imedi /  21 ნოემბერი 2020, 17:53 / სანდო წყარო

რამაზ საყვარელიძე: ფეხბურთში ვერ მოიგებ თუ მინდორზე არ ითამაშე, ამიტომ პარტიები პოლიტიკურ არენაზე უნდა შეხვდნენ ერთმანეთს და გამოიწრთონ

რამაზ საყვარელიძე

რამაზ საყვარელიძე

პოლიტიკას უნდა პოლიტიკური სარბიელი, ფეხბურთში ვერ მოიგებ თუ არ ითამაშე მინდორზე, ამიტომ პოლიტიკურ არენაზე უნდა შეხვდნენ პარტიები ერთმანეთს, უნდა გამოიწრთონ, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, რამაზ საყვარელიძემ ოპოზიციის ბოიკოტზე საუბრისას „ქრონიკაში“ განაცხადა.

„კიდევ უფრო ერთპარტიული პარლამენტი გვინახავს, მაგრამ ქუჩაში დარჩენილმა პარტიებმა პოლიტიკურ პროცესებზე არსებითი გავლენა ვერ მოახდინეს, მოგვიანებით თითოეული ამ პარტიის წარმომადგენლებმა უარყოფითად შეაფასეს მაშინდელი მანდატების დაჭრა. პოლიტიკას უნდა პოლიტიკური სარბიელი, ფეხბურთში ვერ მოიგებ თუ არ ითამაშე მინდორზე, ამიტომ პოლიტიკურ არენაზე უნდა შეხვდნენ პარტიები ერთმანეთს, უნდა გამოიწრთონ.

ყველაზე მეტად პატარა პარტიების ბედი მენანება, რადგან არის შანსი იმისა, რომ პატარა პარტიებიდან ახალი პოლიტიკური სპექტრი წარმოიქმნას, გაძლიერდეს. თუ ქუჩაში დარჩებიან იმათგანაც არაფერი გამოვა. ამიტომ ქუჩაში დარჩენა და ამ ფორმით ბოიკოტის გაგრძელება ფაქტობრივად ჩაკვლაა ამ პროცესისა“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

მისი თქმით, ის ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კონსესუსს ხედავს.

„კონსენსუსის რესურსს ვხედავ, მაგრამ ამას კონსენსუსი დაერქმევა თუ არა, არ ვიცი. თავის დროზე ხელისუფლებამ გვიჩვენა, ოქრუაშვილისა და უგულავას შეწყალების საკითხი რომ დადგა. საკითხი დადგა ძირითადად უცხოელი პარტნიორების დაჟინებული მოთხოვნით და ქართველმა პოლიტიკოსებმა (ხელისუფლების მხრიდან), ხაზი გაუსვეს, რომ ისინი არ ეთანხმებიან ამ ადამიანების გათავისუფლებას, მაგრამ უცხოელი პარტნიორების ანგარიშის გაწევის გამო დგამენ ამ ნაბიჯს.

ოპოზიციას შეუძლია იგივე ფორმულა გაიმეოროს, რომ არ მიაჩნიათ არჩევნები სამართლიანად, იბრძოლებენ ბოლომდე ამ უსამართლობის გამოვლენისა და აღმოფხვრისათვის, ოღონდ უცხოელი პარტნიორების ანგარიშის გაწევის გამო უნდა შევიდნენ პარლამენტში და დაიწყონ საპარლამენტო ცხოვრება“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

დღეს მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური 17 ოლქში ტარდება. არჩევნების პირველ ტურში 13 ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს. რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, ცესკოს ინფორმაციით, ბიულეტენების 100%-ის დათვლისშემდეგ შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ - 48,22%; „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 27,18%; „ევროპული საქართველო“ - 3.79%; „ლელო“ – 3,16%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. დანარჩენ პარტიებს ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ.

ოპოზიცია პირველი ტურის შედეგებს არ აღიარებს, ოფიციალური განცხადებების თანახმად, მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს ამბობს და ხელახალ არჩევნებს ითხოვს. მმართველ გუნდში კი ამტკიცებენ, რომ სიტყვიერი უარის მიუხედავად, ოპოზიცია საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის მობილიზებას ცდილობს.

საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლებები და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო.

ყველა სიახლე

25 ივლისი 2026, 04:50

მსოფლიო

Euronews: ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ახალი რაუნდი ვეტოს მუქარების ფონზე წარიმართა, რადგან წევრი ქვეყნები საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვას ცდილობდნენ - საბოლოო პაკეტმა, რომელიც მნიშვნელოვნად შერბილდა, ბლოკის შიგნით მზარდი ბზარები გამოაჩინა

ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ახალი რაუნდი ვეტოს მუქარების ფონზე წარიმართა, რადგან წევრი ქვეყნები საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვას ცდილობდნენ - საბოლოო პაკეტმა, რომელიც მნიშვნელოვნად შერბილდა, ბლოკის შიგნით მზარდი ბზარები გამოაჩინა, - წერს Euronews-ი.

ილონ მასკი

25 ივლისი 2026, 04:02

მსოფლიო

ილონ მასკი უკრაინაში მიმდინარე ომზე: ჩავუღრმავდი ამ კონფლიქტის ისტორიას, რომ გამეგო, სინამდვილეში რა ხდებოდა - ამ დროს ძველი ნათქვამი გამახსენდა, რომ ომში ანგელოზები არ არსებობენ

გამოცემა The Economist-ის მთავარ რედაქტორთან, ზანი მინტონ ბედოუსთან ინტერვიუში ამერიკელმა ბიზნესმენმა და მილიარდერმა, ილონ მასკმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკითხის უკეთ გასაგებად ომის ისტორიას ჩაუღრმავდა.

ილონ მასკი

25 ივლისი 2026, 03:50

მსოფლიო

ილონ მასკი: მაღიზიანებენ ეს „სალონური“ დიპლომატები, რომლებიც ფუფუნებაში მართავენ ვახშმებს მაშინ, როდესაც ფრონტის ხაზზე ადამიანები იხოცებიან - დიპლომატები, რომლებიც მედიდურად მსჯელობენ იმაზე, თუ როგორ უნდა დაიხიოს რუსეთმა უკან, მაშინ როცა რუსეთი უკან დახევას არ აპირებს

გამოცემა The Economist-ის მთავარ რედაქტორთან, ზანი მინტონ ბედოუსთან ინტერვიუში ამერიკელმა ბიზნესმენმა და მილიარდერმა, ილონ მასკმა დასავლელი დიპლომატების პოზიცია მკაცრად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად არსებული რეალობის გათვალისწინებაა საჭირო.

ილონ მასკი

25 ივლისი 2026, 03:12

მსოფლიო

ილონ მასკი: ვფიქრობ, ბევრი უბრალოდ სასურველს აღიქვამს რეალობად, როდესაც ამბობენ, რომ რუსეთი სრულად უნდა გავიდეს უკრაინიდან - ეს არ არის რეალისტური

გამოცემა The Economist-ის მთავარ რედაქტორთან, ზანი მინტონ ბედოუსთან ინტერვიუში ამერიკელმა ბიზნესმენმა და მილიარდერმა, ილონ მასკმა უკრაინაში მიმდინარე ომსა და კონფლიქტის შესაძლო დარეგულირების გზებზე ისაუბრა.

დონალდ ტრამპი

25 ივლისი 2026, 01:02

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ და ირანი მოლაპარაკებებს აწარმოებენ და, მისი აზრით, თეირანი სულ უფრო „სერიოზულად არის განწყობილი“

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პარასკევს განაცხადა, რომ აშშ და ირანი მოლაპარაკებებს აწარმოებენ და, მისი აზრით, თეირანი სულ უფრო „სერიოზულად არის განწყობილი“.

დონალდ ტრამპი

25 ივლისი 2026, 00:29

მსოფლიო

ტრამპი: რაც შეეხება ვენესუელაში არჩევნებს, ისინი ჯერ ნამდვილად არ არიან ამისთვის მზად - დელსი როდრიგესი ფანტასტიკურად მუშაობს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვენესუელაში არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებაზე ისაუბრა. ტრამპის განცხადებით, ქვეყანა ჯერ კიდევ არ არის სრულად მზად არჩევნების ჩასატარებლად.

ნანა კაკაბაძე

25 ივლისი 2026, 00:26

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: ქვეყნის წარმატებების არაღიარება, თეთრის შავად წარმოჩენა, ხალხის დასანქცირება, მოქალაქეების გამწარება, ყველა ჩვეულებრივ ყოფით პრობლემებში და ბუნებრივ კატაკლიზმებშიც კი ხელისუფლების დადანაშაულება, ერის ისტორიისა და ყველა ღირებულების შებილწვა და მასხრად აგდება, სამოქმედო გეგმად არჩეული პრინციპი - „რაც უარესია, მით უკეთესია“ - აი, ეს არის ამ მოღალატე „პატრიოტების“ ბრძოლის იარაღი და საბოლოო მიზანი

არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე კახეთის სასტუმროში მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

24 ივლისი 2026, 23:21

მსოფლიო

POLITICO: საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი იმ 10 ქვეყანას შორის არიან, რომლებიც ევროკომისიის გეგმას ეწინააღმდეგებიან - ინიციატივა ევროკავშირის მომდევნო შვიდწლიან ბიუჯეტში დაფინანსების გაცემის პოლიტიკურ რეფორმებთან დაკავშირებას ითვალისწინებს

საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი იმ 10 ქვეყანას შორის არიან, რომლებიც ევროკომისიის გეგმას ეწინააღმდეგებიან - ინიციატივა ევროკავშირის მომდევნო შვიდწლიან ბიუჯეტში დაფინანსების გაცემის პოლიტიკურ რეფორმებთან დაკავშირებას ითვალისწინებს. ამის შესახებ POLITICO-ს დისკუსიებში ჩართულმა ოთხმა დიპლომატმა განუცხადა.

ავთანდილ კასრაძე

24 ივლისი 2026, 23:17

ეკონომიკა

ავთანდილ კასრაძე: ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში ერთიანდება განვითარების სრული გზა - ინტერესიდან ინოვაციურ ბიზნესამდე

ქალაქ ქუთაისმა ახალი ფუნქცია შეიძინა და გახდა ადგილი, სადაც ერთ მისამართზე ერთიანდება განვითარების სრული გზა: ინტერესიდან - უნარამდე, უნარიდან - პროტოტიპამდე, პროტოტიპიდან - ინოვაციურ ბიზნესამდე, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ, ქუთაისში, ტექნოლოგიური ჰაბის ოფიციალურ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.

24 ივლისი 2026, 23:12

ეკონომიკა

ავთანდილ კასრაძე: ქუთაისის ტექნოლოგიურ პარკში წარმოდგენილია ყველა საჭირო ინსტრუმენტი ინოვაციური ბიზნესის მხარდასაჭერად იდეიდან - საერთაშორისო ბაზრებამდე

ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში განთავსდა ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდი ტექნოლოგიური პარკი ულტრათანამედროვე ლაბორატორიებით, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ქუთაისში, ტექნოლოგიური ჰაბის ოფიციალურ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.

24 ივლისი 2026, 23:05

ეკონომიკა

ქუთაისში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნა - საქართველოში ინოვაციების განვითარების ახალი ეტაპი იწყება

ქალაქ ქუთაისში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პირველი ტექნოლოგიური ჰაბი ოფიციალურად გაიხსნა.

ირაკლი ნადარეიშვილი

24 ივლისი 2026, 23:00

ეკონომიკა

ირაკლი ნადარეიშვილი: ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა - ეს არის ის პრიორიტეტი, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ბოლო ათწლეულის განმავლობაში

დღეს არის ისტორიული დღე, ისტორიული მოვლენა არა მხოლოდ ქუთაისისთვის, იმერეთისთვის, არამედ მთლიანად საქართველოსთვის და ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისთვის, რაც საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი გაცხადებული ამოცანა და მიზანია, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის პროექტზე საუბრისას.

ვოლოდიმირ ზელენსკი

24 ივლისი 2026, 22:43

მსოფლიო

ზელენსკი მოსახლეობას: რუსებმა უკრაინაზე ახალი მასირებული დარტყმისთვის რაკეტები მოამზადეს, ეს შეიძლება უახლოესი 48 საათის განმავლობაში მოხდეს - გთხოვთ, გაუფრთხილდეთ თავს, ყურადღება მიაქციეთ საჰაერო განგაშის სიგნალებს

უკრაინული და უცხოური დაზვერვის მონაცემებით, უახლოესი 48 საათის განმავლობაში რუსეთი უკრაინაზე ახალ მასშტაბურ დარტყმას განახორციელებს. ამის შესახებ მოსახლეობას პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აცნობა.

მარიამ ქვრივიშვილი

24 ივლისი 2026, 22:17

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ვქმნით ხელსაყრელ პირობებს, რათა საქართველო საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიებისა და ინვესტორებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი მიმართულება გახდეს

ჩვენი მიზანია, საქართველო რეგიონში ინოვაციისა და ტექნოლოგიური მეწარმეობის ერთ-ერთი ლიდერი გახდეს“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა ქუთაისში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნისას, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ობიექტი პრემიერ-მინისტრთან ერთად გახსნა.

მარიამ ქვრივიშვილი

24 ივლისი 2026, 21:59

რეგიონი

მარიამ ქვრივიშვილი: საერთაშორისო აეროპორტმა ქალაქს ახალი შესაძლებლობები შესძინა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა შექმნა ძლიერი საგანმანათლებლო და კვლევითი საფუძველი, ხოლო ტექნოლოგიური ჰაბი ამ განვითარების ბუნებრივი გაგრძელებაა - ადგილი, სადაც ცოდნა ეკონომიკურ შესაძლებლობად გარდაიქმნება

აქ, ერთ სივრცეში, თავს მოიყრის მეცნიერება, განათლება, კვლევა, ტექნოლოგიური მეწარმეობა და ინოვაცია. ბავშვები და ახალგაზრდები გაეცნობიან თანამედროვე ტექნოლოგიებს, სტუდენტები გაიღრმავებენ ცოდნას, სტარტაპები მიიღებენ მენტორობასა და განვითარების შესაძლებლობებს, ხოლო მეცნიერებსა და კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა, საკუთარი იდეები კონკურენტუნარიან პროდუქტებად აქციონ, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ქუთაისში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მარიამ ქვრივიშვილი

24 ივლისი 2026, 21:54

რეგიონი

მარიამ ქვრივიშვილი: მოხარული ვარ, რომ დღეს ერთად ვხსნით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს - სივრცეს, რომელიც ცოდნას, ინოვაციასა და მეწარმეობას ეკონომიკურ შესაძლებლობად გარდაქმნის

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეკონომიკური პოლიტიკის მიზანია ეკონომიკური ზრდა ეფუძნებოდეს მეტ ცოდნას, მეტ ტექნოლოგიასა და ინოვაციას და ქმნიდეს მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს საქართველოს თითოეულ რეგიონში. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება

დონალდ ტრამპი

24 ივლისი 2026, 21:51

მსოფლიო

ტრამპი ევროკომისიის მიერ Google-ის დაჯარიმებაზე: აშშ ევროპის „ყულაბა“ არ არის და არც არასდროს დავუშვებთ, რომ ასეთად იქცეს - ევროკავშირი ძალიან მაღალ საფასურს გადაიხდის ამ უკანონო და უაღრესად არაეთიკური ქმედებისთვის

ევროკავშირი ისევ ძველებურად აგრძელებს და, როგორც ყოველთვის, პირდაპირ ამოღებული ჰყავს მიზანში დიადი ამერიკული კომპანიები - მას შემდეგ, რაც სრულიად უმიზეზოდ $15 მილიარდით დააჯარიმეს Apple-ი, $3 მილიარდით - Meta, $2.5 მილიარდით - Amazon-ი და მრავალი სხვა, ახლახან შეგვატყობინეს, რომ Google-ს - ჭეშმარიტად მოწინავე და საოცარ ჯგუფს - ყოველგვარი განმარტების გარეშე კიდევ 1 მილიარდი დოლარის ჯარიმა დააკისრეს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

24 ივლისი 2026, 21:40

რეგიონი

ირაკლი კობახიძე: თანამედროვე ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა, ძლიერი უნივერსიტეტი და საერთაშორისო დაკავშირებადობა ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას, ქუთაისი გახდეს ქალაქი, სადაც ცოდნა გარდაიქმნება ინოვაციად, ინოვაცია - ბიზნესად, ბიზნესი კი შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას

ქუთაისი ყოველთვის იყო განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერა ჩვენს ქვეყანაში. დღეიდან კი, ტექნოლოგიური ჰაბის გახსნით, ქუთაისი ასევე ხდება საქართველოს ტექნოლოგიური განვითარების ერთ-ერთი მთავარი ცენტრი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის ტექნოლიგური ჰაბის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

24 ივლისი 2026, 21:35

სპორტი

24-26 ივლისს ფოთის „ოქროს ტბა“ ევროპისა და აფრიკის წყალსათხილამურო სპორტის ღია ჩემპიონატს მასპინძლობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ჩემპიონატის გახსნას განსაკუთრებული ელფერი თავდაცვის ძალების ვერტმფრენების საჩვენებელმა გადაფრენამაც შესძინა. სამი დღის განმავლობაში მაყურებელი სლალომს, ფიგურებსა და ტრამპლინიდან ხტომებს იხილავს.

24 ივლისი 2026, 21:34

რეგიონი

პრემიერი: ვხსნით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ცოდნის, ინოვაციისა და ტექნოლოგიური განვითარების რეგიონული მნიშვნელობის ცენტრი გახდება. მოხარული ვარ, რომ შენობა, რომელიც იყო წინა ხელისუფლების კორუფციის სიმბოლო, დღეიდან სრულიად ახალ ფუნქციას შეიძენს

ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკური განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ქუთაისის ტექნოლიგური ჰაბის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.