23 მაისი 2022, 16:41 / სანდო წყარო

თამთა მეგრელიშვილი რომან გოცირიძეს: მოღალატეობრივი პოლიტიკა დიდი ფულის სანაცვლოდ - ეს „ნაცმოძრაობის" კრიმინალური პოლიტიკური საძმოს არჩევანია, რაღა თქმა უნდა ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური ნარატივით

თამთა მეგრელიშვილი

თამთა მეგრელიშვილი

რამდენიმე დღის წინ ბრიუსელის კვლევითი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ამჟამინდელი კვლევა რომელსაც ელენე ხოშტარია თაოსნობდა განსხვავდება შარშან ჩატარებული კვლევისგან. ხოშტარიას გავლენით კვლევაში პოლიტიკური მიკერძოების ხარისხი დიდია. მკვლევარები ამტკიცებენ, რომ პოლიტიკური ძალაუფლების კონცენტრაცია არაარჩეული, არაანგარიშვალდებული ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის ხელშია. თითქმის იგივე ნარატივს უერთდება რომან გოცირიძეც და სიხარულით აცხადებს- ამავე კვლევით საქართველო დემოკრატიის ხარისხით ჩამორჩება უკრაინასაც და მოლდოვასაცო, - ამის შესახებ საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„კოლექტიური გოცირიძეების კითხვებზე:

- საით მიდის საქართველო?!
... ღარიბაშვილს განაცხადის შეეტანა ხალხმა კინწისკვრით აიძულა და ოპოზიციის ზეწოლის შედეგია განაცხადის შეტანა აცხადებს ის.
ეს იმ ფაქტების ფონზე, როცა სახელისუფლებო გუნდის პირობებში საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას, მიიღო ვიზალიბერალიზაცია, ხელი მოაწერა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ნატო-სთან უპრეცედენტო თანამშრომლობას, შეივსო და უკვე გაიგზავნა ევროკავშირის თვითშეფასების კითხვარი.
- რას აკეთებს საქართველო უკრაინის მხარდასაჭერად?!

მნიშვნელოვანს არაფერს...

ეს იმ ფონზე როცა საქართველოს პარლამენტი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც მიიღო რეზოლუცია „უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ“

2014 წლიდან დღემდე უკრაინასთან დაკავშირებით საქართველო, გაერო-ში, ეუთოში და ევროპის საბჭოს ფარგლებში მიერთებულია დაახლოებით 200-მდე რეზოლუციას და განცხადებას;
2014 წლიდან საქართველო უერთდება ევროკავშირის შემზღუდავ ზომებს ყირიმსა და სევასტოპოლზე;
2022 წლის 28 თებერვალს, საქართველო მიუერთდა ევროკავშირის შემზღუდავ ზომებს დონეცკსა და ლუგანსკზე;
საქართველო გაერო-ს 96 ქვეყანას შორის იყო, ვინც თანასპონსპორობა გაუწია გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“;
საქართველო იყო “უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის ჰუმანიტარული შედეგების შესახებ” გაეროს გენერალური ასამბლეის (UNGA76) რეზოლუციის ერთ-ერთი მთავარი თანასპონსორი. რეზოლუციას თანასპონსორობა გაუწია 90 სახელმწიფომ და მხარი დაუჭირა 140 ქვეყანამ, 5 ქვეყანამ (რუსეთი, სირია, ჩრდილოეთ კორეა, ერითრეა და ბელარუსი) რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 38 ქვეყანამ თავი შეიკავა;
საქართველომ მხარი დაუჭირა ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებას;
საქართველო გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს (UNHRC49) რეზოლუციის თანა-სპონსორია, რომელიც რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიისთვის პასუხისმგებლობას აკისრებს;
საქართველომ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2022 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებას რუსეთის ფედერაციისთვის მინისტრთა კომიტეტსა და საპარლამენტო ასამბლეაში წარმომადგენლობითი უფლებების შეჩერების შესახებ;
საქართველომ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2022 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებას ევროპის საბჭოდან რუსეთის ფედერაციის დაუყოვნებლივ გარიცხვის შესახებ;
საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებმაც უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების მოთხოვნით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორს მიმართეს;
საქართველოს არის გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის პროექტის მთავარი თანა-სპონსორი, რუსეთის ფედერაციისათვის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს (HRC) წევრობის უფლების შეჩერების შესახებ;
მსოფლიოს 191 ქვეყანას შორის - საქართველო იკავებს პირველ ადგილს უკრაინაში გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთების ოდენობის მიხედვით;
საქართველო აგრძელებს არა მხოლოდ რეზოლუციების, არამედ ქმედითი პრაქტიკული შესაძლებლობებით უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდში დგომას.

რამდენიმე დღის წინ ბრიუსელის კვლევითი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ამჟამინდელი კვლევა რომელსაც ელენე ხოშტარია თაოსნობდა, განსხვავდება შარშან ჩატარებული კვლევისგან. ხოშტარიას გავლენით კვლევაში პოლიტიკური მიკერძოების ხარისხი დიდია. მკვლევარები ამტკიცებენ, რომ პოლიტიკური ძალაუფლების კონცენტრაცია არაარჩეული, არაანგარიშვალდებული ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის ხელშია. თითქმის იგივე ნარატივს უერთდება რომან გოცირიძეც და სიხარულით აცხადებს- ამავე კვლევით საქართველო დემოკრატიის ხარისხით ჩამორჩება უკრაინასაც და მოლდოვასაცო.

"ქვეყანა ვითარდება დემოკრატიულად, ჩვენი ოლიგარქი კი კულისებიდან მართავს ქვეყანას და რუსი ოლიგარქის ინტერესებს არის დამორჩილებული ხელისუფლების ყველა შტო"- აცხადებს რომან გოცირიძე.

ეს არის მორიგი შეტევა ხელისუფლებაზე, რადგან არცერთი ზემოთ მოყვანილი გარემოება ფაქტებით არ დასტურდება.
პოლიტიკური დავალება - ძირი გამოუთხარონ სახელმწიფოს, დააზიანონ მისი იმიჯი "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური დღის წესრიგისთვის შეუქცევადი პროცესია.
მოღალატეობრივი პოლიტიკა დიდი ფულის სანაცვლოდ, ეს "ნაციონალური მოძრაობის" კრიმინალური პოლიტიკური საძმოს არჩევანია რაღა თქმა უნდა ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური ნარატივით“, - წერს მეგრელიშვილი facebook - ზე.

ყველა სიახლე

01 სექტემბერი 2026, 20:34

საზოგადოება

სასკოლო ფორმების გაცემა დაიწყო. ფორმების შეძენა 15 სექტემბრიდან უკვე ელექტრონულ პლატფორმაზე იქნება შესაძლებელი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სასკოლო ფორმების გაცემა დაიწყო. სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეების ფორმები, რომელიც ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს, კონკრეტული სოციალური ჯგუფებისთვის უფასოა. სასკოლო ფორმების შეძენა 15 სექტემბრიდან მხოლოდ ელექტრონულ პლატფორმაზე იქნება შესაძლებელი.

01 სექტემბერი 2026, 20:31

პოლიტიკა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სამშენებლო სამუშაოები - აკვატორიაში მეორე დამღრმავებელი გემი შემოვიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ახალ, მასშტაბურ ეტაპზე გადადის - აკვატორიაში ფსკერის დაღრმავებით სამუშაოებს ბელგიური კომპანია უკვე ორი სპეციალიზებული ხომალდით ახორციელებს.

01 სექტემბერი 2026, 20:28

სამართალი

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. მნიშვნელოვანი გზავნილები და გაფორმებული მემორანდუმი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. მნიშვნელოვანი გზავნილები და გაფორმებული მემორანდუმი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვლადიმირ პუტინი

01 სექტემბერი 2026, 20:27

მსოფლიო

ერდოღანი: რუსი ტურისტები თურქეთისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია

თურქეთ-რუსეთის ურთიერთობები დღეს ბევრად უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე ოდესმე. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც ბიშკეკში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სახელმწიფოების მეთაურთა სამიტის ფარგლებში გაიმართა.

01 სექტემბერი 2026, 20:25

პოლიტიკა

პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველი დღე და პოლიტიკური განცხადებები სხდომათა დარბაზში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პოლიტიკური კრიზისი ევროპაში და ამ კონტექსტში ისლანდიის მაგალითი იყო პოლიტიკური განცხადებების ერთ - ერთი თემა პარლამენტში.

01 სექტემბერი 2026, 20:22

პოლიტიკა

ისლანდიაში ჩატარებულმა რეფერენდუმმა, სადაც მოსახლეობამ ევროკავშირთან მოლაპარაკებების განახლებას მხარი არ დაუჭირა, ევროპულ პოლიტიკურ წრეებში დებატები გამოიწვია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ისლანდიაში ჩატარებულმა რეფერენდუმმა, სადაც მოსახლეობამ ევროკავშირთან მოლაპარაკებების განახლებას მხარი არ დაუჭირა, ევროპულ პოლიტიკურ წრეებში დებატები გამოიწვია. ბრიუსელის ბიუროკრატია, სუვერენიტეტის პრინციპი და გაერთიანებაში არსებული ღირებულებითი გამოწვევები - ეს ის მთავარი თემებია, რაზეც რეიკიავიკის გადაწყვეტილების შემდეგ , როგორც დასავლელი, ისე ქართველი კანონმდებლები აპელირებენ.

01 სექტემბერი 2026, 20:17

პოლიტიკა

უთანხმოების მიზეზად ქცეული საიმიგრაციო პოლიტიკა - უნგრეთის პრემიერი ევროკავშირს აკრიტიკებს. პეტერ მადიარი ევროკავშირის მმართველობით კრიზისზე და შეფასებები თბილისში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ევროკავშირის კრიტიკა ამჯერად, ბუდაპეშტიდან ისმის. ევროგაერთიანებაში პოლიტიკური ლიდერობის დეფიციტზე პიტერ მადიარი ლაპარაკობს.

01 სექტემბერი 2026, 20:11

მსოფლიო

გერმანია ლაიფციგში დრონის ინციდენტის გამო ბონში რუსეთის საკონსულოსა და ბერლინში „რუსულ სახლს“ დახურავს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა ლაიფციგის აეროპორტში განხორციელებულ ჰიბრიდულ თავდასხმაზე დიპლომატიური რეაგირების შესახებ გამოაცხადა.

01 სექტემბერი 2026, 20:04

მსოფლიო

გერმანიის მთავრობამ რუსეთი ლაიფციგის აეროპორტში ჰიბრიდულ თავდასხმაში დაადანაშაულა

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსანდერ დობრინდტმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ლაიფციგის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის გამოძიების შედეგები წარადგინეს.

ბალენდრა შაჰი

01 სექტემბერი 2026, 19:58

მსოფლიო

ნეპალის პრემიერი: ეჭვგარეშეა, რომ კლიმატის ცვლილებამ ხელი შეუწყო ნეპალში მომხდარ კატასტროფულ წყალდიდობას

ეჭვგარეშეა, რომ კლიმატის ცვლილებამ ხელი შეუწყო ნეპალში მომხდარ კატასტროფულ წყალდიდობას, - განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბალენდრა შაჰმა.

კირ სტარმერი

01 სექტემბერი 2026, 19:41

მსოფლიო

კირ სტარმერმა გამოაცხადა, რომ ტოვებს თემთა პალატას

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა სამშაბათს გამოაცხადა, რომ ტოვებს თემთა პალატას.

ანტონიუ გუტერეში

01 სექტემბერი 2026, 19:29

მსოფლიო

გაეროს გენერალურმა მდივანმა მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, შეაჩერონ სიგიჟე და დაასრულონ მსოფლიო ომები

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა ბიშკეკში შეკრებილ მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, „შეაჩერონ სიგიჟე“ და დაასრულონ მსოფლიო ომები.

01 სექტემბერი 2026, 19:03

პოლიტიკა

„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა გაიმართა. „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში შეხვდა და მაჟორიტარობის კანდიდატები: ვაჟა ხელაძე, ნანული ხინიკაძე, ირაკლი სარსევანიძე და ლევან ითიურიძე წარუდგინა - ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

მიხეილ სააკაშვილი

01 სექტემბერი 2026, 18:28

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით და ამას არაფერი ეშველება

აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით და ამას არაფერი ეშველება, - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

01 სექტემბერი 2026, 17:50

საზოგადოება

გივი მიქანაძემ თურქმენეთის სახელმწიფო არქიტექტურისა და სამოქალაქო ინჟინერიის ინსტიტუტის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, თურქმენეთის განათლების მინისტრთან ჯუმამირატ გურბანგელდიევთან ერთად, მონაწილეობა მიიღო თურქმენეთის სახელმწიფო არქიტექტურისა და სამოქალაქო ინჟინერიის ინსტიტუტის გახსნის ცერემონიაში, სადაც უახლეს სასწავლო ინფრასტრუქტურასა და საგანმანათლებლო პროგრამებს გაეცნო, - ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

დაურ ბუავა

01 სექტემბერი 2026, 17:23

სამართალი

დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ორ ბრალდებულს, პატიმრობა შეეფარდა

პროკურორის განმარტებით, საბა ბოჭორიშვილი ნარკოტიკული საშუალების მიღების შემდეგ კლინიკაშიც კი მოხვდა, გივი გუდაძეს კი გულყრა ჰქონდა. რაზეც ბრალდების მხარემ დაკავებულებს კითხვით მიმართა, როდესაც თავად ცუდად გახდნენ რატომ არ მოიკითხეს ის, ვისაც ნივთირება გადასცეს.

ივანე აბაშიძე

01 სექტემბერი 2026, 17:11

ეკონომიკა

ივანე აბაშიძე: ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა კიდევ ერთ, ახალ ეტაპზე გადავიდა, დავიწყეთ შემოსასვლელი არხისა და მოსაბრუნებელი აუზის დაღრმავება

„ეს პარტნიორებში აჩენს უფრო მეტ ნდობას, განსაკუთრებით საქართველოს დერეფნის მიმართ, საქართველოს სატრანსპორტო ლოგისტიკური სექტორის მიმართ და გვაძლევს ძალიან დიდ გარანტიებს იმისთვის, რომ საქართველოში მოზიდული ტვირთნაკადები, რომლებიც ბოლო წლების, განსაკუთრებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში გაიზარდა, დარჩება საქართველოს სატრანზიტო დერეფანში და ანაკლიის პორტი მოემსახურება სწორედ ამ გაზრდილ ტვირთნაკადებს საქართველოზე გამავალი სატრანზიტო დერეფნების მეშვეობით“ - აღნიშნა ივანე აბაშიძემ.

01 სექტემბერი 2026, 17:09

ეკონომიკა

Jan De Nul-ის პროექტის დირექტორი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ხელს შეუწყობს დასაქმებას, ასევე ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტისა და გლობალური მშპ-ის ზრდას

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც დასაქმების ზრდას, ისე ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტისა და გლობალური მშპ-ის ზრდას“ - აღნიშნა ბელგიური კომპანიის Jan De Nul წარმომადგენელმა, ანაკლიის პროექტის დირექტორმა ერიკ ბეიტსმა.

 ივანე აბაშიძე

01 სექტემბერი 2026, 17:08

ეკონომიკა

ივანე აბაშიძე: მიმდინარე წლის 7–8 სექტემბერს, ბათუმში საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი (GIMF 2026) გაიმართება

„ხაზგასმული იქნება ის მულტიმოდალური კონტექსტი, რომელიც საქართველოს გააჩნია და ზოგადად, საქართველოს როლი საერთაშორისო საზღვაო ინდუსტრიაში, საქართველოს ნავსადგურების, საქართველოს საზღვაო დროშის როლი. რა თქმა უნდა, ხაზს გავუსვამთ საქართველოს მეზღვაურების როლს საქართველოს საზღვაო სექტორის განვითარებაში“ - აღნიშნა ივანე აბაშიძემ.

01 სექტემბერი 2026, 16:59

სამართალი

საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროების პოლიციის აკადემიებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის - მუსტაფა ჩიფთჩის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიასა და თურქეთის ეროვნული პოლიციის აკადემიას შორის, საგანმანათლებლო და აკადემიურ სფეროებში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა - ინფორმაციას შსს ავრცელებს.