imedi /  18 ნოემბერი 2020, 16:54 / სანდო წყარო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: სამხედრო და უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველო არაჩვეულებრივი პარტნიორია

სახელმწიფო დეპარტამენტი

სამხედრო და უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველო აშშ-ისთვის არაჩვეულებრივი პარტნიორია და ამიტომ სახელმწიფო მდივანს საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერის ხაზგასმა სურს. ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი რუსების მიერ არის ოკუპირებული და საქართველო აგრძელებს მოსკოვის მიერ შექმნილი არასტაბილურობის ელემენტისთვის წინააღმდეგობის გაწევას, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს საკითხზე გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს.

„დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველო პროდასავლურ კურსს ადგას და ჩვენთვის ძალიან ძლიერ პარტნიორს წარმოადგენს. ევროკავშირთან თანამშრომლობის პროცესში მათ არაერთხელ დააფიქსირეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სურვილი. ჩვენთვის საქართველო სამხედრო და უსაფრთხოების კუთხით არაჩვეულებრივი პარტნიორია და ამიტომ სახელმწიფო მდივანს საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერის ხაზგასმა სურს. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვეყნის ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და საქართველო აგრძელებს მოსკოვის მიერ შექმნილი არასტაბილურობის ელემენტისთვის წინააღმდეგობის გაწევას“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

ყველა სიახლე

14 მაისი 2021, 12:33

ეკონომიკა

საქსტატი: აპრილში საქართველოში საარსებო მინიმუმი გაიზარდა

2021 წლის აპრილში, მარტთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის მარტში, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 201.0 ლარი იყო, აპრილში კი, ეს მაჩვენებელი ორი ლარითა და 80 თეთრით გაიზარდა, ჯამში კი 202.8 ლარი შეადგინა.

14 მაისი 2021, 12:22

COVID19

ინდოეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ წლის ბოლომდე ვაქცინების 2 მილიარდზე მეტ დოზას მიიღებენ

ინდოეთში კორონავირუსის ვაქცინების 2 მილიარდზე მეტი დოზა მიმდინარე წლის ბოლომდე, სავარაუდოდ, ხელმისაწვდომი იქნება. ამის შესახებ ინდოეთის მთავრობის მთავარმა მრჩეველმა განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

14 მაისი 2021, 12:21

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: შეთანხმების თითოეული პუნქტი შესრულდება, ეს გაცნობიერებული აქვს როგორც საპარლამენტო უმრავლესობას, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებას

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, მმართველ გუნდს გაცნობიერებული აქვს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის თითოეული პუნქტი უნდა შესრულდეს. ირაკლი კობახიძის თქმით, შეთანხმების შესრულებაზე „ქართული ოცნების“ თითოეული წარმომადგენელია პასუხისმგებელი.

იაგო ხვიჩია

14 მაისი 2021, 12:21

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: „საარჩევნო კოდექსში“ ტექნიკურად რა ეწერება, ნაკლებად მნიშვნელოვანია

„პოლიტიკურ ძალები „საარჩევნო კოდექსს“ უნდა ენდობოდნენ. ესაა მთავარი ამოცანა, რაც „საარჩევნო კოდექსთან“ დაკავშირებით შეიძლება გვქონდეს. მე რასაც ვაპირებ არის ის, რომ რა ცვლილებაზეც არ უნდა ვფიქრობდეთ, მივაღწიოთ კონსენსუსს. ცესკო-ს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით დეტალურადაა გაწერილი შარლ მიშელის დოკუმენტში. როდესაც ამაზე ვსაუბრობდით, არ ყოფილა დიდი პრობლემები ამის სხვადასხვანაირად გაგებაზე და ვფიქრობ, ამაზე ერთიანი გაგებაა”,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩია

14 მაისი 2021, 12:10

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია „ნაცმოძრაობაზე“: სასწრაფოდ უნდა შემოვიდნენ პარლამენტში, გვაკლიან, გვენატრებიან

„გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ აუცილებლად უნდა შევიდეს პარლამენტში, ვინაიდან 35 ოპოზიციონერზე უარის თქმა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.

ემანუელ მაკრონი

14 მაისი 2021, 11:53

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი ახლო აღმოსავლეთში მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ახლო აღმოსავლეთში მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

14 მაისი 2021, 11:46

მსოფლიო

„ჰამასში“ აცხადებენ, რომ ისრაელში, ქიმიურ ქარხანაზე მიიტანეს იერიში

პალესტინური რადიკალური დაჯგუფება „ჰამასის“ გასამხედროებული ფრთა „ალ-ყასამის ბრიგადები“ ისრაელში, ქალაქ ნირ ოზში, ქიმიურ ქარხანაზე იერიშის მიტანის შესახებ იტყობინება.

ირაკლი კობახიძე

14 მაისი 2021, 11:44

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ქართული დემოკრატიისთვის უკეთესიც იქნება, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში არ იქნება წარმოდგენილი

„მთავარია, რომ პარლამენტი სათანადოდ არის დაკომპლექტებული, ოპოზიცია არის სათანადოდ წარმოდგენილი, ხელმოწერილია შესაბამისი შეთანხმება ევროკავშირის ეგიდით. აქედან გამომდინარე, მთელი ეს ხელოვნური კრიზისი უვე წარსულს არის ჩაბარებული. აქედან გამომდინარე, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შემოვა თუ არ შემოვა, ამას არავისთვის, არც სუბექტურად და არც ობიექტურად, აღარ აქვს არავითარი მნიშვნელობა. შეიძლება უკეთესიც იყოს და ალბათ, უკეთესიც იქნება ქართული დემოკრატისთვის, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ არ იქნება წარმოდგენილი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს მათი გადასაწყვეტია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

14 მაისი 2021, 11:37

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გავიგეთ, რომ 15 მაისის აქცია გადაიდო, რითაც ოფიციალურად, საბოლოოდ გაფორმდა ოპოზიციის მარცხი

თავიდანვე ვამბობდით, რომ ოპოზიციას მოუწევდა 15 მაისის აქციის გადავადება - აშკარაა, რომ ისინი დამარცხდნენ ამ ბრძოლაში, რასაც ერქვა ხელოვნური კრიზისის შექმნა, რასაც ერქვა პარლამენტის საბოტაჟი და ა.შ. - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

14 მაისი 2021, 11:33

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ე.წ. ხელოვნური კრიზისი უკვე დაძლეულია - ვინ შევა დამატებით პარლამენტში ან ვინ არა მნიშვნელობა აღარ აქვს

„ვინ შევა დამატებით პარლამენტში ან ვინ არა, ამას არავითარი არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს იქედან გამომდინარე, რომ ე.წ. ხელოვნური კრიზისი უკვე დაძლეულია, ეს შარლ მიშელმა განაცხადა. ოპოზიცია უკვე წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტში, აქედან გამომდინარე, ეს უკვე არსებითად აღარაფერს ცვლის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

14 მაისი 2021, 11:28

COVID19

სომხეთში კორონავირუსის 230 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 230 ადამიანს დაუდასტურდა 10 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 220,447 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 4,301 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 207,464.

14 მაისი 2021, 11:24

COVID19

იაპონიის ექიმთა პროფკავშირი მთავრობას ტოკიოს ოლიმპიადის გაუქმებისკენ მოუწოდებს

იაპონიის ექიმთა პროფკავშირი მთავრობას ტოკიოს ოლიმპიადის გაუქმებისკენ მოუწოდებს. „ეს სპორტსმენებისთვის მძიმე გადაწყვეტილება იქნება, მაგრამ ვიღაცამ უნდა თქვას, რომ ოლიმპიური თამაშები უნდა გაუქმდეს. ჩვენ აღნიშნული თხოვნით მთავრობას მივმართეთ, რადგან ვფიქრობთ, რომ სამედიცინო მუშაკებმა ხმა უნდა ამოიღონ“, - აღნიშნა ნაოტო უეიამამ, იაპონიის ექიმთა ეროვნული პროფკავშირის ხელმძღვანელმა.

14 მაისი 2021, 11:20

თავდაცვა

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია 2021-2022 სასწავლო წლისთვის მიღებას იწყებს

ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსზე მიიღებიან: უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ გაუვლიათ სამხედრო სამსახური და არ შესრულებიათ 27 წელი; უმაღლესი განათლების მქონე, რეზერვში (რიგითები, კაპრალები, სერჟანტები, მიჩმანები) მყოფი საქართველოს მოქალაქეები 30 წლის ჩათვლით; უმაღლესი განათლების მქონე, საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მყოფი (რიგითები, კაპრალები, სერჟანტები) საქართველოს მოქალაქეები 30 წლის ჩათვლით; სამედიცინო განათლებისა და სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის მქონე პირები 35 წლის ჩათვლით. საბუთების მიიღება იწარმოებს 2021 წლის 13 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით.

14 მაისი 2021, 11:19

პოლიტიკა

„ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრები კახა კუჭავას ხვდებიან

„ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ ოპოზიციური ფრაქციის წევრები ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარეს ხვდებიან. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა შარლ მიშელის დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულებების აღსრულების პროცესია.

14 მაისი 2021, 11:18

სამართალი

დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ბაგრატიონმა საქართველოში აშშ- ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილესთან, ქალბატონ რაიან ჰარისთან და აშშ-ის საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ნიკოლას კიფთან შეხვედრა გამართა.

14 მაისი 2021, 11:15

სამართალი

აშშ-ის მოქალაქის დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეები - ო.ფ, ჩ.ფ. და ო.მ. დამნაშავედ ცნო.

ირაკლი კობახიძე

14 მაისი 2021, 11:14

COVID19

ირაკლი კობახიძე „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა

ირაკლი კობახიძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ „სინოფარმის“ ვაქცინა გაიკეთა.

ზურაბ ადეიშვილი

14 მაისი 2021, 11:10

პოლიტიკა

ზურაბ ადეიშვილს თავისივე სურვილით საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა

სერვისების განვითარების სააგენტომ განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ 80-დღიან ვადაში განიხილა და შეისწავლა ზურაბ ადეიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი, რის შემდეგაც, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე მომზადებული დასკვნა, მოქმედი კანონმდებლობისა და პროცედურების შესაბამისად, მიმდინარე წლის 7 მაისს საქართველოს პრეზიდენტს გაეგზავნა.

14 მაისი 2021, 11:10

COVID19

რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 3 722-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში ვაქცინაცია 81 076-მა მოქალაქემ გაიარა.

14 მაისი 2021, 11:09

COVID19

ამ ეტაპზე საქართველოში 896 მძიმე პაციენტია

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 896 პირი, მათ შორის, თბილისში - 433, აჭარაში - 92, იმერეთში -141. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 198 პირი, მათგან თბილისში - 137, აჭარაში - 4, იმერეთში - 13. 730 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 363 - თბილისში, 338 - აჭარაში. 11 091 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.