14 აგვისტო 2022, 14:15 / სანდო წყარო

ბექა დავითულიანი ევროკავშირის ანგარიშზე: ევროკავშირის ზოგადი შეფასებაა, რომ საქართველო, აღმოსავლეთ პარტნიორობის ნაწილში, რეფორმების თვალსაზრისით, მოწინავე ქვეყანა იყო - ჩვენ მზად ვართ, რომ 12 პუნქტი აღვასრულოთ

ბექა დავითულიანი

ბექა დავითულიანი

„ევროკავშირის ზოგადი შეფასებაა, რომ საქართველო, აღმოსავლეთ პარტნიორობის ნაწილში, რეფორმების თვალსაზრისით, მოწინავე ქვეყანა იყო და ჯერჯერობით, რჩება, მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ კრიტიკული მოსაზრებები მთელი რიგი მიმართულებებით“, - ასე აფასებს ბექა დავითულიანი ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განცხადებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტაბილური დემოკრატიის პირობებში, რთულია იმ კონტექსტის აღქმა, რომელიც საქართველოში - განვითარებად დემოკრატიაში არსებობს.

„მათთვის ბუნებრივია, რომ საკითხების მთელი რიგი ასე უნდა იყოს და ამ ქვეყანაში, აღმოჩნდება ხოლმე, რომ კონტექსტი ისეთია, რომ როგორც მათთან ხდება, იგივენაირად ბუნებრივად ეს ვერ ხდება. უბრალოდ, რთულია, კონტექსტი აღიქვა, როდესაც სტაბილური დემოკრატიიდან ჩვენნაირ განვითარებად დემოკრატიაზე საუბრობ. ხანდახან, კონტექსტის აღქმა არაა ისეთი, როგორიც ჩვენს რეალობაშია, თუმცა, მათი თვალსაზრისით, 12 პუნქტი არის ის გზამკვლევი, რომელიც მათთვის და ჩვენთვის სასურველ შედეგამდე მიგვიყვანს. ჩვენ მზად ვართ, რომ ეს 12 პუნქტი აღვასრულოთ და ყველა ის კრიტიკული მოსაზრება, რომელიც, მათ შორის, ამ დასკვნაში იყო დაწერილი, იმ 12 პუნქტში ასახულია“, - აცხადებს ბექა დავითულიანი.

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მორიგ სხდომამდე, რომელიც 2022 წლის 6 სექტემბერს გაიმართება, ევროკავშირმა ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში მიმოხილულია საქართველოს მიერ გასული წლის განმავლობაში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული რეფორმები.

საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის მიერ მომზადებულ ანგარიშში ჩანს, რომ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმება კვლავ რეფორმების მამოძრავებელი ძალაა. „მთლიანობაში, ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და მასში შემავალი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში კარგად მიმდინარეობს და პროგრესირებს“, - ნათქვამია ანგარიშში, თუმცა, აქვე აღნიშნულია, რომ 2021 წელს გამოწვევები ძირის გამოთხრის საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის დემოკრატიულ საფუძვლებს და, კანონის უზენაესობის კუთხით, უკუსვლა შეინიშნებოდა.

ყველა სიახლე

29 ნოემბერი 2022, 08:22

საზოგადოება

მელიქიშვილის გამზირის სარეაბილიტიაციო სამუშოების გამო, დედაქალის გარკვეულ ქუჩებზე, დღეიდან ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდა

მელიქიშვილის გამზირის სარეაბილიტიაციო სამუშოების გამო, დედაქალის გარკვეულ ქუჩებზე, დღეიდან ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდა.

29 ნოემბერი 2022, 08:07

პოლიტიკა

დღეს ბუქარესტში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იწყება

დღეს რუმინეთის დედაქალაქში ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან. ალიანსის წარმომადგენლებმა მომავალ წევრებთან - ფინეთთან და შვედეთთან ერთად, უკრაინის დახმარების გაძლიერებასთან ერთად, საქართველოს, მოლდოვას, ბოსნია - ჰერცოგოვინასთვის მხარდაჭერაზე უნდა იმსჯელონ.

29 ნოემბერი 2022, 01:08

საზოგადოება

პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებს“ დღეს არცერთი მონაწილე არ დატოვებს

ორშაბათი „იმედზე“ ტრადიციულად მეგაშოუს დღეა. დღეს მაყურებელმა „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეთერთმეტე სეზონის მეხუთე ეპიზოდი იხილა. მაყურებლის გადაწყვეტილებით, პროექტს ალესანდრო კარუზო და ანა ბირთველიშვილი გამოეთიშნენ.

29 ნოემბერი 2022, 00:45

კულტურა

თეა წულუკიანი ბესარიონ ნიჟარაძის დაბადებიდან 170 წლისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას დაესწრო

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის საქართველოს ეთნოლოგიის განყოფილების, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და საქართველოს ანთროპოლოგთა ასოციაციის ორგანიზებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დეკანოზ ბესარიონ ნიჟარაძის დაბადებიდან 170 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

29 ნოემბერი 2022, 00:23

მსოფლიო

ილონ მასკი: კომპანია Apple-ი App Store-იდან Twitter-ის აპლიკაციის ამოღებით იმუქრება

კომპანია Twitter-ის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ კომპანია Apple-ი App Store-იდან Twitter-ის აპლიკაციის ამოღებით იმუქრება.

29 ნოემბერი 2022, 00:22

რეგიონი

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის წარმომადგენლებმა ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს

გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს“ ფარგლებში, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორებმა რუსთავის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

29 ნოემბერი 2022, 00:03

საზოგადოება

კოკა კაციტაძე საქართველოში ბელგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, კოკა კაციტაძემ მოადგილეებთან, გიორგი კვარაცხელიასთან და ნათია სონღულაშვილთან ერთად, ბელგიის სამეფოს ახლად დანიშნულ ელჩთან მიშელ პიტერმანსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

იენს სტოლტენბერგი

28 ნოემბერი 2022, 23:58

მსოფლიო

სტოლტენბერგი: პრეზიდენტი პუტინი ახლა ცდილობს, ზამთარი უკრაინის წინააღმდეგ ომის იარაღად გამოიყენოს

პრეზიდენტი პუტინი ახლა ცდილობს, ზამთარი უკრაინის წინააღმდეგ ომის იარაღად გამოიყენოს, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

28 ნოემბერი 2022, 23:48

პოლიტიკა

ირაკლი ქარსელაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს შეხვდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს, მუხთარ ბაბაევს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრას აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დელეგაციის წევრები და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელი ალექსანდრე თევდორაძე ესწრებოდნენ.

28 ნოემბერი 2022, 23:31

კულტურა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ჩერქეზული კულტურის ცენტრის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის დირექტორმა მერაბ ჩუხუამ კომიტეტის წევრებს ცენტრის საქმიანობის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა. მომხსენებელმა კავკასიური პოეზიის ფესტივალზე „ანაკლია-2022“ ისაუბრა. მისი თქმით, ფესტივალი ჩერქეზული კულტურის ცენტრის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა და მასში საქართველოს და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელმა პოეტებმა, მწერლებმა, მუსიკოსებმა და ლიტერატურათმცოდნეებმა მიიღეს მონაწილეობა.

28 ნოემბერი 2022, 23:11

პოლიტიკა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სოციალური პაკეტის ინდექსაციის პრინციპს მხარი დაუჭირა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „სოციალური დახმარების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთათვის სოციალური პაკეტის ინდექსაციას ითვალისწინებს, პირველი მოსმენით განიხილა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

იაგო ხვიჩია

28 ნოემბერი 2022, 22:50

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: საშვის გარეშე ყველა პარლამენტის დარბაზში მოხვდეს - ასეთი რამ არ გამიგია

საშვის გარეშე ყველა პარლამენტის დარბაზში მოხვდეს, ასეთი რამ არ გამიგია, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციას.

ეკა სეფაშვილი

28 ნოემბერი 2022, 22:28

პოლიტიკა

აუდიოვიზუალური მედიის ახალი სახეებისთვის წესები კანონმდებლობით განისაზღვრება

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები განხორციელდება, რომლის მიხედვითაც შემოდის „მედია მომსახურებების“ ცნება, რომელიც აუდიოვიზუალურ მედია მომსახურებებს, რადიო მაუწყებლობას და აუდიოვიზუალურ სარეკლამო კომუნიკაციას მოიცავს. კანონპროექტით განსაზღვრული წესები ითვალისწინებს ტექნოლოგიური განვითარების ტენდენციებს და უზრუნველყოფს ერთიან თანაბარ პირობებს ბაზარზე გამოჩენილი აუდიოვიზუალური მედიის ახალი სახეებისთვის.

28 ნოემბერი 2022, 22:00

პოლიტიკა

ფარმაცევტულ პროდუქტზე ფასები რეფერენტული ფასების დადგენის გზით დარეგულირდება

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე იმსჯელეს, რაც საკანონმდებლო დონეზე რეფერენტული ფასწარმოქმნის დაშვებას ითვალისწინებს, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

28 ნოემბერი 2022, 21:41

პოლიტიკა

ევროკავშირის წარმომადგენლობა: მივესალმებით საქართველოს პარლამენტის განცხადებას „დეოლიგარქიზაციის“ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნაზე, რაც პოზიტიური ნაბიჯია

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გადაგზავნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მამუკა მდინარაძე

28 ნოემბერი 2022, 21:25

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: პარლამენტის დარბაზში მოხვედრა საშვის გარეშე, პრაქტიკულად უპრეცედენტოა

პარლამენტის დარბაზში მოხვედრა საშვის გარეშე, პრაქტიკულად უპრეცედენტოა, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციას. მისი თქმით, შემდეგ დასკვნაში ალბათ იქნება ჩანაწერი ჩაისა და ვარდების შესახებ ჩანაწერი.

დავით მათიკაშვილი

28 ნოემბერი 2022, 21:22

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ვერ შეცვალეს ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლება ტექნიკური მთავრობით, ვერ დაანთეს ომის ცეცხლი საქართველოში და ახლა პარლამენტის სასესიო დარბაზში უნდათ რადიკალების თავმოყრა

ეს ხაზს უსვამს სტაბილურობის სიძულვილის დონეს. არ სურს გიგაურს რომ სტაბილურად განვითარდეს პარლამენტი და პარლამენტარიზმი, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციას.

იენს სტოლტენბერგი

28 ნოემბერი 2022, 21:19

მსოფლიო

სტოლტენბერგი: განვიხილავთ გზებს, რათა გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა პარტნიორების მიმართ, როგორიცაა ბოსნია და ჰერცეგოვინა, საქართველო და მოლდოვა

ბუქარესტში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ გზებს, რათა გააძლიერონ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, ისევე როგორც სხვა პარტნიორების მიმართ, რომლებიც რუსეთის ზეწოლის წინაშე დგანან, როგორიცაა ბოსნია და ჰერცეგოვინა, საქართველო და მოლდოვა, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

ანრი ოხანაშვილი

28 ნოემბერი 2022, 21:13

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ რეკომენდაციაზე: შეიძლება ხვალ გვითხრან - აქციის ჩატარების უფლება მოგვეცით პლენარულ სხდომათა დარბაზშიო

შეიძლება ხვალ გვითხრან, რომ აქციის ჩატარების უფლება მოგვეცით პლენარულ სხდომათა დარბაზშიო. არ ვიცი რამდენად სერიოზულად უნდა მოვეკითხოთ ამ საკითხს, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციას.

მამუკა მდინარაძე

28 ნოემბერი 2022, 21:02

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ლიბერალებს რომ უწოდებენ საკუთარ თავს და სინამდვილეში ფსევდოლიბერალების აგრესიასთან რომ გვაქვს საქმე, ეს დეკანოზის პოსტის კომენტარებში გამოჩნდა

ლიბერალებს რომ უწოდებენ საკუთარ თავს და სინამდვილეში ფსევდოლიბერალების აგრესიასთან რომ გვაქვს საქმე ეს გამოჩნდა ამ პოსტის კომენტარებში, ამ პოსტზე რეაქციებში, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა კომენტარებს, რომელიც დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ფეისბუქსტატუსს მოჰყვა.