კახა კუჭავა: ხალხმა გადაწყვიტა ეს არჩევნები და პატივი სცენ მათ არჩევანს
კახა კუჭავა
ფოტო:„ქართული ოცნება“
ხალხმა გადაწყვიტა ეს არჩევნები და პატივი სცენ ხალხის არჩევანს, როგორც ეს მათ მოუწოდა ზუსტად დელეგაციის ხელმძღვანელმა PACE-დან, ევროსაბჭოდან, - ეს განცხადება „რუსთავი2“-ის ეთერში „ქართული ოცნების“ წევრმა კახა კუჭავამ გააკეთა.
„ჩვენ თავიდანვე ვაფრთხილებდით ყველას, რომ პროვოკაციებს ადგილი ექნებოდა ზუსტად იმიტომ, რომ მერე ჰქონოდათ საშუალება და არჩევნების შემდეგ ჰქონოდათ საფუძველი, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინათ არჩევნების ლეგიტიმაცია. კითხვას გისვამთ, თუ დამისახელებთ ერთ ქვეყანას მაინც, ან თუ ჰქონდა საქართველოში ვინმეს იმის მოლოდინი, რომ არჩევნები სადმე ჩატარებულა ყოველგვარი დარღვევის გარეშე? გამორიცხულია. არის ხოლმე ტექნიკური შეცდომები, რომლებიც ძირითადად ფიქსირდება, რომლებსაც ადამიანი უშვებს, მაგრამ რამდენად მნიშვნელოვანია ამ შეცდომების რაოდენობა და მათი შინაარსი, რომ ამან დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ არჩევნები, აი ეს არის ყველაზე მთავარი“, - აღნიშნა კუჭავამ.
მისი თქმით, დღეს ოპოზიციის წარმომადგენლებიდან არავის უნდა პასუხი გასცეს ეუთო/ოდირის და სხვა დელეგაციის წევრების მილოცვებსა და დასკვნებს. „თუმცა როდესაც მათ სჭირდებოდათ, ძალიან კარგად იყენებდნენ მათ არგუმენტებს, მაგალითად საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ერთი წლის წინ, როდესაც იწყებოდა ამაზე მსჯელობა ენაზე ჰქონდა ყველას დახვეული, რომ აი, ოდირის რეკომენდაციები შეასრულეთ და ეუთოს ეს რეკომენდაციები გაითვალისწინეთ და ა.შ. დღეს, რომ აღარ აწყობთ, ეს აღარ აინტერესებთ“, - განაცხადა კუჭავამ.
საარჩევნო უბნებზე ხმების 100% დათვლილია. შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ - 48,15 %; „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 27,14%; „ევროპული საქართველო“ - 3.78%; „ლელო“ – 3,15%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, მათ ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ. საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლება და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო.
ოპოზიციის ნაწილი აქციებს აანონსებს. ისინი აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბებულია და ერთიან სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ. მათი ერთ-ერთი სცენარი არის ის, რომ ბოიკოტი გამოაცხადონ, უარი თქვან მანდატებზე და არ შევიდნენ პარლამენტში.
ყველა სიახლე
08 დეკემბერი 2024, 03:05
პოლიტიკა
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია დასრულებულია
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია დასრულებულია. აღდგენილია საავტომობილო მიმოსვლაც.
08 დეკემბერი 2024, 02:05
სამართალი
ბესიკის ქუჩაზე, სადაც „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს
ბესიკის ქუჩაზე, სადაც „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები.
08 დეკემბერი 2024, 02:01
პოლიტიკა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი: კლინიკაში გამოვკითხეთ ოპერატორი და ჟურნალისტი. ამჟამად, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს შემთხვევის ადგილზე განთავსებული ვიდეოკამერების იდენტიფიცირება მათი შემდგომი ამოღების მიზნით
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
08 დეკემბერი 2024, 02:00
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ერთი პროცენტი რომ დავუშვათ, თუ ვიღაცას ჰგონია, თავდასხმით „ოცნების“ მხარდაჭერა გამოხატა, მინდა ვუთხრა, რომ არის მავნებელი, „ნაცების“ და აგენტების წისქვილზე ასხამს წყალს
ჩემი სუბიექტური აზრია, დარწმუნებული ვარ ამას გამოძიება დაადგენს, უნდა ვთხოვო საგამოძიებო ორგანოებს, სწრაფ ვადებში დაადგინონ ეს ყველაფერი, მაგრამ ვისაც არეულობა, ქაოსი და რაღაცა ახალი ე.წ. თავად როგორც უწოდებენ „კარწინკები“ სჭირდება, იმის გაკეთებულია სავარაუდოდ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „ტვ.პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის ფაქტის შეფასებისას.
08 დეკემბერი 2024, 00:44
საზოგადოება
ექიმის ინფორმაციით, „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აქვთ. ორივე პაციენტს თავის ტვინის მსუბუქი შერყევა უფიქსირდება
ექიმის განცხადებით, „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აქვთ.
08 დეკემბერი 2024, 00:43
პოლიტიკა
დავით ოქიტაშვილი: ვგმობ ამ ინციდენტს „ტვ პირველის“ ჟურნალისტების მიმართ და არა მარტო მათ მიმართ. ის, რაც ამ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე მოხდა, უნდა იყო გარეწარი ადამიანი, რომ გაამართლო
„ვგმობ ამ ინციდენტს „ტვ პირველის“ ჟურნალისტების მიმართ და არა მარტო მათ მიმართ. ის, რაც ამ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე მოხდა, უნდა იყო გარეწარი ადამიანი, რომ გაამართლო. ჩემი მხარდაჭერა მათ. ვემიჯნები ყველანაირ ძალადობას, რომელ მხარესაც არ უნდა იყოს ეს. როდესაც ჟურნალისტები ოპერატორებთან ერთად აკეთებენ თავიანთ საქმეს და შენ ასე ვანდალურად სცემ, წარმოუდგენელია. ვერც ვსაუბრობ ამაზე. არ მეგონა, რომ ასეთ ფაქტებს ექნებოდა ადგილი. ვფიქრობ, სათანადოდ უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც ეს იკადრა“, - აღნიშნა ოქიტაშვილმა.
08 დეკემბერი 2024, 00:36
საზოგადოება
ტელეკომპანია „იმედი“ „ტვ.პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმას კატეგორიულად გმობს
მედიის წარმომადგენლებზე ძალადობა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს დროულად გამოიძიონ მომხდარი დანაშაული და დამნაშავეები კანონის შესაბამისად დაისაჯონ.
08 დეკემბერი 2024, 00:28
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაზე: აუცილებლად სჭირდება სასწრაფოდ და დეტალურად გამოძიება. ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა, შესაძლოა გამიზნული პროვოკაციაც იყოს, მინავლებისკენ წასული სამიტინგო მუხტის ასაწევად
ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე გაურკვეველი პირების მიერ, „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე მომხდარ თავდასხმის ფაქტს ეხმიანება.
08 დეკემბერი 2024, 00:26
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე: ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, აქციაზე მყოფი აქტივისტები, მოძრაობა „ჯიუტების“ წევრები ქმნიან იმიტაციას თითქოს არიან პოლიციელები, აცვიათ შავი ფორმები - ამ დადგმული ჩანაწერების გასაჯაროებას აპირებენ
ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მყოფი აქტივისტები კერძოდ მოძრაობა ჯიუტების წევრები ქმნიან იმიტაციას თითქოს არიან პოლიციელები, აცვიათ შავი ფორმები, მიმსგავსებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ფორმებთან, - ამ ინფორმაციას ექსპერტი დავით ჩიხელიძე ავრცელებს.
08 დეკემბერი 2024, 00:16
პოლიტიკა
ირაკლი გოგავა „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე მომხდარ თავდასხმაზე: ჟურნალისტებზე თავდასხმა კატეგორიულად მიუღებელია. ვფიქრობ, ხელისუფლების ინტერესებში ესკალაცია ნამდვილად არ შედის
პროცესების გაჩერება მხოლოდ და მხოლოდ დასავლეთის ნებაზეა დამოკიდებული, რადგან ეს პროცესები იმართება და ფინანსდება დასავლეთიდან. მართალია „მეხუთე კოლონის“ სახეები გადამალეს, რომელიც ალაგ-ალაგ მაინც ჩნდებიან, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს არის უცხოეთის ჯამაგირზე მყოფი „მეხუთე კოლონა“. მათი მიზანია სახელმწიფო გადატრიალების მოხდენა და შემდეგ კი საქართველო უნდა ჩაერთოს რუსეთის წინააღმდეგ ომში. ეს არის გეგმა“, - აღნიშნა გოგავამ.
08 დეკემბერი 2024, 00:16
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: ტვ პირველის ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის უმძიმესი კადრებია, ამას მხოლოდ ის გააკეთებდა, ვისაც ძალადობის პროვოცირება სურს. იმედი მაქვს, დამნაშავეს სათანადო პასუხი გაეცემა
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, „ტვ პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორზე თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
08 დეკემბერი 2024, 00:11
პოლიტიკა
ედიშერ გვენეტაძე: რაც მოხდა ტვ1-ის ჟურნალისტის და ოპერატორის მიმართ, ეს უდაოდ დასაგმობია და ვგმობ. აუცილებლად გამოსაძიებელია და სახელმწიფო ამას კიდევაც გამოიძიებს
რაც მოხდა ტვ1-ის ჟურნალისტის და ოპერატორის მიმართ, ვგმობ. აუცილებლად გამოსაძიებელია და სახელმწიფო ამას კიდევაც გამოიძიებს, მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს ეს ძალადობა გამოწვეული და დადგმული ხომ არ არის იგივე ე.წ. ოპოზიციის, სინამდვილეში კი თავისი ქმედებებიდან გამომდინარე მეხუთე კოლონის მიერ, დაძაბოს ვითარება, დაღვაროს სისხლი- წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.
08 დეკემბერი 2024, 00:00
პოლიტიკა
ნინო ფოჩხუა „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე მომხდარ თავდასხმაზე: სასწრაფოდ არის გამოსაძიებელი აღნიშნული ინციდენტი, ეს არის პროვოკაცია მიმართული იქითკენ, რომ ქვეყანაში დაიწყოს უმართავი პროცესები
რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა, ის მოხდა. პირდაპირ ეთერში მოწმენი გავხდით აუწერელი სისასტიკით როგორ გაუსწორდნენ მედიის წარმომადგენლებს ნიღბიანი ადამიანები,- ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა გაურკვეველი პირების მიერ, „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე მომხდარ თავდასხმის ფაქტს.
07 დეკემბერი 2024, 23:57
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე: ოპოზიციამ დაინახა, რომ აქციას ხალხი აკლდებოდა, მათ საზოგადოების გაბრაზების ახალი მიზეზი სჭირდებოდათ, რისთვისაც ჟურნალისტები გამოიყენეს, მათთვის ხომ ადამიანური მსხვერპლი მხოლოდ სტატისტიკაა
დავით ჩიხელიძე „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, თითოეულ ადამიანზე თავდასხმის ფაქტი ამორალური და მიუღებელია.
07 დეკემბერი 2024, 23:55
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: პირადად ვიქნები ინიციატორი, რომ ნიღბებით გადაადგილება ქუჩაში იქნება აკრძალული. აქციებზეც ხომ ხედავთ რამხელა პრობლემა იქმნება - ქვებს ისვრიან, ვერ ვხვდებით ვინ არის, ჟურნალისტს ვიღაც თავს დაესხა და ან მიაგნებ, ან ვერა
„იყო ადრე ამაზე საუბარი და ახლა მგონი ძალიან რელევანტური იქნება. კარგად არის შესასწავლი, სულ ერთი ორი დღის ამბავია. მე პირადად ვიქნები ინიციატორი, რომ ნიღბებით გადაადგილება ქუჩაში იქნება აკრძალული. აქციებზეც ხომ ხედავთ რამხელა პრობლემა იქმნება - ქვებს ისვრიან, ვერ ვხვდებით ვინ არის, ან მიაგნებ, ან ვერა, ახლა ჟურნალისტს ვიღაც თავს დაესხა და ან მიაგნებ, ან ვერა. ეს არის ჩემი აზრი და ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილიც ამ აზრზე არიან. დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგები მხარს დამიჭერენ, უმრავლესობის წარმომადგენლები, რომ ნიღბით გადაადგილება აიკრძალოს. ამას სჭირდება საკანონმდებლო მხარდაჭერა, რომლის ინიციატორიც როგორც ერთი დეპუტატი ვიქნები. ჩვენს ოპონენტებსაც ვკითხოთ, ნიღბით რომ დარბოდნენ მავნებლები, ამაზე [ნიღბის აკრძალვაზე] იქნებიან თუ არა თანახმა“ , - აღნიშნა მდინარაძემ.
07 დეკემბერი 2024, 23:50
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე მომხდარ თავდასხმაზე: მაშინ, როცა პროცესები უნდა დაწყნარდეს და მიზანმიმართულად, პირდაპირ ეთერში უმძიმესი, უსასტიკესი დანაშაული ხდება - ასეთი დანაშაული ქვეყნის მტერს აწყობს!
ეს არის გაუგონარი ნაძირალობა და პროვოკაცია მაშინ, როცა პროცესები უნდა დაწყნარდეს და მიზანმიმართულად, პირდაპირ ეთერში უმძიმესი, უსასტიკესი დანაშაული ხდება, - ასე ეხმიანება "ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, "ტვ პირველის" ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორზე თავდასხმას.
07 დეკემბერი 2024, 23:49
პოლიტიკა
ბიძინა გიორგობიანი „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმაზე: იმედია, სამართალდამცავები დღესვე გაერკვევიან და საჩქაროდ დაადგენენ ამ ვანდალური აქტის ჩამდენ პირებს
იმედია, რომ სამართალდამცავები დღესვე გაერკვევიან და საჩქაროდ დაადგენენ ამ ვანდალური აქტის ჩამდენ პირებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბიძინა გიორგობიანმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმასთან დაკავშირებით.
07 დეკემბერი 2024, 23:45
პოლიტიკა
გია აბაშიძე: „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას პროვოკაციული ელფერი აქვს, დარწმუნებული ვარ, ეს არაა სამართალდამცველი სისტემიდან გაცემული ბრძანება - ღირსების საკითხია, რომ ეს ამორალური დანაშაული მყისიერად იყოს გამოძიებული
კონსერვატორიასთან „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას პროვოკაციული ელფერი აქვს, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არაა სამართალდამცველი სისტემიდან გაცემული ბრძანება, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.
07 დეკემბერი 2024, 23:41
სამართალი
კობა ხაბაზზე თავდასმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრ კობა ხაბაზზე თავდახმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
07 დეკემბერი 2024, 23:33
პოლიტიკა
თამთა მეგრელიშვილი „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმაზე: ის ვინც, ასე იქცევა მოქმედებს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რადგან მას სურს ქვეყანაში არეულობა და დაძაბულობა
ვგმობ ასეთ ქმედებას, ჩადენილს თუნდაც კანონიერების დაცვის მიზნით, ვფიქრობ ის ვინც ასე იქცევა მოქმედებს სახელმწიფოს წინააღმდეგ რადგან მას სურს ქვეყანაში არეულობა და დაძაბულობა, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ბესიკის ქუჩაზე „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე დაუდგენელი პირების მიერ თავდასხმის ფაქტზე.