Imedi /  16 ნოემბერი 2020, 14:25 / სანდო წყარო

კახა კუჭავა: რეგიონში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, აუცილებელია, აშშ და საქართველო საერთო სტრატეგიით მოქმედებდნენ

კახა კუჭავა

კახა კუჭავა

რეგიონში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, აუცილებელია, აშშ და საქართველო საერთო სტრატეგიით მოქმედებდნენ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში ეს არის ძალიან დიდი მოვლენა. მკაფიო დემონსტრირება და გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, თუ რამდენად დიდია ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა. იგი წარმოადგენს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს და ამას დამოუკიდებლობის პირველი დღიდან ვგრძნობთ. ეს არის მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს გააჩნია და მსოფლიო ძალიან კარგად ხედავს. სწორედ ამას ემსახურება ეს ვიზიტიც. მით უმეტეს, რეგიონში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, აუცილებელია, აშშ და საქართველო მოქმედებდნენ საერთო სტრატეგიით, რათა ჩვენ, როგორც მთავარმა პარტნიორმა და მოკავშირემ რეგიონში, შევძლოთ, გავუძლოთ იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა და ჩვენი რეგიონი. რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. ამავე დროს ვისაუბრებთ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც ჩვენს ქვეყნებს უკავშირდება, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობა“, - განაცხადა კიჭავამ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 17-18 ნოემბერს ეწვევა.

ყველა სიახლე

ფრიდონ ინჯია

18 იანვარი 2021, 18:46

პოლიტიკა

ფრიდონ ინჯია: რაც მეტი იქნება პარლამენტში ოპოზიციის რაოდენობა, მით მეტი ძალა გვექნება, ვიყოთ მმართველი პარტიის ოპონენტები

თუ დანარჩენი ოპოზიციური პარტიები გადაწყვეტენ, პარლამენტში შემოვიდნენ და საპარლამენტო ტრიბუნა გამოიყენონ, მათ ასეთ გადაწყვეტილებას მივესალმებით, - ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ფრიდონ ინჯიამ განაცხადა. მისი თქმით, რაც მეტი იქნება პარლამენტში ოპოზიციური პარტიების რაოდენობა, მით მეტი ძალა ექნებათ, იყვნენ მმართველი პარტიის ოპონენტები. მისივე განმარტებით, თუ ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შევლენ, მზად არიან, მათთან ითანამშრომლონ.

ეკატერინე დგებუაძე

18 იანვარი 2021, 18:41

საზოგადოება

ეკატერინე დგებუაძე: საკლასო ოთახებში მიღებულ განათლებას დისტანციური პროცესი ვერ შეცლის

„საკლასო ოთახებში მიღებულ განათლებას დისტანციური პროცესი ვერ შეცლის“, - განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ და აღნიშნა, რომ ეს დასკვნა ამ პერიოდში ჩატარებულ კვლევებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შედეგად მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობა.

იაგო ხვიჩია

18 იანვარი 2021, 18:38

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ზოგადად, ჩვენ კარგი და ახლო ურთიერთობა გვაქვს ვაშაძესთან, ხშირად ვეკონტაქტებით და არასდროს ყოფილა პრობლემა, დღევანდლამდე

ვიცი, რომ გუშინ ყველაფერი რიგზე იყო და დღეს შეიცვალა. არ ვიცი, ეს ბატონი გიორგის გუნებაგანწყობას უკავშირდება თუ პარტიის შიგნით სხვა პრეფერენციები არსებობს. მარჩიელობას ვერ დავიწყებ, - ასე გამოეხმაურა „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ნებისმიერი საკითხი ოპოზიციის საერთო ფორმატში უნდა განიხილონ. იაგო ხვიჩიას თქმით, მათი გეგმის შესახებ საჯაროდ საუბრობენ და რამდენიმე პოლიტიკურ ძალასთან საკითხი შეთანხმებულიც კი იყო.

მაიკ რაიანი

18 იანვარი 2021, 18:28

COVID19

ჯანმო: ძალიან მალე, კორონავირუსით გარდაცვლილთა ყოველკვირეული მაჩვენებელი 100 ათასს მიაღწევს

ძალიან მალე, მოფლიოში, ახალი კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანთა ყოველკვირეული მაჩვენებელი 100 ათასს მიაღწევს. ორგანიზაციის საბჭოს შეხვედრაზე რაიანმა აღნიშნა, რომ ამჟამად, ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობის 47% ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის რეგიონებზე მოდის.

ეკატერინე დგებუაძე

18 იანვარი 2021, 18:24

საზოგადოება

ეკატერი დგებუაძე: თუ საკოორდინაციო საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას, განათლების სამინისტრო თითოეულ სკოლასთან ერთად მზადაა, მოსწავლეს საკლასო ოთახის კარი გაუღოს

„განათლების სამინისტროს მაღალი ინტერესია, რომ მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ, თუმცა ამ შემთხვევაში უწყება დამოუკიდებლად ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას - ეს დამოკიდებულია არსებულ ეპიდსიტუაციაზე“, - განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

ნიკოლოზ სამხარაძე

18 იანვარი 2021, 18:23

ეკონომიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენი ამოცანაა, დავუბრუნდეთ ეკონომიკური ზრდის იმ მაჩვენებელს, რომელიც პანდემიამდე გვქონდა

„მთავრობის ნომერი პირველი ამოცანაა, რაც შეიძლება მალე აღვადგინოთ ეკონომიკა. გარდა ამისა არის ბევრი სხვა გამოწვევა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს. მაგალითად: განათლების რეფორმა საჭიროებს კიდევ უფრო მეტ რეფორმას, საგარეო მიმართულებით გვჭირდება უფრო მეტი და ძლიერი ნაბიჯები იმისთვის, რომ გავხდეთ ნატოსა და ევროკავშირის წევრები“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ალექსეი ნავალნი

18 იანვარი 2021, 18:05

მსოფლიო

ალექსეი ნავალნი 30 დღით დააპატიმრეს

ნავალნი პატიმრობაში სასამართლოს მორიგ სხდომამდე დარჩება, რომელზეც გაირკვევა არიდებდა თუ არა ის თავს სასჯელაღსრულების ფედერალურ სამსახურს კონტროლს. თუ ნავალნი დამნაშავედ ცნეს, მას 3,5-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

18 იანვარი 2021, 18:01

რეგიონი

ოკუპანტების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის მორიგი „სასამართლო სხდომა“ 25 იანვარს ჩაინიშნა

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკავებული ზაზა გახელაძის მომდევნო ეწ. სასამართლო პროცესი ცხინვალში 25 იანვარს გაიმართება, - ინფორმაცია ქართულმა მხარემ ამოქმედებული ცხელი ხაზის მეშვეობით მიიღო. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს მუშობს და მოლამაპრაკებებს ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად - ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით“ - აცხადებენ სუს-ში.

ნიკოლოზ სამხარაძე

18 იანვარი 2021, 17:58

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: პოლიტსაბჭო იქნება ის ორგანო, სადაც გადაწყდება, რა სჭირდება პარტიას განახლებისა და გაძლიერებისთვის

„პარტიის ახალ თავმჯდომარეს აქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ტვირთი, რომელიც თანაბრად უნდა იკისროს გუნდმა, მარტო თავმჯდომარე არ უნდა იყოს პასუხისმგებელი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. შესაბამისად გადაწყდა, რომ პოლიტსაბჭო გაფართოებულიყო და აქ თანაბრად ყოფილიყვნენ წარმოდგენილნი როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და ასევე თბილისის მერი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელი“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

18 იანვარი 2021, 17:54

რეგიონი

გოჩა ენუქიძე: ონის მუნიციპალიტეტში, ცენტრალური და შიდა სასოფლო გზები ინტენსიურად იწმინდება

ონის მუნიციპალიტეტში, ცენტრალური და შიდა სასოფლო გზები ინტენსიურად იწმინდება, - ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუ- სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატი, გოჩა ენუქიძე Facebook-ზე წერს. მისი თქმით, ამ დროისთვის სრულად გაწმენდილია კურორტ შოვამდე მისასვლელი გზა, ასევე სოფელ შქმერის, ბარისა და მრავალძლის შიდა სასოფლო გზებიც.

18 იანვარი 2021, 17:52

მსოფლიო

ტუნისში, ეკონომიკური კრიზისის გამო გამართულ აქციაზე 600-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს

აქციებზე, რომელიც ზედიზედ სამი ღამე გრძელდებოდა, სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის მწვავე დაპირისპირება მოხდა. საჭირო გახდა პროცესში უსაფრთხოების ძალების ჩართვაც, თუმცა მოქალაქეებმა გზები მაინც გადაკეტეს და მათ ქვები დაუშინეს. ამასთან, წვავდნენ საბურავებსა და ნაგვის ურნებს, რათა სამართალდამცველებისთვის გადაადგილება შეეზღუდათ.

ნიკოლოზ სამხარაძე

18 იანვარი 2021, 17:40

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ოპოზიციის ნაწილი შანტაჟისა და საბოტაჟის რეჟიმშია

„პარლამენტი ლეგიტიმურია და ის აღიარა მსოფლიო საზოგადოებამ. მაგრამ ის რომ, ოპოზიციის გარკვეული ნაწილი არ შემოდის, კარგ სურათს არ ქმნის“, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

ნათია თურნავა

18 იანვარი 2021, 17:39

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ენგურჰესის რეაბილიტაცია ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია

ენგურჰესის რეაბილიტაციის პროექტი მასშტაბური და ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტის განმახორციელებელი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ. აღნიშნული მასშტაბური პროექტი 2021 წლის 20 იანვარს დაიწყება, ხოლო სადგურის ექსპლუატაციაში გაშვება 2021 წლის 1-ელ მაისსაა დაგეგმილი.

გიორგი ვაშაძე

18 იანვარი 2021, 17:36

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: ჩემზე რომ რამე კომპრომატი იყოს, უკვე იქნებოდა გამოყენებული, თუ რამე იციან, თქვან, თუ არა დაანებობ თავი ჭორაობას

ჩემზე რომ რამე კომპრომატი ოყოს, ეს კომპრომატი იქნებოდა უკვე დიდი ხნის გავრცელებულიც და გამოყენებულიც ამ საკითხთან დაკავშირებით, არაერთხელ მქონია განსხვავებული პოზიციები თუნდაც მის მერ დასახელებულ პიროვნებებთან, - ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომლითაც მან არ გამორიცხა, რომ გიორგი ვაშაძეს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის მერაბიშვილი და ბოკერია კომპრომატებით ემუქრებოდნენ.

ნათია თურნავა

18 იანვარი 2021, 17:36

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ენგურჰესზე სარემონტო-სარებილიტაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში წარიმართება

20 იანვარს საქართველოს უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგური - ენგურჰესი სარეაბილიტაციო - სარემონტო სამუშაოების მიზნით გაჩერდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ინფორმაცია აღნიშნული მასშტაბური პროექტის მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის სახელმწიფო უწყებებისა და ენგურჰესის სარეაბილიტაციო - სარემონტო პროექტის განმახორციელებელი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან განიხილა.

დონალდ ტრამპი

18 იანვარი 2021, 17:32

მსოფლიო

ხვალ თეთრ სახლში დონალდ ტრამპის ბოლო სამუშაო დღეა

19 იანვარი თეთრ სახლში დონალდ ტრამპის ბოლო სამუშაო დღე იქნება. ამერიკული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოქმედი პრეზიდენტი მმართველობის დასრულებამდე 100-მდე პატიმარს შეიწყალებს. მათ შორის - მაღალი სოციალურ-ეკონომიკური კლასის დამნაშავეებსა და რეპერებს.

ვახტანგ მეგრელიშვილი

18 იანვარი 2021, 17:30

პოლიტიკა

ვახტანგ მეგრელიშვილი ვაშაძის განცხადებაზე: არ მესმის, რა შეიძლება იყოს მიზეზი, რომელიც ასე უცბად შეცვლიდა ვითარებას

„ჩვენ არა თუ გიორგისთან, არამედ ფაქტობრივად ყველასთან გვქონდა ეს საკითხი ახალ წლებამდე გავლილი. ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, რომელმაც გადალახა ზღვარი, მათ შორის „ლელოსთან“, გიორგი ვაშაძესთან და ა.შ. ყველამ იცოდა. მე არ მესმის რა შეიძლება იყოს მიზეზი, რომელიც ასე უცბად შეცვლიდა ვითარებას და ადამიანებთან, რომლებთან გუშინ ამ ყველაფერზე ჩვეულებრივად შეიძლებოდა საუბარი, დღეს ისინი უბრალოდ უარს ამბობენ. თუ ეს სისულელეა, გამოვიდნენ და ახსნან, რომ ეს სისულელეა“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

18 იანვარი 2021, 17:22

რეგიონი

მელე-ლასდილის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

მელე-ლასდილის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მელე-ლასდილის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო აიკრძალა.

18 იანვარი 2021, 17:19

რეგიონი

დიდთოვლობის გამო, ყაზბეგში ჩარჩენილი მოქალაქეები გუდაურში საბაგირო ხაზით გადაიყვანეს

უკვე მერვე დღეა, უხვი ნალექის და ზვავსაშიშროების გამო, გუდაური - კობის გზა ჩაკეტილია. ყაზბეგში ჩარჩენილი მოქალაქეები გუდაურის მიმართულებით საბაგიროთი, სულ რამდენიმე წუთის წინ გადაიყვანეს. პარალელურად, ადგილზე საზღვრის გადაკვეთის მსურველთა რამდენიმეკილომეტრიანი რიგი დგას.

აბაშა

18 იანვარი 2021, 17:16

სამართალი

აბაშაში ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

აბაშაში თავისუფლების ქუჩაზე ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ავარიის შედეგად ორი დაშავებული გადაიყვანეს.