imedi /  23 ივნისი 2017, 14:49 / სანდო წყარო

საკონსტიტუციო პროექტის მე-5 მუხლმა უმრავლესობაში დებატები გამოიწვია

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენით მუხლობრივი განხილვისას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის მე-5 მუხლი, რომელიც სოციალურ სახელმწიფოს ეხება, მმართველ გუნდში ცხარე დებატების საგანი გახდა.

„ევროპას რომ გავიძახით, ისე არ არის, რომ თქვა - ევროპა. „ნაციონალებმაც“ დაიქვეს „ევროპული საქართველო“. ეს ევროპული წესია. სოციალური საკითხების დეკლარირება და სახელწმიფოს მიერ ამ სფეროზე პასუხისმგელობის აღება რომ ამ სფეროებზე პოლიტიკას შეიმუშავებს, უპირობოდ ევროპული მოდელია. ეჭვიც კი არ უნდა შევიტანოთ იმაში, რომ ეს აქ უნდა იყოს. ეს სხდომა ღიაა და ამას ხალხი უსმენს. ხიფათი იმისა, რომ ვინმემ სხვანაირად გაიგოს, ეს მხოლოდ ამას არ ეხება, მთელ კონსტიტუციას უნდა მოვექცეთ ფრთხილად მაშინ, რომ ვინმემ სხვანაირად რამე არ გაიგოს. თუ რაღაც სწორად არ იქნება გაგებული, ამას სახელმწიფოს განმარტავს. ჩვენგან კარგი მესიჯი არ არის, რომ უარი განვახადოთ ან ფრთხილად მოვექცეთ სოციალური პოლიტიკის მიმართულებებს, რადგან ეს ჩვენი აღიარებული პრიორიტეტია და ამ საკითხებზე მსჯელობა საზოგადოდ ხელსაყრელი არ არის. ასეთი ხიფათებისგან თავი იმით უნდა დავიცვათ, რომ კანონი კანონობდეს. შეჭრა კრიმინალია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს“, - აღნიშნა ჟორჟოლიანმა.

ამ საკითხს დეპუტატი ბექა ნაცლიშვილიც გამოეხმაურა.„კონსტიტუციაში ღირსეული საცხოვრებლის ასახვა ჩვენი პარტიის ინიციატივა იყო და ამ მუხლს არ დავთმობთ. თუ ინტერპრეტაციებზე ვსაუბრობთ, მაშინ შეიძლება ბიზნესმა მექვსე მუხლიც არასწორად გაიგოს და თქვას, რომ აღარ დავიბეგრებით, რადგან ნებისმიერი დაბეგვრა ნიშნავს, რომ ჩვენი ეკონომიკური თავისუფლება შეიზღუდება. ამაზე მსჯელობა აბსურდია. ეს ზოგადი მიზნებია, რომლის მიმართულებითაც სახელმწიფომ პროგრესულად, დროდადრო ნაბიჯები უნდა გადადგას“, -  აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

ეს განცხადებები მოჰყვა "ქართული ოცნების" წევრის გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებას, რომ კონსტიტუციური ჩანაწერი "სახელმწიფო ზრუნავს მოქალაქეთა ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე" სიფრთხილეს საჭიროებს. 

„ფორმულირებასთან ფრთხილად ვიყოთ. მოქალაქეებმა ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფა ისე არ გაიგონ, რომ სოფელს დატოვებენ, როგორც დღეს ხდება,  თბილისში ჩავლენ, სადღაც შეიჭრებიან და იქ უნდა იცხოვრონ“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს განიხილავენ. კანონმდებლები დოკუმენტზე მუხლობრივად მსჯელობენ. დეპუტატებს ცვლილებების არსს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცნობს.

კომიტეტის სხდომას მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, რადგან საპარლამენტო ოპოზიცია ისევ ბოიკოტის რეჟიმშია.

საკანონმდებლო ორგანომ კონსტიტუციური ცვლილებები პირველი მოსმენით 115 მომხრე ხმით გუშინ მიიღო. რიგგარეშე სხდომის ფორმტში საკითხზე მსჯელობა მეორე მოსმენის რეჟიმში დღეს გაგრძელდება.

ყველა სიახლე

07 აგვისტო 2026, 11:48

პოლიტიკა

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მე-18 წლისთავს ლატვია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას ადასტურებს

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ში საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ 2008 წელს განხორციელებულ სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

07 აგვისტო 2026, 11:46

რეგიონი

ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ კაფე-ბარები ტროტუარის უნებართვოდ შეზღუდვის ფაქტზე გააფრთხილა

ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ, კაფე-ბარების მიერ საზოგადოებრივი ადგილების თვითნებური შეზღუდვის ფაქტზე, კომერციული ობიექტები გააფრთხილა. ინფორმაციას შპს ბათუმის წყალი ავრცელებს.

07 აგვისტო 2026, 11:44

ეკონომიკა

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

2026 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები წლიურ ჭრილში დაახლოებით 50%-ით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს, 7.53 მლრდ აშშ დოლარს, მიაღწია. თვის ჭრილში საერთაშორისო რეზერვები 404.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. გაუმჯობესდა რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებლებიც. მიმდინარე შეფასებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებელი (ARA Metric) 118.7 პროცენტს შეადგენს.

07 აგვისტო 2026, 11:40

პოლიტიკა

„არ მაინტერესებს სააკაშვილის ბრძანებაში რა წერია, რადგან ისტორიული ფაქტია, რომ რუსეთმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოლახა 7 აგვისტოს“ - ბოლო რამდენიმე წელია ოპოზიციამ აგვისტოს ომის თარიღი შეცვალა

ბოლო რამდენიმე წელია ოპოზიციამ აგვისტოს ომის თარიღი შეცვალა. 2013 წლის ჩათვლით, ისინი აგვისტოს ომის წლისთავს 8 აგვისტოს აღნიშნავდნენ. თუმცა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ თარიღი 7 აგვისტოთი შეცვალეს. ასევე აღსანიშნავია, მაშინდელი პრეზიდენტი სააკაშვილი 9 აგვისტოს ბრძანებულებაში წერდა, რომ როკის გვირაბის გავლით საქართველოში რუსეთის ფედერაციის ასეულობით სამხედრო პირი და სამხედრო ტექნიკა სწორედ 8 აგვისტოს შემოვიდა.

07 აგვისტო 2026, 11:36

პოლიტიკა

ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრის წერილზე მესიჯბოქსი ამ დრომდე ვერ დაალაგა

ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრის წერილზე მესიჯბოქსი ამ დრომდე ვერ დაალაგა. განცხადებებით ირკვევა, რომ რუსებთან მიმართებით მათი დამოკიდებულება სწორედ გარე დავალებების გათვალისწინებით იყო განპირობებული.

დათო ღვინჯილია

07 აგვისტო 2026, 11:34

პოლიტიკა

23-ე ბატალიონის ყოფილი მეთაური გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: ომის პირველი დღიდან ვიცი რა, სად, როგორ ხდებოდა. ის, რაც გიორგი ბარამიძემ თქვა არ მომხდარა. ხელი არ უხლიათ არავისთვის, გადაცვლა მაშინ ტყვეების არ იყო და კი არ გადავცვალეთ, ჩავაბარეთ უბრალოდ

ომის პირველი დღიდან ვიცი რა, სად, როგორ ხდებოდა. ასეთი რაღაც, რაც იმან თქვა [გიორგი ბარამიძემ] მე ყოველ შემთხვევაში, სადაც ვიყავი არასდროს არ მომხდარა, - განაცხადა „ქრონიკასთან“ 23-ე ბატალიონის ყოფილმა მეთაურმა დათო ღვინჯილიამ.

მალხაზ თოფურია

07 აგვისტო 2026, 11:22

პოლიტიკა

ომის ვეტერანი მალხაზ თოფურია ბარამიძის განცხადებაზე: წინა ხაზზე ეგ არ ყოფილა, ტალახში არ წოლილა და სანგარში ღამე არ გაუთენებია - ასეთი დავალება აქვს, რომ ეს იმეოროს და გუშინ კიდევ გააგრძელა, რაზედაც პასუხი აუცილებლად უნდა აგოს

ომის ვეტერანი მალხაზ თოფურია „ქრონიკასთან“ გამოეხმაურა გიორგი ბარამიძის განცხადებას, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართველები ტყვეებს ხვრეტდნენ. როგორც თოფურიამ განაცხადა, ამ განცხადებისთვის ბარამიძემ პასუხი უნდა აგოს.

07 აგვისტო 2026, 11:22

პოლიტიკა

კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: ამ ხნის განმავლობაში, ამაზე მავნებლური, აბსურდული განცხადება არ მომისმენია. შელახა ქართველი ჯარისკაცების, მეომრების ღირსება. გამოაცხადა ისინი დამხვრეტებად

ამ ხნის განმავლობაში, ამაზე მავნებლური, აბსურდული განცხადება არ მომისმენია. შელახა ქართველი ჯარისკაცების, მეომრების ღირსება. გამოაცხადა ისინი დამხვრეტებად, - განუცხადა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საერთაშორისო თანამშრომლობის, პროტოკოლისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს კოორდინატორმა კობა ლიკლიკაძემ „ქრონიკას“.

ფრიდრიხ მერცი

07 აგვისტო 2026, 11:21

მსოფლიო

POLITICO: გერმანიაში ფრიდრიხ მერცის შესაძლო ჩანაცვლებაზე საუბარი ძლიერდება

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ზაფხულის შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ მის პოლიტიკურ მომავალს საფრთხე არ ემუქრება.

ბადრი ტოგონიძე

07 აგვისტო 2026, 11:17

პოლიტიკა

ვეტერანი ბადრი ტოგონიძე: მე ბარამიძე საბრძოლო მოქმედების დროს არსად მინახავს, თვალიც არ მომიკრავს

მე ბარამიძე საბრძოლო მოქმედების დროს არსად მინახავს, თვალიც არ მომიკრავს,- განაცხადა ვეტერანმა ბადრი ტოგონიძემ გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით.

07 აგვისტო 2026, 11:04

საზოგადოება

ყაზახურ მედიაში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში სტატიები მომზადდა

ყაზახეთის წამყვან ონლაინმედია პლატფორმებზე საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების შესახებ ვრცელი სტატიები გამოქვეყნდა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

07 აგვისტო 2026, 11:00

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტზე ბრალდებულს სასამართლომ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

07 აგვისტო 2026, 11:00

პოლიტიკა

აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით და გმობს რუსეთის მიმდინარე ოკუპაციის პირობებში მომხდარ მკვლელობებს, გატაცებებსა და სხვა სახის ძალადობას

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

07 აგვისტო 2026, 10:55

სამართალი

ბოლო 7 თვის მონაცემებით, საგადასახადო მონიტორინგის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-რეალიზაციის 326 ფაქტი გამოავლინეს

მიმდინარე წლის ბოლო 7 თვის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, 76 655 კოლოფი სიგარეტის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-რეალიზაციის 326 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

07 აგვისტო 2026, 10:51

ჯანდაცვა

დაავადებების ადრეული გამოვლენის, პრევენციისა და რეგიონებში ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, დედოფლისწყაროში, სამედიცინო სკრინინგი გაიმართა

დაავადებების ადრეული გამოვლენის, ქრონიკული დაავადებების პრევენციისა და რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, დედოფლისწყაროს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში, სამედიცინო სკრინინგი გაიმართა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

07 აგვისტო 2026, 10:45

მსოფლიო

Reuters: ტრამპმა ხელი მოაწერა ორ აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც მიზნად ისახავს დაბადებით მოქალაქეობის მინიჭების წესის გამკაცრებას

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ორ ახალ აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც დაბადებით მოქალაქეობის მინიჭების შეზღუდვას ითვალისწინებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

07 აგვისტო 2026, 10:42

სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელებისა და ყალბი აქციზური მარკების დამზადება-გასაღების ფაქტზე 3 პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქალაქ ბათუმში, ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციისა და ყალბი აქციზური მარკების დამზადება-გასაღების ფაქტი გამოავლინეს. სისხლისსამართლებრივი დევნა 7 პირის მიმართ დაიწყო, რომელთაგან 3 დაკავებულია. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

07 აგვისტო 2026, 10:37

სამართალი

პროკურატურამ გამოძალვის და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადების, შენახვის და გავრცელების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ გამოძალვის და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადების, შენახვის და გავრცელების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

07 აგვისტო 2026, 10:33

ეკონომიკა

ვარლამ ებანოიძე: საერთაშორისო აღიარება საქართველოს ეროვნულ ბანკს ფინანსური ინოვაციების ავანგარდში აყენებს და მის რეგიონული ჰაბის ამბიციას ამტკიცებს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კონკურენციისა და ინოვაციების ხელშეწყობის მიმართულებით განხორციელებული განსხვავებული მიდგომისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, რაც ქვეყნის ფინანსური სექტორის განვითარების და რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბების ამბიციას კიდევ ერთხელ ადასტურებს, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ვარლამ ებანოიძემ.

07 აგვისტო 2026, 10:25

სამართალი

სამართალდამცველებმა კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით 1 პირი დააკავეს, მეორეს მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსური სარგებლის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით, 1 პირი დააკავეს, მეორე პირის მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო. ინფორმაციას შსს ავრცელებს.