12 იანვარი 2022, 13:21 / სანდო წყარო

Middle East Institute: რუსული აგრესიის პირობებში, დასავლეთს ესაჭიროება ევროპის უსაფრთხოებისა და შავი ზღვის პარტნიორობის გაძლიერება

„რუსული აგრესიის პირობებში, დასავლეთს ესაჭიროება ევროპის უსაფრთხოებისა და შავი ზღვის პარტნიორობის გაძლიერება“ - ამ სათაურით სტატიას ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტი აქვეყნებს.

სტატიის ავტორის, იულია-საბინა ჟოჟას თქმით, მრავალი თვის მანძილზე უკრაინა დასავლეთის საგარეო პოლიტიკის მთავარ ფოკუსს წარმოადგენდა, ვინაიდან რუსეთი აგრძელებდა სამხედრო ფორმირებას საზღვარზე და 100 000 ჯარისკაცი განათავსა.

„მოსკოვი სამხედრო თავდასხმით დაემუქრა და ახლა ულტიმატუმი წაუყენა შეერთებულ შტატებს, რომ ამ უკანასკნელმა აღიაროს რუსეთის გავლენის სფერო ისეთ სუვერენულ დემოკრატიულ ქვეყნებზე, როგორიც უკრაინაა. მაგრამ აშშ-ისა და რუსეთს შორის კვირის მანძილზე მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე, დასავლეთმა უნდა გაითვალისწინოს, რომ უკრაინა რუსეთის ფართო პრობლემის მხოლოდ ერთი ნაწილია. ეს ეხება ყველა დამოუკიდებელ ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოს და არსებითად მთელ ევროპულ უსაფრთხოების არქიტექტურას. აშშ-სა და ნატოს არ შეუძლიათ დამოუკიდებელი სახელმწიფოების საქმიანობაში ზედმეტად ჩაერიონ და დანებდნენ რუსეთის მოთხოვნებს. სამაგიეროდ, მათ უნდა გამოიყენონ დრო და ინვესტიცია განახორციელონ გრძელვადიან ევროპულ უსაფრთხოებაში“, - ნათქვამია სტატიაში.

ავტორის თქმით, პრობლემა ის არის, რომ რუსეთი ცდილობს გავლენის გაძლიერებას დამოუკიდებელ სუვერენულ დემოკრატიებზე, როგორიცაა უკრაინა, საქართველო და ბალტიისპირეთის ქვეყნები. ამგვარად, რუსეთი სთხოვს შეერთებულ შტატებს არა მხოლოდ საკუთარი გავლენის შემცირებას, არამედ დახმარების გაწევას დამოუკიდებელი ქვეყნების სუვერენული უფლებების დარღვევაში.

„ეს მოთხოვნა სრულიად მიუღებელია. მას თან ახლავს ულტიმატუმი და სამხედრო საფრთხე შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ (განურჩევლად ნატოს წევრობისა), რაც წარმოადგენს ზეწოლის დამატებით ფორმალურ ინსტრუმენტს იმ პროცესში დასახმარებლად, რომელზეც რუსეთი მრავალი წლის განმავლობაში მუშაობს. რუსეთმა პირდაპირ დაარღვია შავი ზღვის ქვეყნების სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და დამოუკიდებლობა გაყინული კონფლიქტების შექმნის გზით 1990-იანი წლების დასაწყისში. მოსკოვიდან ბალტიისპირეთის ქვეყნების, საქართველოს, უკრაინის და მრავალი სხვა ქვეყნის მიმართ, ზემოქმედების ოპერაციების, ეკონომიკურმა შანტაჟის, კიბერთავდასხმებისა და აგრესიის სხვა ჰიბრიდული ფორმების შედეგად, 2008 წელს მოხდა ესკალაცია, როდესაც რუსეთი შეიჭრა საქართველოში. ყირიმის უკანონო ანექსია, ომი დონბასში, ჰიბრიდული თავდასხმები საქართველოს წინააღმდეგ, ყირიმში სამხედრო მობილიზება, როგორც საფრთხე მოკავშირეთა ტერიტორიის წინააღმდეგ, შავ და აზოვის ზღვებში საზღვაო მიმოსვლის შეფერხება, ენერგეტიკული შეიარაღება, პოლიტიკური და საარჩევნო ჩარევა და დეზინფორმაციული კამპანიები, გახლავთ მხოლოდ რამდენიმე ყველაზე ცნობილი ინსტრუმენტი, რომელსაც რუსეთი იყენებს მთელ აღმოსავლეთ ევროპაში. ბოლო წლების განმავლობაში, აგრესიის ამ ჰიბრიდული ფორმების უფრო და უფრო ხშირი სამიზნეა დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები და შეერთებული შტატებიც კი. ცხადია, რომ რაც შავ ზღვაში ხდება, შავ ზღვაში არ რჩება“, - ნათქვამია სტატიაში.

იულია-საბინა ჟოჟა წერს, რომ აღნიშნული ორი გადაულახავი დაბრკოლების გათვალისწინებით, დასავლეთს შეუძლია უპასუხოს რუსეთს მხოლოდ აგრესიის ყველა ჰიბრიდული ფორმის გამეორებით და სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის დარღვევით, რასაც მოსკოვი ახორციელებდა ისეთ ადგილებში, როგორიცაა საქართველო - და მთელი აღმოსავლეთ ევროპა - ათწლეულების განმავლობაში. რუსული ულტიმატუმების ეს ახალი რაუნდი, რომ დაარღვიოს ნატოს ვალდებულებები საქართველოსა და უკრაინის მიღების შესახებ, ბოლო არ იქნება. შავი ზღვის რეგიონი და განსაკუთრებით საქართველო და უკრაინა წარმოადგენენ იმ ადგილებს, სადაც რუსული აგრესია ყველაზე საშიშია.

თუმცა ავტორი აქვე დასძენს, რომ ეს ორი ქვეყანა წარმოადგენს მაგალითს დასავლეთისთვის, დასავლური ღირებულებებისადმი მათი ურყევი ერთგულების და იმის, თუ რამდენად დიდი საშიშროების წინაშე არიან ეს ღირებულებები რუსული თავდასხმის ქვეშ. შესაბამისად, ამ კვირაში, როდესაც აშშ ხვდება რუსეთს, მას შეუძლია მხოლოდ გაიმეოროს მოსკოვის წარსული აგრესია და გააფრთხილოს ის, რომ მორიგი შეჭრა არ იქნება მის ინტერესებში.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ დასავლეთმა აუცილებლად უნდა გაზარდოს ინვესტიციები ისეთი სტრატეგიული პარტნიორების უსაფრთხოებაში, როგორიც საქართველო და უკრაინაა.

„ამ დროისთვის ნატოში გაწევრიანება პოლიტიკურად თითქმის შეუძლებელია, მაგრამ მხარდაჭერის გარეშე დარჩენილ საქართველოსა და უკრაინას, არ აქვთ შანსი რუსეთის აგრესიის წინაშე, შეერთებულმა შტატებმა ორივე ქვეყანას გაუგზავნა თავდაცვითი ლეტალური იარაღი, როგორც სასიცოცხლო მნიშვნელობის სამხედრო დახმარების ნაწილი, ხოლო დასავლეთმა რუსეთს სერიოზული სანქციები დაუწესა 2014 წლიდან. მაგრამ მეტი უნდა გაკეთდეს უკრაინის მხარდასაჭერად, რომელიც სამხედრო საფრთხის წინაშე დგას და ასევე საქართველოსთვისაც, რომელიც 2020 წლის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ თითქმის მთლიანად არის გარშემორტყმული მუდმივად დისლოცირებული რუსული ჯარით“, - წერს ავტორი.

მისივე თქმით, სამხედრო კონფლიქტებისა და უსაფრთხოების პრობლემების გადასაჭრელად დასავლეთმა ასევე უნდა გააძლიეროს ის ღირებული პარტნიორობა, რომელიც მას აქვს საქართველოსა და უკრაინასთან, რომლებიც რუსული აგრესიის წინააღმდეგ საყრდენს წარმოადგენდნენ.

ყველა სიახლე

22 სექტემბერი 2026, 20:33

პოლიტიკა

უწყობს თუ არა ხელს სამოქალაქო დიალოგს რადიკალი პოლიტიკოსის დაფინანსება? პარლამენტის თავმჯდომარის კითხვის ადრესატი ევროსაბჭოა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

აუდიტის სამსახურმა უნდა დაადგინოს, დაირღვა თუ არა კანონი არმაზ ახვლედიანის ორგანიზებით და ევროსაბჭოს მხარდაჭერით ჩატარებული სემინარით ან ჰქონდა თუ არა ადგილი კანონისთვის გვერდის ავლის ფაქტს. ევროსაბჭომ კონკრეტული სემინარისთვის გრანტის გაცემა უარყო, თუმცა მხარდაჭერა დაადასტურა.

22 სექტემბერი 2026, 20:32

პოლიტიკა

საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა პოლიტიკური კომპრომისის საგანი არ არის - ვინ როგორ ხედავს პროცესს? უმრავლესობის ლიდერის ვრცელი და მწვავე პასუხი ნიკა გვარამიას. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა პოლიტიკური კომპრომისის საგანი არ არის - ეს ნიკა გვარამიას უმრავლესობიდან დღეს კიდევ ერთხელ შეახსენეს. სოციალურ ქსელში ვრცელი წერილი ირაკლი კირცხალია გამოაქვეყნა.

22 სექტემბერი 2026, 20:30

პოლიტიკა

შუა დერეფნის მნიშვნელობა და საქართველოს როლი - მარიამ ქვრივიშვილი გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

შუა დერეფნის მნიშვნელობა და საქართველოს როლი - მარიამ ქვრივიშვილი გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმზე. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი პეკინშია.

22 სექტემბერი 2026, 20:26

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძის გზავნილები მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტიდან და საქართველოს დელეგაციის შეხვედრები ნიუ-იორკში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში გამართულ მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში მიიღო მონაწილეობა საქართველოს პრემიერ მინისტრმა. სამიტს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ევროკომისიის პრეზიდენტი და სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები ესწრებოდნენ.

22 სექტემბერი 2026, 20:24

პოლიტიკა

მომავალზე და დიალოგზე ორიენტირებული შეხვედრები - შალვა პაპუაშვილის ვიზიტი ბელგიის სამეფოში. „ქრონიკა“ ბრიუსელიდან

მომავალზე და დიალოგზე ორიენტირებული შეხვედრები. ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილმა ბელგიის სამეფოში შეხვედრები გამართა. საქართველოს პირველი კანონმდებელი ბელგიის სამეფოს ფედერალური პარლამენტისა და სენატის პრეზიდენტს, ასევე წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტს შეხვდა. კონკრეტულად რა საკითხები განიხილეს ვიზიტის ფარგლებში.

22 სექტემბერი 2026, 20:23

პოლიტიკა

აზერბაიჯანის საგარეო უწყება: აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და არ აღიარებს საქართველოს ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებსა“ და მათ შედეგებს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებთან“ დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

რევაზ სოხაძე

22 სექტემბერი 2026, 20:21

ეკონომიკა

რევაზ სოხაძე: ჩვენ არ გვინდა, უბრალოდ ავაშენოთ ინფრასტრუქტურა. გვინდა, ახალი არქიტექტურული ღირებულება შევქმნათ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ საერთაშორისო არქიტექტურული ფორუმი SHARE Georgia 2026 გახსნა.

22 სექტემბერი 2026, 20:15

პოლიტიკა

„გამანადგურებელი ომები, რომლებიც წარმოუდგენელი სისასტიკით გაჭიანურდა“ - გაეროს გენერალური მდივნის გზავნილები გენერალური ასამბლეის სესიაზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გენერალურმა მდივანმა ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებებზე, საერთაშორისო სამართალზე, კლიმატურ კრიზისებსა და ხელოვნურ ინტელექტზე. დღის კულმინაცია კი შეერთებული შტატების პრეზიდენტის გამოსვლა იყო.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

22 სექტემბერი 2026, 20:14

მსოფლიო

ერდოღანი: გენდერული ნეიტრალიზაციის გლობალური პოლიტიკა საფრთხეს უქმნის ტრადიციულ ოჯახურ ღირებულებებსა და ბავშვებს - ცალკეული ლობისტური ჯგუფების თავდასხმების მიუხედავად, ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ინიციატივების განხორციელებას ოჯახებისა და ბავშვების დასაცავად

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ გენდერული ნეიტრალიზაციის გლობალური პოლიტიკა საფრთხეს უქმნის ტრადიციულ ოჯახურ ღირებულებებსა და ბავშვებს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

22 სექტემბერი 2026, 20:10

მსოფლიო

ერდოღანი: ევროპა, რომელიც თურქეთს უსაფრთხოების არქიტექტურიდან გამორიცხავს, ვერანაირად ვერ გახდება უფრო ძლიერი ან უსაფრთხო

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურიდან თურქეთის გამორიცხვა რეგიონის სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.

დონალდ ტრამპი

22 სექტემბერი 2026, 20:02

მსოფლიო

ტრამპი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ყველა წევრ სახელმწიფოს მოუწოდებს, დატოვონ ეს ინსტიტუტი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ყველა წევრ სახელმწიფოს მოუწოდებს, დატოვონ ეს ინსტიტუტი.

დონალდ ტრამპი

22 სექტემბერი 2026, 19:49

მსოფლიო

ტრამპი: კომუნიზმი ამერიკაში არასდროს მოვა, მაგრამ თავისუფლება კუბაში აუცილებლად მოვა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაეროს გენერალურ ასამბლეას განუცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია კუბაში „ფუნდამენტურ ცვლილებებს“ ცდილობს.

დონალდ ტრამპი

22 სექტემბერი 2026, 19:44

მსოფლიო

ტრამპი უკრაინაში მიმდინარე ომზე: დროა შეწყდეს ხოცვა-ჟლეტა

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის დასრულების პერსპექტივებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კონფლიქტის დარეგულირება იმაზე მოკლე ვადებშია მოსალოდნელი, ვიდრე საზოგადოებას წარმოუდგენია.

დონალდ ტრამპი

22 სექტემბერი 2026, 19:40

მსოფლიო

ტრამპი: დიდი გადაწყვეტილება მაქვს მისაღები, მივაღწიოთ ირანთან შეთანხმებას, რაც მათ საშუალებას მისცემს აღადგინონ და შექმნან ბევრად დიადი ქვეყანა, ვიდრე ოდესმე ყოფილა - თუ სრულად გავანადგურო ისლამური რესპუბლიკა, თანაც სწრაფად

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან დაკავშირებით „დიდი გადაწყვეტილება“ აქვს მისაღები, რაც, სავარაუდოდ, შუალედური არჩევნების შემდეგ მოხდება.

დონალდ ტრამპი

22 სექტემბერი 2026, 19:33

მსოფლიო

ტრამპი: ვიდრე სხვები ლაპარაკობდნენ, მე ვმოქმედებდი, ვიდრე სხვები მშვიდობაზე საუბრობდნენ, მე მშვიდობა დავამყარე

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ვიდრე სხვა ლიდერები მშვიდობაზე მხოლოდ ლაპარაკობდნენ, ის ისეთი ადამიანია, ვინც „მშვიდობა დაამყარა“.

თემურ მიქელაძე

22 სექტემბერი 2026, 19:29

ჯანდაცვა

პედიატრი თემურ მიქელაძე: ნოროვირუსის შემთხვევათა 99%-ში ბინაზე იმართება, არ სჭირდება გადასხმები და მშობლები პანიკას არ უნდა აჰყვნენ

ნოროვირუსით ინფიცირების ძირითადი მომართვიანობა 0-დან 8 წლამდე ასაკის ბავშვებშია, რადგან ბაღის აღსაზრდელების მართვა შედარებით რთულია - ისინი სითხეს ნაკლებად იღებენ და იოლად გაუწყლოებას ექვემდებარებიან, - განაცხადა პედიატრმა თემურ მიქელაძემ.

ვლადიმირ პუტინი ალიშერ უსმანოვი

22 სექტემბერი 2026, 19:25

მსოფლიო

Euronews: ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა, თუმცა საფრანგეთის მოთხოვნით სასანქციო სიიდან ალიშერ უსმანოვი ამოიღო

ევროკავშირი დათანხმდა, სანქცირებულ პირთა სიიდან ამოიღოს რუსი ოლიგარქი ალიშერ უსმანოვი - ამას წინ უსწრებდა დაძაბული მოლაპარაკებები, რომელთა მსვლელობისას საფრანგეთმა უსმანოვისთვის სანქციების მოხსნა აზერბაიჯანთან პატიმრების გაცვლის საკითხს დაუკავშირა, რამაც ბრიუსელში უკმაყოფილება და შეშფოთება გამოიწვია, - წერს Euronews-ი.

22 სექტემბერი 2026, 19:06

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ბელგიის ორპალატიანი პარლამენტის თავმჯდომარეებს შეხვდა

მხარეებმა გაიხსენეს 2025 წლის აპრილში, საპარლამენტთაშორისო კავშირის ფარგლებში, გამართული ნაყოფიერი შეხვედრა და ხაზი გაუსვეს ბრიუსელში პარლამენტის თავმჯდომარის ორმხრივი ვიზიტის მნიშვნელობას. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი

დავით ნარმანია

22 სექტემბერი 2026, 18:57

პოლიტიკა

დავით ნარმანია: ენერგეტიკული უსაფრთხოება ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების ერთ-ერთი მსხვილი ბლოკია. საქართველომ როგორც ენერგიის სატრანზიტო ქვეყანამ და ენერგეტიკულმა ჰაბმა ეს ყველაფერი უსაფრთხოდ უნდა გაატაროს იმიტომ, რომ ენერგიის ტრანზიტის შედეგად ქვეყანას გააჩნია საკმაოდ მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სოციალური სარგებელი

ენერგეტიკული უსაფრთხოება ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების ერთ-ერთი მსხვილი ბლოკია. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს გააჩნია საკმაოდ მდიდარი ენერგეტიკული რესურსები, მეორეს მხრივ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან ერთად და ცხოვრების დონის გაუმჯობესებასთან ერთად ენერგიაზე მოთხოვნა იზრდება, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ გავხდეთ ენერგეტიკულად კიდევ უფრო მეტად თვითკმარი ანუ გვქონდეს ჩვენი საკუთარი მეტი ენერგია საკუთარი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.

მაკა ბოჭორიშვილი

22 სექტემბერი 2026, 18:52

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის მიმართვა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, სადაც გაჟღერებული იქნება მთავარი გზავნილები საქართველოდან

გაეროს გენერალური ასამბლეა დღეს ოფიციალურად იხსნება. მასში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი დონის დელეგაციები. ეს არის ზოგადად ძალიან კარგი შესაძლებლობა საქართველოსთვის როგორც ორმხრივი შეხვედრების გასამართად, ორმხრივი დიალოგის საწარმოებლად პარტნიორებთან, ისე სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.