ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი: საქართველომ აჩვენა ევროსაბჭოს სხვა 46 წევრ ქვეყანას, რომ არჩევნების გამართვა შესაძლებელია პანდემიის პერიოდშიც კი

ტინი კოქსი
ფოტო: IMEDI
ის, რომ საქართველომ მოახერხა არჩევნების ორგანიზება ასეთ გარემოში, მიუთითებს იმაზე, რომ თქვენ დემოკრატიის არ გეშინიათ. მოვუწოდებთ ახალ პარლამენტს, რომ რაც შეიძლება მალე შეიკრიბონ და დაიწყონ მოქმედება, რათა გააუმჯობესონ საკანონმდებლო ჩარჩო კამპანიების ზედამხედველობის მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ საჭირო ნაბიჯები გადაიდგმება, თუკი ამისთვის საჭირო პოლიტიკური ნება იარსებებს, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიდერლანდელმა დეპუტატმა, ტინი კოქსმა განაცხადა.
„მადლობას ვუხდი ყველა იმ მამაც ქართველ ამომრჩეველს, რომელმაც არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა კორონავირუსის რისკი. ის, რომ საქართველომ მოახერხა არჩევნების ორგანიზება ასეთ გარემოში, მიუთითებს იმაზე, რომ თქვენ დემოკრატიის არ გეშინიათ. ამ არჩევნების გამართვით საქართველო აჩვენებს ევროსაბჭოს სხვა 46 წევრ ქვეყანას, რომ არჩევნების გამართვა შესაძლებელია პანდემიის პერიოდშიც კი. სწორედ ამ კრიზისის პერიოდში არ შეიძლება, რომ გქონდეს ნაკლები დემოკრატია და სწორედ ამას აჩვენებს პანდემიის პერიოდში არჩევნების ორგანიზება. პირიქით, ახლა საჭიროა მეტი დემოკრატია. ზოგადად, საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი იყო, მაგრამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გამოხატავს სინანულს, რომ საქართველოში მაინც არ არის კარგად წარმოდგენილი ნათელი წესები კამპანიის დაფინანსების კუთხით. ეს უარყოფით ზეგავლენას ახდენს არჩევნებზე და ცუდ სიგნალს აძლევს მოქალაქეებს. შესაბამისად, მოვუწოდებთ ახალ პარლამენტს, რომ რაც შეიძლება მალე შეიკრიბონ და დაიწყონ მოქმედება, რათა გააუმჯობესონ საკანონმდებლო ჩარჩო კამპანიების ზედამხედველობის მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ საჭირო ნაბიჯები იქნება გადადგმული, თუკი ამისთვის საჭირო პოლიტიკური ნება იარსებებს. საქართველო დიდი ხანია, ევროსაბჭოს წევრია და მას ნებაყოფლობით აქვს აღებული ვალდებულება, რომ დაიცვას კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და დემოკრატია. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ, რაც გააძლიერებს საქართველოს დემოკრატიას“, - განაცხადა ტინი კოქსმა.
31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგების ეტაპობრივ განახლებას თვალი შეგიძლიათ ადევნოთ ამ ბმულზე.
ყველა სიახლე

24 მაისი 2025, 19:18
პოლიტიკა
შოთა თხელიძე: ქართულმა დიპლომატიამ უნდა იმუშაოს იმ კუთხით, რომ ინფორმაციები იყოს სწორი და სწორი პოზიციები დაფიქსირდეს თეთრ სახლსა თუ სახელმწიფო დეპარტამენტში
ქართულმა დიპლომატიამ უნდა იმუშაოს იმ კუთხით, რომ ინფორმაციები იყოს სწორი და სწორი პოზიციები დაფიქსირდეს თეთრ სახლსა თუ სახელმწიფო დეპარტამენტში, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა შოთა თხელიძემ. „ეს არის გრძელვადიანი მომავალი, ეს არი იქნება რამდენიმე თვის საკითხი, შეიძლება წელიც კი გაიწელოს, ან სულაც, ტრამპმა ისე დაასრულოს პრეზიდენტობის ვადა, რომ საქართველოს შესახებ კომენტარიც არ გააკეთოს“, - აღნიშნა შოთა თხელიძემ.

24 მაისი 2025, 18:45
პოლიტიკა
დიდი ბრიტანეთის, ესპანეთისა და ნიდერლანდების მონარქები საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ მესამე: „ჩემს მეუღლესთან ერთად გულწრფელად გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ დღეს თქვენ და ქართველ ხალხს. ვიმედოვნებ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრობა და მტკიცე პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება და გაღრმავდება.

24 მაისი 2025, 18:41
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაცია გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით ასამბლეის გენერალურ მდივანს რუქსანდრა პოპას და მის მოადგილეს ჰენრიკ ბლიდალს შეხვედრა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრები ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი.

24 მაისი 2025, 18:38
სპორტი
სანდრო ბაზაძე მსოფლიოს თასის „Villa de Madrid”-ის ჩემპიონია
ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ხმლით მოფარიკავე სენიორებს შორის მსოფლიოს თასი „Villa de Madrid”-ი მიმდინარეობს. ფინალში სანდრო ბაზაძემ თურქი სპორტსმენი დაამარცხა და ჩემპიონობა იზეიმა.

24 მაისი 2025, 18:37
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე: 26 მაისი არის ქვეყნის და ყველა ქართველისა ზეიმი, ამიტომ ეს დღე ყველამ ერთად უნდა ვიზეიმოთ - ვისაც რადიკალიზაცია უნდა, წავიდნენ ჩვენი ქვეყნიდან და სხვაგან მოიყარონ თავი
ზვიად შალამბერიძე 26 მაისს ოპოზიციის ძალადობრივ გეგმებს „დღის ქრონიკაში“ გამოეხმაურა. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ 26 მაისი არის ყველა ქართველისა და ქვეყნის ზეიმი, ამიტომ ეს დღე ყველამ ერთად უნდა იზეიმოს.

24 მაისი 2025, 18:34
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე: გავა პერიოდი და ელჩებს მოუწევთ ბოდიშის მოხდა იმის გამო, რომ მათ არასწორი მხარე ეჭირათ იმ დროს, როდესაც ჩვენი ხელისუფლების გვერდით უნდა მდგარიყვნენ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის საუბრობს ფაქტებით, ოპოზიცია და ძალიან ვწუხვარ, ელჩებიც - აყოლილი არიან ოპოზიციას და მათგან ერთი ფაქტი ვერ მოვისმინეთ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად შალამბერიძემ ზოგიერთ უცხოელ პარტნიორთან ჩამოყალიბებულ ურთიერთობებზე საუბრისას.

24 მაისი 2025, 18:33
პოლიტიკა
შოთა თხელიძე: მოკლედ რომ შევაფასოთ საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა, ეს არის გარკვეულწილად, 30 წლიანი ლეთარგიული ძილიდან გამოსვლის პროცესი, როდესაც ამ სახელმწიფომ პირველად გააცნობიერა საკუთარი სუბიექტურობა
მოკლედ რომ შევაფასოთ საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა, ეს არის გარკვეულწილად, 30 წლიანი ლეთარგიული ძილიდან გამოსვლის პროცესი, როდესაც ამ სახელმწიფომ პირველად გააცნობიერა საკუთარი სუბიექტურობა, რომ მას უნდა ჰქონდეს საკუთარი პოზიციები და გააჩნდეს საკუთარი ინტერესები, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა შოთა თხელიძემ.

24 მაისი 2025, 18:03
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე ოპოზიციაზე: ჩვენ ძალიან კარგად შევხედეთ, რომ ეს მათი ვითომ ერთიანობა, რა თქმა უნდა, არის მოჩვენებითი
ჩვენ ძალიან კარგად შევხედეთ, რომ ეს მათი ვითომ ერთიანობა, რა თქმა უნდა, არის მოჩვენებითი, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ რადიკალებთან დაკავშირებით.

24 მაისი 2025, 18:02
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე ზურაბ გირჩი ჯაფარიძეზე: არ შეიძლება, პოლიტიკოსობა იყოს ინდულგენცია ვინმესთვის და ადამიანები იდგნენ ქვეყნის კანონმდებლობასა და კონსტიტუციაზე მაღლა. ვინც კანონს დაარღვევს, მას მოუწევს პასუხისგება
ხელისუფლება, რომელიც ემოციურ და სპონტანურ გადაწყვეტილებებს იღებდა, 2012 წელს ჩვენმა მოსახლეობამ წარსულს ჩააბარა. ამით ხაზს ვუსვამ იმას, რომ ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის გააზრებულად და წინასწარ შემუშავებული სტრატეგიის მიხედვით დგამს ყველა ნაბიჯს, რაც კი ბოლო 13 წლის განმავლობაში გადადგმულა, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად შალამბერიძემ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დაპატიმრების საქმეზე საუბრისას.

24 მაისი 2025, 18:02
პოლიტიკა
უნგრეთის პრეზიდენტი ტომაშ შუიოკი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
უნგრეთის პრეზიდენტი ტომაშ შუიოკი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

24 მაისი 2025, 17:59
პოლიტიკა
ხორვატიის პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
„ბატონო პრეზიდენტო, ხორვატი ხალხისა და ჩემი სახელით, გულთბილად გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. გისურვებთ წარმატებას, წინსვლასა და კეთილდღეობას თქვენ და თქვენს მოქალაქეებს. იმედს გამოვთქვამ, რომ ხორვატიასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების მომავალში უფრო განმტკიცდება და გაღრმავდება. გიდასტურებთ ჩემს პატივისცემას,“ - ნათქვამია ზორან მილანოვიჩის მისალოც წერილში.

24 მაისი 2025, 17:58
პოლიტიკა
ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

24 მაისი 2025, 17:56
პოლიტიკა
რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
„ბატონო პრეზიდენტო, ჩემი და თურქი ხალხის სახელით, გულითადად გილოცავთ თქვენ და მეგობარ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენს ხალხებს შორის ყოველდღიურად ვითარდება მეგობრობასა და საერთო ინტერესებზე დამყარებული ახლო მეზობლური და სტრატეგიული ურთიერთობები, რაც მაძლევს იმის რწმენას, რომ მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება ეს კავშირები, რომელიც ემსახურება ჩვენს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და აღორძინების უზრუნველყოფას.

24 მაისი 2025, 17:56
მსოფლიო
ორბანი: ჩვენ საკუთარ არმიებში უნდა ჩავდოთ ინვესტიცია, ევროპელი ლიდერები კი ჩვენგან უკრაინის არმიის მილიარდებით დაფინანსებას ელოდებიან
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელ X-შ დაწერა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა საკუთარ არმიებში უნდა ჩადონ ინვესტიცია, ხოლო ევროპელი ლიდერები კი ევროპისგან უკრაინის არმიის მილიარდებით დაფინანსებას ელოდებიან.

24 მაისი 2025, 17:46
მსოფლიო
ლავროვი: ზელენსკის ლეგიტიმურობა არ აქვს, რომ სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოაწეროს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას ნაადრევად მიიჩნევს.

24 მაისი 2025, 17:32
სპორტი
ტანვარჯიშის არენაზე ბატუტზე ხტომებში საქართველოს თასი გაიმართა
შეჯიბრებაში მონაწილეობა საქართველოს ყველა რეგიონიდან 70-მდე სპორტსმენმა მიიღო. პირველ დღეს უმცროსი ასაკის მონაწილეები გამოდიოდნენ, ხვალ კი გამარჯვებისთვის სენიორები იბრძოლებენ. პარალელურად კი მხატვრულ ტანვარჯიშში ქეთის თასი მიმდინარეობს. ტურნირი როგორც ინდივიდუალურ ისე ჯგუფურ გამოსვლებში იმართება.

24 მაისი 2025, 17:31
კულტურა
საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მომღერლის, მუსიკოსისა და პიანისტის, ეკა კვალიაშვილის საიუბილეო საღამო სახელწოდებით „აქ სიყვარულია“ ჩატარდა
საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მომღერლის, მუსიკოსისა და პიანისტის, ეკა კვალიაშვილის საიუბილეო საღამო სახელწოდებით „აქ სიყვარულია“ წარმატებით ჩატარდა.

24 მაისი 2025, 17:29
მსოფლიო
ჯეი დი ვენსი: საგარეო პოლიტიკაში ხანგრძლივი ექსპერიმენტი გვქონდა, რომლის დროსაც ეროვნული თავდაცვა უცხო ქვეყნების საგარეო საქმეებში ჩარევაზე იყო გაცვლილი. აღარ იქნება განუსაზღვრელი მისიები, გაურკვეველი კონფლიქტები
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკაში ხანგრძლივი ექსპერიმენტი იყო, რომლის დროსაც ეროვნული თავდაცვა უცხო ქვეყნების საგარეო საქმეებში ჩარევაზე იყო გაცვლილი.

24 მაისი 2025, 17:23
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ჯაფარიძის საქმეზე ელჩების განცხადებებზე: როდესაც ასეთ ბრალდებებს გვიყენებენ, ცდილობენ, მოსახლეობაში პოლარიზაცია გააღვივონ ამ თავიანთი ნაბიჯებით, მინიმუმ ბოდიში მაინც უნდა მოგვიხადონ
როდესაც ასეთ ბრალდებებს გვიყენებენ, ასეთ დეზინფორმაციას ავრცელებენ, ცდილობენ, რომ მოსახლეობაში პოლარიზაცია გააღვივონ ამ თავიანთი ნაბიჯებით, მინიმუმ ბოდიში მაინც უნდა მოგვიხადონ, - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმეზე რამდენიმე ელჩის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს.

24 მაისი 2025, 17:20
სამართალი
მაშველებმა ავტოსაგზაო შემთხვევისას მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მესამე მგზავრის ცხედარი იპოვეს
მაშველებმა ავტოსაგზაო შემთხვევისას მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მესამე მგზავრის ცხედარი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამძებრო სამაშველო ღონისძიებები 14 მაისიდან მიმდინარეობდა.