imedi /  04 დეკემბერი 2020, 13:45 / სანდო წყარო

ირმა ნადირაშვილი: ყველა მოლაპარაკება დაიწყება და დამთავრდება ახალი არჩევნების მოთხოვნის ქოლგის ქვეშ, ოპოზიცია ამ მოთხოვნებით მივა მესამე რაუნდზე

ირმა ნადირაშვილი

ირმა ნადირაშვილი

„ევროპული საქართველოს“ წევრი, ირმა ნადირაშვილი, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდს ეხმაურება.

ნადირაშვილის თქმით, ოპოზიციამ გუშინდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ შეაჯერა პოზიციები და მთლიანი ოპოზიცის მთავარი მოთხოვნა მესამე რაუნდზე იქნება ახალი არჩევნების ქოლგის ქვეშ.

„ოპოზიცია, ცხადია, არის მესამე რაუნდის მოლოდინში, გუშინ იყო შეკრება, სადაც საბოლოოდ დალაგდა წინადადებები, თუ როგორი მოთხოვნებით და მოლოდინებით უნდა წავიდეს ოპოზიცია ამ შეხვედრაზე და ამ მიმართულებით ცვლილებები არ არის, ანუ რაც იყო მთავარი, რომ ყველაფერი, ყველა მოლაპარაკება დაიწყება და დამთავრდება ახალი არჩევნების მოთხოვნის ქოლგის ქვეშ, ოპოზიცია ამ მოთხოვნებით მივა მესამე რაუნდზე.

ჩვენ ველით რაციონალურ წინადადებას უშუალოდ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან.

საარჩევნო ადმინისტრაციისა და კოდექსის შეცვლა არის ნაბიჯები იმისთვის, რომ ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, სადაც შესაძლებელი არ იქნება ადამიანების ყიდვა, ოქმების გადაჯღაპვნა და არჩევნების შედეგების გაუქმება.

ეს არის იარაღი ამისთვის, ხოლო რაც შეეხება ოპოზიციის მთავარ მოთხოვნას, ეს არის ისევ და ისევ ხელახალი არჩევნების მოთხოვნა, თუ ხელისუფლება ვერ აცნობიერებს რამხელა კრიზისია, თუ ვერ აცნობიერებს, რამდენად მძიმე იქნება ერთპარტიული პარლამენტის შენარჩუნება ამ კრიზისის დროს და არ აპირებენ ნაბიჯების გადმოდგამს დათმობისკენ, ამ შემთხვევაში დარჩება ყველაფერი ისე, როგორც ახლა არის. ამ ეტაპზე ოპოზიცია თავის მოთხოვნებში არის ერთიანი“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

ოპოზიცია დღეს დიპლომატებს შეხვდება და იმ წინადადებებს გააცნობს, რომელთა შესახებაც გუშინ „ლელოს“ ოფისში შეთანხმდნენ. სამსაათიანი დახურული კონსულტაციების შედეგად, ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციის მოთხოვნების ჩამონათვალი გაიზარდა, ნაწილი კი დაზუსტდა.

კანონმდებლები კი საქმიანობას მომდევნო კვირიდან უნდა შეუდგენენ. ამ ერთ კვირაში უნდა გადაწყდეს, მოხერხდება თუ არა დიალოგის მესამე რაუნდზე შეთანხმება. მეათე მოწვევის პარლამენტში, მმართველ პარტიასთან ერთად, კიდევ 8 პოლიტიკური სუბიექტი უნდა შევიდეს, თუმცა ოპოზიცია ჯერ კიდევ ბოიკოტს განაგრძობს. როდის დაინიშნება მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, ჯერ კიდევ უცნობია.

ყველა სიახლე

ვოლოდიმირ ზელენსკი

14 იანვარი 2025, 11:17

მსოფლიო

ზელენსკიმ და მაკრონმა უკრაინის ტერიტორიაზე უცხოური ჯარების განლაგების საკითხი განიხილეს

უკრაინის და საფრანგეთის პრეზიდენტებმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბრისას უკრაინის ტერიტორიაზე უცხოური ჯარების განლაგების საკითხი განიხილეს. ცნობას ზელენსკი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.

დიმიტრი ხუნდაძე

14 იანვარი 2025, 11:07

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: ხელისუფლებას ქვეყნის „რადარებიდან გაქრობას“ საყვედურობდნენ და საქართველო ამ რადარების, ერთ-ერთი მთავარი ანგარიშგასაწევი ქვეყანა ხდება

პარტია „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე მიხაილ როთის საქართველოში ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

14 იანვარი 2025, 11:04

ეკონომიკა

European Best Destinations: კურორტი გოდერძი ევროპის საუკეთესო სათხილამურო მიმართულებად დასახელდა

„თუ თქვენ ევროპაში საუკეთესო სათხილამურო თავგადასავლებს, ყველაზე ლამაზ სამთო ტრასებს, საუკეთესო ინფრასტრუქტურას და უბრალოდ ზამთრის არდადეგებზე გარანტირებულ თოვლს ეძებთ მაშინ დაგეხმარებით. აღმოაჩინეთ აჭარის რეგიონში უმაღლესი ხარისხის კურორტი გოდერძი, რომელიც წელს ევროპის ყველაზე ცნობილ კურორტებზე წინ დასახელდა. აქ აღმოაჩენთ ისტორიის შარმისა და თანამედროვე ინოვაციების ნაზავს“,-წერს European Best Destinations.

14 იანვარი 2025, 10:58

თავდაცვა

თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნა

14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიასა და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე დროშის აღმართვის ცერემონიალი გაიმართა. ქვეყნის ეროვნული სიმბოლოს პატივისცემის ნიშნად თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა სახელმწიფო ჰიმნის ფონზე საქართველოს დროშები საზეიმოდ აღმართეს.

დავით ქართველიშვილი

14 იანვარი 2025, 10:58

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი რუმინეთსა და გერმანიაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე: ამ ვითარებას ტრამპის შვილმა დაარქვა სოროსისტულ-მარქსისტული მიდგომები, რომელსაც მალე მოეღება ბოლო

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი რუმინეთსა და გერმანიაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობის დონალდ ტრამპ უმცროსის შეფასებას ეთანხმება.

ზაზა შათირიშვილი

14 იანვარი 2025, 10:39

პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: ამდენი უსამშობლო საქართველოს სიყვარულს გვასწავლის, თან, გულის ჯიბეში ყველას სხვადასხვა ქვეყნის დროშა უდევს, ამიტომ, ქვეყნის განვითარების ერთადერთი პირობაა - ჯაშუშები უნდა გასამართლდნენ!

რასაც ლიბერალი ფაშისტები დღეს კადრულობენ, ოპტიკური ილუზიაა, ასე მაგალითად, ხალხის მწამებელი გვარამია დღეს თავისუფლებაზე გვესაუბრება, მწამებელი ახალაიების მშობელი მამა - როლანდი, ადამიანის უფლებებზე, - წერს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი სოციალურ ქსელში.

14 იანვარი 2025, 10:27

საზოგადოება

სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა

14 იანვარს საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება.

14 იანვარი 2025, 10:24

მსოფლიო

Reuters: კატარმა ისრაელსა და „ჰამასს“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საბოლოო ვარიანტი წარუდგინა

კატარმა ისრაელსა და დაჯგუფება “ჰამასს“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საბოლოო ტექსტი გადასცა, რომელიც აგრეთვე 2023 წლის 7 ოქტომბერს გატაცებული ტყვეების გათავისუფლებას გულისხმობს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

14 იანვარი 2025, 10:18

ტექნოლოგიები

Google-მა 2024 წლის ყველაზე პოპულარული საძიებო მოთხოვნები დაასახელა

Google-მა 2024 წელი შეაჯამა და ყველაზე პოპულარული საძიებო მოთხოვნები დაასახელა. კომპანიამ ისინი კატეგორიებად დაყო, როგორებიცაა: ახალი ამბები, ფილმები, არტისტები, მსახიობები, თამაშები და ა.შ.

გოგა ხაინდრავა

14 იანვარი 2025, 10:10

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა პოლიტიკურ პროცესებსა და მიხაილ როთის საქართველოში ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა პოლიტიკურ პროცესებსა და გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მიხაილ როთის საქართველოში ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

14 იანვარი 2025, 10:07

საზოგადოება

GWP თბილისის რამდენიმე რაიონში წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისში მცხოვრებ მოსახლეობას წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით აფრთხილებს.

14 იანვარი 2025, 09:47

რეგიონი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში კალანდობა აღნიშნეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის ეთნოგრაფიულ სივრცეში კალანდობა აღნიშნეს.

დონალდ ტრამპი

14 იანვარი 2025, 09:43

მსოფლიო

Fox News: ტრამპის თანამოაზრეებმა კონგრესში გრენლანდიის ყიდვის კანონპროექტი წარადგინეს

„რესპუბლიკური“ პარტიის კონგრესმენების ჯგუფმა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც ამერიკის მიერ გრენლანდიის ყიდვას გულისხმობს. ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.

14 იანვარი 2025, 09:35

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

14 იანვარს ქუთაისში +11 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ნალექიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5. ბათუმში დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

გივი მიქანაძე

14 იანვარი 2025, 09:21

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: გვექნება შესაძლებლობა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაციას ინფორმაცია მივაწოდოთ ჩატარებული არჩევნების შესახებ, ასევე ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშ ჩარევებთან დაკავშირებით

გვექნება შესაძლებლობა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაციას ინფორმაცია მივაწოდოთ ჩატარებული არჩევნების შესახებ, ასევე ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშ ჩარევებთან დაკავშირებითაც, რომელსაც მათ შორის ახორციელებდნენ ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მაღალი რანგის პოლიტიკოსები

14 იანვარი 2025, 09:08

მსოფლიო

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო ამერიკულმა კინოაკადემიამ „ოსკარის“ ნომინანტების გამოცხადება კიდევ ერთხელ გადადო

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო ამერიკულმა კინოაკადემიამ ოსკარის პრემიის ნომინანტების გამოცხადება კიდევ ერთხელ გადადო. ცერემონია მიმდინარე კვირის ბოლოს უნდა გამართულიყო, თუმცა ჰოლივუდში შექმნილი სტიქიური ვითარების გათვალისწინებით, ის ჯერ 19 იანვრისთვის გადაიტანეს, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ნომინანტებს 23 იანვარს დაასახელებენ.

14 იანვარი 2025, 09:01

მსოფლიო

ხანძრის ფონზე ლოს-ანჯელესში მაროდიორობის ფაქტები გამოვლინდა

გამანადგურებელი ხანძრის ფონზე ლოს-ანჯელესში მაროდიორობის ფაქტები გამოვლინდა. ინფორმაციას Fox News-ი ქალაქის საოლქო პროკურორზე ნათან ჰოჰმანზე დაყრდნობით ავრცელებს.

გურამ მაჭარაშვილი

14 იანვარი 2025, 08:53

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: პიროტექნიკიდან ფურთხებაზე რომ გადადიან კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მისი მხარდამჭერები, ეს ნიშნავს იმას, რომ ბოლო ფაზაში არიან

როცა უკვე პიროტექნიკიდან ფურთხებაზე გადადის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მისი მხარდამჭერები, ეს ნიშნავს იმას, რომ ბოლო ფაზაში არიან, შესაბამისად მალე აღარ ექნებათ პოლიტიკური სარბიელი, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

გივი მიქანაძე

14 იანვარი 2025, 08:45

პოლიტიკა

გივი მიქანაძე საგამოძიებო კომისიაზე: ჩვენ აუცილებლად აღვასრულებთ იმ დაპირებას, რომელიც წინასაარჩევნოდ გავაჟღერეთ - საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირას ერთ-ერთი საკითხი რაც დაინიცირდება, არის სწორედ ამ საგამოძიებო კომისიის შექმნა

2025 წლის საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირას ერთ-ერთი საკითხი რაც დაინიცირდება არის სწორედ ამ საგამოძიებო კომისიის შექმნა, - მისი თქმით, თავის დროზე ამის საშუალება კოჰაბიტაციის რეჟიმმა არ მისცა, თუმცა ამჯერად, საზოგადოების უდიდესი ნაწილის მოთხოვნა აღსრულდება.

14 იანვარი 2025, 08:35

სამართალი

ზუგდიდში, საპროტესტო აქციაზე, „დროას” აქტივისტი, მარიამ სიჭინავა დააკავეს

ზუგდიდში, საპროტესტო აქციაზე, „დროას” აქტივისტი მარიამ სიჭინავა დააკავეს. მან პოლიციის გაფრთხილების მოუხედავად, პიროტექნიკა გამოიყენა. აქციაზე იმყოფებოდა „დროას” ლიდერი ელენე ხოშტარიაც, რომელმაც პოლიციის მოთხოვნის მიუხედავად, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის წინ, სპეციალური სტიკერები გააკრა