Imedi /  10 ნოემბერი 2020, 22:58 / სანდო წყარო

გიორგი გახარია: სახელმწიფო მდივნის პომპეოს ვიზიტი აშშ-საქართველოს ყველა დროის უმაღლეს ნიშნულზე მყოფ სტრატეგიულ პარტნიორობას განამტკიცებს

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

სახელმწიფო მდივან პომპეოს ვიზიტი განამტკიცებს აშშ-საქართველოს ყველა დროის უმაღლეს ნიშნულზე მყოფ სტრატეგიულ პარტნიორობას, - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკლ პომპეოს ვიზიტს სოციალურ ქსელ „ტვიტერში", ოფიციალურ გვერდზე.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება როგორც რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება, ისე - ორმხრივი თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში.

„მოუთმენლად ველი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოს საქართველოში. მისი ვიზიტი განამტკიცებს აშშ-საქართველოს ყველა დროის უმაღლეს ნიშნულზე მყოფ სტრატეგიულ პარტნიორობას. ვიზიტის ფარგლებში განვიხილავთ რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ სიტუაციას და ჩვენს თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში", - აცხადებს გიორგი გახარია.

17-18 ნოემბერს საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ეწვევა. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ყველა სიახლე

30 ივნისი 2022, 16:47

საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო და თხილის მწარმოებელთა ასოციაცია ფერმერებს აგროღონისძიებების შეუფერხებლად ჩატარებისკენ მოუწოდებენ

არსებული პროგნოზით, 3 ივლისიდან მოსალოდნელია ამინდის გამოდარება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი სრულად არის მობილიზებული და გააგრძელებს ფართობების დამუშავებას მავნებლის საწინააღდეგოდ.

ლევან დავითაშვილი

30 ივნისი 2022, 16:32

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: ამ პირობებში მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება მეორე წლის განმავლობაში და მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემები, სადაც გვაქვს ორნიშნა, 11%-მეტი ზრდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი

მაისში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელთან შედარებით, 25.3%-ით გაიზარდა, ხოლო ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 6,930 ერთეულს გაუტოლდა, რაც 93.5 პროცენტით მეტია 2021 წლის მაისის თვის მონაცემზე.

30 ივნისი 2022, 16:31

თავდაცვა

30 ივნისი დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლთა დღეა

„წეროვანში პარა-სპორტის შვიდ სახეობაში შეჯიბრებები მთელი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაჭრილმა სამხედროებმა საკუთარი ფიზიკური შესაძლებლობები კალათბურთში, სხვადასხვა დისტანციაზე სირბილში, სროლაში, მაგიდის ჩოგბურთში, პარაფრენბურთში, ძალოსნობასა და როუმინგში გამოსცადეს. ღონისძიებების ფარგლებში, დაჭრილი სამხედროებსა და მათი ოჯახის წევრებისთვის ღია კარის დღეც გაიმართა. კვირეული საზეიმო კონცერტით დასრულდა“.

თამარ არჩუაძე

30 ივნისი 2022, 16:27

ეკონომიკა

თამარ არჩუაძე: პარიზი, ტალინი, მეორე ბაზირებული ხომალდი და 10 მიმართულებით გაზრდილი სიხშირეები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან უკვე შესაძლებელია

1-ლი აგვისტოდან ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მეორე ბაზირებულ საჰაერო ხომალდს აბრუნებს და საქართველოდან პირდაპირ რეგულარული რეისების შესრულებას საფრანგეთის და ესტონეთის დედაქალაქების მიმართულებით განაახლებს, - ამის შესახებ აღნიშნული ინფორმაციაში საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მიხეილ ყაველაშვილი

30 ივნისი 2022, 16:26

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: რა მნიშვნელობა აქვს რომელი სახელმწიფოს წარმომადგენელი და რომელი პოლიტიკოსია, როგორ ბედავს და მეუბნება რომ ადამიანი თუ პატრიოტია საკუთარი ქვეყნიდან უნდა წავიდეს, თან რის გამო

მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ვერ არიან ძლიერი, მაგრად დადექით ხელისუფლებასთან ერთად, მაგრამ გეტყვით, რომ ეს არ შეჩერებულა. 3 ივლისი, მერე 6 თვე. რას ნიშნავს ეს 6 თვე თუ იმას არ ემსახურება, რომ ხელისუფლება გადააგდო. როგორ არ მივაყენო შეურაცხყოფა, რა მნიშვნელობა აქვს რომელი სახელმწიფოს წარმომადგენელი და რომელი პოლიტიკოსია, როგორ ბედავს და მეუბნება რომ ადამიანი თუ პატრიოტია საკუთარი ქვეყნიდან უნდა წავიდეს და თან რის გამო, - ამის შესახებ პარლამენტარმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „უცნობის კიდობანი“ განაცხადა.

მიხეილ ხიდურელი

30 ივნისი 2022, 16:14

ეკონომიკა

მიხეილ ხიდურელი: რეგიონებში ვიწყებთ ბიზნეს ჰაბების განვითარების პროექტს, რომელიც ადგილობრივი ბიზნესების სხვადასხვა მიმართულებით სწავლებას გულისხმობს

UNDP-ის და USAID-ის მხარდაჭერით ვიწყებთ ბიზნეს ჰაბების კონცეფციის განვითარებას, რომელიც რეგიონებში ადგილობრივი ბიზნესების პროექტების მხარდაჭერას და სხვადასხვა მიმართულებით დატრენინგებას გულისხმობს, - ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა სააგენტოს „პროგრამების ეკონომიკური ზეგავლენის ანგარიშის“ პრეზენტაციაზე განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილი

30 ივნისი 2022, 16:14

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ძალიან დიდი შეურაცხყოფაა სახელმწიფოსთვის, რასაც 300 დეპუტატი რეზოლუციაში გიწერს და როგორ გინდა, ეს მოითმინო?

ძალიან დიდი შეურაცხყოფაა სახელმწიფოსთვის, რასაც 300 დეპუტატი რეზოლუციაში გიწერს, როგორ გინდა, ეს მოითმინო?, - ამის შესახებ პარლამენტარმა მიხეილ ყაველაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემაში „უცნობის კიდობანი“ განაცხადა.

ლევან ჟორჟოლიანი

30 ივნისი 2022, 16:14

პოლიტიკა

ევროსაბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე ლევან ჟორჟოლიანი თანამომხსენებლად წარსდგა

„მინდა აღვნიშნო, რომ კლიმატური ცვლილება ხელისუფლების ყველა დონის საერთო პასუხისმგებლობაა. მუნიციპალიტეტები და რეგიონები ცენტრალური ხელისუფლების მთავარი პარტნიორები არიან გარემოს დაცვის გლობალური ვალდებულებების შესრულებაში. ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების დონეზე, ჩვენ ვართ გარემოსთან დაკავშირებული ისეთი სერვისების მიმწოდებლები, როგორიც არის ჰაერის დაბინძურების რეგულირება და ჭარბი ხმაურის შეჩერება, ნარჩენების მართვა, ტრანსპორტი, სუფთა სასმელი წყლის მიწოდება და სივრცითი დაგეგმარება,“ - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

30 ივნისი 2022, 16:13

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის შევსების პროცესში ჩართული პარლამენტის აპარატის თანამშრომლები დააჯილდოვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის შევსების პროცესში ჩართული უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს აპარატის თანამშრომლები დააჯილდოვა.

მიხეილ ყაველაშვილი

30 ივნისი 2022, 16:08

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: აკერმანის შეთქმულების მონაწილეები არიან ,,ლელოდან’’ დაწყებული, გიგაურებით დამთავრებული. პირდაპირ აფინანსებენ აშშ-დან 132 მილიონით, ხოლო „ენჯეოებს” 88 მილიონს უხდიან და წარმოიდგინე, არ მოსთხოვენ, რომ იმოქმედონ?

როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგენლები, აკერმანის შეთქმულების მონაწილეები არიან. ისინი იღებენ დიდ დაფინანსებას და გამორიცხულია, მათ არ მოსთხოვონ რეაგირება. პარლამენტარის თქმით, მისი სურვილია, ქვეყანამ თავიდან აიცილოს ომი და მშვიდობით გახდეს ევროკავშირის წევრი.

კელი დეგნანი

30 ივნისი 2022, 16:05

საზოგადოება

კელი დეგნანი „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში ღონისძიებების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ქართველ პოლიციის ოფიცრებს მადლობას უხდის

ელჩი დეგნანი მადლობას უხდის ღონისძიებაზე მყოფ პოლიციის ოფიცრებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, - აღნიშნულ ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ავრცელებს. აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი დღეს თბილისი პრაიდის კვირეულის მეორე ღონისძიებას, საერთაშორის კონფერენციას დაესწრო. ღონისძიების დასრულების შემდეგ ელჩმა ქართველ პოლიციელებთან სამახსოვრო ფოტოც გამოაქვეყნა, რომელიც საელჩომ გაავრცელა.

დიმიტრი მედვედევი

30 ივნისი 2022, 16:03

მსოფლიო

მედვედევის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციის დაწესება შეიძლება განხილული იყოს, როგორც საერთაშორისო აგრესია რუსეთის წინააღმდეგ და ომის გამოცხადების საფუძველი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით რუსეთის წინააღმდეგ სანქციის დაწესება შეიძლება განხილული იყოს, როგორც საერთაშორისო აგრესია რუსეთის წინააღმდეგ და ომის გამოცხადების საფუძველი.

გიგა მაქარაშვილი

30 ივნისი 2022, 15:49

პოლიტიკა

გიგა მაქარაშვილი: მინდია გულუა პრორუსია?

მაქარაშვილი ახლა აცხადებს, რომ არა პრესმდივანი, არამედ გულუას ასისტენტი იყო. მისივე თქმით, გულუა არის კაცი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შემოუშვა. კითხვაზე, რა უნდოდა პრორუსთან, მაქარაშვილი კითხვითვე პასუხობს - პრორუსი საიდან იყო, არ ვიცი, პრორუსია?

გია აბაშიძე

30 ივნისი 2022, 15:37

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ჩნდება უტყუარი ფაქტები, რომ სააკაშვილის კონგლომერატი რუსეთთან მჭიდრო კავშირშია ინტერესებითა და დაფინანსებით

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში მოძრაობა „სირცხვილიას“ Facebook-გვერდის ადმინების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომელზეც ჩანს, რომ გვერდს რუსეთიდანაც მართავენ.

ვოლოდიმირ ზელენსკი

30 ივნისი 2022, 15:33

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრანისთვის, უპირველესი ღირებულება ხალხია, რუსეთისთვის კი - იარაღი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ხაზს უსვამს, რომ უკრაინა ყველაზე მეტად თავის ხალხს აფასებს, ხოლო რუსეთისთვის ყველაზე ძვირფასი თავისი იარაღია.

მიხეილ ხიდურელი

30 ივნისი 2022, 15:28

ეკონომიკა

მიხეილ ხიდურელი: ჩვენ მიერ თანადაფინანსებულმა ერთმა ლარმა ბიზნესს 15-ჯერ მეტი შემოსავალი მოუტანა

ჩვენმა სააგენტომ მოამზადა „პროგრამების ეკონომიკური ზეგავლენის ანგარიში“, რომლის ფარგლებშიც შევაფასეთ ჩვენ მიერ თანადაფინანსებული თითოეული ლარის ეკონომიკური გავლენა. მინდა, ვთქვა, რომ შედეგები ნამდვილად შთამბეჭდავია, - ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა „პროგრამების ეკონომიკური ზეგავლენის ანგარიშის“ პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.

მაია ბითაძე

30 ივნისი 2022, 15:12

პოლიტიკა

მაია ბითაძე: შვედეთი საქართველოს ძალიან ეხმარება ბიომრავალფეროვნების, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების, ბირთვული, რადიაციული უსაფრთხოებისა და ბევრი სხვა მიმართულებით, რომლებიც ევროინტეგრაციის გზაზე აუცილებელია

კრწანისის ტყე-პარკში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე ესწრებოდა. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში საქართველოში ვიზიტით მყოფ შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო სააგენტოს (SIDA) გენერალურ დირექტორს, ქარინ იამთინის უმასპინძლეს.

ლევან დავითაშვილი

30 ივნისი 2022, 15:08

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ საშუალებით ჩვენ ვქმნით მცირე და საშუალო ბიზნესის მდგრად კატეგორიას

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიერ თანადაფინანსებულ ერთ ლარზე ინვესტირებულ თანხაზე სახელმწიფოს საგადასახადო შემოსავლების სახით 1.6 ლარი პირველივე წელს უბრუნდება. ეს მაჩვენებელი აჩვენებს, რომ სახელმწიფომ უნდა გააგრძელოს ასეთი ტიპის ინტერვენცია მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშესაწყობად, - განაცხადა დღეს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების ეკონომიკური ზეგავლენის ანგარიშის პრეზენტაციისას.

მიხეილ ყაველაშვილი

30 ივნისი 2022, 14:59

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ევროკავშირში ღირსეული დამოკიდებულებით უნდა შევიდეთ, ეს არის ჩვენი მიზანი

ილია მეორეს, ადამიანს რომელსაც მოსახლეობის 85%, მთელი საქართველო აღიარებს, უყვარს და ეს ვიღაც, რომელიც 5%-იც კი არა, საერთოდ პროცენტი არ არის, გამოდის ქართველი ხალხის სახელით მელაპარაკება და შეურაცხყოფს ამ ადამიანს, შეურაცხყოფენ ლაშა ტალახაძეს, ნონა გაფრინდაშვილს - ამის შესახებ პარლამენტარმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „უცნობის კიდობანი“ განაცხადა.

30 ივნისი 2022, 14:55

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: Wizz Air-ი ქუთაისში მეორე ბაზირებულ საჰაერო ხომალდს აბრუნებს და რეგულარული რეისების შესრულებას საფრანგეთისა და ესტონეთის დედაქალაქების მიმართულებით დაიწყებს

1 აგვისტოდან ევროპის დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მეორე ბაზირებულ საჰაერო ხომალდს აბრუნებს და საქართველოდან პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას საფრანგეთისა და ესტონეთის დედაქალაქების მიმართულებით განაახლებს.