IMEDI /  04 ნოემბერი 2020, 22:50 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: ხმების გადათვლა კიდევ ერთხელ დაადასტურებს იმას, რომ ოპოზიციის გზავნილები აბსოლუტური ფარსი იყო

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ხმების გადათვლა კიდევ ერთხელ დაადასტურებს იმას, რომ ოპოზიციის გზავნილები იყო აბსოლუტური ფარსი , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძე „ღია ეთერში განაცხადა.

საარჩევნო კოდექსის შესაბამისად წარიმართება ყველა პროცედურა, რომელიც ხმების გადათვლას უკავშირდება. ასევე შეგახსენებთ იმას, რომ არცერთ წინა არჩევნებზე ჩვენი 30 წლიანი ისტორიის მანძილზე, არ ხდებოდა ხმების გადათვლა საოლქო კომისიის დონეზე, როგორც წესი უბანზე ითვლება ხმები და ამ პროცედურას ესწრება კომისიის აბსოლუტურად ყველა წევრი და ოქმს ხელს აწერს ყველა, მათ შორის ოპოზიციის მიერ დანიშნული წევრებიც. ამ შემთხვევაში ეს პრეცედენტიც იქნა დაშვებული ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, კერძოდ, გადათვლა ხდება ოლქებში და ხედავთ, რომ აბსოლუტურად დესტრუქციულია ოპოზიციის ქმედებები. ამას აქვს ერთი მარტივი მიზეზი, მათ ჰქონდათ ყალბი მესიჯები არჩევნების მოპარვასთან და ა.შ. დაკავშირებით. თუმცა ყველამ კარგად დაინახა, რომ ეს იყო სრული ფარსი. ეს გადათვლა კიდევ ერთხელ დაადასტურებს იმას, რომ მათი გზავნილები იყო აბსოლუტური ფარსი. მაგალითად, თუ არ ვცდები საბურთალოს ოლქში, გადაითვალა ერთ-ერთი უბანი. ზუსტად დადასტურდა ის მონაცემები, რომლებიც თავის დროზე უბანზე გაფორმდა. შეგახსენებთ, რომ უბანზეც ეს მონაცემები გაფორმდა ოპოზიციონერი კომისიის წევრების თანამონაწილეობით. ყველაფერი დადასტურდა და ბუნებრივია, ასეთ დროს მძიმე რეპუტაციული ზიანი ადგება ოპოზიციას. როდესაც ისინი ამტკიცებდნენ, რომ იყო რაღაც გაყალბებები უბანზე და როდესაც გადათვლაც ადასტურებს იმას, რომ არაფერი გაფუჭებულა უბნის დონეზე ეს არის მათთვის რეპუტაციული ზიანის მომტანი. მარტივად, ხალხი ხედავს იმას, რომ ისინი იტყუებოდნენ და ეს ტყუილი კიდევ ერთხელ დადასტურდა ოლქის დონეზე. მათ არ აქვთ შუბლის ძარღვი და საუბრობენ აბსოლუტურად ყველაფერზე, მაგრამ საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს იმას, თუ ვინ არიან ეს ადამიანები, მაგალითად კრიმინალი ნიკანორ მელია, ცრუპენტელა ალეკო ელისაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი და ა.შ.“, - განაცხადა კობახიძემ.

ყველა სიახლე

ლევან ჟორჟოლიანი

15 ივნისი 2026, 13:45

პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯამში 330 ე.წ. მაინერი ამოიღო, მოვუწოდებთ მოსახლეობას, მაქსიმალურად ეთანამშრომლონ შსს-ს, რათა გამოვლენილი იქნას ელექტროენერგიით სარგებლობის უკანონო ფაქტები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯამში 330 ე.წ. მაინერი ამოიღო, ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად ამოღებული იქნას ყველა მაინერი, შესაბამისად, შემცირებული იქნას ელექტროენერგიის მოხმარება, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.

მარტა კოსი

15 ივნისი 2026, 13:42

მსოფლიო

მარტა კოსმა დაადასტურა, რომ ევროკავშირის ახალ წევრებს ვეტოს უფლება შეეზღუდებათ

ევროკავშირის ახალ წევრებს ვეტოს უფლება შეეზღუდებათ, - განცხადება ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ ჟურნალისტების კითხვის პასუხად გააკეთა.

კირ სტარმერი

15 ივნისი 2026, 13:40

მსოფლიო

კირ სტარმერმა ბრიტანეთში 16 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვა დააანონსა

მისი თქმით, ეს პლატფორმები ბავშვებს „საშიში კონტენტის ზემოქმედების ქვეშ აყენებს“ და „ისეა შექმნილი, რომ დამოკიდებულებას იწვევს“. მთავრობაში განმარტეს, რომ აკრძალვა შეეხება ისეთ პლატფორმებს, როგორიცაა Snapchat, TikTok, YouTube, Instagram, Facebook და X, მაგრამ არ შეეხება შეტყობინებების გაცვლის სერვისებს, მაგალითად, WhatsApp-ს.

შალვა პაპუაშვილი

15 ივნისი 2026, 13:29

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: დიპლომატების განათლებაში ინვესტირება მნიშვნელოვანია. ამიტომ, ვფიქრობ, რომ თანამშრომლობა პეკინის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტსა და დიპლომატიურ აკადემიას შორის, რომელიც მალე დაფუძნდება, ჩინური გამოცდილებიდან ბევრი რამის სწავლაში დაგვეხმარება

„ჩვენ ახლახან დავაანონსეთ დიპლომატიური აკადემიის შექმნა. ამ მხრივ, ჩინეთი კვლავაც კარგ მაგალითს გვაძლევს იმისა, თუ როგორ განათლებას იღებენ დიპლომატები და როგორ ამზადებენ მათ დიპლომატიური საქმიანობისთვის. ფაქტობრივად, დიპლომატები არიან ისინი, ვინც წარმოადგენენ ეროვნული ინტერესების დაცვის პირველ ხაზს. შესაბამისად, დიპლომატების განათლებაში ინვესტირება მნიშვნელოვანია. ამიტომ, ვფიქრობ, რომ თანამშრომლობა პეკინის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტსა და დიპლომატიურ აკადემიას შორის, რომელიც მალე დაფუძნდება, ჩინური გამოცდილებიდან ბევრი რამის სწავლაში დაგვეხმარება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

15 ივნისი 2026, 13:28

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან შეხვედრისას, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები განიხილა

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები და მათი შემდგომი განვითარების პერსპექტივები განიხილეს. საუბრისას მინისტრმა ხაზი გაუსვა სავაჭრო ბრუნვის მზარდ დინამიკას და აღნიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ამასთან, ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის მნიშვნელობაზე.

15 ივნისი 2026, 13:28

პოლიტიკა

აზერბაიჯანში, ქალაქ შუშაში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერის, ვარლამ ლიპარტელიანის მონაწილეობით პანელური დისკუსია გაიმართება

აზერბაიჯანში, ქალაქ შუშაში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერის, ვარლამ ლიპარტელიანის მონაწილეობით პანელური დისკუსია გაიმართება თემაზე - „პოსტკონფლიქტური რეკონსტრუქცია: თანამედროვე გამოწვევები ურბანულ დაგეგმარებაში“.

შალვა პაპუაშვილი

15 ივნისი 2026, 13:17

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩინეთის სამშვიდობო პოლიტიკა არის ის, რასაც სხვადასხვა გლობალური აქტორები, ვფიქრობ, სულ უფრო მეტ პატივს სცემენ

„ჩინეთი აჩვენებს, რომ მშვიდობიანი პოლიტიკით შესაძლებელია მიიზიდო, შესაძლებელია აჩვენო, რომ ქვეყანა ერთგულია არა მხოლოდ საკუთარი თავის განვითარების, არამედ მის გარშემო არსებული რეგიონისა და მთელი მსოფლიოს განვითარების. ეს იმიტომ, რომ ჩვენ ვართ იმ სამყაროს ნაწილი, სადაც თუ კონტინენტის ან დედამიწის ერთ მხარეს არის პრობლემა ან კონფლიქტი, ის საბოლოო ჯამში მეორე მხარეზეც აისახება. შესაბამისად, ჩინეთის სამშვიდობო პოლიტიკა - მოდით ასე ვუწოდოთ მას, არის ის, რასაც, ვფიქრობ, სულ უფრო მეტ პატივს სცემენ სხვადასხვა გლობალური აქტორები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

15 ივნისი 2026, 13:08

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: საქართველო პატარა ქვეყანაა. დიდწილად დამოკიდებული ვართ საერთაშორისო სამართალზე, იმაზე, რომ ყველა ქვეყანა პატივს სცემდეს საერთაშორისო სამართალს

„იცით, საქართველო პატარა ქვეყანაა - ვგულისხმობ საერთაშორისო მოვლენებზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობას. დიდწილად დამოკიდებული ვართ საერთაშორისო სამართალზე, იმაზე, რომ ყველა ქვეყანა პატივს სცემდეს საერთაშორისო სამართალს და ყველა ქვეყანა იზიარებდეს იმ საბაზისო პრინციპს, რომ ყველა დავა მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს“, - აღნიშნა მან.

15 ივნისი 2026, 13:06

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ ადვოკატის მიმართ დაცვის განხორციელებასთან დაკავშირებით, ჯგუფურად ჩადენილი მუქარისთვის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების, შენახვის და გასაღების ფაქტებზე ბრალდებულები დავით მიქაძე, დავით ჩუბინიძე და ლაშა მაისურაძე დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ადვოკატის მიმართ დაცვის განხორციელებასთან დაკავშირებით, ჯგუფურად ჩადენილი მუქარისთვის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების, შენახვის და გასაღების ფაქტებზე ბრალდებულები დავით მიქაძე, დავით ჩუბინიძე და ლაშა მაისურაძე დამნაშავედ ცნო.

შალვა პაპუაშვილი

15 ივნისი 2026, 12:58

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ვფიქრობ, ჩინეთსა და საქართველოს ბევრი საერთო აქვს მშვიდობიანი განვითარებისა და საერთაშორისო პოლიტიკაში მშვიდობიანი კურსის თვალსაზრისით

„ვფიქრობ, ორივე ქვეყანას - ჩინეთსა და საქართველოს, ბევრი საერთო აქვს მშვიდობიანი განვითარებისა და საერთაშორისო პოლიტიკაში მშვიდობიანი კურსის თვალსაზრისით. ასე რომ, ეს საერთო ფასეულობები, რომლებიც ამავდროულად ჩვენი თანამშრომლობის საერთო ინტერესსაც წარმოადგენს, არის სწორედ ის, რამაც ჩინეთამდე მიგვიყვანა. მიზანი კი ორ პარლამენტს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის გაძლიერებაა“, - განაცხადა მან.

შალვა პაპუაშვილი

15 ივნისი 2026, 12:49

მსოფლიო

შალვა პაპუაშვილი: საქართველოს ტრადიციულად ეკავა ევროპისა და აზიის დამაკავშირებლის როლი. ვხედავთ, რომ იმ ისტორიულ როლს მნიშვნელობა დღესაც აქვს. ამ თვალსაზრისით, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება, სადაც ვიმედოვნებთ, რომ ჩინეთთან უფრო ინტენსიური თანამშრომლობა გვექნება

„ვხედავთ, რომ იმ ისტორიულ როლს, რომელიც საქართველოს ყოველთვის ჰქონდა, მნიშვნელობა დღესაც აქვს. საქართველო და, ზოგადად, სამხრეთ კავკასია გვთავაზობს ყველაზე სწრაფ და იაფ გზას ევროპისა და აზიის დასაკავშირებლად, ჩინეთის ევროკავშირთან დასაკავშირებლად. სწორედ ამიტომ, ჩვენ თავს ამ ინიციატივის მხარდამჭერ ნაწილად განვიხილავთ. ამ თვალსაზრისით, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება, სადაც ვიმედოვნებთ, რომ ჩინეთთან უფრო ინტენსიური გაცვლა და თანამშრომლობა გვექნება; საქართველოში ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება საბოლოო ჯამში სარგებელს მოუტანს ყველა მონაწილეს, ვინც გამოიყენებს ე.წ. შუა დერეფანს ან კასპიის დერეფანს. სწორედ ამიტომ არის ამ იდეის ნაწილად ყოფნა ორმხრივად მომგებიანი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

15 ივნისი 2026, 12:13

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო 16-18 ივნისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება,ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

15 ივნისი 2026, 11:54

მსოფლიო

ბრაზილიაში გოგონა როუპ-ჯამპინგის დროს დაიღუპა - ინსტრუქტორებმა ის ისე გადააგდეს, რომ თოკის დამაგრება დაავიწყდათ

ადგილობრივი მედიის ცნობით, ინსტრუქტორებმა 21 წლის მარია ედუარდა როდრიგეს დე ფრეიტასი 40 მეტრის სიმაღლიდან ისე გადააგდეს, რომ დამცავი თოკი არ მიაბეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ აჰყავთ ატრაქციონის თანამშრომლებს გოგონა ხელში და უფსკრულში აგდებენ, მაშინ როდესაც თოკი იქვე, ახლოს დევს.

15 ივნისი 2026, 11:49

ეკონომიკა

საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დადებითი ტენდენცია კვლავ გრძელდება - იანვარ-მაისში ექსპორტმა 19.8%-იანი ზრდა აჩვენა

ქვეყნის საგარეო ვაჭრობაში დადებითი ტენდენცია კვლავ გრძელდება. 2026 წლის მაისში, წინასწარი მონაცემებით, ექსპორტი 15.3%-ით გაიზარდა და მაისის რეკორდული მოცულობა - 668.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. იანვარ-მაისში კი ექსპორტმა 19.8%-იანი ზრდა აჩვენა. მიმდინარე წლის ხუთ თვეში საქართველოდან, ჯამში, რეკორდული ღირებულების, 3,108.5 მლნ აშშ დოლარის პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა.

ემანუელ მაკრონი

15 ივნისი 2026, 11:26

მსოფლიო

ტრამპი მაკრონს ფრანგულ ღვინოზე 100%-იანი ტარიფის დაწესებით დაემუქრა

„წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა არჩევანი არ დამრჩება, გარდა იმისა, რომ 100%-იანი ტარიფი დავაწესო საფრანგეთიდან შემოსულ ყველა შამპანურსა და ღვინოზე. მათ მხოლოდ ამ გადასახადზე უარის თქმა სჭირდებათ და მაშინ მაკრონზე ასეთი ზეწოლა აღარ იქნება“, - განაცხადა ტრამპმა გაზეთ New York Post-თან ინტერვიუში.

15 ივნისი 2026, 11:15

მსოფლიო

საფრანგეთში „დიდი შვიდეულის“ სამიტისთვის უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს

საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის კანადის, გერმანიის, იტალიის, იაპონიისა და შეერთებული შტატების ლიდერების შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენელთა მონაწილეობით დღეს დაიწყება. სამიტის უსაფრთხოებას 800-ზე მეტი სამართალდამცველი უზრუნველყოფს.

თენგიზ შარმანაშვილი

15 ივნისი 2026, 11:13

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: საქართველო აგრძელებს ლიდერობას ნებისმიერი მიმართულებით. დემოკრატიის, მმართველობის, გამჭვირვალობის და ეკონომიკური განვითარების ინდექსით

საქართველო აგრძელებს ლიდერობას ნებისმიერი მიმართულებით. დემოკრატიის, მმართველობის, გამჭვირვალობის და ეკონომიკური განვითარების ინდექსით, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა.

15 ივნისი 2026, 11:09

საზოგადოება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მაისის თვეში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 642 ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით პერიოდში, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 642 ფაქტი გამოავლინეს.

15 ივნისი 2026, 11:06

რეგიონი

ნინო ლაცაბიძე: მთავარი, რაც დღეს ახალგაზრდებთან საუბარში იკვეთება, არის სურვილი, საკუთარი შესაძლებლობები, რუსთავს მოახმარონ

რუსთავის მერიაში სტუდენტური პროგრამის „მართე შენი ქალაქი“ ახალი - მეთორმეტე ეტაპი გაიხსნა. პროექტის მონაწილეებს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ახალგაზრდობის განათლებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელთან ანა ნელი ჩხარტიშვილთან ერთად შეხვდა.

15 ივნისი 2026, 11:05

მსოფლიო

აშშ-ში ავიაკატასტროფას 12 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში, მისურის შტატში თვითმფრინავი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფა ბატლერის აეროპორტთან მოხდა. ინციდენტის შედეგად ბორტზე მყოფი 11 პარაშუტისტი და პილოტი დაიღუპა.