აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობა: საქართველომ დასაქმებულთა უფლებების დაცვა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა
ფოტო: shutterstock.com
საქართველომ ბოლო წლებში შრომის კანონმდებლობის რეფორმირებისა და აღსრულების გაძლიერების მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. 2020 წლის 30 ოქტომბერს აშშ სავაჭრო წარმომადგენლობის ოფისის (USTR) მიერ მომზადებული წლის შემაჯამებელი ანგარიშის თანახმად, საქართველომ დასაქმებულთა უფლებების დაცვის გაუმჯობესების კუთხით გაწეული საქმიანობის შედეგად აშშ-სთან არსებული ვაჭრობის პრეფერენციული რეჟიმი შეინარჩუნა.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, საქართველოსთვის GSP რეჟიმის შეჩერების შესახებ ამერიკის სავაჭრო წარმომადგენლობას აშშ – ის პროფკავშირებმა პეტიციით 2010 წელს მიმართა. პეტიციის მომზადების მიზეზი საქართველოში მოქმედი შრომის კანონმდებლობა გახდა, რომელიც, პეტიციის თანახმად, საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამებოდა. აშშ - სთან სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებამ ამერიკის მხარესა და პროფილურ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით 2012 წლიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა საქართველოს შრომის კანონმდებლობის საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებთან შესაბამისობის მიმართულებით. აღნიშნული წარმატებული თანამშრომლობის შედეგია აშშ - ის სავაჭრო წარმომადგენლობის ოფისის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსთვის დასაქმებულთა უფლებების GSP სტანდარტების შესაბამისობასთან რევიზიის დახურვის შესახებ.
აშშ - საქართველოს ურთიერთობების ეკონომიკური და გეოსტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამერიკასთან ვაჭრობის განვითარება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას უწყობს ხელს. საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას სახელზე გაგზავნილ წერილში აშშ სავაჭრო წარმომადგენელი რობერტ ლაითჰაიზერი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აშშ მიესალმება შრომის კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესში საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას და მიღწეულ წარმატებას. ის ასევე აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან ახალი ვალდებულებების ეფექტურად განხორციელების პროცესში.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული სამუშაო და მიღებული შედეგი იძლევა დამაჯერებელი ვარაუდის საფუძველს, რომ ეს არის ძალიან კარგი წინაპირობა იმისათვის, რომ საქართველომ არა მარტო შეინარჩუნოს სავაჭრო პრეფერენციათა განზოგადებული სისტემით მოსარგებლე ქვეყნის სტატუსი, არამედ დაიწყოს ახალი ეტაპი აშშ-სთან სავაჭრო ურთიერთობების განვითარების კუთხით.
აშშ სავაჭრო წარმომადგენლობის ოფისის მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, ზოგ ქვეყანას შეუჩერდა სავაჭრო პრეფერენციები, ზოგი ქვეყნისთვის დაიწყო GSP ბენეფიციარი ქვეყნის დასაშვებობის ახალი სამწლიანი შეფასების პროცესი. ანგარიშში დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ 2020 წლის სექტემბერში შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანა, რომელთა თანახმადაც შრომის ინსპექციას დაუგეგმავი ინსპექტირების განხორციელების უფლება მიეცა და ასევე მისი მანდატი გავრცელდა საერთაშორისოდ აღიარებული შრომის უფლებების დაცვაზე ეკონომიკის ყველა სექტორში.
აღსანიშნავია, რომ საქართველო 2001 წლიდან სარგებლობს აშშ-ს პრეფერენციათა განზოგადებული სისტემით - GSP (Generalized System of Preferences), რომელიც აშშ-ს უდიდესი და უძველესი სავაჭრო პრეფერენციათა პროგრამაა. GSP შექმნილია ეკონომიკური განვითარების ხელშესაწყობად, რაც 119 ბენეფიციარ ქვეყნას და ტერიტორიას შესაძლებლობას აძლევს განახორციელოს 3500 დასახელების საქონლის ექსპორტი აშშ-ში ნულოვანი ან შემცირებული საბაჟო განაკვეთით. GSP რეჟიმი მუდმივმოქმედი არ არის და პერიოდულად გადახედვას ექვემდებარება. ამ პრეფერენციების შესანარჩუნებლად, ბენეფიციარი ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს/შეესაბამებოდეს დადგენილ კრიტერიუმებს. აშშ-სთან GSP-ით სარგებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია შრომითი უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტების სამართლებრივი და ინსტიტუციური გარანტიების არსებობა ქვეყანაში.
ყველა სიახლე
27 აგვისტო 2026, 14:04
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო თანამდებობა, პოლიტიკაც
„მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თანამდებობა, პოლიტიკაც. ბევრი საუბარი რომ არ გავაგრძელო, ჩემთვის ეს ათი წელი იყო შრომის, სამშობლოს ერთგულების და მეგობრებთან ერთად, დიდი საქვეყნო საქმის კეთების ათი წელი“, - აღნიშნა მდინარაძემ.
27 აგვისტო 2026, 13:53
მსოფლიო
CNN: აშშ ახლო აღმოსავლეთში ავიამზიდ USS Theodore Roosevelt-ს გააგზავნის
აშშ-ის ავიამზიდი USS Theodore Roosevelt და მისი დაახლოებით 5 000-კაციანი ეკიპაჟი უახლოეს კვირებში ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 13:39
მსოფლიო
კირილ ბუდანოვის განცხადებით, სექტემბერში შესაძლოა რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართოს, რომელშიც ამერიკული მხარეც მიიღებს მონაწილეობას
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ სექტემბერში შესაძლოა უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა გაიმართოს.
27 აგვისტო 2026, 13:26
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ჩვენ კარგად გვახსოვს ის ყალბი ემოცია, რომელიც გააჩნდა მეხუთე კოლონას საქართველოში - ეს არის ე.წ სამოქალაქო სექტორის დიდი ნაწილი, მდიდარი NGO-ები, ესენი არიან რადიკალური აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლები
ჩვენ კარგად გვახსოვს ის ყალბი ემოცია, რომელიც გააჩნდა მეხუთე კოლონას საქართველოში, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ლევან მაჭავარიანის წერილზე საუბრისას.
27 აგვისტო 2026, 13:04
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი: გარე პატრონებისგან მართული აგენტურა მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობდა. გიგაურების, ლომჯარიების, გვარამიების კამპანია რას ემსახურებოდა? უნდა აგვემართა ხელი ჩვენს მოძმე ოსებსა და აფხაზებზე. ეს იყო მათი ნარატივი, გარედან მიღებული დავალება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სოსიაშვილი ლევან მაჭავარიანის განცხადებას ეხმაურება, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აქტივისტებს ეხება.
27 აგვისტო 2026, 13:00
პოლიტიკა
თამარ ჩერგოლეიშვილი დავით ზურაბიშვილზე: ამ ჭორიკანა ცილისმწამებელ ცვედანთან ბიძინაც მართალია და მიშაც - გავლენა მაქვს ყოველთვის და ყველგან, საბავშვო ბაღიდან მოყოლებული - ზურაბიშვილად არ დავბადებულვარ და იმიტომ
„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, დავით ზურაბიშვილის მიერ დაწერილ კომენტარს ეხმიანება, რომლის თანხმად, „არაფორმალურ დონეზე მისი ძალაუფლება იყო გაცილებით მეტი, ვიდრე მინისტრთა კაბინეტის აბსოლუტური უმრავლესობის. ახლა აბოლებს ახალგაზრდებს, თითქოს ერთი ფრილანსერი იდეალისტი იყო წარსულში“.
27 აგვისტო 2026, 12:50
პოლიტიკა
დავით ზურაბიშვილი: არაფორმალურ დონეზე ჩერგოლეიშვილის ძალაუფლება იყო გაცილებით მეტი, ვიდრე მინისტრთა კაბინეტის აბსოლუტური უმრავლესობის. ხანდახან თვითონაც წამოსცდება ხოლმე უნებურად, იტყვის: „შევედი მიშასთან და ვუთხარი“ ან „გიგის დავურეკე და გამოვართვი ავტობუსები“. ახლა აბოლებს ახალგაზრდებს, თითქოს ერთი ფრილანსერი იდეალისტი იყო წარსულში
„არაფორმალურ დონეზე მისი ძალაუფლება იყო გაცილებით მეტი, ვიდრე მინისტრთა კაბინეტის აბსოლუტური უმრავლესობის. ხანდახან თვითონაც წამოსცდება ხოლმე უნებურად, ვთქვათ იტყვის: „შევედი მიშასთან და ვუთხარი“ (ამ დროს „მიშასთან შესვლა“ ბარე ორ მინისტრს ან დეპუტატს არ შეეძლო წინასწარი შეთანხმების გარეშე), ან „გიგის დავურეკე და გამოვართვი ავტობუსები“, (გეცადათ აბა თბილისის მერისთვის ტრანსპორტის გამორთმევა) და ა. შ. თამარა იყო მმართველი ძალის ერთ-ერთი ტოპ-ფიგურა და არა უბრალოდ პროსახელისუფლო ჟურნალისტი ან აქტივისტი. სხვათა შორის, ბოკერიას ცოლობა აქ არაფერ შუაშია. მიშას მასზე ყოველთვის ძალიან მაღალი წარმოდგენა ჰქონდა. ეს ახლა აბოლებს ახალგაზრდებს, თითქოს ერთი ფრილანსერი იდეალისტი იყო წარსულში“, - წერს დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
27 აგვისტო 2026, 12:48
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: თევზის იმპორტის ზრდის ფონზე სახელმწიფო ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას აძლიერებს
აკვაკულტურის განვითარების მიზნით, სახელმწიფო ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას ახორციელებს. აგროთანადაფინანსების ახალი პროგრამა ითვალისწინებს როგორც არსებული მტკნარი წყლის აკვაკულტურისა და მარიკულტურის მეურნეობების გაფართოებისა და მოდერნიზების, ისე ახალი მეურნეობების მოწყობის თანადაფინანსებას, - აღნიშნულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
27 აგვისტო 2026, 12:43
მსოფლიო
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელთან შეხვედრა დაადასტურა
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა სერგეი ნარიშკინმა დაადასტურა, რომ მოსკოვში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის (CIA) უფროსს ჯონ რეტკლიფს შეხვდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 12:32
მსოფლიო
მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის საჰაერო სივრცე ხუთმა რუსულმა დრონმა დაარღვია
მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელ X-ში განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც გვიან ღამით უკრაინაზე იერიშის დროს ხუთმა რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია.
27 აგვისტო 2026, 12:18
რეგიონი
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამეთაურო-საშტაბო სწავლება გაიმართა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამდღიანი სწავლების ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის, მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის პროცედურების, სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობისა და საგანგებო სიტუაციების მართვაში ეროვნული გვარდიის როლის საკითხები.
27 აგვისტო 2026, 12:06
საზოგადოება
მოდულური სასკოლო დროებითი ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება
სამინისტროს ინფორმაციით, მოდულების შესყიდვის მიზნით ფონდმა ტენდერი უკვე გამოაცხადა. მოდულური დროებითი სასკოლო ინფრასტრუქტურის შეძენის გადაწყვეტილება ინფრასტრუქტურისა და განათლების სამინისტროებმა ერთობლივად მიიღეს. ინიციატივის მიზანია, ახალი სკოლების მშენებლობისა და არსებული სკოლების რეაბილიტაციის პერიოდში მოსწავლეებისთვის დროულად შეიქმნას უსაფრთხო, სრულად აღჭურვილი და სასწავლო პროცესისთვის შესაბამისი დროებითი სივრცეები, რათა სამშენებლო სამუშაოების გამო არ შეფერხდეს სასწავლო პროცესი და მაქსიმალურად შემცირდეს მოსწავლეების სხვა სკოლებში გადაყვანის საჭიროება.
27 აგვისტო 2026, 11:54
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა ონტარიოს ტბას ამერიკის ტბა დაარქვა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ პლატფორმა TikTok-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც აცხადებს, რომ ამერიკა-კანადის საზღვარზე მდებარე ონტარიოს ტბას დღეიდან ამერიკის ტბა ეწოდება.
27 აგვისტო 2026, 11:51
საზოგადოება
ComCom-მა AI-ის ეფექტიანი გამოყენების შესახებ დამატებით 60 მოსწავლე დაატრენინგა
კომუნიკაციების კომისიამ სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტოს „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, საზაფხულო ბანაკის მონაწილე მაღალი კლასის 60 მოსწავლეს თემაზე: „ხელოვნური ინტელექტის ეფექტიანი გამოყენება“ ტრენინგი ჩაუტარა. ტრენინგს, რომელიც ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში ჩატარდა, კომუნიკაციების კომისიის „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ტრენერები, ნინო გვაგვალია და სალომე გუგუჩია წარუძღვნენ, - ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 11:49
კულტურა
„ღამის სერენადების“ ბათუმის კონცერტები ტრიუმფით დასრულდა
ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ ბათუმში დასრულდა.
27 აგვისტო 2026, 11:49
საზოგადოება
ლევან ზაუტაშვილი: მცხეთა-მთიანეთის ოთხივე მუნიციპალიტეტში და ასევე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ცხადდება ვაკანსიები, ჩატარდება კონკურსი, სადაც ახალგაზრდებს შეეძლებათ, მიიღონ მონაწილეობა ღია კონკურსის წესით და თავი გამოცადონ
ოთხივე მუნიციპალიტეტში და ასევე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ცხადდება ვაკანსიები, ჩატარდება კონკურსი, სადაც ახალგაზრდებს შეეძლებათ მიიღონ მონაწილეობა ღია კონკურსის წესით და თავი გამოცადონ, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ლევან ზაუტაშვილმა პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის შესახებ საუბრისას.
27 აგვისტო 2026, 11:47
საზოგადოება
გივი მიქანაძე ლანჯოუს უნივერსიტეტისა და კონფუცის ინსტიტუტის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ლანჯოუს უნივერსიტეტისა და კონფუცის ინსტიტუტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 11:42
ტაბლოიდი
ესპანეთში პომიდვრის ტრადიციული ფესტივალი გაიმართა🍅
ფესტივალში მონაწილეობა ათობით ათასმა ადამიანმა მიიღო. ისინი ქალაქის ქუჩებში გავიდნენ და საათზე ნაკლებ დროში ერთმანეთს 165 ტონაზე მეტი გადამწიფებულ პომიდორი ესროლეს.
27 აგვისტო 2026, 11:41
პოლიტიკა
ილია ჯალაღონია: ქვემო ქართლის მხარეში საჯარო დაწესებულებებმა 121 ვაკანსიაზე გამოაცხადეს სტაჟირების კონკურსი, რაც შესაძლებლობას მისცემს ახალგაზრდებს, თავიანთი ძალები მოსინჯონ საჯარო სექტორში
ქვემო ქართლის მხარეში საჯარო დაწესებულებებმა 121 ვაკანსიაზე გამოაცხადეს სტაჟირების კონკურსი, რაც შესაძლებლობას მისცემს ახალგაზრდებს თავიანთი ძალები მოსინჯონ საჯარო სექტორში, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლში ილია ჯალაღონიამ.
27 აგვისტო 2026, 11:39
მსოფლიო
აშშ-ის განცხადებით, ჩინელმა ჰაკერებმა იუსტიციის დეპარტამენტის, NASA-ს, ფედერალური რეზერვისა და სენატის სისტემებში შეაღწიეს
აშშ-ის ხელისუფლება აცხადებს, რომ ჩინეთთან დაკავშირებული ჰაკერული ოპერაცია აღკვეთა, რომლის ფარგლებშიც თავდამსხმელები შეეცადნენ ან მართლა შეაღწიეს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის, NASA-ს, ფედერალური სარეზერვო სისტემის, სენატისა და სხვა მნიშვნელოვან სამთავრობო უწყებების ქსელებში. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.


