http://imedi.ge/ /  02 ნოემბერი 2020, 17:42 / სანდო წყარო

NDI-ი საქართველოს საარჩევნო სისტემის გასაუმჯობესებლად 35 რეკომენდაციას გასცემს

NDI

„მისასალმებელია, რომ გლობალური პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეები საარჩევნო უბნებზე ხმის მისაცემად მაინც მივიდნენ“, - განაცხადა ნიუ ჯერსის ყოფილმა გუბერნატორმა და აშშ-ის გარემოსდაცვითი სააგენტოს ხელმძღვანელმა, კრისტინ ტოდ უიტმანმა, რომელიც NDI-ის დამკვირვებელთა ჯგუფის წევრი იყო. მის კომენტარს და ანგარიშს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი ავრცელებს.

მათი ცნობით, წინამდებარე ანალიზი ასევე ეყრდნობა NDI საქართველოს საარჩევნო მონიტორინგის (GEORGIA ELECTION WATCH) ანგარიშებს, რომელიც 19 აგვისტოს, 9 ოქტომბერს და 20 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

„პირველი ტურის შედეგების შეჯამებისა და 21 ნოემბერს დაგეგმილი მეორე ტურისთვის მზადების ფონზე, არჩევნების პროცესში გაჩენილი ეჭვების საპასუხოდ, ასევე საარჩევნო პროცესისა და საბოლოო შედეგების მიმართ საზოგადოების ნდობის გასაზრდელად, მთავრობის ლიდერებსა და საარჩევნო ადმინისტრაციას საგანგებო ნაბიჯების გადადგმა დასჭირდებათ“, - განაცხადა კრისტინ ტოდ უიტმანმა.

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI, ინსტიტუტი) მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით საარჩევნო ოქმებში არსებულმა სავარაუდო უზუსტობებმა, ფართოდ გავრცელებულმა ცნობებმა საარჩევნო უბნებზე ან მის გარეთ დამაშინებელი ქცევის შესახებ, შედეგების დაგვიანებულმა გამოქვეყნებამ და წინასაარჩევნო პერიოდში ძალაუფლების ბოროტად გამოყენების განცდამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ კანონმდებლობისა და ადმინისტრაციული პროცედურების გაუმჯობესების კუთხით მიღწეული წინსვლა გადაფარა.

არჩევნების დღეს სანდო სადამკვირვებლო ჯგუფები, სხვა საკითხებთან ერთად, საარჩევნო ოქმებში არსებულ უზუსტობებსა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევებზე საუბრობდნენ. მათ ყურადღება გაამახვილეს საარჩევნო უბნების გარეთ ფიზიკური დაპირისპირების, ჟურნალისტებისა და დამკვირველებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის, მოსყიდვის და გაყალბების სავარაუდო შემთხვევებზე, ასევე საარჩევნო უბნების გარეთ პარტიების კოორდინატორებისა და აქტვისტების ყოფნაზე, რაც მათი შეფასებით დამაშინებელ გარემოს ქმნიდა. კენჭისყრის დღის შემდეგ ოპოციზიის აქტივისტებმა მასშტაბური საპროტესტო აქციები წამოიწყეს, სადაც ხმის ხელახალ დათვლას, შედეგების გაუქმებასა და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვდნენ.

საკანონმდებლო ჩარჩომ არჩევნების ჩატარებისთვის მყარი საფუძველი შექმნა. 2020 წლის ივნისში გატარებულმა საკონსტიტუციო და სამართლებრივმა რეფორმებმა მონაწილეთა უფრო მეტ მრავალფეროვანებას შეუწყო ხელი. თუმცა ოპოზიციურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა უკმაყოფილება გამოთქვეს საარჩევნო კომისიის წევრების მიკერძოებულობის შესახებ და გასაჩივრების პროცესის მიმართ უნდობლობა გამოხატეს. კამპანიის დაფინანსების წესების შესახებ არსებული შენიშვნები კვლავ რელევანტურია.

საარჩევნო კამპანია ღია და პლურალისტური იყო. თუმცა, ამავე პერიოდში, ძალადობისა და დაშინების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ხშირად ისმოდა ბრალდებები სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენების შესახებ. ასევე მნიშვნელოვნად მაღალი იყო ამომრჩევლთა მოსყიდვის შესახებ გავრცელებული ცნობები. მედიის პოლარიზაციის გამო პარტიებს ტელევიზიებზე არათანაბარი წვდომა ჰქონდათ. მათი საარჩევნო მესიჯები ძირითადად ოპონენტების კრიტიკაზე იყო ორიენტირებული, ვიდრე პრობლემების გადაჭრის გზებზე.

საქართველომ პოლიტიკაში მეტი ინკლუზიურობისა და მრავალფეროვნების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. განსაკუთრებით აღსანიშნავია სავალდებულო გენდერული კვოტის მიღება. თუმცა, ამ პროგრესის მიუხედავად, ქალები, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები, შშმ პირები და ლგბტ+ თემის წევრები კვლავაც არ იქნებიან სათანადოდ წარმოდგენილნი ახალ პარლამენტში.

არჩევნების პოლარიზებულმა გაშუქებამ ამომრჩეველს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში შეუშალა ხელი.

ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და მუქარის შემცველი არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. კანდიდატებს შორის სატელევიზიო დებატები შეზღუდულად ტარდებოდა, რის გამოც ეს შესაძლებლობა ამომრჩევლების ინფორმირებისთვის სათანადოდ ვერ იქნა გამოყენებული. საინფორმაციო მანიპულაციები ფართოდ იყო გავრცელებული, განსაკუთრებით „ფეისბუქზე“, - აღნიშნულია ანგარიშში.

„შემდგომი რეფორმების გარეშე საკვანძო დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ მოსახლეობის ნდობის შემცირების ტენდენცია კვლავ გაგრძელდება“, - განაცხადა NDI-ის პრეზიდენტმა ელჩმა დერეკ მიტჩელმა.

მისივე თქმით, „მონაწილე მხარეებმა პოლიტიკური ნება უნდა გამოიჩინონ და საარჩევნო პროცესის სამართლიანობა პარტიულ ინტერესებზე მაღლა დააყენონ.”

NDI-ის ანგარიში საქართველოს საარჩევნო სისტემის გასაუმჯობესებლად რეკომენდაციებს გასცემს.

„მეორე ტურების წინ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებში მონაწილე მხარეებმა ყურადღება გაამახვილონ შემდეგზე: პასუხისმგებელმა მხარეებმა მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ, რათა საჩივრები სწრაფად და სათანადოდ იყოს განხილული, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ უბნებზე ხმების ხელახალი გადათვლა ან განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნა მოხდეს.

მათ, ასევე უნდა გამოიძიონ ძალადობისა თუ დაშინების ბრალდებები და თუ საჭირო გახდა, კანონის ფარგლებში პასუხისგებაში მისცენ შესაბამისი პირები. გადაწყვეტილების მიმღებმა მხარეებმა ყველა ზომას უნდა მიმართონ, რათა მომავალში მსგავსი პრაქტიკა არ განმეორდეს.

პარტიებმა და კანდიდატებმა საარჩევნო დარღვევების, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, ზეწოლისა და დაშინების შესახებ ბრალდებების გასამყარებლად სათანადო მტკიცებულებები უნდა წარმოადგინონ და ამ უზუსტობების აღმოსაფხვრელად არსებული ბერკეტები გამოიყენონ.

მონაწილე მხარეებმა პატივი უნდა სცენ და დაიცვან მიუკერძოებელი დამოუკიდებელი დამკვირვებლების უფლებები, რათა მათ საქმიანობა ზეწოლისა და დაშინების გარეშე გააგრძელონ.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა განამტკიცოს საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ პროცედურების ზედმიწევნით ზუსტად და თანმიმდევრულად აღსრულება, მათ შორის ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა: კომისიის წევრების პასუხისმგებლობების გადანაწილება, ხმის მიცემის ფარულობის უზრუნველყოფა, მარკირების პროცედურების აღსრულება და ოქმების შევსება.

მონაწილე მხარეებმა ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ, რათა განმუხტონ დაძაბულობა და ხელი შუწყონ მშვიდობიან გარემოს. პოლიტიკურმა ლიდერებმა და კანდიდატებმა საკუთარი საქმიანობა კვლავაც ქცევის კოდექსის მიხედვით უნდა წარმართონ.

ამომრჩეველებისთვის დაბალანსებული და სანდო ინფორმაციის მისაწოდებლად, პოლიტიკურმა პარტიებმა და კანდიდატებმა სხვადასხვა დებატებსა და პოლიტიკურ გადაცემებში უნდა მიიღონ მონაწილეობა და საზოგადოებას საკუთარი პროგრამები და გეგმები წარუდგინონ.

უმნიშვნელოვანესია, რომ არჩევნების მეორე ტურის წინ პარტიებმა და კანდიდატებმა ამომრჩეველთან კომუნიკაციის დროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ნორმები დაიცვან.

აღნიშნული საარჩევნო ანალიზი ეფუძნება ჩართულ მხარეებთან 22-31 ოქტომბერს ჩატარებულ ინტერვიუებს, დისტანციურად მყოფი გრძელვადიანი ანალიტიკოსების შეფასებებს, ინსტიტუტის მიერ საქართველოში საქმიანობის 25 წლის განმავლობაში დაგროვებულ გამოცდილებასა და ურთიერთობებს და სანდო, მიუკერძოებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიგნებებს, რომლებიც 31 ოქტომბრის არჩევნებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აკვირდებოდნენ“, - აღნიშნულია NDI-ის ანგარიშში.

საარჩევნო უბნებზე ხმების 100% დათვლილია. შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ - 48,15 %; „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 27,14%; „ევროპული საქართველო“ - 3.78%; „ლელო“ – 3,15%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, მათ ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ. საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლება და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო.

ოპოზიციის ნაწილი აქციებს აანონსებს. ისინი აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბებულია და ერთიან სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ. მათი ერთ-ერთი სცენარი არის ის, რომ ბოიკოტი გამოაცხადონ, უარი თქვან მანდატებზე და არ შევიდნენ პარლამენტში.

ყველა სიახლე

11 სექტემბერი 2026, 01:16

მსოფლიო

The New York Times: ევროპულმა ცენტრალურმა ბანკმა ხუთშაბათს საპროცენტო განაკვეთები ბოლო ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულამდე გაზარდა, რათა ახლო აღმოსავლეთში ომით გამოწვეული ინფლაცია შეაკავოს

ევროპულმა ცენტრალურმა ბანკმა ხუთშაბათს საპროცენტო განაკვეთები ბოლო ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულამდე გაზარდა, რათა ახლო აღმოსავლეთში ომით გამოწვეული ინფლაცია შეაკავოს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.

ტომაშ ფროელიხი

11 სექტემბერი 2026, 00:30

პოლიტიკა

ალტერნატივა გერმანიისთვის წევრი, ევროპარლამენტარი ტომაშ ფროელიხი: ყოველთვის, როდესაც პარტია უფრო და უფრო პოპულარული ხდება და იწყებს საკუთარი მოქალაქეების ინტერესების დაცვას, მას იარლიყს აკრავენ, როგორც პუტინის მარიონეტებს. ბრიუსელი ადანაშაულებდა „ქართულ ოცნებას“, რომ პრორუსული პარტიაა. სისულელეა. „ქართული ოცნება“, როგორც AfD ვიცავთ ჩვეულებრივი ხალხის ინტერესებს

ყოველთვის ერთი და იგივე ხდება. როდესაც პარტია უფრო და უფრო პოპულარული ხდება და იწყებს საკუთარი მოქალაქეების ინტერესების დაცვას, ამ პარტიას იარლიყს აკრავენ, როგორც პუტინის მარიონეტებს. იგივე ხდება საქართველოში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრმა, ევროპარლამენტარმა ტომაშ ფროელიხიმ.

11 სექტემბერი 2026, 00:26

მსოფლიო

კანადა უკრაინას მასშტაბურ თავდაცვით და ენერგეტიკულ პაკეტს გამოუყოფს

კანადა უკრაინას მასშტაბურ თავდაცვით და ენერგეტიკულ პაკეტს გამოუყოფს. კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამის შესახებ ალბერტას პროვინციის ქალაქ კალგარიში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

ტომაშ ფროელიხი

11 სექტემბერი 2026, 00:21

მსოფლიო

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი: თუ ეცდებიან აკრძალონ AfD -ი, ამით დასრულდება დემოკრატია. ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, რომელსაც 10 მილიონი ადამიანი უჭერს მხარს. ამ პარტიის დასასრული ნიშნავს დემოკრატიის დასასრულს

თუ ეცდებიან აკრძალონ AFD-ი, ამით დასრულდება დემოკრატია. ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, რომელსაც 10 მილიონი ადამიანი უჭერს მხარს. ამ პარტიის დასასრული, ნიშნავს დემოკრატიის დასასრულს, - განაცხადა ევროპარლამენტარმა, პოლიტიკური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრმა ტომაშ ფროელიხმა, გადაცემაში „იმედი LIVE“.

11 სექტემბერი 2026, 00:18

საზოგადოება

თამარ ჭოველიძის ქუჩიდან, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთზე, საავტომობილო მოძრაობა აღდგა

ამჟამად, ძირითადი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ტროტუარებზე მიმდინარეობს. ეწყობა გარე განათების ახალი ქსელი, რომლის დასრულების შემდეგაც, LED სანათები დამონტაჟდება. საფეხმავლო ტერიტორიაზე კი დაიგება ფილები და მოეწყობა ბორდიურები. პროექტის საბოლოო ეტაპზე, გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის ზედა ფენა, განხორციელდება შესაბამისი საგზაო მონიშვნები, დამონტაჟდება შუქნიშნები და შესრულდება გამწვანების სამუშაოები.

ტომაშ ფროელიხი

11 სექტემბერი 2026, 00:15

პოლიტიკა

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი, ევროპარლამენტარი ტომაშ ფროელიხი: ევროკავშირი მთელ მსოფლიოს უკითხავს ლექციებს და თქვენც გასწავლით ჭკუას. გული მტკივა ამაზე. ჩვენ ვუპირისპირდებით ევროპარლამენტს. საბოლოოდ უნდა გაიგონ, რომ ეს არ არის 91 წელი, როდესაც დასრულდა ცივი ომის ისტორია და დასავლეთმა დაიწყო მთელი მსოფლიოს დიქტატი

ევროკავშირი მთელს მსოფლიოს უკითხავს ლექციებს და თქვენც გასწავლით ჭკუას. გული მტკივა ამაზე. ჩვენ ვუპირისპირდებით ევროპარლამენტს. საბოლოოდ უნდა გაიგონ, რომ ეს არ არის 91 წელი, როდესაც დასრულდა ცივი ომის ისტორია და დასავლეთმა დაიწყო დიქტატი მთელი მსოფლიოსი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრმა, ევროპარლამენტარმა ტომაშ ფროელიხიმ.

11 სექტემბერი 2026, 00:15

პოლიტიკა

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი: ბრალდებები ჩვენს წინააღმდეგ არის სისულელე. ჩვენ არ ვართ პრორუსები და არც პროუკრაინულები, არც პროამერიკულები. ჩვენ ვართ პროგერმანულები. ვფიქრობთ, რომ იაფი ენერგეტიკა გვჭირდება, ამიტომ, ხანგრძლივი თვალსაზრისით, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება გვჭირდება

ბრალდებები ჩვენს წინააღმდეგ არის სისულელე. პრორუსებს გვეძახიან. ჩვენ არ ვართ პრორუსები და არც პროუკრაინულები, არც პროამერიკულები. ჩვენ ვართ პროგერმანულები. ვფიქრობთ, რომ იაფი ენერგეტიკა გვჭირდება, ამიტომ, ხანგრძლივი თვალსაზრისით, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება გვჭირდება, - განაცხადა ევროპარლამენტარმა, პოლიტიკური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრმა ტომაშ ფროელიხმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

ლევან მაჭავარიანი

10 სექტემბერი 2026, 23:42

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე: ეს ნაკლებად სავარაუდოა. ისინი ამ ტყვიას არ გაისვრიან ვინაიდან იციან, რომ ფუჭად გასროლილი ტყვია იქნება

ჩემი ვარაუდია, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა. ისინი ამ ტყვიას არ გაისვრიან ვინაიდან იციან, რომ ფუჭად გასროლილი ტყვია იქნება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით.

ლევან მაჭავარიანი

10 სექტემბერი 2026, 23:33

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: რაც ბატონმა ტრამპმა დახურა USAID-ი და NED-ი, ბრიუსელის ფონდების ამარა დარჩნენ, ერთმანეთის დაჭმაზე არიან, რომ გარე პატრონებს დაანახონ, ვინ უფრო „ამინდს ქმნის“ ოპოზიციურ ველზე

რაც ბატონმა ტრამპმა დახურა USAID-ი და NED-ი, ბრიუსელის ფონდების ამარა დარჩნენ, ერთმანეთის დაჭმაზე არიან, რომ გარე პატრონებს დაანახონ, ვინ უფრო „ამინდს ქმნის“ ოპოზიციურ ველზე, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

ლევან მაჭავარიანი

10 სექტემბერი 2026, 23:24

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ღარიბაშვილის წერილზე: თურმე ძალიან მსხვილი ე.წ. „ატკატები“ ტყდებოდა ბატონი ღარიბაშვილის კაბინეტში. იგი ელოდა ახალი ბრალის წარდგენას, მან წინასწარ იცოდა ბატონი ბურჭულაძის თანამშრომლობის შესახებ და ორი დღით ადრე იყო ის პირველი წერილი, როდესაც გამოუშვა და ეცადა სამართლებრივი საკითხი გადაეტანა პოლიტიკურ ჭრილში

ბატონი ღარიბაშვილის მხრიდან ორმაგად გულდასაწყვეტი იყო ეს ყველაფერი. ჩვენ ხომ ეს სერიალი ბევრჯერ გვინახავს?! გვარამიათი დაწყებული, მელიათი გაგრძელებული და გიგი უგულავათი დამთავრებული - ვის მიმართაც კონკრეტული ბრალი იყო წარდგენილი, აბსოლუტურად ყველა ხდებოდა შემდეგ პოლიტიკური დევნილი. შემდეგ ეს საქმეები წავიდა სტრასბურგის სასამართლოში და ასიდან ასივე შემთხვევაში, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ჩვენი მართლმსაჯულება მოქმედებდა ძალიან მაღალი სტანდარტით, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

ლევან მაჭავარიანი

10 სექტემბერი 2026, 23:16

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: გუნდისთვის თავდაპირველად, სერიოზული დარტყმა იყო, როდესაც ბატონმა ღარიბაშვილმა ბრალი აღიარა, ჩხრეკა ჩატარდა მის სახლში და ყველამ ვიხილეთ რაც ამოიღეს და რამდენ მილიონზეც იყო საუბარი. შემდეგ ამბობს, მე არაფერი ჩამიდენიაო

გუნდისთვის თავდაპირველად, სერიოზული დარტყმა იყო, როდესაც ბატონმა ღარიბაშვილმა ბრალი აღიარა, ჩხრეკა ჩატარდა მის სახლში და ყველამ ვიხილეთ რაც ამოიღეს და რამდენ მილიონზეც იყო საუბარი, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

ლევან მაჭავარიანი

10 სექტემბერი 2026, 23:13

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ბიძინა ივანიშვილის სახელით გავრცელებულ ყალბ განცხადებაზე: ეს მორიგი ტყუილია, რომელიც გამჟღავნდა ნახევარ საათში. ბატონ გახარიასთან დაკავშირებული გვერდია ეს. გახარიასგან მიჩვეულები ვართ ზოგადად თაღლითობას

ეს მორიგი ტყუილია, რომელიც გამჟღავნდა ნახევარ საათში. ბატონ გახარიასთან დაკავშირებული გვერდია ეს. გახარიასგან მიჩვეულები ვართ ზოგადად თაღლითობას - აღნიშნა გადაცემაში „იმედი LIVE,“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, გახარიას პარტიის მიერ ბიძინა ივანიშვილის სახელით გავრცელებულ ყალბ განცხადებაზე.

ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში

10 სექტემბერი 2026, 23:02

მსოფლიო

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი: თუ ბალტიის ქვეყნებზე თავდასხმა მოხდება, ვარშავამ ნატოს წესდების მე-5 მუხლის ამოქმედება უნდა მოითხოვოს

თუ ბალტიის ქვეყნებზე თავდასხმა მოხდება, ვარშავამ ნატოს წესდების მე-5 მუხლის ამოქმედება უნდა მოითხოვოს. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა.

10 სექტემბერი 2026, 22:36

მსოფლიო

Bloomberg: არქტიკაში მდებარე რუსეთის ობიექტებზე უკრაინის დარტყმებმა შეშფოთება გამოიწვია ევროპაში, რომელიც იამალის ნახევარკუნძულიდან დღემდე დიდი რაოდენობით თხევად ბუნებრივ გაზს იძენს

არქტიკაში მდებარე რუსულ გაზის ობიექტებზე უკრაინის უპრეცედენტო იერიშებმა რუსეთის ენერგოსექტორის ახალი სუსტი წერტილები და გლობალური გაზის ბაზრისთვის მოსალოდნელი საფრთხეები გამოკვეთა. ამის შესახებ Bloomberg-ი იუწყება.

დონალდ ტუსკი

10 სექტემბერი 2026, 21:57

მსოფლიო

დონალდ ტუსკი: პოლონეთი მოელის, რომ უახლოეს მომავალში რუსეთმა შესაძლოა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მდებარე გამშვებ პუნქტებზე მიიტანოს იერიში უკრაინის სავაჭრო ბლოკადის კამპანიის ფარგლებში

პოლონეთი მოელის, რომ უახლოეს მომავალში რუსეთმა შესაძლოა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მდებარე გამშვებ პუნქტებზე მიიტანოს იერიში უკრაინის სავაჭრო ბლოკადის კამპანიის ფარგლებში. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.

10 სექტემბერი 2026, 21:51

მსოფლიო

დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადზე რუსული ძალების მიერ განხორციელებული დრონებით თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 60-ზე მეტი დაშავდა

დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადზე რუსული ძალების მიერ განხორციელებული დრონებით თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 60-ზე მეტი დაშავდა. ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ განჟა იუწყება.

10 სექტემბერი 2026, 20:49

პოლიტიკა

განიხილავს თუ არა ბრიუსელი საქსონია-ანჰალტის ფედერალური მიწისთვის ევროკავშირის დაფინანსების გაყინვას. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უბიძგებს თუ არა გერმანიის ფედერალურ მიწაზე, საქსონია-ანჰალტში, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვება ევროკავშირის ხელმძღვანელობას სადამსჯელო ზომებისკენ.

10 სექტემბერი 2026, 20:44

საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო ,1886 საბავშვო ბაღს შეამოწმებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უსაფრთხო, ბალანსირებული და ჯანსაღი კვება საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის. სურსათის ეროვნული სააგენტო ბაღების მონიტორინგს აწარმოებს. შემოწმდება 1886 ბაღი, მათ შორის 241 კერძო ბაღია.

10 სექტემბერი 2026, 20:43

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში „ჩაქვისთავობის“ სახალხო დღესასწაულს დაესწრო

ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ზაალ მიქელაძე, ქობულეთის მერი ირაკლი ცეცხლაძე, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

10 სექტემბერი 2026, 20:40

პოლიტიკა

ყველა ყველას წინააღმდეგ - ოპოზიციაში მწვავე ურთიერთბრალდებები ახალ ძალებს იკრებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ყველა ყველას წინააღმდეგ - საჯარო სივრცეში დაწყებული დაპირისპირება სულ უფრო მწვავდება. ნიკა გვარამიას მიერ ყოფილი თანაპარტიელების თუ კოლეგების მისამართით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს, ადრესატების მხრიდან მკაცრი შეფასებები მოჰყვა.