა საქართველოსთვის ამგვარი ხელშეკრულების გაფორმება ნამდვილად ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია, რაც ახალ შესაძლებლობებს ხსნის ქვეყნისთვის“, - განაცხადა ბითაძემ.
10 ივნისი 2026, 17:53
პოლიტიკა
მაია ბითაძე: ისინი, ვინც საქართველოში საკუთარ თავს ოპოზიციას უწოდებენ, საქართველოს სასიკეთოდ არაფერს აკეთებენ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ჩვენი ქვეყანა დააზიანონ ყველა საერთაშორისო პლატფორმის გამოყენებით
„დღეს, როცა მთელმა მსოფლიომ მანიპულაციების, პოლიტიკური თამაშებისა და ორმაგი სტანდარტების ახალი შესაძლებლობები დაინახა და შეიგრძნო საერთაშორისო ურთიერთობებში, დღეს ძალიან კარგად ხვდებიან, რომ საქართველო მოქმედებს საკუთარი ეროვნული, ეკონომიკური და სუვერენული ინტერესებიდან გამომდინარე. არცერთი სახელმწიფოს საქმე არ უნდა იყოს თუ რა ეკონომიკურ და სტრატეგიულ ურთიერთობებს ააწყობს საქართველო სხვა სახელმწიფოებთან“.
10 ივნისი 2026, 17:51
მსოფლიო
ზელენსკიმ ბრიტანეთის რამდენიმე საგრაფოს საბჭოს შენობებიდან უკრაინული დროშების ჩამოხსნას შეცდომა უწოდა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანეთის რამდენიმე საგრაფოს საბჭოს შენობებიდან უკრაინული დროშების ჩამოხსნას შეცდომა უწოდა და ხელახლა აღმართვა ურჩია.
10 ივნისი 2026, 17:44
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში“ რადიკალურ ცვლილებებს აანონსებს
მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში“ რადიკალურ ცვლილებებს აანონსებს.
10 ივნისი 2026, 17:25
მსოფლიო
კაია კალასი ირლანდიას მოუწოდებს, დააზუსტოს, ეხმარება თუ არა ირლანდიიდან რუსეთში ალუმინის ექსპორტი მოსკოვის სამხედრო წარმოებას
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი ირლანდიას მოუწოდებს, დააზუსტოს, ეხმარება თუ არა ირლანდიიდან რუსეთში ალუმინის ექსპორტი მოსკოვის სამხედრო წარმოებას, კერძოდ, იმ რაკეტებისა და დრონების შექმნას, რომელთაც უკრაინის წინააღმდეგ იყენებენ. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.


