მამუკა მდინარაძე: გაუგებარია რას აპროტესტებენ პარტიები, არჩევნების შედეგები კვლევებსა და ეგზიტპოლებს უმნიშვნელო ცდომილებით დაემთხვა
მამუკა მდინარაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში კვლევების, ეგზიტპოლების და პარალელური დათვლის შედეგები წარმოადგინა.
„ჩვენი ოპონენტები ცდილობენ განზრახ მცდარი ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას, ამიტომ საჭიროდ ჩავთვალეთ გაგვეკეთებინა ერთგვარი პრეზენტაცია საარჩევნო ეგზიტპოლების, პარალელური დათვლისა და ცესკოს ოფიციალური შედეგების, რომელიც საბოლოოდ დათვლილი არ არის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ტელეკომპანია „მთავარის“, „ფორმულას“ და „რუსთავი2“-ის კვლევები წარმოადგინა. მისი განცხადებით კვლევებს, პარალელური დათვლის შედეგებს, ეგზტპოლებსა და ცესკოს მონაცემებს შორის სხვაობა მინიმალურია.
„სულ ჩატარდა 4 კვლევა და ეგზიტპოლი. „მთავარმა არხის“ მიერ 18 ოქტომბერს ჩატარებული კვლევით, „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა 40,3%, შემდეგ 40%. ეგზიტპოლში მათ, თქვეს, რომ 41% აქვს „ქართულ ოცნებას“. პარალელური დათვლის შედეგად „სამართლიანმა არჩევნებმა“ თქვა რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს 45,8%. დღეს ცესკოს მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ აქვს 48,2%.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პირველ კვლევაში 31%, მეორე კვლევაში 33%, საბოლოო ეგზიტპოლში 33% და პარალელური დათვლით ეს იყო 26,4%; ამ წუთის ცესკოს მონაცემებით „ნაცმოძრაობას“ აქვს 27,18%.
„ევროპული საქართველო“ პირველი კვლევით 6,8%, შემდეგ 7%, საბოლოო ეგზიტპოლით 5%, პარალელური დათვლის შედეგად 3,7% და ცესკოს მონაცემებით 3,78%,
„სტრატეგია აღმაშენებელი“ 6,8% პირველი კვლევით, შემდეგ 7%, საბოლოო ეგზიტპოლში 3%, პარალელური დათვლის შედეგით 3% და ცესკოს შედეგებით 3,15%.
„ლელო“ - პირველი-მეორე კვლევით 4,5%,საბოლოო ეგზიტპოლში 4% და 3,1% პარალელური დათვლის შედეგად და ცესკოს შედეგებით 3,16%.
„გირჩი“ - 3,4%-2% პირველი ორი კვლევა, საბოლოო ეგზიტპოლით 3%, 2,8% პარალელური დათვლის შედეგად და ცესკოს მონაცემებით 2,89%.
„ელისაშვილი - მოქალაქეები“ - პირველი-ორი კვლევა 1%, საბოლოო ეგზიტპოლი 1%, 1,3% პარალელური დათვლის შედეგად, და 1,33% ცესკოს მონაცემებით.
„ლეიბორისტული პარტია“ - ორი კვლევის თანახმად - 2,6% და 2%. ასევე 2% საბოლოო ეგზიტპოლში და 1,1 % როგორც პარალელური დათვლის შედეგად ისე ოფიციალურ შედეგებში.
„ოპოზიციის წარმომადგენლები აპროტესტებენ იმას, რაც თავიანთი დაკვეთით შეასრულეს. ყველა პატარა პარტიამ, რომელმაც მიიღო 2%-3%-1%-იანი შედეგი, მეასედების სიზუსტით დაემთხვა, როგორც „ედისონ რისერჩის“ ისე „მთავარი არხის“, „რუსთავი2“-ის და „ფორმულას“ კვლევებს“, - განაცხადა მდინარაძემ.
ყველა სიახლე
08 ივნისი 2026, 08:41
პოლიტიკა
სტამბოლში დღეს საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივი შეხვედრა გაიმართება
სტამბოლში დღეს საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივი შეხვედრა გაიმართება. საგარეო უწყების ინფორმაციით, სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში ხელი მოეწერება საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებას - სტამბოლის დეკლარაციას.
08 ივნისი 2026, 08:33
მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი: დაინტერესებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის შერიგებით
დაინტერესებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის შერიგებით, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა. ამ კომენტარით მან უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას - როგორ შეიძლება არჩევნებმა გავლენა მოახდინოს საქართველო-ევროკავშირის, ასევე საქართველო-აშშ-ს შორის გაყინულ ურთიერთობებზე.
08 ივნისი 2026, 08:26
მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი: გაიმარჯვა პარტია „სამოქალაქო კონტრაქტმა“, პარტია მთავრობას დამოუკიდებლად ჩამოაყალიბებს
არჩევნების შედეგების მიხედვით, გაიმარჯვა პარტია „სამოქალაქო კონტრაქტმა, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა. მისივე თქმით, პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“ მთავრობას დამოუკიდებლად ჩამოაყალიბებს.
08 ივნისი 2026, 08:17
მსოფლიო
სომხეთის ცესკო-ს თანახმად, ამ დროის მონაცემებით, ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ ხმების 50.86% მოიპოვა
წინასწარი შედეგებით, სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს. ხმების 56%-ის დათვლის შედეგად, ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკურმა ძალამ ხმების 50.86% მოიპოვა. ხმათა 23.19%-ით პარტიების ბლოკი ძლიერი სომხეთი მეორე ადგილზეა.
08 ივნისი 2026, 08:07
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
8 ივნისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +30 და ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსი იქნება.
08 ივნისი 2026, 01:09
მსოფლიო
ტრამპი ირანს: საკმარისია. დაუბრუნდით მოლაპარაკებების მაგიდას
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებს.
08 ივნისი 2026, 00:00
საზოგადოება
დღეიდან პეტრე-პავლობის მარხვა დაიწყო
დღეიდან პეტრე-პავლობის მარხვა დაიწყო. წმინდა მოციქულთა მარხვა სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ იწყება და 12 ივლისს, პეტრე-პავლობის დღესასწაულზე მთავრდება. ეს მარხვა ოთხშაბათისა და პარასკვის გარდა, თევზით ხსნილია.
07 ივნისი 2026, 23:50
პოლიტიკა
პეტრე მამრაძე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროზე: დღემდე საიტზე ვერ გამოასწორეს ინფორმაცია საქართველოზე, ხარვეზი არისო. რომელ ქვეყანაში ხდება, რომ გადის თვეები და ხარვეზს ვერ ასწორებენ კომპიუტერულ სისტემაში
ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაში არსებითი წვლილის შეტანა შეუძლია ელჩს. თუ გამოგზავნიან ელჩს, რომელსაც პატივს სცემენ სტრუქტურაში - საგარეო საქმეთა სამინისტროში, ის ჩამოვა გაეცნობა ვითარებას და მიაწვდის სწორ ინფორმაციას, რომ არც ერთი მტკიცებულება 2024 წლის არჩევნების გაყალბებისა დღემდე არ არსებობს და ა.შ. თუ ელჩი ამ პოზიციაზე იქნება, არ არის ის ვითარება, რომ გაიწვიონ ის, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა პეტრე მამრაძემ კითხვის საპასუხოდ, არსებობს თუ არა ახალი ელჩის პირობებში საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობების გაუმჯობესების შესაძლებლობა.
07 ივნისი 2026, 23:43
პოლიტიკა
იან პრაუდი: საქართველოს ეკონომიკა ძალიან კარგად ვითარდება და ინარჩუნებს მდგრადი წინსვლის მაჩვენებლებს. ეს გახლავთ ხელისუფლების მიერ სამშვიდობო პოლიტიკის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანის შედეგი
საქართველოს ეკონომიკა ძალიან კარგად ვითარდება და ინარჩუნებს მდგრადი წინსვლის მაჩვენებლებს. ეს გახლავთ საქართველოს ხელისუფლების მიერ სამშვიდობო პოლიტიკის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანის შედეგი, - განუცხადა „იმედის კვირას“ საქართველოს გამოწვევებზე საუბრისას, ბრიტანელმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა იან პრაუდმა.
07 ივნისი 2026, 23:38
პოლიტიკა
პეტრე მამრაძე პეტერ ფიშერზე: არაერთხელ მომისმენია მოქალაქეებისგან, რატომ ითმენს ხელისუფლება ასეთ ელჩს და რატომ არ გააძევებს, ყველას ვუხსნიდი, რომ საქართველოს ეს სკანდალი არ უღირს. ხალხში არის მოლოდინი, რომ ეს ურთიერთობები გამოსწორდება
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრია, პეტრე მამრაძის განცხადებით, გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი საქართველოდან თავის ქვეყანაში აგზავნის ისეთ ინფორმაციას, რომელიც მოეწონებათ და ამდენად, საქართველოზე სიმართლის თქმით იგი განწყობას არავის გაუფუჭებს.
07 ივნისი 2026, 23:34
პოლიტიკა
მაიკლ ფონ დერ შულენბურგი: მცირე ზომის სახელმწიფოებს აქვთ ძალიან ბევრი შესაძლებლობა. თქვენ არ გაქვთ დიდი სახელმწიფოების მსგავსად დიდი სამხედრო რესურსი, ამიტომ გონიერებაა თქვენი იარაღი, დიპლომატია, კომპრომისი
მცირე ზომის სახელმწიფოებს აქვთ ძალიან ბევრი შესაძლებლობა. თქვენ არ გაქვთ დიდი სახელმწიფოების მსგავსად დიდი სამხედრო რესურსი, ამიტომ გონიერებაა თქვენი იარაღი, დიპლომატია, კომპრომისი, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ევროპარლამენტარმა მაიკლ ფონ დერ შულენბურგმა.
07 ივნისი 2026, 23:24
პოლიტიკა
პეტრე მამრაძე: პეტერ ფიშერი განსაკუთრებული შემთხვევაა და მახსოვს, როდესაც ჩამოვიდა ელჩად, ერთი თვე იქნებოდა გასული, როცა გერმანიის საელჩოდან მოდიოდა ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი არანაირად არ ჯდება დიპლომატის ჩარჩოებში. შემდეგ გაირკვა, რომ მამუკა ხაზარაძის სახლში ცხოვრობს, დადის მისი მანქანით და ფულს საერთოდ არ იხდის
ძალიან კარგად მახსოვს, გერმანელი ელჩები რომ ჩამოდიოდნენ 90-იანი წლებიდან, ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ ქართველების ტოლერანტობა არის სანიმუშო, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა პეტრე მამრაძემ.
07 ივნისი 2026, 23:23
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: გულწრფელად ვულოცავ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას, მოუთმენლად ველი ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას ულოცავს. საქართველოს მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ X-ზე მზადყოფნას გამოთქვამს მეგობრული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის.
07 ივნისი 2026, 23:22
პოლიტიკა
გეოპოლიტიკის მკვლევარი პასკალ ლოტაზი: ბოლო წლებია, ვხედავთ, თუ როგორი ზეწოლის ქვეშაა საქართველო ევროკავშირისა და ნატოს მხრიდან - გვაქვს ოფიციალური ზეწოლა, ასევე არაოფიციალურიც, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელით, რიგი ადამიანების განცხადებები. ზოგს ჰგონია, ეს შეთქმულების თეორიაა
საქართველოს უწევს დიდ გამოწვევებთან გამკლავება, ეს პრობლემები კი ყველა კუთხიდან მოდის, - განუცხადა „იმედის კვირას“ საქართველოს გამოწვევებზე საუბრისას კიოტოს უნივერსიტეტის პროფესორმა, გეოპოლიტიკის მკვლევარმა, პასკალ ლოტაზმა.
07 ივნისი 2026, 23:16
პოლიტიკა
გლენ დიზენი: მიმაჩნია, რომ საქართველომ სწორი არჩევანი გააკეთა, თბილისმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მართალია სურს ევროკავშირთან დაახლოება, მაგრამ არ სურს გახდეს ფრონტის ხაზი
მიმაჩნია, რომ საქართველომ სწორი არჩევანი გააკეთა, თბილისმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მართალია სურს ევროკავშირთან დაახლოება, მაგრამ არ სურს გახდეს ფრონტის ხაზი, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ სამხრეთ ნორვეგიის უნივერსიტეტის პროფესორმა და გეოპოლიტიკის მკვლევარმა გლენ დიზენმა.
07 ივნისი 2026, 23:07
სამართალი
თამთა ქიმბარიშვილი სიძულვილის ენასთან ბრძოლის სამმართველოს მუშაობაზე: როდესაც ჩვენ გამოვაქვეყნებთ ისეთ მასალას, რომელიც შეიცავს სავარაუდო სამართალდარღვევის ნიშნებს, დაიწყება ადმინისტრაციული წარმოება - მასალები შეიკვრება სამართალდარღვევის ოქმთან ერთად და საქართველოს კანონმდებლობით გადაეგზავნება საერთო სასამართლოებს
როდესაც ჩვენ გამოვაქვეყნებთ ისეთ მასალას, რომელიც შეიცავს სავარაუდო სამართალდარღვევის ნიშნებს, იმას ნიშნავს, რომ დაიწყება ადმინისტრაციული წარმოება, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსმა თამთა ქიმბარიშვილმა.
07 ივნისი 2026, 22:53
საზოგადოება
ვახტანგ ცაგარელი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე: უკვე მიმდინარეობს ზონირების და დამტკიცებული მასტერ გეგმის მიხედვით გაფართოება, რაც არის სტუდენტური საცხოვრებლები, აკადემიური და ადმინისტრაციული კორპუსები. მალე დასრულდება ცენტრალური ბიბლიოთეკა
უკვე მიმდინარეობს ზონირების და დამტკიცებული მასტერ გეგმის მიხედვით გაფართოება, რაც არის სტუდენტური საცხოვრებლები, აკადემიური და ადმინისტრაციული კორპუსები. მალე დასრულდება ცენტრალური ბიბლიოთეკა და შევა ექსპლუატაციაში ახალი შენობა, რომელიც იქნება შუქურა ჩვენი კამპუსის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი კვირა“ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა ვახტანგ ცაგარელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარებაზე საუბრისას.
07 ივნისი 2026, 22:40
საზოგადოება
საქართველოზე შეყვარებული შანხაი. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
ქართული სამზარეულო, ფოლკლორი და ქართული ღვინო ერთად სრულიად სხვა სამყაროსა და განზომილებას ქმნის. ასეთ გემოებს, საოცარ ცეკვას, მრავალხმიანობასა და ღვინის ნამდვილ არომატს ადამიანი მხოლოდ ქართულ სუფრასთან შეიგრძნობს.
07 ივნისი 2026, 22:24
საზოგადოება
ნიკოლოზ ჩხეტიანი: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაგრამ 100%-ით დაფინანსებული ბიძინა ივანიშვილის ოჯახისა და ფონდი „ქართუს” მიერ. ეს არის უნიკალური მდგომარეობა, სადაც ქველმოქმედმა, მეცენატმა დააფუძნა არა კერძო უნივერსიტეტი, არამედ დააფუძნა და აფინანსებს სახელმწიფო სასწავლებელს
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ფონდი „ქართუს“ უმნიშვნელოვანესი პროექტია - ბიძინა ივანიშვილის ოჯახისა და ფონდის საქველმოქმედო პროექტების, მათ შორის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ გადაცემაში „იმედის კვირა“ ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა ისაუბრა.
07 ივნისი 2026, 22:11
რეგიონი
მესტიის მერი: სახელმწიფო მივიდა იმ დონემდე, რომ მაინინგი უნდა ამოეღო. ვეთანხმები ამას იმიტომ, რომ ეს ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებას ძალიან უშლის ხელს. არის პერიოდი, მაგალითად ზამთარში, როდესაც უშუქოდ ვართ
1992 წლის შემდეგ დენის გადასახადს არ ვიხდით და თავის დროზე ამან გადაგვარჩინა. მაღალმთიანი რეგიონია მესტიის მუნიციპალიტეტი და იქიდან ხალხი არ დაცალა, მაგრამ 2016 წლიდან, როდესაც მაინინგი შემოვიდა, ნელ-ნელა დაიწყო მაინერების შემოტანა სვანეთში, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.


