Imedi /  18 ნოემბერი 2020, 16:04 / სანდო წყარო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: დღეს უფრო მრავალფეროვანი პარლამენტი გყავთ, ვიდრე ოდესმე, 9 პარტია ბევრად უფრო მრავალფეროვან ხედვასა და მოსაზრებას ასახავს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

მათი მხრიდან მოწოდება ბოიკოტისკენ უკვე ნანახი ფილმის ყურებასავითაა. მოვუწოდებთ, შევიდნენ პარლამენტში, განახორციელონ მნიშვნელოვანი საარჩევნო ცვლილებები მოწოდება ბოიკოტისკენ იმეორებს იმას, რაც უკვე ვნახეთ. ჩვენ მოვუწოდებთ მათ, შევიდნენ პარლამენტში, განახორციელონ მნიშვნელოვანი საარჩევნო ცვლილებები, რათა შემდეგი არჩევნები იყოს უკეთესი, რომ მათ და ჩვენ აღარ ვიხილოთ იმავე ტიპის დარღვევები. სწორედ ამის მხარდაჭერას ცდილობენ ჩვენი ელჩები - დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან და იპოვონ გამოსავალი არა ჩვენთვის, არამედ საკუთარი თავისთვის, და ისწავლონ ერთად მუშაობა, რადგან პარლამენტში მოუწევთ ერთად მუშაობა, - ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა სპეციალური ბრიფინგი გამართეს და საქართველოს შესახებ ისაუბრეს. შესაბამისი ინფორმაცია დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საკონსტიტუციო ცვლილებებმა და შედეგად, უფრო პროპორციულმა საარჩევნო სისტემამ არსებითად, გაამართლა და დღეს უფრო მრავალფეროვანი პარლამენტია, ვიდრე ოდესმე.

,,ახალმა საარჩევნო სისტემამ, არსებითად, გაამართლა. დღეს მათ უფრო მრავალფეროვანი პარლამენტი ჰყავს, ვიდრე ოდესმე, და ეს 9 პარტია ასახავს ბევრად უფრო მრავალფეროვან ხედვებსა და მოსაზრებებს, და უფრო მეტი ქალიცაა წარმოდგენილი საარჩევნო ცვლილებების შედეგად. და ზოგიერთი პრობლემა, რომელიც შეიძლება იყოს, - უნდა ყოფილიყო, - დაკავშირებული ამ არჩევნებთან, მოიცავდა ზაფხულში გატარებულ საარჩევნო რეფორმას. ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა პარლამენტს. ასე რომ, საარჩევნო რეფორმა არ იყო სათანადოდ ძლიერი და დამაჯერებელი, რათა ისინი (ოპოზიცია) გამხდარიყვნენ პარლამენტის ფარგლებში ცვლილებების პროცესის მონაწილეები. ასე რომ, მათი მხრიდან მოწოდება ბოიკოტისკენ უკვე ნანახი ფილმის ყურებასავით არის. მოვუწოდებთ მათ, შევიდნენ პარლამენტში, განახორციელონ მნიშვნელოვანი საარჩევნო ცვლილებები, რათა შემდეგი არჩევნები იყოს უკეთესი, რომ მათ და ჩვენ აღარ ვიხილოთ იმავე ტიპის დარღვევები. სწორედ ამის მხარდაჭერას ცდილობენ ჩვენი (აშშ-სა და ევროკავშირის) ელჩები: დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან და იპოვონ გამოსავალი არა ჩვენთვის, არამედ საკუთარი თავისთვის, და ისწავლონ ერთად მუშაობა, რადგან პარლამენტში მოუწევთ ერთად მუშაობა - რათა შეიმუშაონ პროგრამა, საარჩევნო დღის წესრიგი, რომელიც მოიცავს არსებით საარჩევნო ცვლილებებს, ცესკოს ადმინისტრაციის არსებით რეფორმას. და შემდეგ, როცა ჩატარდება ახალი არჩევნები, თქვენ გექნებათ უფრო სანდო, დამაჯერებელი შედეგები, რომელთა მიმართ ყველას ექნება ნდობა და აღარ იქნება მსგავსი კითხვის ნიშნები”, - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

14 მაისი 2021, 10:10

რეგიონი

ბათუმში 2 გარდაცვლილი იპოვეს

ბათუმში კობალაძის ქუჩაზე 2 გარდაცვლილი იპოვეს. ადგილობრივების ინფორმაციით კაცი სავარაუდოდ მე-19 სართულიდან გადმოხტა, ქალის ცხედარი კი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში იპოვეს. როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები ვარაუდობენ, კაცმა ჯერ ქალი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. პირველადი ინფორმაციით გარდაცვლილები უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ.

14 მაისი 2021, 10:05

COVID19

მანდატურის სამსახურის უფროსი „სინოფარმით“ აიცრა

„ვაქცინაცია სწორი არჩევანია, რათა დავიცვათ საკუთარი თავი, ჩვენი ახლობლები და ჩვენ გარშემო მყოფი ადამიანები COVID-19-სგან. ვაქცინაციით და პრევენციული ღონისძიებებით - ნიღბის ტარებით, საჭირო დისტანციის დაცვით, შევძლებთ პანდემიის დამარცხებას და დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს,“ - აღნიშნა მანდატურის სამსახურის უფროსმა.

14 მაისი 2021, 09:58

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

ფოთში დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი. ზუგდიდში დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +35 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +29 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.

14 მაისი 2021, 09:47

თავდაცვა

Trojan Footprint-ის წვრთნები კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-სა და საქართველოს შორის არსებულ ძლიერ კავშირს უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით

წვრთნების მიზანია ნატოს მოკავშირეებს შორის თავსებადობის გაზრდა, სპეციალური ოპერაციების ძალების შესაძლებლობების გაზრდა რიგ საფრთხეებთან გამკლავებაში და შეიარაღებულ ძალებთან ინტეგრაციის გაღრმავება.

14 მაისი 2021, 09:38

სამართალი

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში ერთი ადამიანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

14 მაისი 2021, 09:23

კულტურა

თეა წულუკიანი ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმს ეწვია

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ ორგანიზაციებთან შეხვედრების ფარგლებში მინისტრმა შეხვედრა გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში გამართა.

ირაკლი ღარიბაშვილი

14 მაისი 2021, 09:10

რეგიონი

პრემიერ-მინისტრი დღეს გურიას ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს გურიის რეგიონს ეწვევა. მთავრობის მეთაური, 13:30 საათზე, სოფელ ზედა ბახვის საჯარო სკოლაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასა და მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორ სებასტიან მოლინეუსთან ერთად, ინტერნეტიზაციის პროექტის პრეზენტაციას გახსნის.

14 მაისი 2021, 09:08

რეგიონი

ხიხანის ციხემდე ასასვლელი ბილიკის კეთილმოწყობა იწყება

ზღვის დონიდან 2236 მეტრზე მდებარე ხიხანის ციხე ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული და რთულად მისასვლელი ციხე-სიმაგრეა აჭარაში. ციხე უნიკალურია, როგორც თავისი ადგილმდებარეობით და იერსახით, ისე გარშემორტყმული ლანდშაპტით.

14 მაისი 2021, 08:59

COVID19

საქართველოში „სინოვაკით“ ვაქცინაციის დაწყება მომავალ კვირაში იგეგმება

„სინოვაკი“ „სინოფარმის“ მსგავსად, ტრადიციულ მეთოდოლოგიაზე დამყარებული ვაქცინაა და მას სხვა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებთან შედარებით ნაკლები გვერდითი მოვლენები აქვს. როგორც ცნობილია, ჩინეთმა საქართველოს სინოვაკის 100 ათასი დოზა აჩუქა.

14 მაისი 2021, 08:48

მსოფლიო

აშშ-მა ისრაელიდან პენტაგონის 120-მდე თანამშრომელი გაიყვანა

პენტაგონის პრესმდივნის, ჯონ კირბიმ განაცხადებთ, ამერიკულმა პერსონალმა ისრაელი 13 მაისს დატოვა. მისივე განმარტებით, პენტაგონის წარმომადგენლები ისრაელში მომავალი ორმხრივი წვრთნების დასაგეგმად იმყოფებოდნენ.

14 მაისი 2021, 08:34

მსოფლიო

ღაზის სექტორში ავიადარტყმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა

პალესტინური სააგენტოს ცნობით, ბეით ლაჰიაში მაშველებმა ერთ-ერთი სახლის ნანგრევებში მამაკაცის, 4 ბავშვისა და ორსული ქალის ცხედრები იპოვეს. განადგურებულია 500-მდე საცხოვრებელი სახლი, მათ შორის, 4 მაღალსართულიანი კორპუსი.

14 მაისი 2021, 08:23

მსოფლიო

გაეროს უშიშროების საბჭო ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის საკითხს 16 მაისს განიხილავს

გაეროს უშიშროების საბჭო ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის საკითხს 16 მაისს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

14 მაისი 2021, 08:02

პოლიტიკა

დღეს პარლამენტში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა გაიმართება

ისინი საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტებისა და წინასაარჩევნო აგიტაციის წესებზე იმსჯელებენ. მხარეები აცხადებენ, რომ ამ საკითხებზე პოზიციების დაახლოება შესაძლებელია. კანონპროექტს მეორე მოსმენით პლენარულ სესიაზე ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ გაიტანენ.

ემანუელ მაკრონი

14 მაისი 2021, 02:42

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი აზერბაიჯანს მოუწოდებს, სომხეთის ტერიტორიიდან შეიარაღებული ძალები დაუყოვნებლივ გაიყვანოს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აზერბაიჯანს მოუწოდებს, სომხეთის ტერიტორიიდან შეიარაღებული ძალები დაუყოვნებლივ გაიყვანოს.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

14 მაისი 2021, 02:30

მსოფლიო

ისრაელის პრემიერი: ღაზის სექტორში ოპერაცია მანამ გაგრძელდება, სანამ ისრაელში მშვიდობა და უსაფრთხოება არ აღდგება

ღაზის სექტორში ოპერაცია მანამ გაგრძელდება, სანამ ისრაელში მშვიდობა და უსაფრთხოება არ აღდგება, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

14 მაისი 2021, 02:15

საზოგადოება

საქართველოს საელჩო ისრაელში: ღაზის სექტორის მიმდებარედ 4 კილომეტრის მანძილზე მცხოვრები მოსახლეობა მთელი ღამის განმავლობაში სავალდებულოდ უნდა დარჩეს თავშესაფრებში

ისრაელში საქართველოს საელჩო საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

14 მაისი 2021, 02:10

მსოფლიო

ისრაელის არმიის საჰაერო და სახმელეთო ძალებმა ღაზის სექტორის მიმართულებით მასიური შეტევა დაიწყეს

ისრაელის არმიის საჰაერო და სახმელეთო ძალებმა ღაზის სექტორის მიმართულებით მასიური შეტევა დაიწყეს. ინფორმაციას ამის შსახებ ისრაელის თავდაცვითი ძალების პრესსამსახური ავრცელებს.

მიხეილ სააკაშვილი

14 მაისი 2021, 01:56

პოლიტიკა

უკრაინელი ჟურნალისტები: უკრაინელი ხალხი მიხეილ სააკაშვილის კერძო ინტერესების მძევალი გახდა

მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების ტახტზე აყვანამ ჩვენს ქვეყანას სასარგებლო ცვლილებების ბოლო იმედი წაართვა, - აცხადებს Obozrevatel TV-ს გამომძიებელი ჟურნალისტი, ვალერი ტოვმაჩი გადაცემაში „სააკაშვილი - უკრაინაში რეფორმების მთავარი უბედურება“.

შალვა ნათელაშვილი

14 მაისი 2021, 00:23

პოლიტიკა

შალვა ნათელაშვილი: ქართველი ხალხის ნებას უნდა ასრულებდეს ქართველი პოლიტიკოსი და არა შარლ მიშელი, დიკაპრიო, ანგელა მერკელი და კელი დეგნანი

„ისინი მეგობრები და სტრატეგიული მოკავშირეები არიან, მაგრამ თავის სამსახურებრივი მოვალეობა და გეოპოლიტიკური ინტერესები აქვთ. ჩვენ, ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა შევასრულოთ ქართველი ხალხის ნება. უნდა ქართველ ხალხს, რომ არ შევიდეთ პარლამენტში, არ უნდა შევიდეთ, მტკვარში უნდათ რომ გადავხტეთ - გადავხტეთ, უნდათ წავიდეთ პოლიტიკიდან - წავიდეთ“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

14 მაისი 2021, 00:07

კულტურა

„მეგობრების“ სპეციალური ეპიზოდის გამოსვლის თარიღი ცნობილია

გავრცელებული ცნობით, 6 მთავარი გმირის გარდა, გადაღებებში მომღერლები ჯასტინ ბიბერი, ლეიდი გაგა, ჯგუფი BTS-ი, მსახიობები კიტ ჰარინგტონი, ასევე მოდელი სინდი კროუფორდი და ფეხბურთელი დევიდ ბექჰემიც მონაწილეობნენ.