16 ნოემბერი 2020, 12:09 / სანდო წყარო

ბექა დავითულიანი: „ნაციონალური მოძრაობის“ გუშინდელი მოწოდება ყოველგვარ ჩარჩოს სცდება

ბექა დავითულიანი

ბექა დავითულიანი

უკანასკნელი დღეების განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობის” და რადიკალური ოპოზიციური ძალების მხრიდან, არაერთი განცხადება ვიხილეთ, რომლითაც საკუთარ მომხრეებს მოუწოდებენ და აქეზებენ პოლიციელებზე, საჯარო მოხელეებსა და მათი ოჯახის წევრებზე ზეწოლისკენ. თუმცა, მათი გუშინდელი მოწოდება, უკვე ყოველგვარ ჩარჩოს სცდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა, ბექა დავითულიანმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„გუშინ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მათ მიერ ბათუმში გამართულ მიტინგზე გაასაჯაროვა მათი პარტიის გეგმა და განაცხადა, რომ არჩევნების დღეს, მოქალაქეებს სირცხვილის კორიდორს მოუწყობენ, რითაც შეეცდებიან მოახდინონ საარჩევნო პროცესის ბლოკირება და ხელის შეშლა. დემოკრატიულ სახელმწიფოში, ხელისუფლების წყარო ხალხია, „ნაციონალური მოძრაობა“ კი დაანონსებული კამპანიით, ცდილობს აუკრძალოს მოქალაქეს დააფიქსიროს საკუთარი პოლიტიკური არჩევანი, გახდნენ ხელისუფლების წყარო. ხალხისთვის კონსტიტუციური უფლების ჩამორთმევა და მათი არჩევანის ძალადობრივი გზით მიტაცება მათი ხელწერაა. ისინი ამას აკეთებდნენ ხელისუფლებაში ყოფნისას, ისინი იმავეს ცდილობენ ოპოზიციის რიგებიდან. ეს არის დემოკრატიასთან ყოვლად შეუთავსებელი, ავტორიტარული ქმედება, საგანგაშო მოვლენა და საჭიროებს ძალიან მკაცრ და მკაფიო შეფასებას. მოვუწოდებთ ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს, დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობო და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ასევე იმ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებსაც სააკაშვილის ამ ანტიდემოკრატიულ კამპანიაში მონაწილეობის მიღება არ სურთ, მკაფიოდ გამოხატონ საკუთარი პოზიცია და შეაფასონ „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი ანტიდემოკრატიული მოწოდება. თუ, თავისი არსითა და ხასიათით, ეს ამ ჩარჩოს არ გასცდება, მაინც ანტიდემოკრატიული ქმედებაა, რადგან ხალხს, რომელსაც წელიწადში ერთი დღე აქვს, რომ გამოხატოს საკუთარი პოლიტიკური პოზიცია, ნაციონალური მოძრაობა ცდილობს, არ მისცეს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება, ხელი შეუშალონ და ეს, ავტომატურად, ნიშნავს, რომ ისინი ძალადობრივი გზით ცდილობენ, ხალხს არჩევანის უფლება წაართვან და მიიტაცონ ხელისუფლება“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ვარშალომიძემ გუშინ განაცხადა: „21 ნოემბერს დავდგეთ ყველა საარჩევნო უბანზე და სირცხვილის კორიდორი გავაკეთოთ, ვნახოთ რამდენი ჰყავს „ქართულ ოცნებას" მხარდამჭერი“.

ყველა სიახლე

16 აპრილი 2026, 11:53

პოლიტიკა

დავით სონღულაშვილი იტალიური აგროინდუსტრიული ჯგუფის „Bonifiche Ferraresi” საქმიანობის მიმართულებებს გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, იტალიური აგროინდუსტრიული ჯგუფის „Bonifiche Ferraresi” ხელმძღვანელებს შეხვდა და კომპანიის საქმიანობის მიმართულებებს გაეცნო. „Bonifiche Ferraresi” იტალიის წამყვან აგროინდუსტრიულ კომპანიებს აერთიანებს და აგროსასურსათო წარმოების ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლის თანამედროვე მიდგომებით განვითარებაზე მუშაობს. „Bonifiche Ferraresi” არაერთ საერთაშორისო პროექტს ახორციელებს, რაც ითვალისწინებს სამუშაო ძალის კვალიფიკაციის ამაღლებას, სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიების შესახებ ცოდნის მიწოდებას და ციფრული პლატფორმების შექმნას. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური აქვეყნებს.

16 აპრილი 2026, 11:51

სამართალი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორში თევზის არალეგალური საწარმო გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორების მიერ ქალაქ გორში ჩატარებული არაგეგმური კონტროლის შედეგად, თევზის საწარმოს საქმიანობა შეუჩერდა. ფიზიკური პირი ა. ჩ.-ს ობიექტზე (მის: გორი, შარტავას ჩიხი N8) გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები - ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა; დაილუქა 100 კგ. თევზი.

16 აპრილი 2026, 11:51

ეკონომიკა

მაია ომიაძე: B2B Summit by Tarifa-ს ფარგლებში მაღალი რანგის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ, ისინი საქართველოს ევროპის ბაზარზე ძლიერ პარტნიორად მიიჩნევენ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა მასშტაბური, სამდღიანი საერთაშორისო სამიტი „B2B Summit by Tarifa“.

16 აპრილი 2026, 11:51

მსოფლიო

საფრანგეთმა 20 მარტს დაკავებული რუსული გემი გაათავისუფლა

საფრანგეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში ფრანგი სამხედროების მიერ დაკავებული გემი Deyna, რომელიც რუსეთის ე.წ. ჩრდილოვან ფლოტს განეკუთვნება, გაათავისუფლა. ინფორმაციას საფრანგეთის ხმელთაშუა ზღვის პრეფექტურა ავრცელებს.

16 აპრილი 2026, 11:49

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკის დარგის მეცნიერებთან და ექსპერტებთან სექტორის განვითარების გეგმა განიხილა

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გაზიფიცირების პროცესს, ენერგეტიკული ქსელის გაფართოებას და ინფრასტრუქტურის გაძლიერებას. შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა ელექტროენერგიის მოხმარების ყოველწლიურად მზარდი დინამიკა, რაც გენერაციისა და გადაცემის შესაძლებლობების კიდევ უფრო მეტად გაფართოებას საჭიროებს. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაიმართა. სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი ფორმატის კომუნიკაცია მისასალმებელია, რადგან დარგში მომუშავე მეცნიერთა მოსაზრებების გათვალისწინება მნიშვნელოვანია დაგეგმილი რეფორმების ეფექტიანად განხორციელებისთვის.

16 აპრილი 2026, 11:43

ეკონომიკა

საქართველოში „სტარბაქსი“ შემოდის - პირველი ობიექტები ზაფხულში თბილისში გაიხსნება

საქართველოში „სტარბაქსი“ შემოდის. პირველი ობიექტები ზაფხულში „ალშაია გრუპთან“ პარტნიორობით, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, „აქსის თაუერში“ გაიხსნება, ხოლო მომდევნო თვეებში ქსელის გაფართოება თბილისის გარდა, საქართველოს სხვა ქალაქებშიც იგეგმება.

ნიკოლოზ სამხარაძე

16 აპრილი 2026, 11:42

პოლიტიკა

სამხარაძე გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე საქართველოს შესახებ მოძველებულ ინფორმაციაზე: დღეს პარლამენტში იქნება შეხვედრა, მათ შორის გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანთან. ამ საკითხს კიდევ ერთხელ დავაყენებთ

„დღეს, საქართველოს პარლამენტში იქნება შეხვედრა, მათ შორის გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანთან. რა თქმა უნდა, ამ საკითხს კიდევ ერთხელ დავაყენებთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე საქართველოს შესახებ მოძველებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

შალვა პაპუაშვილი

16 აპრილი 2026, 11:32

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, ვაჩვენოთ, რომ საქართველოსთან და კანდიდატ ქვეყნებთან მიმართებით ბრიუსელის მიერ არჩეული გზა ევროპულ ღირებულებებს სრულად აცდენილია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თურქეთში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 152-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრებს გარე ჩარევის საფრთხეებზე ერთიანი მიდგომის საჭიროებაზე.

ნიკოლოზ სამხარაძე

16 აპრილი 2026, 11:21

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძემ განმარტა, რა საკითხებს განიხილავს საქართველოს დელეგაცია საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაზე

„რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს, რა თქმა უნდა, აქ ძირითადი საკითხია კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში, ჩვენი ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები და სამეზობლოს ქვეყნებთან ძალიან ბევრი ფორმატი გვაქვს და აქაც კარგი შესაძლებლობაა ინფორმაციის გასაცვლელად, მით უმეტეს, ტომ აზერბაიჯან-სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესი კარგად მიდის. უახლოეს მომავალში სომხეთში არჩევნებია ჩანიშნული, ამიტომ ჩვენი პარტნიორებისგან მივიღებთ ინფორმაციას, თუ რა ხდება ადგილზე“, - აღნიშნა სამხარაძემ.

16 აპრილი 2026, 11:21

პოლიტიკა

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: როგორც ჩანს, ხელისუფლება არ აპირებს თვალი გაუსწოროს ახალ რეალობას და მათი საგარეო პრიორიტეტები წარსულში რჩება, პარტია კიდევ ერთხელ აყენებს საგარეო პოლიტიკაზე საჯარო დებატების გამართვის ინიციატივას

როგორც ჩანს, ხელისუფლება არ აპირებს თვალი გაუსწოროს ახალ რეალობას და მათი საგარეო პრიორიტეტები წარსულში რჩება, ამიტომ პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ კიდევ ერთხელ აყენებს საგარეო პოლიტიკაზე საჯარო დებატების გამართვის ინიციატივას, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა.

შალვა პაპუაშვილი

16 აპრილი 2026, 11:19

პოლიტიკა

პაპუაშვილი საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეაზე დაგეგმილ გამოსვლაზე: ჩვენი მთავარი სათქმელი არის ახალი საფრთხეები, რომლებიც კარგად ჩანს ყველა ქვეყანაში, ყველა ცდილობს, რომ საკუთარი ეროვნული ინტერესები გარეჩარევისგან დაიცვას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან იმ საკითხებზე ისაუბრა, რომლებზეც იგი დღეს სტამბოლში, საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეაზე გამოსვლისას გაამახვილებს ყურადღებას.

16 აპრილი 2026, 11:17

მსოფლიო

ლიბანის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ისრაელურ მხარესთან დაგეგმილი შეხვედრის შესახებ არაფერი იციან

ლიბანის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ოფიციალურ ბეირუთს არ აქვს ინფორმაცია ისრაელურ მხარესთან გასამართი შეხვედრის შესახებ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მაია ბითაძე

16 აპრილი 2026, 11:17

პოლიტიკა

მაია ბითაძე: ნათლად იკვეთება, რომ მსოფლიოში გარკვეული ახალი დღის წესრიგი არსებობს, რომელსაც ფეხი უნდა აუწყოს ყველა სახელმწიფომ

„ამ შეხვედრების დროს და ზოგადად ასამბლეაზე ნათლად იკვეთება, რომ მსოფლიოში გარკვეული ახალი დღის წესრიგი არსებობს, რომელსაც ფეხი უნდა აუწყოს ყველა სახელმწიფომ. თითოეულმა სახელმწიფომ საპარლამენტო დიპლომატიისა და საკუთარი სუვერენული ეკონომიკური ინტერესებით უნდა გააძლიეროს როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი ურთიერთობები", - აღნიშნა ბითაძემ.

16 აპრილი 2026, 11:06

პოლიტიკა

ძველი მეთოდები ახალი ტრენერის შესრულებით - „ქრონიკის“ ინფორმაციით, ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი უწერს

ძველი მეთოდები ახალი ტრენერის შესრულებით - „ქრონიკის“ ინფორმაციით, ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი უწერს

16 აპრილი 2026, 11:03

პოლიტიკა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ილზე ბრანდს ქერისსთან შეხვედრაზე საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. პაატა სალიამ აღნიშნა, რომ ამ პროცესში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განსაკუთრებული როლი აქვს. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

16 აპრილი 2026, 10:58

რეგიონი

150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 150 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება.

16 აპრილი 2026, 10:57

თავდაცვა

თავდაცვის სამინისტროსა და კოლეჯ „სქილვილს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და კოლეჯ „სქილვილს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, პაატა პატიაშვილმა და ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი მარიამიძემ მოაწერეს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

16 აპრილი 2026, 10:57

ტაბლოიდი

ჩინეთში კაცი 20 წლის განმავლობაში ნაწლავში თერმომეტრით ცხოვრობდა

კაცმა თქვა, რომ ის შემთხვევით დაახლოებით 20 წლის წინ გადაყლაპა. ბავშვობაში მას მშობლების რეაქციის შეეშინდა და ინციდენტის დამალვა გადაწყვიტა. დროთა განმავლობაში პაციენტს მომხდარი დაავიწყდა, ამიტომ გაოცდა, როცა გაიგო, რომ თერმომეტრი კვლავ მის ორგანიზმში იყო.

16 აპრილი 2026, 10:54

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2026 წლის 3 თვეში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 25 ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2026 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 25 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 6 შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

16 აპრილი 2026, 10:48

მსოფლიო

რუსეთმა გვიან ღამით კიევი, დნეპრი და ოდესა დაბომბა. არიან დაღუპულები და დაჭრილები

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით დრონებითან და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით კიევი, დნეპრი და ოდესა დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.