imedi /  24 ნოემბერი 2020, 08:11 / სანდო წყარო

ლინლკოლნ მიტჩელი: ტრამპის გადაწყვეტილებებმა ბევრ ამერიკელ მოკავშირეს შეუქმნა პრობლემები, მაგრამ საქართველო ამას გადაურჩა

ლინკოლნ მიტჩელი

ლინკოლნ მიტჩელი

კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი და პოლიტიკის ანალიტიკოსი, ლინკოლნ მიტჩელი, Brussels Morning-ში გამოქვეყნებულ მის ახალ სტატიაში, საქართველოში ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტზე, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში, ქართული დიპლომატიის მიერ მიღწეულ წარმატებებაზე და ასევე, მიხეილ სააკაშვილსა და დონალდ ტრამპის მეგობრობასა და მათ შორის მსგავსებებზე წერს.

სტატიის ავტორის თქმით, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტის არსი მდგომარეობდა საქართველოსადმი მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დადასტურებაში, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ორ ქვეყანას შორის მიმდინარე, ძლიერი ორმხრივი კავშირების მიმართულებებით.

ლინკოლნ მიტჩელის შეფასებით, როდესაც 2016 წელს, დონალდ ტრამპი გახდა აშშ-ის პრეზიდენტი, საქართველოსთვის, ათწლეულების მანძილზე ამერიკასთან ჩამოყალიბებული კარგი ურთიერთობები საფრთხის წინაშე დადგა, რადგან ტრამპმა აირჩია ამერიკის იზოლაციური როლი მსოფლიო პოლიტიკაში.

ავტორი საქართველოსა და უკრაინას შორის პარალელს ავლებს მათი ამერიკასთან ურთიერთობის თვალსაზრისით და წერს, რომ საქართველო არასდროს ყოფილა ჩათრეული ამერიკის შიდა პოლიტიკურ პროცესებში, განსხვავებით უკრაინისა და იმ პოსტ-საბჭოთა ქვეყნების მსგავსად, რომლებიც დასავლეთში ინტეგრაციას ესწრაფვიან.

მიტჩელი მიიჩნევს, რომ ბოლო 4 წლის მანძილზე, საქართველოს ყველაზე დიდი სტრატეგიული მიღწევა აშშ-თან ურთიერთობაში წარმოადგენდა ყურადღების ცენტრიდან გასვლა. „თუნდაც ისეთი პრეზიდენტობის მანძილზე, როგორი ექსცენტრიული პრეზიდენტობაც დონალდ ტრამპს ჰქონდა, რომელსაც რუსეთთან შემაშფოთებელი კავშირები აქვს, სანამ საქართველო არ იყო ახალ ამბებში, მაშინ ის იყო შედარებით დაცული არაპროგნოზირებადი ამერიკელი პრეზიდენტის კაპრიზული მმართველობისგან. ტრამპის გადაწყვეტილებებმა, როგორიცაა ჩრდილოეთ სირიიდან ამერიკული ჯარის გაყვანა, ნატოსთან აშშ-ს კავშირის შესუსტება და პარიზის კლიმატის შეთანხმებებიდან გასვლა, ბევრ ამერიკელ მოკავშირეს შეუქმნა პრობლემები, მაგრამ საქართველო ამას გადაურჩა.“

ლინკოლნ მიტჩელი ირონიულს უწოდებს იმ ფაქტს, რომ საქართველო ათწლეულების მანძილზე ცდილობდა შეენარჩუნებინა საკუთარი პრიორიტეტულობა ამერიკისთვის და გაეძლიერებინა საკუთარი პროფილი ვაშინგტონის თვალში, თუმცა ამ მცდელობების წარმატების გასაღები ბოლო 4 წლის მანძილზე, აღმოჩნდა თავშეკავებულ პოზიციაში ყოფნა ტრამპის ადმინისტრაციასთან, თუმცა საქართველომ შეძლო და განაგრძო ამერიკის კონგრესთან, ასევე იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სააგენტოებთან ურთიერთობების განმტკიცება, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საქართველო-ამერიკის კავშირებში.

ავტორი საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და დონალდ ტრამპის კავშირებსა და მათ პერსონებს შორის მსგავსებებზეც წერს.

„ორი ქვეყნის ორმხრივ ურთიერთობს შორის კიდევ ერთი უცნაური ასპექტია, რომელიც ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც ტრამპი ჯერ კიდევ ბრენდების შემქმენლი და რეალითი სატელევიზიო შოუს ვარსკვლავი იყო, ხოლო საქართველოს ხელმძღვანელობდა მიხეილ სააკაშვილი, რომლის პარტიამ ძალაუფლება დაკარგა 2012 წლის ბოლოს. არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ტრამპი ეწვია საქართველოს და გამოაცხადა შავი ზღვის საკურორტო ქალაქ ბათუმში მშენებლობის დაგეგმვის შესახებ. ეს სასტუმრო არასდროს აშენებულა, მაგრამ ორმა მამაკაცმა, რომლებიც ტემპერამენტულად არც ისე განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, მეგობრობა ჩამოაყალიბეს. ახლო მეგობრობა ტრამპსა და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს შორის ძალიან დესტაბილიზაციის მომტანი შესაძლოა, რომ ყოფილიყო საქართველოსთვის. სააკაშვილი ახლა მუდმივად მომაბეზრებელი ოპოზიციონერია და მისი საუბარი რევოლუციაზე საქართველოში დესტრუქციულია და ანადგურებს უფრო რაციონალურ ოპოზიციურ ხმებს, ეს როლი ტრამპმა შეიძლება მალე მოირგოს აშშ-ში“,- წერს მიტჩელი.

ყველა სიახლე

ჯონ რეტკლიფი

27 აგვისტო 2026, 02:46

მსოფლიო

The Wall Street Journal: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოულოდნელი ვიზიტი მოსკოვში მიზნად ისახავდა რუსეთის გაფრთხილებას, არ დაესხას თავს ნატოს წევრ ქვეყნებს

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოულოდნელი ვიზიტი მოსკოვში მიზნად ისახავდა რუსეთის გაფრთხილებას, არ დაესხას თავს ნატოს წევრ ქვეყნებს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 23:13

მსოფლიო

ირანმა გაეროს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგების შესწავლა მოსთხოვა

ირანმა გაეროს მოუწოდა, შეისწავლოს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგები. თეირანის განცხადებით, ვაშინგტონის ზეწოლის კამპანია რიგით ირანელებს აზარალებს და საერთაშორისო სამართალს არღვევს.

26 აგვისტო 2026, 22:35

მსოფლიო

El Pais: ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა - დაკარგულად მიიჩნევა 900-მდე პირი

ნეპალისა და ჩინეთის სასაზღვრო ზონაში, გირონგის მთიან დერეფანში, მძლავრ წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი ავრცელებს.

ვლადიმირ პუტინი

26 აგვისტო 2026, 22:27

მსოფლიო

Bloomberg: სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს

სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 22:06

მსოფლიო

Reuters: შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს

შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.

დავით ქართველიშვილი

26 აგვისტო 2026, 21:04

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ჩასვლის ფაქტი, ერთ რამეს ნიშნავს - გლობალური თამაშის წესები სწორედ ახლა იწერება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო Boeing C-17A-ის მოსკოვში ჩაფრენასა და CIA-ს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ვლადიმირ პუტინი

26 აგვისტო 2026, 21:03

მსოფლიო

POLITICO: უნგრეთმა რუსეთი საფრთხედ გამოაცხადა

უნგრეთის მთავრობამ ოფიციალურად დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ ნათქვამია სამშაბათს გამოქვეყნებულ პოლიტიკის სახელმძღვანელო მითითებებში.

26 აგვისტო 2026, 20:44

საზოგადოება

ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - 188 მილიონი დოლარის ექსპორტი და 58%-იანი ნახტომი წინა წელთან შედარებით. ათიათასობით ფერმერის ფინანსურმა მხარდაჭერამ და 260 000 ჰექტარზე ფაროსანასთან ეფექტიანმა ბრძოლამ, კონკრეტული ეკონომიკური შედეგი გამოიღო. ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა.

ტიმ კარი

26 აგვისტო 2026, 20:36

ტაბლოიდი

80 წლის ასაკში ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი გარდაიცვალა

80 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებით გაიცნო ფილმებში „ის“ და „მარტო სახლში 2“. ინფორმაციას გამოცემა TMZ ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 20:36

ეკონომიკა

საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. ეკონომიკისა და ტურიზმის ზრდის ფონზე, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მატება ხელისუფლებას აიძულებს, ათწლიანი სამოქმედო გეგმით იმუშაოს, რომლის მთავარი მიზანი, 2036 წლისთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევაა.

26 აგვისტო 2026, 20:32

საზოგადოება

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, დედაქალაქის მერია მოძრაობის დროებით გეგმას აამოქმედებს - დეტალური საგზაო რუკა მძღოლებისთვის და კახა კალაძის განმარტებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დედაქალაქის მთავარ გამზირზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, გადაადგილების ახალი წესები ამოქმედდება. პირველი სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, საავტომობილო მოძრაობის დროებითი სქემა იმუშავებს, რაც რიგ ქუჩებზე მოძრაობის მიმართულების შეცვლასა და ორმხრივ რეჟიმს ითვალისწინებს.

26 აგვისტო 2026, 20:24

პოლიტიკა

გამჭოლი სივრცე მგზავრებისთვის, გაგრილების ახალი სისტემა და კამერები მეტი უსაფრთხოებისთვის - თბილისის მეტროპოლიტენის ახალი ვაგონები მალე თბილისში ჩამოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისის მერია მეტროპოლიტენის მოდერნიზაციის ახალ ეტაპს იწყებს, რაც საექსპლუატაციო ვადის ამოწურვის გამო, ვაგონების სრულ ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ეტაპობრივი გეგმის მიზანი, მგზავრთა გამტარუნარიანობის გაზრდა და მგზავრობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.

26 აგვისტო 2026, 20:20

პოლიტიკა

ურთიერთბრალდებების ახალი ტალღა - რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე? „ქრონიკის“ სიუჟეტი

რღვევა ოპოზიციურ გაერთიანებაში - პატიმარი ექსპრეზიდენტის ყოფილი მოკავშირეები მიხეილ სააკაშვილს უსინდისობასა და ტყუილში ღიად ადანაშაულებენ. პოლიტიკური ლიდერების ურთიერთკრიტიკა და სოციალურ ქსელებში გაჩაღებული ომი ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ ქაოსს კიდევ უფრო ააშკარავებს.

26 აგვისტო 2026, 20:18

ეკონომიკა

მაღალი მოგების ილუზია და დაკარგული დანაზოგები - მოქალაქეები თაღლითების სამიზნეში და ეროვნული ბანკის გაფრთხილება მოსახლეობისადმი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კრიპტო-თაღლითობის ახალი სქემა და ათასობით მოტყუებული მომხმარებელი - სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ფინანსურმა პირამიდებმა, მასშტაბური სახე მიიღო. ეროვნული ბანკი საგანგებო გაფრთხილებას ავრცელებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, სისხლის სამართლის გამოძიებას იწყებს.

26 აგვისტო 2026, 20:13

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურად შეცვლილი რიტორიკა - 2010 წლის არქივი ლარსის საზღვრიდან და უმრავლესობის მწვავე შეფასებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ციფრები პოლიტიკური სპეკულაციების წინააღმდეგ - ოფიციალური უწყებები ოპოზიციის მიერ გავრცელებულ მორიგ სპეკულაციას ლარსის საზღვარსა და მოქალაქეობის მინიჭებაზე, მანიპულაციას უწოდებენ. სტატისტიკა ადასტურებს, რომ მედიაში გავრცელებული ცნობები რუსეთის მოქალაქეების ნაკადის შესახებ, მანიპულაციურია.

26 აგვისტო 2026, 19:42

რეგიონი

ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.

დონალდ ტრამპი

26 აგვისტო 2026, 19:20

მსოფლიო

ტრამპი: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტს შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინაში ომის დასასრულებლად „ძალიან აქტიურად მუშაობს“, ხოლო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტს „შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს“.

26 აგვისტო 2026, 19:08

მსოფლიო

ირანული მედიის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში მასუდ პეზეშკიანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება

ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო Mehr-ის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება.

დონალდ ტრამპი

26 აგვისტო 2026, 19:01

მსოფლიო

CNN: ტრამპს ეჭვი შეაქვს ირანელების მიერ რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობაში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეჭვი შეიტანა იმაში, შეძლებენ თუ არა ირანელი მომიტინგეები რეჟიმის შეცვლას. მისი თქმით, პროტესტის გამოხატვა რთულია, როდესაც „გყავს ხალხი, ვინც მზადაა ესროლოს და მოკლას პროტესტის მონაწილეები“.

26 აგვისტო 2026, 18:23

მსოფლიო

Reuters: ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა

ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.