imedi /  13 ნოემბერი 2020, 00:40 / სანდო წყარო

თამთა მეგრელიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ადამიანის წამებაზე საავტორო უფლებები გააჩნია

თამთა მეგრელიშვილი

თამთა მეგრელიშვილი

როდესაც ვსაუბრობთ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, მაგრამ ჩვენ შემდეგ თაობებს უნდა გავახსენოთ ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც საავტორო უფლებები გააჩნია ადამიანის წამებაზე, საკუთარი მმართველობის პერიოდში ადამიანის სიცოცხლის ხელყოფაზე, ბიზნესის რეკეტზე, ეკლესიის ნგრევაზე და ღვაწლმოსილი ადამიანების პირდაპირ ჩარეცხვაზე, - ამის შესახებ იურისტმა, თამთა მეგრელიშვილმა „იმედის“ გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის დესტრუქციული ძალა, რომელმაც მიიღო სამარცხვინოდ ხმების ეს რაოდენობა ( დაახლოებით ნახევარი მილიონი) და კიდევ აქვს პრეტენზია, რომ მას არჩევნები ტოტალურად გაუყალბეს.

„„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ჰყოფნის პერიოდიდან დღემდე ცდილობს რომ დაბრუნდეს ისევ და ისევ გვამებით. აქციის პირველ ეტაპზე გაისმა მოწოდებები, რომელიც იყო კანონის ფორმატს გაცდენილი, არაკონსტიტუციური. იქ იყო პირდაპირ სახელმწიფოს დამხობისკენ, დაუმორჩილებლობისკენ და ეს პროცესი შემდგომში უკვე ქმედებებში გადაიზარდა, უშუალოდ ცესკოს შენობასთან, სადაც კონკრეტულმა პირებმა იერიში მიიტანეს დამცავ ფარზე და შემდეგ გაარღვიეს ჯებირი“, - განაცხადა იურისტმა.

თამთა მეგრელიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ცესკო ეს არის კონსტიტუციური ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი დაცვის ობიექტი და მასზე იერიშის მიტანა, მისი ბლოკირება ან რაიმე სახით მის საქმიანობაში ხელის შეშლა ან ჩარევა ისჯება საქართველოს კანონმდებლობით.

„საზოგადოებას ნათლად უნდა ესმოდეს, საქართველოს კონსტიტუციით საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო, ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც კანონი არის ყველასთვის ერთნაირი დავალება. შესაბამისად ამ პრინციპების გათვალისწინებით, ჩვენ გვეძლევა უფლება გამოვხატოთ საკუთარი აზრი, მაგრამ გვაქვს თანმდევი ვალდებულება, ჩვენი პროტესტის გამოხატვის ფორმატიდან არ გავიდეთ არაკანონიერ მოქმედებებში. ცესკო-სთან განვითარებული მოვლენები ეს იყო პირდაპირი დაკვეთა მიხეილ სააკაშვილის მიერ. ცესკო ეს არის კონსტიტუციური ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი დაცვის ობიექტი და მასზე იერიშის მიტანა, მისი ბლოკირება ან რაიმე სახით მის საქმიანობაში ხელის შეშლა ან ჩარევა ისჯება საქართველოს კანონმდებლობით და ყველამ უნდა გაიგოს, როდესაც მიდიან ამგვარ ქმედებებზე კანონს აქვს კანონიერი პასუხი“, - განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.

8 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართეს და თავიანთი მოთხოვნები გააჟღერეს. მათ შორის არის: 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელახალი დაკომპლექტება. მოგვიანებით მათ ცესკოსთან გადაინაცვლეს.

ცესკოსთან სამართალდამცველებმა დემონსტრანტების მიმართ წყლის ჭავლი ორჯერ გამოიყენეს. ამას წინ უძღოდა დაპირისპირება და აგრესია პოლიციელების მიმართ.

ყველა სიახლე

12 მაისი 2021, 09:16

მსოფლიო

Reuters: ღაზაში დაღუპულია 35, ისრაელში კი - 5 ადამიანი

ისრაელის ავიადარტყმების შედეგად ღაზას სექტორში 35 პალესტინელი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას 5 ადამიანი ემსხვერპლა.

12 მაისი 2021, 09:03

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

12 მაისს ქუთაისში +26 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +13 გრადუსი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი. მცირედ ღრუბლიან დღეს და ქარს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები ოზურგეთში, სადაც დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. ბათუმში მზიანი ამინდი იქნება, დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამე კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

12 მაისი 2021, 08:41

მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის ძალები: ღაზის სექტორში იერიშის შედეგად, „ჰამასის“ ორი ლიდერია ლიკვიდირებული

თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისრაელის მიერ განხორციელებული იერიშების შედეგად მოკლულია „ჰამასის“ სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი ჰასან ხაოგი, ასევე მისი მოადგილე ვაილ ისსაა.

12 მაისი 2021, 08:23

საზოგადოება

12 მაისი ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეა

დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენება და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე - იმედის დღე აღინიშნება. ამ დღეს იკურთხა მახათას მთაზე მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარიც.

12 მაისი 2021, 08:16

COVID19

„ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციისთვის 45 წელს ზემოთ მოქალაქეები რეგისტრაციას დღეიდან შეძლებენ

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის ასაკობრივმა ჯგუფმა 45 წლის ასაკამდე დაიწია. უწყების ცნობით, „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციისთვის 45 წელს ზემოთ მოქალაქეები რეგისტრაციის გავლას დღეს, 20:00 საათიდან შეძლებენ.

12 მაისი 2021, 08:10

COVID19

„სინოფარმის“ მეორე დოზისთვის რეგისტრაცია დღეიდან იწყება

„სინოფარმის“ ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაციას მოქალაქეები დღეს 20:00 საათიდან შეძლებენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,12 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით ჯავშნის რეგისტრაცია ხელმისაწვდომი იქნება იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც გეგმავენ „სინოფარმის“ ვაქცინის მეორე დოზით აცრის ვიზიტის დაჯავშნას პირველი აცრიდან 21-ე დღეს.

ირაკლი ღარიბაშვილი

12 მაისი 2021, 08:04

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით დღეს სომხეთს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის რეზიდენციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.

ჯიმ რიში

12 მაისი 2021, 02:44

პოლიტიკა

სენატორი ჯიმ რიში: ახლა, როდესაც ნიკა მელია გაათავისუფლეს, ველოდები, რომ ყველა პარტია პარლამენტში თავის ადგილს დაიკავებს

„რესპუბლიკელი“ სენატორი ჯიმ რიში ნიკა მელიას გათავისუფლებას ეხმაურება.

12 მაისი 2021, 02:40

პოლიტიკა

ისრაელში საქართველოს საელჩო ქალაქ ლოდში მცხოვრები თანამემამულეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

ისრაელში საქართველოს საელჩო ქალაქ ლოდში მცხოვრები თანამემამულეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.

12 მაისი 2021, 01:15

მსოფლიო

თეთრი სახლი: ისრაელს ლეგიტიმური უფლება აქვს თავი დაიცვას „ჰამასის“ სარაკეტო თავდასხმებისგან

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ისრაელს ლეგიტიმური უფლება აქვს თავი დაიცვას „ჰამასის“ სარაკეტო თავდასხმებისგან.

ინდოეთი მძღნერი

12 მაისი 2021, 00:51

COVID19

ინდოელი ექიმები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ძროხის განავლის სხეულზე წასმა კორონავირუსის პრევენციის საშუალება არ არის

ქვეყნის დასავლეთით, გუჯარატის შტატში პოპულარული გახდა პრაქტიკა, როდესაც ადამიანების ძროხების თავშესაფრებში მიდიან, ფუნასა და შარდს აგროვებენ და სხეულზე ისვამენ. მათ სწამთ, რომ ეს იმუნიტეტს გააძლიერებს და შესაბამისად, კორონავირუსი არ დაემართებათ, ან ინფიცირების შემთხვევაში ვირუსს მარტივად დაამარცხებენ.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

12 მაისი 2021, 00:34

მსოფლიო

ისრაელის პრემიერი: „ჰამასი“ და „ისლამური ჯიჰადი“ ისრაელზე თავდასხმისთვის მძიმე საფასურს გადაიხდიან

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ ტერორისტულ დაჯგუფებები ისრაელზე თავდასხმისთვის მძიმე საფასურს გადაიხდიან.

გურამ ნიკოლაშვილი

12 მაისი 2021, 00:31

პოლიტიკა

გურამ ნიკოლაშვილი: არიან ადამიანები, რომლებიც ქვეყნის განვითარების მხარეს დადგნენ და ადამიანები, რომლებიც ერთგვარად, საბჭოთა მემკვიდრეობის მხარეს დგანან

არიან ადამიანები, რომლებიც ცივილიზაციის, ქვეყნის განვითარების მხარეს დადგნენ და ადამიანები, რომლებიც ჯერჯერობით ერთგვარად, საბჭოთა მემკვიდრეობის მხარეს დგანან, - ამის შესახებ „იმედის“ ანალიტიკოსმა, გურამ ნიკოლაშვილმა გადაცემა ,,იმედის ფაქტორში“ განაცხადა. მისი თქმით, ადამიანებმა, რომლებსაც პასუხისმგებლობა ჰქონდათ ქვეყნისა და დასავლეთის წინაშე შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი

12 მაისი 2021, 00:30

ტაბლოიდი

საქმროსთან გაშორების შემდეგ ჯენიფერ ლოპესმა უიქენდი ბენ აფლეკთან ერთად გაატარა

ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი ერთმანეთს 2002-2004 წლებში ხვდებოდნენ. წყვილი დანიშნულიც იყო, თუმცა 17 წლის წინ, ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე ერთმანეთს დაშორდნენ.

კახა კუჭავა

12 მაისი 2021, 00:25

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ჩვენ გვაქვს აღებული ვალდებულება, ამნისტიის კანონს მივიღებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტი იქნება, რა გზას აირჩევს

„ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტი იქნება, რა გზას აირჩევს და თუნდაც ევროპაში თავიანთ პარტნიორ პოლიტიკურ ჯგუფებს დაუმტკიცებენ, რამდენად არიან მზად, იყვნენ დემოკრატიული საქართველოს მშენებლობის თანამონაწილე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ პირველი არხის გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ განაცხადა.

გია აბაშიძე

12 მაისი 2021, 00:20

პოლიტიკა

გია აბაშიძე: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი მავნებელი „ჟურნალისტების“ დღევანდელი აქტივობებითაც დაამტკიცა, რომ თავიანთი გვარების ისტორიასაც კი გააყალბებენ, ოღონდ რამე ფსევდო-დივიდენდი მიიღოს სექტის ბელადმა სააკაშვილმა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი უინტელექტო, მაგრამ მავნებელი "ჟურნალისტების" დღევანდელი აქტივობებითაც დაამტკიცა, რომ სტატისტიკას კი არა და საკუთარი გვარების ისტორიასაც კი გააყალბებენ, ოღონდ რამე ფსევდო-დივიდენდი მიიღოს სექტის ბელადმა სააკაშვილმა“, - წერს აბაშიძე.

იაგო ხვიჩია

12 მაისი 2021, 00:18

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ბატონ კუბილიუსს „ნაციონალური მოძრაობის“ დამცველად იცნობენ

ბატონ კუბილიუსს „ნაციონალური მოძრაობის“ დამცველად იცნობენ - იმედი მაქვს, მის აზრს გაითვალისწინებენ და შემოვლენ პარლამენტში, - ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა, პარტია „გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „იმედის ფაქტორში განაცხადა.

ლელა ტალიური

12 მაისი 2021, 00:10

პოლიტიკა

ლელა ტალიური: მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს დისკუსიები საარჩევნო საკითხებზე და სულისკვეთება, რაც 19 აპრილის შეთანხმებაშია, კეთილსინდისიერად შესრულდეს

მოსაზრებების გაზიარების, აზრების გაცვლის, პოზიციების თანხვედრის მცდელობისა და განსხვავებული მოსაზრებების დაფიქსირების კუთხით კაჭრეთის ეს ორდღიანი შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო, - ამის შესახებ „მრავალეროვანი საქართველოს“ საარჩევნო ექსპერტ-კონსულტანტმა ლელა ტალიურმა „იმედის ფაქტორში“ ჩართვისას განაცხადა, რომელმაც კაჭრეთში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლების მონაწილეობით გამართული შეხვედრა შეაფასა.

შალვა პაპუაშვილი

12 მაისი 2021, 00:02

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ვფიქრობ, ბევრს თამარ ჟვანიასთვის ბოდიში აქვს მოსახდელი

„ვინაიდან სწორედ მათი პარალელური დათვლის „შეცდომებმა“ გამოიღო ის, რომ საბოლოო ჯამში ასეთი შტურმი განხორციელდა ჟვანიას მიმართ და ბევრი უნდა დაინტერესდეს რა გადაიტანა მან იმ დღეებში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

12 მაისი 2021, 00:00

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომელიც გამორიცხავს სპეკულაციებს, არის შემთხვევით შერჩეული უბნების 10%-ის გადათვლა

სრულიად ვეთანხმები ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ჩვენი შეთანხმება უდნა იყოს იმგავრი, რომ გამოირიცხოს არჩევნებთან დაკავშირებული მანიპულაციის რაიმე თეორიული შესაძლებლობაც კი. ამისთვის არსებობს რამდენიმე მექანიზმი, ერთი - საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება და იცით, რომ აქ იქნება პარტიული ნაწილი ე.წ. პარიტეტის პრინციპით, ერთი პარტია ერთი წარმომადგენელი. ეს იქნება დაზღვევა და ეს დაზღვევა იყო წინა არჩევნებშიც. ვიცით, რომ ყველა ოქმზე იყო პარტიების წარმომადგენლების ხელმოწერა, მაგრამ ეს ვერ აღმოჩნდა ოპოზიციისთვის ბარიერი, რომ შემდეგ უარეყოთ თავისივე ხელმოწერები, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „იმედის ფაქტორში“ განაცხადა.