Middle East Institute: არსებითი მნიშვნელობა აქვს, რომ მოსკოვის მხრიდან ზეწოლის საპასუხოდ დასავლელმა პარტნიორებმაც მოსინჯონ გზები, რათა დაეხმარონ როგორც საქართველოს, ისე საკუთარ თავსაც
ფოტო: Shutterstock.com
2020 წლის დასაწყისში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განუცხადა ბრიტანულ გამოცემას Financial Times: „დასავლურმა ძალებმა უნდა გააძლიერონ სამხედრო შეკავებაზე გამიზნული მოქმედებები და შესაბამისი ძალისხმევა, რათა წინ აღუდგნენ რუსეთის მზარდ სტრატეგიულ კონტროლს სასიცოცხლო მნიშვნელობის რეგიონში - შავიზღვისპირეთში“.
მან ასევე დაამატა, რომ „ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაციის სამხედრო და პოლიტიკური გავლენის შემცირება“. საგარეო საქმეთა მინისტრი მართალია. საქართველოს საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი რუსული აგრესიის სრული სპექტრი, დაწყებული სამხედრო მოქმედებებით და დამთავრებული დივერსიითა და „პროქსი“ აგენტების ოპერაციებით. მართალია, არსებობს აშკარა გამოწვევები, რომლებსაც ეს პატარა ქვეყანა ამ საფრთხესთან ბრძოლაში აწყდება, მაგრამ ისიც ცხადია, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობებიც და ამ შესაძლებლობებს დასავლური ქვეყნები სიხარულით უნდა უჭერდნენ მხარს. სხვა თუ არაფერი, მათ უნდა ესმოდეთ, რომ საქართველოს შეუძლია, ზუსტად იმდენი ასწავლოს მათ, რამდენიც ისწავლოს მათგან,- გამოცემა Middle East Institute აქვეყნებს სტატიას, სახელწოდებით „პროქსი“ აგენტები, ჯაშუშები და დივერსანტები - როგორ შეუძლია საქართველოს, დაადგინოს, წინ აღუდგეს და შეაკავოს ფარული და უარყოფილი საფრთხეები“.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, რუსეთის მავნებლური საქმიანობის შესწავლის მხრივ, საქართველო უნდა განიხილებოდეს, როგორც პარტნიორი, სადაც ბევრად მეტი მხარდაჭერისთვის პერსპექტივის გარდა, აქ არსებობს უცხოელი მკვლევრების მეტი ჩართულობის შესაძლებლობებიც.
,,რუსული ოპერაციების და მათი სამიზნეების დადგენა ხშირად რთულია. არ არსებობს რაიმე ერთიანი დოქტრინა თუ მეთოდი. რუსი სამხედროები იყენებენ დივერსიას ბრძოლის ველის შესამზადებლად და მტრის ჯარებში არეულობის შესატანად როგორც დისლოცირებამდე, ისე მის შემდეგ - როგორც ეს მოხდა ყირიმში, მაგალითად. მეორე მხრივ, სამოქალაქო ეროვნული უსაფრთხოების სისტემამ დანერგა „პოლიტიკური ომის“ მიდგომა, რომლის ფარგლებშიც „აქტიური ზომებით“ მიიღწევა სხვა ქვეყნების პოლარიზაცია, ყურადღების გადატანა, დემორალიზაცია და შესაძლო დომინირება ისე, რომ მოსკოვს მიზნის მისაღწევად აღარ სჭირდება უშუალოდ საომარი მოქმედებების განხორციელება.
პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ორივე მიდგომაში ერთნაირადაა გამოყენებული ერთი და იგივე ინსტრუმენტები, სულ მცირე საწყის ეტაპზე. ასე რომ, რთულია იმის დადგენა, რას წარმოადგენს კიბერშეტევა თუ დეზინფორმაციის კამპანია: ძალისმიერი მოქმედების პრელუდიას თუ მის ჩანაცვლებას. გარდა ამისა, რუსული ოპერაციები იშვიათადაა წამოწყებული და მართული უშუალოდ კრემლის მიერ. ხშირად ისინი ინიცირებულია უფრო დაბალი სამთავრობო თუ არასამთავრობო ეშელონების და „პროქსი“ აგენტების მიერ. შესაბამისად, ისინი ასახავენ ინტერესთა უფრო ფართო და ხშირად ჭრელ სპექტრს (ბიზნესმენები, დაზვერვის თანამშრომლები, მედია-ექსპერტები, რელიგიური ლიდერები) და იყენებენ არანაკლებ მრავალფეროვან მეთოდებს. საქართველოს შემთხვევაში საქმეს კიდევ უფრო ართულებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მოქმედ მონაწილე მხარეთა როლი, რომლებიც ცდილობენ როგორც კრემლის გულის მოგება, ისე საკუთარი მიზნების მიღწევა. ასეთ რთულ გარემოში პოტენციური საფრთხეების დადგენა და ანალიზი მოითხოვს ცოდნისა და გამოცდილების, ინფორმაციისა და ობიექტურობის მაღალ ხარისხის. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ, რომელიც ახლახან ჩამოყალიბდა, შეიმუშავა რიგი ინსტრუმენტები დასავლელ (კერძოდ გაერთიანებული სამეფოს და აშშ-ის) პარტნიორ უწყებებთან თანამშრომლობით. რუსეთის მავნებლური საქმიანობის შესწავლის მხრივ, საქართველო უნდა განიხილებოდეს, როგორც პარტნიორი. ბევრად მეტი მხარდაჭერისთვის პერსპექტივის გარდა, აქ არსებობს უცხოელი მკვლევრების მეტი ჩართულობის შესაძლებლობებიც. ასევე არსებობს შემდგომი ნაბიჯების აუცილებლობა ქართველ მკვლევრებსა და აქტივისტებთან დიალოგის და ერთობლივი პროექტების წასახალისებლად და, „ფუჭი საუბრების“ ნაცვლად, ქვეყანაში სერიოზული და მდგრადი სამუშაოს შესასრულებლად უცხოელების ჩამოსაყვანად. არსებული გამოწვევების მიუხედავად, მოსახლეობა სტაბილურად უჭერს მხარს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრებას და, IRI-ს ბოლო გამოკითხვის თანახმად, აშშ-სთან ურთიერთობებს (90%)“,- წერს გამოცემა.
როგორც სტატიის ავტორი აცხადებს, საქართველოს დაზვერვის სამსახური და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად მუშაობენ და კონცენტრირებულნი არიან რუსეთიდან მომავალ გამოწვევებზე და ინარჩუნებენ პოზიტიურ ურთიერთობებს შესაბამის დასავლურ უწყებებთან.
აქვე აღნიშნულია, რომ ისევე, როგორც ყველა დემოკრატიულმა ქვეყანამ, საქართველომაც უნდა მოახდინოს რეაგირება „სანდოობის ჩავარდნაზე“, რომელიც აღმოცენდა თანამედროვე მედია-გარემოში. ეს კი ნიშნავს მეტ პასუხისმგებლობას პოლიტიკოსების და მედიის მხრიდან, ასევე მედია წიგნიერების ხარისხის ამაღლებას.
ავტორის თქმით, ჯერჯერობით ეს გამოწვევა არავის დაუძლევია, თუმცა ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა ფინეთი, საყოველთაო აღიარება დაიმსახურეს ამ მხრივ გატარებული ძალისხმევისთვის.
,,საქართველოს დაზვერვის სამსახური და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად მუშაობენ და კონცენტრირებულნი არიან რუსეთიდან მომავალ გამოწვევებზე და ინარჩუნებენ პოზიტიურ ურთიერთობებს შესაბამის დასავლურ უწყებებთან. მაგალითად, 2020 წლის თებერვალში ქართულმა, ამერიკულმა და ბრიტანულმა დაზვერვის სამსახურებმა ერთობლივად დაადასტურეს, რომ 2019 წლის ოქტომბერში სახელისუფლებლო, ბიზნესისა და მედიის ვებგვერდებზე კიბერშეტევის უკან იდგა რუსეთის სამხედრო დაზვერვა (გრუ). თუმცა ხსენებული სამსახურები მასშტაბურობით არ გამოირჩევიან: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბიუჯეტი 2020 წელს შეადგენს 137,5 მილიონ ლარს (43 მილიონი აშშ დოლარი). ეს კი ბელგიის შესაბამისი სამსახურის ბიუჯეტზე ნაკლებია, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო დგას უფრო სერიოზული გამოწვევების წინაშე. დასავლელი პარტნიორების პირდაპირი დახმარების გაზრდას ექნება არათანაზომიერი გავლენა საქართველოს კონტრდაზვერვის შესაძლებლობების განმტკიცებაზე. რაც შეეხება დეზინფორმაციას, ზედაპირული „მითების ნგრევის“ და „ფაქტების გადამოწმების“ ნაცვლად, რომელთა ეფექტიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, აუცილებელია იმის დადგენა, თუ რატომ იღებენ, იჯერებენ და აზვიადებენ ქართველები ცრუ ინფორმაციას და შეცდომაში შესაყვანად შეფუთულ სიმართლეს. ისევე, როგორც ყველა დემოკრატიულმა ქვეყანამ, საქართველომაც უნდა მოახდინოს რეაგირება „სანდოობის ჩავარდნაზე“, რომელიც აღმოცენდა თანამედროვე მედია-გარემოში. ეს კი ნიშნავს მეტ პასუხისმგებლობას პოლიტიკოსების და მედიის მხრიდან, ასევე მედია წიგნიერების ხარისხის ამაღლებას. ჯერჯერობით ეს გამოწვევა არავის დაუძლევია, თუმცა ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა ფინეთი, საყოველთაო აღიარება დაიმსახურეს ამ მხრივ გატარებული ძალისხმევისთვის. ასე რომ, საქართველო აქაც შეიძლება განვიხილოთ, როგორც „შესასწავლი მაგალითი“ წარმატებული სტრატეგიების შემუშავების და სხვაგან გამოყენების კუთხით. დაბოლოს, გასათვალისწინებელია მოსკოვის მიერ გავლენის მოსაპოვებლად ვაჭრობისა და სხვა ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენებაზე რეაგირება. რუსეთი არის საქართველოს სიდიდით მე-2 სავაჭრო პარტნიორი, რომლის წილი მთლიან შიდა პროდუქტში შეადგეს 9%-ს. კრემლის მხრიდან პერიოდული ზეწოლის მიუხედავად (მაგალითად, „ღვინის ქცევა იარაღად“ პერიოდულად დაწესებული სანქციების მეშვეობით), კიდევ გასარკვევია, რამდენად დიდია ასეთი უხეში ინსტრუმენტების გავლენა თბილისზე. მაშინ, როცა რუსეთი ხშირად იყენებს კორუფციას სხვა ქვეყნებში გავლენის მოსაპოვებლად, საქართველოში სასამართლო სისტემის შემდგომი რეფორმა, სისტემის გამკაცრება საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციების გასაკონტროლებლად, ანტიკორუფციული ზომების შესახებ ინიცირებული ახალი პაკეტის მიღება და მსგავსი ინსტიტუციური ცვლილებები მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის უნარს, წინ აღუდგეს ამ სახის საფრთხეებს“, - ნათქვამია სტატიაში.
ავტორი აცხადებს, რომ ერთი შეხედვით, შეკავება რთული შეიძლება მოგვეჩვენოს რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული შედარებითი დისპროპორციის მიზეზით და იმის გათვალისწინებით, რომ კრემლი აშკარად მზად არის, წავიდეს ნებისმიერ რისკზე საგარეო პოლიტიკის მიზნების მისაღწევად.
მისი თქმით,სინამდვილეში მოსკოვი უფრო მეტად უფრთხის რისკებს, ვიდრე ეს მისი უშიშარი პოზიორობის გამო შეიძლება მოგვეჩვენოს, და არსებობს რეალური გზები, რათა შემცირდეს მისი მზადყოფნა, წამოიწყოს და გასცეს სანქცია აქტიურ მოქმედებაზე.
,,ის, რომ დასავლეთი, განმტკიცებისკენ მიმართული უშუალო დახმარების გარდა, თავს იკავებს მტკიცე სამხედრო გარანტიების მიცემისგან ქვეყნისთვის, ალბათ გასაგებიცაა. მეორე მხრივ, არ არსებობს მიზეზი, თუ რატომ არ უნდა ჰქონდეს საქართველოს სერიოზული, მასშტაბური მხარდაჭერის იმედი არასამხედრო შეტევების შემთხვევაში. 2018 წელს საქართველომ, რომელმაც 2008 წლის რუსული აგრესიის შემდეგ გაწყვიტა დიპლომატიური კავშირები მოსკოვთან, მაინც შეძლო, ბელგიისა და რუმინეთის მსგავსად, რუსი დიპლომატის გაძევება ბრიტანული დაზვერვის აქტივის - სერგეი სკრიპალის მოწამვლის მცდელობაზე საერთაშორისო რეაგირების ფარგლებში. არსებითად მნიშვნელოვანია რუსეთის მოქმედებებთან დაკავშირებით ამ სოლიდარობის აღდგენა და შენარჩუნება. საქართველოს შეიარაღებული ძალები რეგულარულად გადიან ტრენინგებს და წვრთნებს ნატოს ჯარებთან ერთად. სექტემბერში, მაგალითად, ღირსეული პარტნიორი 2020-ს ფარგლებში 10-დღიან წვრთნებში მონაწილეობდა 2 700 მებრძოლი საქართველოდან, საფრანგეთიდან, პოლონეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან და აშშ-დან. დადგა ამ თანამშრომლობის გაფართოების დრო, რათა მან მოიცვას არასამხედრო კონტექსტიც. საქართველოს ფინანსურ სისტემაზე კიბერშეტევის ან არჩევნების ჩასაშლელად ტერორისტული აქტის ინსცენირება არა მხოლოდ სასარგებლო იქნება თავად ქვეყნის და მისი პარტნიორების შესაძლებლობების განმტკიცების მხრივ, არამედ ასევე გააჟღერებს გზავნილს, რომ დასავლური ქვეყნები სერიოზულად ეკიდებიან ასეთ არასამხედრო გამოწვევებს. მიუხედავად ყველაფრისა, ჯამში შეკავების საუკეთესო მეთოდს წარმოადგენს უარყოფა. მოსკოვი მზადაა, პოლიტიკურ ომში ჩართოს პოლიტიკური და ეკონომიკური რესურსები, თუმცა იგი ასევე კარგად აცნობიერებს ამ მეთოდების შეზღუდულობას. შესაბამისად, იგი, დიდი ალბათობით, ყურადღებას გაამახვილებს იმ მოქმედებებზე, რომლებსაც წარმატების უფრო დიდი შანსები აქვთ. ეს განსაკუთრებით ეხება „შტატგარეშე“ ფრილანსერებს, რომლებიც ამ საქმეს ახარჯავენ საკუთარ დროს, ფულს და კარიერას. ზემოთ აღწერილი „სამიზნეების განმტკიცების“ გარდა, აქტიურად უნდა გაჟღერდეს ცნობები საქართველოს სუსტი მხარეების აღმოფხვრის, რუსეთის აქტიური მოქმედების წინააღმდეგ წარმატებული ოპერაციების და მოსკოვის „პროქსი“ აგენტების გასამართლების შესახებ (თუმცა ეს ყველაფერი უნდა განხორციელდეს გულწრფელად და ზუსტად, რათა თავიდან ავიცილოთ „სანდოობის ჩავარდნის“ გამძაფრება). საქართველო სტრატეგიულად არასახარბიელო მდგომარეობაში დარჩება, სანამ კრემლი ამჟღავნებს თავის ნეოიმპერიალისტურ დამოკიდებულებას ეგრეთწოდებული ახლო საზღვარგარეთის მიმართ, რაც, დიდი ალბათობით, გაგრძელდება პრეზიდენტის პოსტზე ვლადიმირ პუტინის ყოფნის პერიოდში. შესაბამისად, არსებითი მნიშვნელობა აქვს მოსკოვის მხრიდან ზეწოლის საპასუხოდ მდგრად, ურყევ და, ამავე დროს, შემოქმედებით მიდგომას, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, რომ დასავლელმა პარტნიორებმაც მოსინჯოს გზები, რათა დაეხმარონ როგორც საქართველოს, ისე საკუთარ თავსაც“, - წერს გამოცემა.
ყველა სიახლე
27 აგვისტო 2026, 02:46
მსოფლიო
The Wall Street Journal: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოულოდნელი ვიზიტი მოსკოვში მიზნად ისახავდა რუსეთის გაფრთხილებას, არ დაესხას თავს ნატოს წევრ ქვეყნებს
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოულოდნელი ვიზიტი მოსკოვში მიზნად ისახავდა რუსეთის გაფრთხილებას, არ დაესხას თავს ნატოს წევრ ქვეყნებს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 23:13
მსოფლიო
ირანმა გაეროს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგების შესწავლა მოსთხოვა
ირანმა გაეროს მოუწოდა, შეისწავლოს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგები. თეირანის განცხადებით, ვაშინგტონის ზეწოლის კამპანია რიგით ირანელებს აზარალებს და საერთაშორისო სამართალს არღვევს.
26 აგვისტო 2026, 22:35
მსოფლიო
El Pais: ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა - დაკარგულად მიიჩნევა 900-მდე პირი
ნეპალისა და ჩინეთის სასაზღვრო ზონაში, გირონგის მთიან დერეფანში, მძლავრ წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 22:27
მსოფლიო
Bloomberg: სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს
სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 22:06
მსოფლიო
Reuters: შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს
შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.
26 აგვისტო 2026, 21:04
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ჩასვლის ფაქტი, ერთ რამეს ნიშნავს - გლობალური თამაშის წესები სწორედ ახლა იწერება
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო Boeing C-17A-ის მოსკოვში ჩაფრენასა და CIA-ს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
26 აგვისტო 2026, 21:03
მსოფლიო
POLITICO: უნგრეთმა რუსეთი საფრთხედ გამოაცხადა
უნგრეთის მთავრობამ ოფიციალურად დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ ნათქვამია სამშაბათს გამოქვეყნებულ პოლიტიკის სახელმძღვანელო მითითებებში.
26 აგვისტო 2026, 20:44
საზოგადოება
ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - 188 მილიონი დოლარის ექსპორტი და 58%-იანი ნახტომი წინა წელთან შედარებით. ათიათასობით ფერმერის ფინანსურმა მხარდაჭერამ და 260 000 ჰექტარზე ფაროსანასთან ეფექტიანმა ბრძოლამ, კონკრეტული ეკონომიკური შედეგი გამოიღო. ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა.
26 აგვისტო 2026, 20:36
ტაბლოიდი
80 წლის ასაკში ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი გარდაიცვალა
80 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებით გაიცნო ფილმებში „ის“ და „მარტო სახლში 2“. ინფორმაციას გამოცემა TMZ ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 20:36
ეკონომიკა
საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. ეკონომიკისა და ტურიზმის ზრდის ფონზე, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მატება ხელისუფლებას აიძულებს, ათწლიანი სამოქმედო გეგმით იმუშაოს, რომლის მთავარი მიზანი, 2036 წლისთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევაა.
26 აგვისტო 2026, 20:32
საზოგადოება
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, დედაქალაქის მერია მოძრაობის დროებით გეგმას აამოქმედებს - დეტალური საგზაო რუკა მძღოლებისთვის და კახა კალაძის განმარტებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დედაქალაქის მთავარ გამზირზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, გადაადგილების ახალი წესები ამოქმედდება. პირველი სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, საავტომობილო მოძრაობის დროებითი სქემა იმუშავებს, რაც რიგ ქუჩებზე მოძრაობის მიმართულების შეცვლასა და ორმხრივ რეჟიმს ითვალისწინებს.
26 აგვისტო 2026, 20:24
პოლიტიკა
გამჭოლი სივრცე მგზავრებისთვის, გაგრილების ახალი სისტემა და კამერები მეტი უსაფრთხოებისთვის - თბილისის მეტროპოლიტენის ახალი ვაგონები მალე თბილისში ჩამოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თბილისის მერია მეტროპოლიტენის მოდერნიზაციის ახალ ეტაპს იწყებს, რაც საექსპლუატაციო ვადის ამოწურვის გამო, ვაგონების სრულ ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ეტაპობრივი გეგმის მიზანი, მგზავრთა გამტარუნარიანობის გაზრდა და მგზავრობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.
26 აგვისტო 2026, 20:20
პოლიტიკა
ურთიერთბრალდებების ახალი ტალღა - რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე? „ქრონიკის“ სიუჟეტი
რღვევა ოპოზიციურ გაერთიანებაში - პატიმარი ექსპრეზიდენტის ყოფილი მოკავშირეები მიხეილ სააკაშვილს უსინდისობასა და ტყუილში ღიად ადანაშაულებენ. პოლიტიკური ლიდერების ურთიერთკრიტიკა და სოციალურ ქსელებში გაჩაღებული ომი ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ ქაოსს კიდევ უფრო ააშკარავებს.
26 აგვისტო 2026, 20:18
ეკონომიკა
მაღალი მოგების ილუზია და დაკარგული დანაზოგები - მოქალაქეები თაღლითების სამიზნეში და ეროვნული ბანკის გაფრთხილება მოსახლეობისადმი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
კრიპტო-თაღლითობის ახალი სქემა და ათასობით მოტყუებული მომხმარებელი - სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ფინანსურმა პირამიდებმა, მასშტაბური სახე მიიღო. ეროვნული ბანკი საგანგებო გაფრთხილებას ავრცელებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, სისხლის სამართლის გამოძიებას იწყებს.
26 აგვისტო 2026, 20:13
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურად შეცვლილი რიტორიკა - 2010 წლის არქივი ლარსის საზღვრიდან და უმრავლესობის მწვავე შეფასებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ციფრები პოლიტიკური სპეკულაციების წინააღმდეგ - ოფიციალური უწყებები ოპოზიციის მიერ გავრცელებულ მორიგ სპეკულაციას ლარსის საზღვარსა და მოქალაქეობის მინიჭებაზე, მანიპულაციას უწოდებენ. სტატისტიკა ადასტურებს, რომ მედიაში გავრცელებული ცნობები რუსეთის მოქალაქეების ნაკადის შესახებ, მანიპულაციურია.
26 აგვისტო 2026, 19:42
რეგიონი
ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.
26 აგვისტო 2026, 19:20
მსოფლიო
ტრამპი: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტს შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინაში ომის დასასრულებლად „ძალიან აქტიურად მუშაობს“, ხოლო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტს „შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს“.
26 აგვისტო 2026, 19:08
მსოფლიო
ირანული მედიის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში მასუდ პეზეშკიანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება
ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო Mehr-ის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება.
26 აგვისტო 2026, 19:01
მსოფლიო
CNN: ტრამპს ეჭვი შეაქვს ირანელების მიერ რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობაში
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეჭვი შეიტანა იმაში, შეძლებენ თუ არა ირანელი მომიტინგეები რეჟიმის შეცვლას. მისი თქმით, პროტესტის გამოხატვა რთულია, როდესაც „გყავს ხალხი, ვინც მზადაა ესროლოს და მოკლას პროტესტის მონაწილეები“.
26 აგვისტო 2026, 18:23
მსოფლიო
Reuters: ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა
ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.


