Middle East Institute: მაშინ, როცა კრემლი თავდაუზოგავად იღწვის ნეოიმპერიალისტური ამბიციების გასატარებლად, საქართველოს ასევე სჭირდება პრაქტიკული მხარდაჭერა ნატოს მხრიდან
ფოტო: Shutterstock.com
საქართველომ ნატოს ოპერაციებსა და საერთაშორისო მისიებში აქტიური მონაწილეობით უკვე დაამტკიცა, რომ ნატოს საიმედო პარტნიორი და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში წვლილის შემტანია. თავის ბოლო გამოსვლაში პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს სჭირდება ახალი სტრატეგიული როლი შავი ზღვის უსაფრთხოებაში. უსაფრთხო შავ ზღვას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქართველოს დემოკრატიული მომავლისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. ნატოს წევრებთან თანამშრომლობის გაღრმავება უნდა იყოს და დარჩება კიდეც საქართველოს პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარ საკითხად, - Middle East Institute სტატიას სახელწოდებით „საქართველოს ახალი როლი შავი ზღვის უსაფრთხოების ფარგლებში“ აქვეყნებს.
სტატიის ავტორი 2020 წლის მაისში კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელის, ჯეიმს აპატურაის განცხადებას იხსენებს, რომლის თანახმადაც შავი ზღვის უსაფრთხოების ფაგლებში საქართველოს მეტი ჩართულობის უზრუნველსაყოფად მკაფიო ნაბიჯების გადადგმას გეგმავს.
„რუსეთის მიერ 2008 წელს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის და 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ შავი ზღვის უსაფრთხოების ლანდშაფტი მკვეთრად შეიცვალა. შავი ზღვა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს კასპიის, ეგეოსის და ხმელთაშუაზღვისპირეთის აუზებს და წარმოადგენს შუა აღმოსავლეთის დერეფანს, ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი რეგიონი როგორც რუსეთისთვის, ისე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ბოლო ათწლეულში კი რეგიონში შეიმჩნევა მოსკოვის გაძლიერებული მცდელობები, თავის სასარგებლოდ შეცვალოს სამხედრო ბალანსი და გაატაროს აგრესიული პოლიტიკა აშშ-ის 2 მნიშვნელოვანი მოკავშირის: საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ. ამ პროცესში იგი იყენებს არა მხოლოდ სამხედრო ძალას, არამედ ჰიბრიდული ომის იარაღების დიდ არჩევანს, ასევე აქცევს შავ ზღვას წვდომის ხელშეშლის და მანევრირების შეზღუდვის ზონად (A2/AD). მოსკოვის პროვოკაციული მოქმედება რეგიონში მიუთითებს მტკიცე გადაწყვეტილებაზე, შემდგომშიც წინ აღუდგეს დასავლეთს შავ ზღვაზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ თბილისმა გადაახალისოს და განამტკიცოს თავისი როლი, როგორც შავი ზღვის უსაფრთხოებაში პროაქტიულმა წვლილის შემტანმა“, - წერს ავტორი.
აქვე, აღნიშნულია, რომ თბილისმა უნდა გაამახვილოს ყურადღება ნატოსთან თანამშრომლობაზე და თავის სასარგებლოდ გამოიყენოს ისეთი არსებული ინიციატივები, როგორებიცაა ერთობლივი სამხედრო ტრენინგები და წვრთნები. როგორც ავტორი აცხადებს, რუსეთის აგრესიის ფონზე საქართველოსთვის არსებითად მნიშვნელოვანია თავისი მდებარეობის და ნატოსა და რეგიონალურ პარტნიორებთან არსებული კავშირების გამოყენება ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების სარგებლის მისაღებად.
„შავი ზღვის რეგიონში მზარდი საფრთხეების გათვალისწინებით, საქართველომ სრულად უნდა გამოიყენოს თავისი გეოსტრატეგიული მდებარეობა: გააძლიეროს რეგიონული თანამშრომლობა ზღვისპირა სახელმწიფოებსა და სტრატეგიულ პარტნიორებთან და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თბილისმა უნდა მოირგოს რეგიონის ლოგისტიკური და საინფორმაციო ცენტრის როლი. როგორც დემოკრატიულმა, პროდასავლურმა სახელმწიფომ, რომლის მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს უჭერს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, საქართველომ ძალ-ღონე არ უნდა დაიშუროს სატრანსპორტო და სატრანზიტო მარშრუტების გასავითარებლად, ასევე გააღრმავოს კავშირები სანაპირო ქვეყნებთან და ურთიერთკავშირი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან: რუმინეთსა და ბულგარეთთან. მართალია, საქართველო არ ესაზღვრება ევროკავშირის არც ერთ წევრ ქვეყანას, მაგრამ თბილისს შეუძლია შავი ზღვის - ენერგორესურსებისა და პროდუქციის მნიშვნელოვანი სატრანზიტო დერეფნის გამოყენება გეოგრაფიული ხიდის ფორმით, რაც გადააქცევს საქართველოს სატრანზიტო ცენტრად, რომელიც რუსეთის გვერდის ავლით ერთმანეთთან დააკავშირებს ევროპასა და აზიას“, - ნათქვამია სტატიაში.
ავტორი მიიჩნევს, რომ ამ ამბიციის განუყოფელი ნაწილი ანაკლიის პორტია.
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი განუყოფელია საქართველოს ამბიციებისგან, იქცეს სანდო სატრანზიტო მარშრუტად. ეს პროექტი, ამავე დროს, გაზრდის საქართველოს გეოსტრატეგიულ მნიშვნელობას ნატოსთვის. თბილისმა ასევე უნდა გაამახვილოს ყურადღება ნატოსთან თანამშრომლობაზე და თავის სასარგებლოდ გამოიყენოს ისეთი არსებული ინიციატივები, როგორებიცაა ერთობლივი სამხედრო ტრენინგები და წვრთნები“, - აღნიშნულია სტატიაში.
პუბლიკაციის ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველო ადასტურებს, რომ ნატოს სანდო და სტაბილური პარტნიორია.
„საქართველოსთვის არსებითად მნიშვნელოვანია თავისი მდებარეობის და ნატოსა და რეგიონალურ პარტნიორებთან არსებული კავშირების გამოყენება ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების სარგებლის მისაღებად. მეორე მხრივ, მაშინ, როცა კრემლი თავდაუზოგავად იღწვის თავის ეგრეთწოდებულ გავლენის სფეროში ნეოიმპერიალისტური ამბიციების გასატარებლად, საქართველოს ასევე სჭირდება პრაქტიკული მხარდაჭერა ნატოს მხრიდან - საქართველო ხომ თანმიმდევრულად ადასტურებს, რომ იგი სანდო და სტაბილური პარტნიორია. შავი ზღვის უსაფრთხოების ერთიანი და ეფექტიანი სტრატეგიის შემუშავება, რომელშიც ყურადღება იქნება გამახვილებული ნატოს წევრებისა და პარტნიორების წინააღმდეგ რუსეთის მიერ მიმართული მტრული მოქმედებების პასუხის გაცემაზე და, ამავე დროს, ნატოს წევრობასთან დაკავშირებით საქართველოსთვის დახმარების გაწევაზე, იქნება დროული და საჭირო პირველი ნაბიჯი“, - ნათქვამია Middle East Institute-ის სტატიში.
ყველა სიახლე
10 სექტემბერი 2026, 10:47
მსოფლიო
POLITICO: აშშ ნატოს მოკავშირეებზე ზეწოლას ახდენს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს განადგურების მიზნით
აშშ ცდილობს ნატოს მოკავშირეები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) „სისტემატური დემონტაჟის“ კამპანიაში ჩართოს, რაც ისედაც დაძაბულ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზე დამატებით ზეწოლას ქმნის. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
10 სექტემბერი 2026, 10:37
პოლიტიკა
ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გეკა გელაძე ალი ნაგიევს შეხვდა
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ალი ნაგიევთან შეხვედრა გამართა.
10 სექტემბერი 2026, 10:22
რეგიონი
რთველი კახეთში, ტრადიციულად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან დაიწყო
რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა და მოსავლის სრულად რეალიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახეს შესაძლებლობა ექნება, ყურძენი დააბინაოს. ამ მიზნით, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობების შესაბამისად ჩაიბარებს.
10 სექტემბერი 2026, 10:14
მსოფლიო
POLITICO: ზელენსკის დიდი გათვლა - უკრაინას სჯერა, რომ რუსეთს გაუძლებს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სარისკო გათვლაზე მიდის - მას სურს ომი რუსეთის ტერიტორიის კიდევ უფრო სიღრმეში გადაიტანოს და ვლადიმერ პუტინზე იმდენად დიდი ზეწოლა მოახდინოს, რომ რუსეთის პრეზიდენტი სამშვიდობო მოლაპარაკებებს სერიოზულად მიუდგეს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
10 სექტემბერი 2026, 09:48
მსოფლიო
Reuters: გერმანია ევროკავშირის ბიუჯეტის ასობით მილიარდი ევროთი შემცირებას ითხოვს
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული ევროკავშირის გრძელვადიანი ბიუჯეტის ასობით მილიარდი ევროთი შემცირება მოითხოვა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
10 სექტემბერი 2026, 09:28
მსოფლიო
უკრაინული მედია: უკრაინულმა დრონებმა დაღესტანი დაბომბეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 10 სექტემბრის ღამეს რუსეთის დაღესტნის რესპუბლიკაზე დრონებით იერიში მიიტანა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
10 სექტემბერი 2026, 09:12
სამართალი
სპეციალური პენიტენციური სამსახური ელიზბარაშვილზე: ვინაიდან ბრალდებული სამართალდამცავი სტრუქტურის ყოფილი თანამშრომელია, იგი იმყოფება ფლიგელში, სადაც სასჯელს იხდიან სამართალდამცავი უწყებების ყოფილი თანამშრომლები და რადგან ამ ეტაპზე №8 პენიტენციურ დაწესებულების ამ ფლიგელში მყოფი პირებიდან სხვა არავინ შიმშილობს, ბრალდებული ელიზბარაშვილი მოშიმშილეთათვის განკუთვნილ საკანში იმყოფება მარტო
სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულ თამაზ ელიზბარაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
10 სექტემბერი 2026, 09:06
პოლიტიკა
გივი მიქანაძემ სლოვაკეთის, უკრაინის, თურქეთის, ხორვატიისა და ყირგიზეთის განათლების მინისტრებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა
გივი მიქანაძემ კოლეგა მინისტრებთან თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები განიხილა. ყურადღება გამახვილდა განათლების სისტემების განვითარების პროცესში საერთაშორისო თანამშრომლობის, PISA-ს კვლევის შედეგების როლსა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობაზე.
10 სექტემბერი 2026, 09:00
მსოფლიო
Reuters: ტრამპი ამერიკელებს 5 000 დოლარის გადახდას ჰპირდება, თუ შუალედურ არჩევნებში „რესპუბლიკელები“ გაიმარჯვებენ
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ „რესპუბლიკელები“ ნოემბრის შუალედურ არჩევნებში კონგრესზე კონტროლს შეინარჩუნებენ, თითოეულ ზრდასრულ ამერიკელს 5 000 დოლარის ოდენობის ე.წ. „ტრამპის დივიდენდს“ გადაუხდის. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
10 სექტემბერი 2026, 08:57
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 10 სექტემბერს საქართველოში
10 სექტემბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +29 და ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდი იქნება ოზურგეთშიც. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.
10 სექტემბერი 2026, 08:43
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი „ასავალ-დასავალის“ სტატიებზე: ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში რეგულარულად ცდილობდნენ ამა თუ იმ მცდარი, დაუზუსტებელი ინფორმაციის ტირაჟირებას და შესაბამისი საქმის პოლიტიზებას
სწორედ ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში რეგულარულად ცდილობდნენ ამა თუ იმ მცდარი, დაუზუსტებელი ინფორმაციის ტირაჟირებას და შესაბამისი საქმის პოლიტიზებას, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.
10 სექტემბერი 2026, 08:28
პოლიტიკა
ნინო წილოსანი მარტა კოსის განცხადებაზე: უკვე თავისუფლების ყველანაირ აკრძალვაზე მიდიან ის ბიუროკრატები, რომლებიც საქართველოს მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან
მან ასე შეაფასა გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა, რომ „ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა, დონალდ ტრამპის MAGA-ს მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ, რათა ორგანიზაციის წევრობა შეძლონ“.
10 სექტემბერი 2026, 08:15
რეგიონი
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო
მუნიციპალიტეტის სოფლებში - ბალღოჯიანი და კუჭატანი საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სოფელ ბალღოჯიანში გზის 2190 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე იგება ორფენიანი ასფალტის საფარი. პროექტის ჯამური ღირებულება 770 623 ლარს შეადგენს.
10 სექტემბერი 2026, 08:11
რეგიონი
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში შიდა საუბნო გზის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
პროექტის ფარგლებში ასფალტის საფარი იგება ვაჟა-ფშაველას, ივანე ჯავახიშვილისა და ქეთევან წამებულის ქუჩებზე. ჯამში, სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება 2 კილომეტრამდე სიგრძის გზაზე.
10 სექტემბერი 2026, 08:07
პოლიტიკა
გაზეთ „ასავალ-დასავალის“ მიერ ირაკლი ღარიბაშვილის დაცვისა და ხელისუფლებაზე მიზანმიმართული შეტევის ფონზე, გამოცემის რედაქტორი ლაშა ნადარეიშვილი „ქრონიკის" სატელეფონო ზარებს ამ დრომდე არ პასუხობს
სახელისუფლებო გუნდის განმარტებით, მსგავსი ქმედება, აპრობირებული მეთოდია, როდესაც სამართლებრივ კითხვებზე პასუხები არ არსებობს. „ასავალ-დასავალის“ რედაქტორის მიერ ექს-პრემიერის დასაცავად გამოქვეყნებულ პუბლიკაციასა და საპატიმროდან გაჟღერებულ ბრალდებებს მმართველი გუნდი სპეკულაციურს უწოდებს. უმრავლესობის შეფასებით, გაზეთის რედაქციის მიერ გაჟღერებული პოზიციები რეალურ ფაქტებს აცდენილია და მიზნად პოლიტიკური ქულების დაწერას ისახავს.
10 სექტემბერი 2026, 08:05
პოლიტიკა
პარიზში კოსმოსის საკითხებზე პირველი საერთაშორისო სამიტი, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობს, დღეს პოლიტიკური ნაწილით გაგრძელდება
პარიზში კოსმოსის საკითხებზე პირველი საერთაშორისო სამიტი, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობს, დღეს პოლიტიკური ნაწილით გაგრძელდება. კოსმოსის მომავალთან დაკავშირებით დღეს საკუთარ ხედვებს მსოფლიო ლიდერები, მათ შორის ემანუელ მაკრონი და ურსულა ფონ დერ ლაიენი წარმოადგენენ.
10 სექტემბერი 2026, 08:00
საზოგადოება
უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება
უახლოეს დღეებში საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. მოსალოდნელი ამინდის პროგნოს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
10 სექტემბერი 2026, 02:13
მსოფლიო
ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ომი შუალედური არჩევნების დასრულებისთანავე დასრულდება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ირანთან ომი დასრულდება და საწვავის ფასები შუალედური არჩევნების „დასრულებისთანავე“ მკვეთრად დაეცემა.
10 სექტემბერი 2026, 00:44
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ისლანდიის რეფერენდუმზე: 47% არ გამოვარდნილა და არ დაუწყია 53 პროცენტისთვის იმის ძახილი, რომ პრორუსი ხარ. არ დაუწვავს შენობები, პოლიციელები არ შევარდნილან პრეზიდენტის სასახლეში და რევოლუციის მცდელობა არ ჰქონიათ
„47% არ გამოვარდნილა და არ დაუწყია 53 პროცენტისთვის იმის ძახილი, რომ პრორუსი ხარ. არ დაუწვავს შენობები, პოლიციელები არ შევარდნილან პრეზიდენტის სასახლეში და რევოლუციის მცდელობა არ ჰქონიათ“ - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით.
10 სექტემბერი 2026, 00:29
საზოგადოება
ანდრია ჯაღმაიძე: ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია სამხედრო დანაყოფისთვის არქიმანდრიტ გაბრიელის სახელის გამოყენება. შეშფოთებას და წუხილს იწვევს ის გარემოებაც, რომ ღირსი მამის სახელის ასე მიუღებლად გამოყენებას რუსული ეკლესიის გარკვეული სასულიერო პირები უჭერენ მხარს
ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია სამხედრო დანაყოფისათვის ღირსი მამის, არქიმანდრიტ გაბრიელის, აღმსარებლისა და სალოსის სახელის გამოყენება - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალთან „საპატრიარქოს უწყებანი“.


