imedi /  01 ნოემბერი 2020, 16:46 / სანდო წყარო

ირაკლი სესიაშვილი: მოვუწოდებ ოპონენტებს, აღიარონ არჩევნების შედეგები, ეს პირველ რიგში ჩვენი საზოგადოების პატივისცემაა

ირაკლი სესიაშვილი

ირაკლი სესიაშვილი

ეუთო/ოდირის და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დასკვნებში ერთმნიშვნელოვნად ნათქვამია, რომ არჩევნები იყო თავისუფალი, დაცული იყო ადამიანის ძირითადი ფუნდამენტური ცვლილებები. მათ მოუწოდეს მომავალ პარლამენტს, იმუშაოს არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევების გასწორებაზე. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოში არჩევნები შედგა, რაც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, - ამის შესახებ „იმედის“ ეთერში „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

„პირველ რიგში მადლობას ვუხდი ჩვენს მხარდამჭერებს, რომლებმაც კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილება მიიღეს, როდესაც „ქართულ ოცნებას“ მესამე ვადით გამოუცხადეს ნდობა. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი პატივი და, ამასთანავე, დიდი პასუხისმგებლობა. მოვუწოდებთ ოპონენტებს, აღიარონ არჩევნების შედეგები, ვინაიდან ეს პირველ რიგში ჩვენი საზოგადოების პატივისცემაა. ხელისუფლება მხოლოდ უმრავლესობა არაა, ხელისუფლება პოლიტიკურად მრავალფეროვანია და სწორედ ამ მრავალფეროვნებას მიჰყავს ქვეყანა სწორი გადაწყვეტილებებისკენ. რაც შეეხება პრეტენზიებს, თითქოს იყო მნიშვნელოვანი დარღვევები, ეს არ შეესაბამება რეალობას და ამას უბნებზე თვითონ ამომრჩევლებიც ხედავდნენ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია თითოეული ნეიტრალური, მაღალკვალიფიციური დამკვირვებლის შეფასებები. ეუთო/ოდირის და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დასკვნებში ერთმნიშვნელოვნად ნათქვამია, რომ არჩევნები იყო თავისუფალი, დაცული იყო ადამიანის ძირითადი ფუნდამენტური ცვლილებები. მათ მოუწოდეს მომავალ პარლამენტს, იმუშაოს არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევების გასწორებაზე. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოში არჩევნები შედგა, რაც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. ცხადია, ყველა პოლიტიკური ძალა პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს დამკვირვებელთა შეფასებებს და იმ ამომრჩევლებსაც, რომლებიც კოვიდის პირობებში მივიდნენ უბნებზე. რა თქმა უნდა, დამარცხებულ ოპონენტებს არ მოსწონთ შედეგები, მაგრამ ეს წინასწარ იცოდნენ და უნდა აღიარონ მარცხი, რაც ნორმალური პოლიტიკური კულტურის ნაწილია. არჩევნები ბოქსი არაა, რომ ნოკაუტით დასრულდეს. ოპოზიციამ თავისი როლი უნდა შეასრულოს პარლამენტის საქმიანობაში“, - განაცხადა სესიაშვილმა.

31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგების ეტაპობრივ განახლებას თვალი შეგიძლიათ ადევნოთ ამ ბმულზე.

ყველა სიახლე

09 მაისი 2021, 14:34

რეგიონი

უხვი ნალექის გამო, ატენში კლდის ფენა ჩამოიშალა და გზა ჩაიხერგა

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ატენის ხეობაში. უხვი ნალექის გამო, ატენთან კლდის ფენა ჩამოიშალა და გზა ჩაიხერგა. ადგილზე იმყოფება გორის მუნიციპალიტეტის მერი და სამაშველო ბრიგადები. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა. გზის გასაწმენდად, ადგილზე ​სპეცტენიკას ელოდებიან.

ნონა მამულაშვილი

09 მაისი 2021, 14:26

პოლიტიკა

ნონა მამულაშვილი: იმისთვის, რომ ჩვენ გეგმები განვიხილოთ, საჭიროა, რომ ნიკა მელია იყოს გარეთ

როდესაც ნიკა მელია გამოვა, ჩვენ გვექნება თათბირი და კონსულტაციები მასთან. შემდგომ ნაბიჯებზე უკვე მას შემდეგ შევთანხმდებით, რაც ჩვენი თავმჯდომარე თავისუფლებაზე იქნება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნონა მამულაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ განიხილავენ სამომავლო გეგმებს.

სერგო ჩიხლაძე

09 მაისი 2021, 14:13

პოლიტიკა

სერგო ჩიხლაძე: 90%-იანი ალბათობით შემიძლია ვთქვა, რომ ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შევა

„90%-იანი ალბათობით შემიძლია ვთქვა, რომ ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს მოაწერს შეთანხმებას და პარლამენტში შევა. ვფიქრობ, რომ ამის შემდეგ, 5-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე მთელი ოპოზიციური სპექტრი აიღებს პასუხისმგებლობას“, - აცხადებს სერგო ჩიხლაძე.

09 მაისი 2021, 14:05

სამართალი

პროკურატურამ ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა

საქართველოს პროკურატურამ ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რომელ საათზე ჩაინიშნება სასამართლო პროცესი.

09 მაისი 2021, 14:03

საზოგადოება

რუსთავში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უცნობი ჯარისკაცის მემორიალი ყვავილებით შეამკეს

რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილემ, კახა კობერიძემ, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა - ნინო ქავთარაძემ და დავით რეხვიაშვილმა, სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელთან, დავით შანიძესთან და ვეტერანთა კავშირის წარმომადგენლებთან ერთად, დიდების ხეივანში არსებული უცნობი ჯარისკაცის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

09 მაისი 2021, 13:52

სამართალი

კახეთში, დაკარგული 22 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

თითქმის ერთკვირიანი ძებნის შემდეგ, თელავში დაკარგული ბიჭი, 22 წლის ნიკოლოზ რაზიკაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მისი ცხედარი ქალაქგარეთ, ტყეში აღმოაჩინეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

09 მაისი 2021, 13:43

საზოგადოება

„ევროპის უნივერსიტეტისა“ და საფრანგეთის საელჩოს მიერ ორგანიზებული ესსეების კონკურსის შედეგები ცნობილია

„ევროპის უნივერსიტეტისა“ და საფრანგეთის საელჩოს მიერ ორგანიზებული, ესსეების კონკურსის შედეგები ცნობილია, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპის უნივერსიტეტი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კონკურსი თემაზე „საქართველოს ევროპული მომავალი“, „ევროპის დღეები 2021“-ის ფარგლებში ჩატარდა და მასში მე-11 - მე-12 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, როგორც კერძო, ასევე საჯარო, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებიდან.

09 მაისი 2021, 13:30

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 157 მილიონს გადააჭარბა

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 157 703 626 შემთხვევა გამოვლინდა, 3 283 422 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 93 741 151 - გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 32 686 462 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 581 516 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ანდრიუს კალინდრა

09 მაისი 2021, 13:24

პოლიტიკა

ლიეტუვის ელჩი: ძალა ერთობაშია - ერთად უფრო ძლიერები ვართ

„ევროპის დღეს, ლიეტუვა კიდევ ერთხელ ნათლად აცხადებს საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ სრული მხარდაჭერის შესახებ. შეგახსენებთ, ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ. ძალა ერთობაშია. ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ“, – აღნიშნავს დიპლომატი და ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვას აზიარებს.

09 მაისი 2021, 13:21

რეგიონი

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, ჯაბა ფუტკარაძე ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ ინფორმაციას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, სიუჟეტში მოცემული ინფორმაცია მიზანმიმართული ცილისწამებაა, რაც მის პატივისა და ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შელახვა და ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტს სასამართლოში უჩივის.

სალომე ზურაბიშვილი

09 მაისი 2021, 13:07

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი ხვალ ჩრდილოეთ მაკედონიას ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 10 მაისს ოფიციალური ვიზიტით ჩრდილოეთ მაკედონიას ეწვევა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირებთან: პრეზიდენტ სტევო პენდაროვსკისთან, ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ ტალატ ჯაფერისთან და პირველ ვიცეპრემიერ არტან გრუბისთან.

09 მაისი 2021, 13:06

თავდაცვა

თავდაცვის მინისტრმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში (კიკვიძის), მელიტონ ქანთარიას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს და მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგეს, ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

09 მაისი 2021, 13:04

მსოფლიო

ქაბულში, სკოლასთან მომხდარი აფეთქებებისას დაღუპულთა რაოდენობამ 50-ს გადააჭარბა

ავღანეთში, ქაბულში მდებარე ერთ-ერთი სკოლის მიმდებარედ მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 50-ს გადააჭარბა. თავდასხმის მსხვერპლებს უკვე კრძალავენ. არსებული ინფორმაციით, სამი ბომბი მაშინ აფეთქდა, როცა მოსწავლეები სკოლის შენობას ტოვებდნენ. სამი ასაფეთქებელი მოწყობილობიდან ერთ-ერთი ავტომობილში იყო დამონტაჟებული. დაღუპულთა უმეტესობა გოგოა.

09 მაისი 2021, 13:02

რეგიონი

ზუგდიდში წყალარინების გამწმენდი ნაგებობა აშენდა და შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო

ზუგდიდში წყალარინების გამწმენდი ნაგებობა აშენდა და შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კანალიზაციის ახალი ინფრასტრუქტურით ზუგდიდში მცხოვრები 54 000 ადამიანი ისარგებლებს.

09 მაისი 2021, 12:49

მსოფლიო

ლიბანის ერთ-ერთი ტბის სანაპიროზე 40 ტონამდე მკვდარი თევზი გამოირიყა

ადგილობრივი გარემოსდამცველები აცხადებენ, რომ მიზეზი გარემოს დაბინძურებაა. მათი განმარტებით, ტბა როგორც საყოფაცხოვრებო, ისე - სამრეწველო ნარჩენებით ბინძურდება. ხელისუფლება კი აცხადებს, რომ მიზეზი, შესაძლოა, თევზებში გავრცელებული რომელიმე დაავადება იყოს.

09 მაისი 2021, 12:39

პოლიტიკა

ვახტანგ გომელაურმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

9 მაისს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად, „ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში“, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

09 მაისი 2021, 12:33

პოლიტიკა

აფხაზეთის მთავრობის წევრებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, „ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში“, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

რატი ბრეგაძე

09 მაისი 2021, 12:27

პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრი: ევროპული ერთიანობის იდეამ მრავალ მილიონ ადამიანს მოუტანა თავისუფლება, სამართლიანობა და კეთილდღეობა

„საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მრავალ წარმატებულ პროექტს ახორციელებს ევროპის კავშირთან ერთად. ამისთვის, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას და ელჩს - ბატონ კარლ ჰარცელს. ასევე, მინდა, ევროპის დღე მივულოცო ჩვენს ევროპელ მეგობრებს“, - აცხადებს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ევროპის დღესთან დაკავშირებულ მიმართვაში.

09 მაისი 2021, 12:19

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი: ყველა ჩვენგანი ვალში ვართ ვეტერანთა წინაშე, მათი ღვაწლის უფრო მეტად დაფასება ხელისუფლებისათვის, საზოგადოებისათვის, თითოეული ჩვენგანისათვის ღირსების საქმეა

ჩვენს გმირ ვეტერანებს, ვინც უდიდესი თავგანწირვის ფასად იხსნეს კაცობრიობა ფაშიზმისაგან, განსაკუთრებული სითბოთი და პატივისცემით ვულოცავ გამარჯვების დღეს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების 76-ე წლისთავს, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს. მთავრობის მეთაურის თქმით, მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ამ ომში საქართველომ ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო.

დავით მათიკაშვილი

09 მაისი 2021, 12:15

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ტრაგიკომიკური სპექტაკლი სრულდება - მიხეილ სააკაშვილის მრუდე ამბიციებმა ნიკა მელიას ღირსებაზე გაიარა

„ტრაგიკომიკური სპექტაკლი სრულდება. ტრაგიკული იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილის მრუდე ამბიციებმა ნიკა მელიას ღირსებაზე გაიარა და კომიკური იმიტომ, რომ ამდენი გადათქმა, ამდენი შეუსრულებელი პირობა იყო“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტების მიერ ნიკა მელიას შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.