დავით ქართველიშვილი: იქ, სადაც ქალზე მოძალადე შეიძლება სახლში გაუშვა გაუგებარი სამართლებრივი ლმობიერების გამო, სამაგალითოდ დასაჯო ნოდარ დუმბაძის ხსოვნის დამცველი, რომელიც პროვოკაციის მსხვერპლი აღმოჩნდა - ალოგიკურად ასიმეტრიული მიდგომაა. ეს მორიგი ოთხი პროვოკატორი კი მისახედია სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში
დავით ქართველიშვილი
ფოტო: „ხალხის ძალა“
ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ონისე ოქრიაშვილის საქმესა და ნოდარ დუმბაძის გარშემო მიმდინარე დისკუსიას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ როდესაც რადიკალური ოპოზიცია საზოგადოებას მომავალთან დაკავშირებულ პროგრამას ვეღარ სთავაზობს, „ომს წარსულს უცხადებს“ და ეროვნული მნიშვნელობის ფიგურების დისკრედიტაციას ცდილობს.
ქართველიშვილი წერს, რომ ერეკლე II-ის შემდეგ, დღეს სამიზნე ნოდარ დუმბაძე აღმოჩნდა და ამ პროცესს „იმპორტული კამპანიების“ გაგრძელებად აფასებს.
ანალიტიკოსის შეფასებით, მსგავსი კამპანიების მიზანია საზოგადოების პროვოცირება, ბუნებრივი აღშფოთების გამოწვევა და შემდეგ ამ რეაქციის საზოგადოების წინააღმდეგ გამოყენება.
„როდესაც რადიკალური ოპოზიცია პოლიტიკურ იდეათა მარაგს ამოწურავს, ამომრჩევლის ნდობას დაკარგავს და საზოგადოებას მომავლის ვეღარავითარ გასაგებ პროგრამას ვეღარ სთავაზობს - ის ხშირად ომს წარსულს უცხადებს. ვერ მიაღწიეს შედეგს ერეკლე მეორის დაბულინგებით - დღეს სამიზნეში ნოდარ დუმბაძეა. ამ კამპანიებს კარგად ნაცნობი „იმპორტული“ სუნი ასდის. შეერთებულ შტატებში ასეთი კამპანიების სამიზნედ იქცნენ არა მხოლოდ კონფედერაციის გენერლები, არამედ ჯორჯ ვაშინგტონი, თომას ჯეფერსონი, აბრაამ ლინკოლნი და ქრისტეფორე კოლუმბიც; დიდ ბრიტანეთში კი საჯარო შეურაცხყოფის ობიექტად უინსტონ ჩერჩილი აქციეს - ადამიანი, რომლის სახელიც მილიონობით ბრიტანელისთვის ნაციზმზე გამარჯვებისგან განუყოფელია.
პოლიტიკური გათვლა უკიდურესად ცინიკურია: შეურაცხყონ ფიგურა, რომელსაც საზოგადოების უმრავლესობა ეროვნული მემკვიდრეობის ნაწილად მიიჩნევს, გამოიწვიონ სრულიად ბუნებრივი აღშფოთება და შემდეგ სწორედ ეს რეაქცია გამოაცხადონ საზოგადოების თითქოსდა „ჩამორჩენილობის“, „შეუწყნარებლობისა“ და „ცვლილებებისთვის მოუმზადებლობის“ მტკიცებულებად. დღეს ონისე ოქრიაშვილის ესტაფეტის ჯოხი - სხვებმაც აიტაცეს, საზოგადოების აშკარა პროვოცირების მიზნით: აგერ ვართ, აბა ჩვენც „დაგვიპადიეზდეთ“, აბა გაგვიბედეთ.
მსგავსი მექანიზმი დიდი ხანია მოქმედებს უკრაინაშიც, სადაც ისტორიული მეხსიერებისთვის ბრძოლა წლებია მიმდინარე პოლიტიკის ინსტრუმენტად გადაიქცა: ქუჩების სახელების შეცვლა, ძეგლების დემონტაჟი და კულტურული მემკვიდრეობის გადახედვა ხშირად წარმოდგენილია არა მშვიდი სამეცნიერო დისკუსიის, არამედ მოქალაქეთა იდეოლოგიური კეთილსაიმედოობის შემოწმების სახით: ეთანხმები ახალ ინტერპრეტაციას - მაშასადამე, „სწორი“ ხარ; არ ეთანხმები - ავტომატურად პროგრესის მტრად გაცხადებენ. სწორედ ასე წყვეტს ისტორია მეხსიერების სივრცედ არსებობას და პოლიტიკურ ხელკეტად იქცევა, რომლითაც ოპონენტების ცემა მოსახერხებელია, ხოლო საზოგადოების რეალური პრობლემების განხილვა დიდი ხნის წინ გარდაცვლილ მწერლებზე, მხედართმთავრებზე, სახელმწიფო მოღვაწეებსა და ეროვნული კულტურის გმირებზე ატეხილი კონფლიქტით იცვლება.
ასეთი პროვოკაციების მთავარი მიზანი ისტორიული სამართლიანობის აღდგენა კი არა, კონტროლირებადი სიძულვილის წარმოებაა. რადიკალებს სჭირდებათ, რომ უმრავლესობა აღშფოთდეს, მკაცრად უპასუხოს და ღია დაპირისპირებაში ჩაერთოს: სწორედ მაშინ ექცევიან პოლიტიკური ბანკროტები კვლავ ყურადღების ცენტრში, ერთდროულად „რეაქციის მსხვერპლებადაც“ წარმოაჩენენ თავს და საზოგადოებრივ ისტერიასაც აღვივებენ. ეს არის გამჩაღებელთა პოლიტიკა - ჯერ ეროვნულ მეხსიერებაში ჩირაღდანს ისვრიან, შემდეგ კი ყველაზე ხმამაღლა თავადვე ყვირიან ხანძრის შესახებ. რადგან საზოგადოების შემოქმედებითი პროგრამის გარშემო გაერთიანება აღარ ძალუძთ, მის გახლეჩას საფლავების, ძეგლებისა და დიდი სახელების გარშემო ცდილობენ - იმ იმედით, რომ სამოქალაქო დაპირისპირება მათ იმ გავლენას დაუბრუნებს, რომლის მოპოვებაც არჩევნების გზით დიდი ხანია აღარ შეუძლიათ.
ამიტომ, მე პირველ რიგში დიდი თხოვნა მაქვს - არავინ აჰყვეს მათ პროვოკაციებს. დიდი თხოვნა მაქვს სამართალდამცველთა მიმართ: დაგეგმილი პროვოკაციები ჩანასახშივე აღმოფხვრან მათ ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი საშუალებით. ხოლო ამ პროვოკაციებში მიზანმიმართულად ჩათრეულ პატრიოტებს ნუ გახდიან მტრების სასიხარულოდ „განტევების ვაცებად“. იქ, სადაც ქალზე მოძალადე შეიძლება სახლში გაუშვა გაუგებარი სამართლებრივი ლმობიერების გამო, სამაგალითოდ დასაჯო ნოდარ დუმბაძის ხსოვნის დამცველი საზოგადოების წევრი, რომელიც პროვოკაციის მსხვერპლი აღმოჩნდა - ალოგიკურად ასიმეტრიული მიდგომაა. ეს მორიგი ოთხი პროვოკატორი კი მისახედია - არა ქუჩური გარჩევის, არამედ სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში...“, - წერს ქართველიშვილი.
ყველა სიახლე
06 სექტემბერი 2026, 15:36
მსოფლიო
კიევში ზელენსკის, უიტკოფსა და კუშნერს შორის მოლაპარაკებები დაიწყო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენლებს შეხვდა. სტივენ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი უკრაინაში ომის მოგვარების მიზნით პირველად ჩავიდნენ. მხარეებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო.
06 სექტემბერი 2026, 14:44
პოლიტიკა
ოპოზიციის პროპაგანდისტი ლეო ნაფტა პუტინის, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის შეხვედრაზე: არ ვიცი, ამ სირცხვილს, რასაც ტრამპისნაირი უროდის ორჯერ არჩევა ჰქვია, როდის ჩამოირეცხავს ეს ქვეყანა. აი, ამ მახინჯების ჯინაზე, ტრამპის დროს უნდა გადაჯეგოს უკრაინამ ღორეთი
ოპოზიციის პროპაგანდისტი ლეო ნაფტა სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ვლადიმერ პუტინის შეხვედრას დონალდ ტრამპის მომლაპარაკებლებთან - სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერთან.
06 სექტემბერი 2026, 14:41
მსოფლიო
მედია: კუშნერი და უიტკოფი კიევში ჩავიდნენ
უკრაინული მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები კიევში ჩავიდნენ. ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი უკრაინის დედაქალაქში მატარებლით ჩავიდნენ და ქვეყნის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გამართავენ.
06 სექტემბერი 2026, 14:39
სპორტი
ირაკლი ეგოიანმა „ტილბუგს“ გოლი გაუტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა
ირაკლი ეგოიანმა ნიდერლანდების საფეხბურთო ჩემპიონატში უმაღლეს დონეზე კიდევ ერთი შეხვედრა ჩაატარა. ერედივიზიონის მე-5 ტურში „ექსელსიორმა“ სტუმრად „ტილბურგი“ 3-0 დაამარცხა. გამარჯვებულებს შორის კი საუკეთესო ეგოიანი იყო, რომელმაც მე-8 წუთზე ასისტი შეასრულა, 85-ე წუთზე კი გოლი გაიტანა.
06 სექტემბერი 2026, 14:34
სპორტი
ლისაბონში მიმდინარე ფიფას საკონტინენტთაშორისო თასის ჯგუფური ეტაპი საქართველოს კიბერფეხბურთის ნაკრებმა პირველ ადგილზე დაასრულა
პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მიმდინარე ფიფას საკონტინენტთაშორისო თასის ჯგუფური ეტაპი საქართველოს კიბერფეხბურთის ნაკრებმა პირველ ადგილზე დაასრულა. ქართველმა კიბერსპორტსმენებმა გიორგი გაბუნიამ და საბა პეტრიაშვილმა პორტუგალიის, ყაზახეთის, სერბეთის, ბოსნიის, საბერძნეთისა და თურქეთის წარმომადგენლები დაამარცხეს, ხორვატებთან კი ფრედ ითამაშეს.
06 სექტემბერი 2026, 14:34
მსოფლიო
პარიზში საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა
ადგილზე სამაშველო და სამედიცინო დახმარების ბრიგადები იყო მობილიზებული. აფეთქება სავარაუდოდ გაზის გაჟონვამ გამოიწვია.
06 სექტემბერი 2026, 14:31
მსოფლიო
ისრაელმა ლიბანზე საჰაერო იერიში მიიტანა
ისრაელმა ლიბანზე საჰაერო იერიში მიიტანა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ეს იყო პასუხი უსაფრთხოების ზონაში ისრაელელ სამხედროებზე თავდასხმისთვის. შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი.
06 სექტემბერი 2026, 14:29
მსოფლიო
საბერძნეთში ფერმერების საპროტესტო აქცია გაიმართა
ფერმერების აქციები იანვარში შეწყდა, მას შემდეგ, რაც მთავრობამ მათ მხარდაჭერა აღუთქვა. ფერმერები წარმოების ხარჯების შემცირებას, სუბსიდირების შენარჩუნებას, სადაზღვევო სისტემის რეფორმირებას და იმპორტის შეზღუდვას მოითხოვდნენ.
06 სექტემბერი 2026, 14:23
მსოფლიო
რობერტ ფიცო: დასავლეთის მიერ უკრაინის შეიარაღების გაგრძელება ომს გლობალურ დაპირისპირებაში გადაიყვანს
დასავლეთის მიერ უკრაინის შეიარაღების გაგრძელება ომს გლობალურ დაპირისპირებაში გადაიყვანს, - განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.
06 სექტემბერი 2026, 14:22
მსოფლიო
Axios: ამერიკული დელეგაციის შემადგენლობაში მოსკოვში სანქციებზე პასუხისმგებელი ჯინ ლენგიც იმყოფებოდა
Axios-ის ცნობით, ლენგი რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელ, კირილ დმიტრევთან მოლაპარაკებებს ესწრებოდა, პუტინთან შეხვედრაში კი მონაწილეობა არ მიუღია. როგორც გამოცემა წერს, ამერიკულ დელეგაციაში ლენგის ყოფნა იმაზე მიანიშნებს, რომ ვიზიტისას შესაძლოა სანქციების საკითხი განხილულიყო. ცნობისათვის, უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში გუშინ იმყოფებოდნენ, დღეს კი ისინი შეხვედრებს კიევში გამართავენ.
06 სექტემბერი 2026, 14:13
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი ნიკა გვარამიას მუქარაზე: მთელი საქართველო იყო ტერორის ქვეშ და ის ამ ტერორის განახლების შესაძლებლობაზე მიუთითებს
ნიკა გვარამიას განცხადება, რომლითაც ის პარლამენტის ვიცე-სპიკერს დაემუქრა, შეფასებების თემაა „ქართულ ოცნებაში“. გიორგი ვოლსკი გვარამიას და „ნაციონალური მოძრაობის“ წარსულს იხსენებს.
06 სექტემბერი 2026, 14:08
საზოგადოება
„ექსპო ჯორჯიაში“ ყვავილების ფესტივალი გაიმართა
თბილისის მერიის მხარდაჭერილი ფესტივალის მიზანია, გახდეს პროფესიული და ბიზნესპლატფორმა, სადაც ქართველი მწარმოებლები, იმპორტიორები, ფლორისტები და სავაჭრო ქსელები დაამყარებენ ახალ პარტნიორულ ურთიერთობებს, წარადგენენ საკუთარ პროდუქციას და ხელს შეუწყობენ საქართველოში ყვავილების ინდუსტრიის განვითარებას.
06 სექტემბერი 2026, 13:35
ტექნოლოგიები
მსოფლიოში 65 წელზე უფროსი ადამიანების რაოდენობამ 5 წლამდე ბავშვების რაოდენობას პირველად გადააჭარბა
შობადობის შემცირებამ და სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდამ შრომისუნარიან და ხანდაზმულ მოსახლეობას შორის დემოგრაფიული ბალანსი შეცვალა. პროგნოზების თანახმად, 2060 წლისთვის 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების რაოდენობა 852 მილიონიდან (2025 წელი) 2 მილიარდამდე გაიზრდება. პლანეტის მოსახლეობის საერთო რაოდენობა ამ დროისთვის 10 მილიარდს გადააჭარბებს.
06 სექტემბერი 2026, 13:10
საზოგადოება
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განკარგულებით, საქართველოს ყველა ქალაქსა თუ სოფელში 40 000-ზე მეტი პირველკლასელი პირველ ნერგს დარგავს
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განკარგულებით, საქართველოს ყველა ქალაქსა თუ სოფელში 40 000-ზე მეტი პირველკლასელი პირველ ნერგს დარგავს.
06 სექტემბერი 2026, 13:10
სპორტი
დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვეს⛸️
იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირზე ფიგურულ ციგურაობაში სპორტულ ცეკვებში მედლების კომპლექტი გათამაშდა. საქართველოს ნაკრების წევრმა წყვილმა - დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა, 188.99 ქულით ტურნირში მოასპარეზე 12 წყვილს შორის პირველი ადგილი დაიკავეს და ოქროს მედლები დაიმსახურეს.
06 სექტემბერი 2026, 12:53
პოლიტიკა
ანა წითლიძე: ნიკა გვარამია იყო ადამიანი, რომელმაც თავისი თავის კაპიტალიზირება მოახდინა მიშას რესურსზე, აბსოლუტურად ყველანაირად, გინდა ფინანსური, გინდა მაგისი გავლენები - ყველაზე გავლენიანი პირი თუ ვინმე იყო, არაფორმალური მმართველი „ნაციონალური მოძრაობის“ ეგ იყო, „მთავარის“ დირექტორი რომ იყო
[ნიკა გვარამია] იყო ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი თავის კაპიტალიზირება მოახდინა მიშას რესურსზე. ყველანაირად საერთოდ, აბსოლუტურად ყველანაირად, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა“ ანა წითლიძემ პოდკასტში „მისმინე“ ნიკა გვარამიასა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ურთიერთობაზე საუბრისას.
06 სექტემბერი 2026, 12:16
საზოგადოება
„ქოცურ ივენთებზე, სადაც კობახიძე სიტყვით გამოდის წესიერ ადამიანს არ უნდა ვხედავდეთ. ნათია, ისე ნუ იზამ შენს მდგომარეობაზეც შევწუხდეთ“ - საავიაციო სოფლის გახსნის ღონისძიებაზე ირაკლი ალასანიას გამოჩენას ნინია კაკაბაძისა და ნათია ფანჯიკიძის დაპირისპირება მოჰყვა
სოციალურ ქსელში ნინია კაკაბაძესა და ნათია ფანჯიკიძეს შორის დაპირისპირება ამბასადორის საავიაციო სოფლის გახსნის ღონისძიებაზე ირაკლი ალასანიას გამოჩენას მოჰყვა, სადაც სიტყვით პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოვიდა.
06 სექტემბერი 2026, 11:56
მსოფლიო
ნატოს სწავლებები ისლანდიის სანაპიროსთან აშშ-ის მონაწილეობის გარეშე პირველად ჩატარდა
„ვხედავთ, როგორ აქტიურდებიან ევროპა და კანადა, და ამას პირდაპირი მნიშვნელობით აქ, ისლანდიაში ვადევნებთ თვალს“, - განაცხადა ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს თავდაცვის დირექტორატის ხელმძღვანელმა, იონას ალანსონმა.
06 სექტემბერი 2026, 11:41
მსოფლიო
ვულკანის ამოფრქვევამ ინდონეზიაში ავიამიმოსვლა შეაფერხა
ვულკანმა ამოფრქვევა პარასკევს, გვიან ღამით დაიწყო, რასაც თან სდევდა უწყვეტი სეისმური აქტივობა და ლავის შადრევნები. ხელისუფლების ცნობით, კვირას დილით კიდევ ორი ამოფრქვევა მოხდა. რეისების შეჩერებამ, რომელიც 13:30 საათამდე გაგრძელდა, 22 000-ზე მეტი ადამიანი დააზარალა.
06 სექტემბერი 2026, 11:23
მსოფლიო
ვუჩიჩი სერბეთის მმართველი პარტიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელეს
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება „სერბეთის პროგრესული პარტიის“ საბჭომ პარტიულ ყრილობაზე მიიღო.


