06 ნოემბერი 2020, 16:45 / სანდო წყარო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „ICF საქართველოსთან“ ითანამშრომლებს

განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციას (ICF საქართველო) შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ და „ICF საქართველოს“ პრეზიდენტმა ეკატერინე ბაბუნაშვილმა მოაწერეს.

მემორანდუმის მიზანია, ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქოუჩინგის მეთოდოლოგიისა და ინსტრუმენტების დანერგვა საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით.

„ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში დაკომპლექტებული მხარდამჭერი ჯგუფები ინტენსიურად მუშაობენ სხვადასხვა საგნის პედაგოგებთან. სკოლებში შესვლამდე კოორდინატორებმა, საგნობრივმა, ტექნოლოგიების, ინკლუზიური განათლებისა და ლიდერობის ექსპერტებმა ინტენსიური მომზადების კურსი გაიარეს, რაშიც, აქტიურად იყო ჩართული „ICF საქართველო“, - აცხადებენ უწყებაში.

მემორანდუმის ფარგლებში, ასოციაციის ხელშეწყობით, პილოტირების რეჟიმში პროცესი კვლავ გაგრძელდება და მიღებული გამოცდილების საფუძველზე შემდგომი ნაბიჯები დაიგეგმება.

ყველა სიახლე

11 ოქტომბერი 2024, 09:46

საზოგადოება

ComCom-ის მხარდაჭერით საერთაშორისო კონფერენცია „ტელეკომუნიკაციები და უსაფრთხოება“ იმართება

კომუნიკაციების კომისიის მხარდაჭერით, თბილისში რიგით მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ტელეკომუნიკაციები და უსაფრთხოება“ იმართება, რომელიც ტელეკომუნიკაციებისა თუ კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, აკადემიური სექტორის წარმომადგენლებს, დარგის წამყვან მეცნიერებს, პროფესორებს, მკვლევრებსა და ექსპერტებს შორის ახალ იდეებსა თუ ინიციატივებზე მსჯელობასა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობას ემსახურება.

არჩილ გორდულაძე

11 ოქტომბერი 2024, 09:34

არჩევნები 2024

არჩილ გორდულაძე: არსებობს „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, რომელიც შედგება ოთხი პარტიისგან. ერთმანეთისგან განსხვავდებიან ლოგოებით, ფერებით, საარჩევნო ნომრებით და მეტი არაფრით

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომ სააკაშვილიც, გვარამიაც, ხაზარაძეც და გახარიაც ერთი ხელიდან მართული აგენტურაა, მმართველ გუნდში ეხმიანებიან.

რაინერ როთფუსი

11 ოქტომბერი 2024, 09:29

პოლიტიკა

გერმანელი დეპუტატი რაინერ როთფუსი: ქალბატონებო და ბატონებო, თქვენი „მზრუნველობა“ სინამდვილეში ევროკავშირის კანდიდატი საქართველოსთვის საფეთქელზე იარაღის მიბჯენაა

ქალბატონებო და ბატონებო, თქვენი მზრუნველობა სინამდვილეში ევროკავშირის კანდიდატი საქართველოსთვის საფეთქელზე იარაღის მიბჯენაა, - განაცხადა გერმანელმა დეპუტატმა, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წარმომადგენელმა, დოქტორმა რაინერ როთფუსმა ბუნდესტაგში, სადაც საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა.

ოლექსანდრ სირსკი

11 ოქტომბერი 2024, 09:22

მსოფლიო

სირსკი: რუსეთმა კურსკის ოლქში 50 ათასი სამხედრო გადაისროლა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა კურსკის ოლქში დაახლოებით 50 ათასი სამხედრო გადაისროლა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მისი თქმით, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ დამატებითი ძალების მობილიზება ფრონტის სხვადასხვა პოზიციებიდან მოახდინა. „ჩვენ ვიცით, რომ კურსკის მიმართულებაზე სხვადასხვა მიმართულებებიდან დაახლოებით 50 ათასი სამხედროა გადასროლილი“, - თქვა სირსკიმ. უკრაინელმა გენერალმა აგრეთვე აღნიშნა, რომ რუსული ჯარის კურსკში გადასროლის გამო რუსების პოზიციები შესუსტდა ზაპოროჟიეს, ხერსონისა და კრამატორსკის მონაკვეთებზე. „რა თქმა უნდა, ამ გარემოებამ ჩვენი თავდაცვითი ოპერაციების წარმოება შეამსუბუქა“, - თქვა სირსკიმ.

შტეფან კოტრე

11 ოქტომბერი 2024, 09:07

პოლიტიკა

გერმანელი დეპუტატი გამჭვირვალობის კანონზე: ამ კანონში არ არის არც ერთი მუხლი, რომელსაც ვერ ვნახავთ მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში, იაპონიაში ან ისრაელში

ევროკავშირის პროპაგანდისტები დისკრიმინაციას უკეთებენ გამჭვირვალობის კანონს, იმის მიუხედავად, რომ ეს კანონი სრულად ლეგიტიმური და ლეგალურია, - განაცხადა გერმანელმა დეპუტატმა, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წარმომადგენელმა შტეფენ კოტრემ ბუნდესტაგში, სადაც საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა.

შტეფან კოტრე

11 ოქტომბერი 2024, 09:00

პოლიტიკა

შტეფენ კოტრე: ბატონი როთი და სხვა უცხოელი აგენტები გამოვიდნენ დემონსტრაციაზე თბილისში და პროპაგანდას ავრცელებდნენ არჩეული მთავრობისა და პარლამენტის წინააღმდეგ. ამით მათ ხელი შეუწყვეს ქვეყნის შიდა დაყოფას და კონფლიქტს

ბატონი როთი და სხვა უცხოელი ევროკავშირის აგენტები გამოვიდნენ დემონსტრაციაზე თბილისში და პროპაგანდას ავრცელებდნენ არჩეული მთავრობისა და პარლამენტის წინააღმდეგ. ამით მათ ხელი შეუწყვეს ქვეყნის შიდა დაყოფას და კონფლიქტს, - განაცხადა გერმანელმა დეპუტატმა, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წარმომადგენელმა შტეფენ კოტრემ ბუნდესტაგში, სადაც საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა.

11 ოქტომბერი 2024, 09:00

მსოფლიო

Forbes: უკრაინული ჯარი კურსკში რუსების ჩასაფრებაში მოყვა

უკრაინული ჯარი რუსეთის კურსკის ოლქის სოფელ ვესიოლოეს სამხრეთით ჩასაფრებაში მოყვა და ძვირადღირებული ტექნიკა დაკარგა. ანალიტიკურ სტატიას Forbes-ი ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, უკრაინული ჯარი 20 სექტემბერს Marder-ის ტიპის გერმანული და CV90-ის ტიპის შვედური საბრძოლო მანქანებითა და Strv 122 ტანკებით ვესიოლოესა და გლუშკოვოს დამაკავშირებელ გზას დაადგა, სადაც რუსეთის არმიის 106-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიას გადაეყარა. ნაღმების, არტილერიის, ტანკსაწინააღმდეგო ჭურვებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსებმა 20 სექტემბერს უკრაინელების შეტევა უკუაგდეს.

ლევან მაჭავარიანი

11 ოქტომბერი 2024, 08:59

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ეს რეზოლუციები არის კიდევ ერთი მაგალითი გარე ჩარევების. მხოლოდ იმას ემსახურება, რომ რამენაირად გააცოცხლონ ის რადიკალური ოპოზიციური ძალები, რომელთაც პულსი არ ესინჯებათ

ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციას მმართველ გუნდში კიდევ ერთხელ აფასებენ.

მერლე შპელერბერგი

11 ოქტომბერი 2024, 08:51

პოლიტიკა

გერმანელი დეპუტატი მერლე შპელერბერგი: „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ანტი LGBT კანონი, რომელიც სექსუალური უმცირესობების უფლებებს მასობრივად ზღუდავს. ეს არის მიუღებელი

რამდენიმე კვირის წინ საქართველოს მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ანტი LGBT კანონი, რომელიც სექსუალური უმცირესობების უფლებებს მასობრივად ზღუდავს. ეს არის მიუღებელი, - განაცხადა გერმანელმა დეპუტატმა „მწვანეთა პარტიიდან“ მერლე შპელერბერგმა ბუნდესტაგში, სადაც საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა. მისი თქმით, არჩევნები საქართველოსთვის გადამწყვეტი მომენტია ამ ყველაფრისთვის წინააღმდეგობის გასაწევად.

11 ოქტომბერი 2024, 08:18

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

11 ოქტომბერს ქუთაისში +30 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ოზურგეთში უნალექო ამინდია ნავარაუდევი. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18. ბათუმში დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

11 ოქტომბერი 2024, 08:00

პოლიტიკა

გერმანიის ბუნდესტაგმა მიიღო რეზოლუცია, სადაც გაკრიტიკებულია „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონები

გერმანიის ბუნდესტაგში საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ განხილვა გაიმართა. „საქართველოს ევროპული მომავლისთვის“ - ასე ჰქვია გერმანიის მმართველი კოალიციის მიერ ბუნდესტაგში 10 ოქტომბერს მიღებულ რეზოლუციას.

ირაკლი კობახიძე

11 ოქტომბერი 2024, 08:00

პოლიტიკა

პრემიერი გახარიაზე: მოქმედებდა, როგორც უცხოელი აგენტი და მიზანმიმართულად აკეთებდა ყველაფერს, რომ ერთმანეთთან დაეპირისპირებინა სახელმწიფო ინსტიტუტები და ადამიანები, განსაკუთრებით სამართალდამცავი უწყებები და ადამიანები

გახარიას არ ჰქონდა წინა ხელისუფლებასთან არც პირდაპირი, არც ირიბი კავშირი, არც საქართველოში არ ცხოვრობდა თავის დროზე, მაგრამ მას აქვს უკვე მჭიდრო კავშირი ახლა ამ რეჟიმის წარმომადგენლებთან, რადიკალურ ოპოზიციასთან, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში”.

11 ოქტომბერი 2024, 03:38

მსოფლიო

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო: ბეირუთის ცენტრში ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ბეირუთის ცენტრში ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა.

ვოლოდიმირ ზელენსკი ჯორჯია მელონი

11 ოქტომბერი 2024, 03:27

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა იტალიის პრემიერს გამარჯვების გეგმა წარუდგინა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რომში იტალიის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს, ჯორჯია მელონის შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

11 ოქტომბერი 2024, 03:19

მსოფლიო

ერდოღანი: გენოციდი, რომელიც ღაზაში ერთი წელია მიმდინარეობს, მთელი კაცობრიობის საერთო სირცხვილია

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ გენოციდი, რომელიც ღაზაში ერთი წელია მიმდინარეობს, მთელი კაცობრიობის საერთო სირცხვილია.

ჟან-პიერ ლაკრუა

11 ოქტომბერი 2024, 03:06

მსოფლიო

გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე: ლიბანში მშვიდობისმყოფელების უსაფრთხოება სულ უფრო და უფრო საფრთხის ქვეშ დგება

სამშვიდობო ოპერაციების საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ, ჟან-პიერ ლაკრუამ განაცხადა, რომ ლიბანში მშვიდობისმყოფელების უსაფრთხოება სულ უფრო და უფრო საფრთხის ქვეშ დგება.

ლაშა კასრაძე

11 ოქტომბერი 2024, 00:49

პოლიტიკა

ლაშა კასრაძე: ჩვენი ამოცანაა, ზუსტი და დახვეწილი დიპლომატია ვაწარმოოთ ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან და პრაგმატული პოლიტიკა მოსკოვთან არ გადაიქცეს რადიკალიზაციად, რომელმაც 2008 წლამდე მიგვიყვანა

„გეოპოლიტიკას, საერთაშორისო სისტემას, საერთაშორისო ურთიერთობებს არ აინტერესებთ ემოცია, არ აინტერესებთ სიმპათია, აქ არის მწარე გათვლები და ეს მწარე გათვლები გამომდინარეობს კრიტიკული სახელმწიფო ინტერესების საფუძველზე. ამას აკეთებს რუსეთი, ამას აკეთებს აშშ. ვხედავთ, რომ აშშ მსოფლიოში უშიშროების პოლიტიკას ავრცელებს. აქ ჩვენ უნდა შევხედოთ ძალიან ფარისევლურ პოლიტიკას. ეს უნდა მივიღოთ, რადგან დიდ სახელმწიფოებებს შორის ფარისევლობა ეს არის საერთაშორისო სისტემაში დღის წესრიგი. ჩვენი ამოცანაა, რომ ამაში არ გავეხვიოთ“, - აღნიშნა ანალიტიკოსმა.

11 ოქტომბერი 2024, 00:32

არჩევნები 2024

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის მთავარი ყურადღების საგანი არის არჩევნების შემდეგი დღე და არა არჩევნების დღე, თუმცა აქაც მათ არავითარი რესურსი არ აქვთ, რევოლუციის მოწყობის ნებისმიერ მცდელობას დაუპირისპირდება სახელმწიფოს სიმტკიცე

ოპოზიციის მთავარი ყურადღების საგანი არის არჩევნების შემდეგი დღე და არა არჩევნების დღე, თუმცა აქაც მათ არავითარი რესურსი არ აქვთ, სამართალდამცველი სტრუქტურები არის ძლიერი და ნებისმიერ მცდელობას, რომ პარლამენტში შეიჭრან, სხვა ინსტიტუტებში შეიჭრან, რევოლუცია მოაწყონ, დაუპირისპირდება სახელმწიფოს სიმტკიცე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “თავისუფალ სივრცეში”.

11 ოქტომბერი 2024, 00:29

არჩევნები 2024

ირაკლი კობახიძე: არსებული ტენდენციიდან გამომდინარე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2030 წლისთვის სიღარიბე უნდა აღმოიფხვრას ჩვენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, პოლიტიკური სტაბილურობა ამ კუთხით იქნება ძალიან მნიშვნელოვანი

წარმოდგენილი საარჩევნო პროგრამის თანახმად, ჩვენ შეგვიძლია 4%-მდე შევამციროთ სიღარიბის დონე ჩვენს ქვეყანაში. 2012 წელს ეს მაჩვენებელი იყო 30%, 1 120 000 ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “თავისუფალ სივრცეში”.

ლაშა კასრაძე

11 ოქტომბერი 2024, 00:28

პოლიტიკა

ლაშა კასრაძე: რუსეთის ფედერაცია რჩება რუსეთის ფედერაციად, ის არის კოჭლი, ყოფილი დიდი ძალაუფლება და მას თავისი ამბიციები გააჩნია

2008 წლის აპრილში მიცემული დაპირება უკრაინასა და საქართველოსთვის ნატოში გაწევრებაზე პირდაპირ მიუთითებს იმას, რომ პატარა სახელმწიფოებს რას შეჰპირდნენ, ან ჩვენ არ გვინდოდა. გვეგონა ერთი რამ და აღმოჩნდა მეორე, - განაცხადა „იმედი LIVE“-ში აშშ-დან ჩართვისას საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსმა, ლაშა კასრაძემ.