imedi /  21 ნოემბერი 2020, 08:54 / სანდო წყარო

სოზარ სუბარი: ხმა მივეცი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას, კრიზისის შექმნის ეს ხელოვნური მცდელობა ძალიან მალე ჩაივლის

სოზარ სუბარი

სოზარ სუბარი

„ქართული ოცნების“ სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატმა, სოზარ სუბარმა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში თავისი არჩევანი უკვე დააფიქსირა.

„21 ოქტომბერს საკმაოდ მკაფიო არჩევანი გააკეთა ქართველმა ხალხმა სტაბილურობის და მომავალი განვითარების სასარგებლოდ. დღესაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველგან, სადაც მეორე ტურია, იგივე არჩევანი განმეორდეს. ბუნებრივია, მეც ხმა მივეცი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას. ძალიან მალე ჩაივლის ეს კრიზისის შექმნის ხელოვნური მცდელობა და საქართველოს პარლამენტი ძალიან მალე შეიკრიბება. „ქართულ იცნებას” აქვს მყარი უმრავლესობა და ეს ასე გაგრძელდება“, - განაცხადა სუბარმა.

მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური 17 ოლქში ტარდება. არჩევნების პირველ ტურში 13 ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს. რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, ცესკოს ინფორმაციით, ბიულეტენების 100%-ის დათვლის შემდეგ შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ - 48,22%; „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 27,18%; „ევროპული საქართველო“ - 3.79%; „ლელო“ – 3,16%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. დანარჩენ პარტიებს ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ.

საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლებები და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო.

ყველა სიახლე

10 ნოემბერი 2024, 00:19

სპორტი

ქართველი ტაეკვონდოისტი ალექსანდრე გურაბანიძე ევროპის ჩემპიონია

ალბანეთში კადეტ ტაეკვონდოისტებს შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ევროპის პირველობაზე საქართველოს ტაეკვონდოს ნაკრების წევრმა ალექსანდრე გურაბანიძემ ( -33კგ) ჩემპიონობა იზეიმა.

ნინო თიბილაშვილი

09 ნოემბერი 2024, 23:23

სპორტი

ეტლით ფარიკაობაში, ნინა თიბილაშვილმა პიზის მსოფლიო თასზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

შეჯიბრის მეორე დღეს ხმლით ფარიკაობაში ქართველმა პარასპორტსმენმა ნახევარფინალში ჰონკონგელი მოწინააღმდეგე 15:4 დაამარცხა,საფინალო ბრძოლა ანგარიშით 9:15 პოლონელ კინგა დროჟთან დათმო და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა

ვარლამ ლიპარტელიანი

09 ნოემბერი 2024, 22:12

არჩევნები 2024

ვარლამ ლიპარტელიანი: „ქართული ოცნება“ არის ის გუნდი, რომელიც ზრუნავს ადამიანზე და ვიცით, თუ რა დამოკიდებულება აქვს თითოეულის მიმართ

„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატის ვარლამ ლიპარტელიანის განცხადებით, მოსახლეობამ „ქართული ოცნების“ სლოგანი - მხოლოდ მშვიდობით, კეთილდღეობით, ღირსებით ევროპისკენ, ძალიან სწორად გაიგო.

09 ნოემბერი 2024, 21:38

პოლიტიკა

ვარლამ ლიპარტელიანი: მე დავდექი იქ, სადაც უნდა დამდგარიყო თითოეული ღირსეული ქართველი. დავდექი იმ მშვიდობის სადარაჯოზე, რასაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის

„მე ვნახე სახეცვლილი სამგორი. ვნახე უამრავი გაკეთებული სკვერი, უამრავი კეთილმოწყობილი სივრცე. შევხვდი ძალიან ბევრ ადამიანს, საიდანაც ყოველთვის დადებითი მუხტით ვბრუნდებოდი. ხალხისგან ვგრძნობდი იმ სულისკვეთებას, რომ ყველა მოწოდებული იყო მშვიდობაზე. ძალიან დიდი ნდობა დაიმსახურა „ქართულმა ოცნებამ“და ამან განაპირობა წარმატება“, - აღნიშნა ვარლამ ლიპარტელიანმა.

ირაკლი კირცხალია

09 ნოემბერი 2024, 21:23

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია გერმანიის საელჩოს განცხადებაზე: მიხედონ თავიანთ ქვეყანაში ძალიან სერიოზულ შიდა პრობლემებს. ჩვენთან იმეგობრონ, ამისთვის მზად ვართ

მიხედონ თავის ქვეყანაში ძალიან სერიოზულ შიდა პრობლემებს. ჩვენთან იმეგობრონ, ამისთვის მზად ვართ, - განაცხადა გადაცემა „ქრონიკაში“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალიამ გერმანიის საელჩოს განცხადების შეფასებისას.

09 ნოემბერი 2024, 21:22

საზოგადოება

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება.

ირაკლი კირცხალია

09 ნოემბერი 2024, 21:02

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: დამერწმუნეთ, 2030 წელს საქართველო მზად იქნება ევროკავშირის წევრობისთვის ისე, როგორც არცერთი კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა - ევროპა ჩვენთვის ფასეულობებია, რომელსაც საქმით მივდევთ

ევროპა ჩვენთვის არ არის კონკრეტული დროებითი ბიუროკრატიული აღქმები და პოლიტიკური გემოვნებები. ევროპა არის ჩვენთვის ფასეულობები, - განაცხადა „ქრონიკაში“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ.

ირაკლი კირცხალია

09 ნოემბერი 2024, 20:50

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: მინდა მეგობრებს, პარტნიორებს ძალიან კორექტულად შევახსენო, რომ 2012 წლიდან „ქართულ ოცნებას“ არასდროს უვაჭრია ღირსებით, არც სუვერენიტეტით და მით უმეტეს, არც იმ ნდობის მანდატით, რომელსაც ხალხი უცხადებს

მინდა ჩვენს მეგობრებს, ჩვენს პარტნიორებს ძალიან კორექტულად, ძალიან მეგობრულად შევახსენო, რომ 2012 წლიდან „ქართულ ოცნებას“, კარგად იციან და საზოგადოებამაც კარგად იცის, რომ არასდროს უვაჭრია ღირსებით, არც სუვერენიტეტით და მით უმეტეს, არც იმ ნდობის მანდატით, რომელსაც ხალხი უცხადებს, - განაცხადა გადაცემა „ქრონიკაში“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალიამ.

09 ნოემბერი 2024, 20:38

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ევროკავშირის წამყვანი ქვეყნებიდან გვესაუბრებიან, რომ თურმე გაუმჭვირვალობა და შავი ფულის ტრიალი არის ქვეყნის ევროპული გზა

ევროკავშირის წამყვანი ქვეყნებიდან გვესაუბრებიან, რომ თურმე გაუმჭვირვალობა და შავი ფულის ტრიალი არის ქვეყნის ევროპული გზა. თურმე ლგბტ პროპაგანდა არის ევროპული გზა, - განაცხადა „ქრონიკაში“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ, რითაც გამოეხმაურა გამჭვირვალობისა და ლგბტ-კანონების გაწვევის მოთხოვნას დასავლეთის მხრიდან.

09 ნოემბერი 2024, 20:09

პოლიტიკა

ნინო წილოსანმა ბუღალტერთა სამიტში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა მონაწილეობა მიიღო „ბუღალტერთა სამიტი 2024 - ძლიერი ქალები ფინანსებში“.

ნათია თურნავა

09 ნოემბერი 2024, 20:00

ეკონომიკა

ნათია თურნავა: სარეიტინგო კომპანიები აფასებენ როგორც მიღწევებს, ასევე, გამოწვევებს. ძალიან ხშირად სახელდება როგორც გამოწვევა, რეზერვების ზრდის აუცილებლობა, ამიტომაც, ეროვნული ბანკის მუდმივი ზრუნვის საგანია რეზერვების შევსება

რეიტინგებში, სარეიტინგო კომპანიები აფასებენ როგორც მიღწევებს, ასევე, გამოწვევებს, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ. აღნიშნული განცხადებით მან უპასუხა კითხვას -„სარეიტინგო კომპანია Fitch-მა აღნიშნა, რომ საქართველოს სავალუტო რეზერვების ზომა მცირეა. რამდენად არის ეს შფოთვის საფუძველი“.

გიორგი გამსახურდია

09 ნოემბერი 2024, 19:56

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია ევროკავშირის ეგიდით გამოძიების ჩატარებაზე: როდესაც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ქვეყნის შიგნით პოლიტიკური რესურსი ამოწურული აქვს, გადადიან დაბეზღების რეჟიმში და უცხოელ დამკვეთთან დასახმარებლად გარბიან

„საქართველოს ტერიტორიაზე პირველ რიგში მოქმედებს ქართული კანონმდებლობა და მერე, რა თქმა უნდა ყველა ჩვენს მეგობარსა და პარტნიორს დამკვირვებლად მივესალმებით. მენტორული ტონით, ჩვენ ვინმემ რამე გვიკარნახოს და ჩვენს შიდა პროცესებში ჩარევები იყოს, ეს შედეგს არ გამოიღებს. მსოფლიოში პოლიტიკური პროცესები იმგვარად ვითარდება, რომ ბევრ რაღაცას სხვანაირად გადაეხედება და ყველა სახელმწიფოს თავისი სუვერენიტეტის ფარგლებში სრული მოქმედების უფლება ექნება“.

ნანა კაკაბაძე

09 ნოემბერი 2024, 19:55

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: საქართველოს ხელისუფლებას დღეს ბრძოლა და დაპირისპირდება აქვს არა ევროპასთან ან აშშ-სთან, არამედ ამ ქვეყნების მიერ დაქირავებულ (თუ წაქეზებულ) კონკრეტულ პიროვნებებთან

„ნეოლიბერალურ ფაშიზმთან საყოველთაო დაპირისპირებაში ყველა ქვეყანას გააჩნია მათთვის დამახასიათებელი თავისებურებები. საქართველოში ამ დაპირისპირებაში გამარჯვების პერსპექტივა მხოლოდ იმ შემთხვევაში გვექნება კონსერვატორებს, თუ ჩვენი მოსახლეობა იქნება ერთიანი და კონსოლიდირებული, ან თუ რაიმე ისეთი მოხდება უშუალოდ დასავლეთში, რაც ნეოლიბერალების დასუსტება და კონსერვატორების გაძლიერება მოჰყვება. ამის ნიშნები კი აშშ-ში დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევაში და სხვა ტენდენციებში უკვე გამოიკვეთა“.

გიორგი გამსახურდია

09 ნოემბერი 2024, 19:28

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია გერმანიის საელჩოს განცხადებაზე: რა თქმა უნდა, ეს ყოვლად მიუღებელია. ვთხოვდი, ნაკლებად ჩაერიონ შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში

ძალიან ცუდია, როდესაც საელჩო შიდა პოლიტიკურ პროცესებში ერევა. მინდა კორექტული ვიყო და მხოლოდ და მხოლოდ ამ ფრაზით შემოვიფარგლო, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ გიორგი გამსახურდიამ გერმანიის საელჩოს განცხადებაზე.

ნინო წილოსანი

09 ნოემბერი 2024, 19:16

პოლიტიკა

ნინო წილოსანი ოპოზიციის პარლამენტში არშესვლაზე: მეტი რეგალია მეტის გაფუჭების საშუალებას აძლევთ, ამიტომ თუ არ შემოვლენ, არაფერი დაშავდება

გული მწყდება, რომ ეს ქვეყანა ასეთ ოპოზიციას არ იმსახურებს და იმედს ვიტოვებ, რომ სწორი პოლიტიკური პროცესებით და მას შემდეგ, რაც ისინი საერთოდ მოსუფთავდებიან ამ ველიდან, სწორი პოლიტიკური პროცესები წარმოშობს ჯანსაღ ოპოზიციურ ძალებს, რომელთა არსებობა აუცილებელია და ეს ჩვენც გვჭირდება, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა.

ნინო წილოსანი

09 ნოემბერი 2024, 19:15

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: არ დავიღლები კითხვით და მოწოდებით ჩვენი პარტნიორების მიმართ, რომ იქნებ, აგვიხსნან, ჩვენი ოჯახების სიძლიერე როგორ უშლის ხელს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს

კიდევ ერთხელ მინდა დავარწმუნო ჩვენი საზოგადოება, რომ როგორც ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო ღირსებით ევროპისკენ, ეს იქნება კიდევ ჩვენი შემდგომი 4 წლის მუშაობის დევიზი, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ერთი მხრივ, იდეით, შინაარსით დავახლოვდეთ ევროკავშირთან, მაგრამ ეს დაახლოება არ იწვევდეს საკუთარ მეობაზე უარის თქმას, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა.

გიორგი გამსახურდია

09 ნოემბერი 2024, 19:07

არჩევნები 2024

გიორგი გამსახურდია რადიკალებზე: არჩევნების გაყალბების იმიტაცია თვითონ მოიგონეს, დადგეს ახლა ეს სცენარი, როდესაც მარცხი განიცადეს და ქართველმა ხალხმა კვლავ ძალაუფლების მანდატი „ქართულ ოცნებას“ მიანიჭა

ვერანაირი უცხოური დაკვეთა, ვერანაირი უცხოელი პოლიტიკოსი ჩვენს შიდა პროცესებში ვერ ჩაერევა, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ გიორგი გამსახურდიამ.

ნათია თურნავა

09 ნოემბერი 2024, 18:51

ეკონომიკა

ნათია თურნავა რეზერვების ინტერვენციაზე: ეს რომ არ გაგვეკეთებინა, მოხდებოდა ლარის მყისიერი გაუფასურება, რაც გააღარიბებდა ჩვენს მოსახლეობას და შეირყეოდა ფინანსური სტაბილურობა

„საქართველოში მოქმედებს ე.წ. მცურავი სავალუტო კურსი, როდესაც სავალუტო კურსი ყალიბდება ეკონომიკური მდგომარეობის შესაბამისად, მაგრამ არის სიტუაცია, როდესაც ეკონომიკა ჯანსაღია და წესით ასეთ დროს, სავალუტო კურსი სტაბილური უნდა იყოს, მაგრამ არსებობს ერთჯერადი არაეკონომიკური ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება მყისიერი გაუფასურება ან რყევა გამოიწვიოს ჩვენს სავალუტო ბაზარზე ლარის კურსის და ეს პირდაპირ ურტყამს და აზიანებს ეკონომიკას, ჩვენს მოქალაქეებს და მცირე ბიზნესს. ასეთ დროს ჩვენი ფუნქციაა, რომ გამოვიყენოთ ე.წ. ინტერვენციები - ბაზარს მივაწოდოთ იმ რაოდენობის დოლარი, რა რაოდენობითაც ჩვენ ვხედავთ, რომ შესაძლებელია ბაზარი დამშვიდდეს და ასეთი რყევა და ლარის მყისიერი გაუფასურება არ დავუშვათ“.

ნათია თურნავა

09 ნოემბერი 2024, 18:34

ეკონომიკა

ნათია თურნავა: კვლავ გაჩნდება მეტი მოთხოვნა ლარზე და მშვიდად შევძლებთ დავიწყოთ დოლარის შეძენა. ყოველთვის ვაკეთებთ ისე, რომ არ დავაწვეთ კურსს. ვფიქრობ, პირობები ძალიან მალე გაჩნდება, როდესაც დავიწყებთ რეზერვის შევსებას

კვლავ გაჩნდება მეტი მოთხოვნა ლარზე და ჩვენ მშვიდად შევძლებთ, რომ დავიწყოთ დოლარის შეძენა, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ.

ნინო წილოსანი

09 ნოემბერი 2024, 18:25

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: გერმანიის საელჩო ან მისი რომელიმე წარმომადგენელი თუ მიიჩნევს, რომ არჩევნების ალტერნატივაა რევოლუცია, მათ მარტში არჩევნების ნაცვლად შეუძლიათ საკუთარ ქვეყანაში რევოლუცია მოაწყონ. ჩვენ ეს ძალიან კარგად გამოვიარეთ

გერმანიის საელჩოს გვერდზე გამოქვეყნებული რევოლუციური მოწოდება, ვფიქრობ, რომ ვერანაირ განსაკუთრებულ ეფექტს ვერ მოახდენს იმ გაცამტვერებული და დამარცხებული ოპოზიციის სასარგებლოდ, ვისთვისაც სამწუხაროდ, გაკეთდა ეს ყველაფერი, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა.