http://imedi.ge/ /  04 დეკემბერი 2020, 14:26 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე: რიგგარეშე თუ ვადამდელი არჩევნები ჩვენი მხრიდან არც განიხილება და ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია აქვთ ჩვენს ოპონენტებს

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

„მესამე რაუნდი ჯერ არ არის გადაწყვეტილი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მამუკა მდინარაძე იმედოვნებს, რომ ოპოზიციაშიც საღი აზრი გაიმარჯვებს, გარკვეული შეთანხმება შედგება და ისინი პარლამენტში შევლენ.

„რაც შეეხება წითელ ხაზებს, ნამდვილად არ მჯერა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს სიტყვა კომპრომისის, ან კონსენსუსის მნიშვნელობა არ აქვთ გააზრებული, ან არ იციან. როდესაც ვამბობთ კვირების განმავლობაში უკვე, რომ შეუძლებელია, „ქართულმა ოცნებამ“ უღალატოს თავის ამომრჩეველს და მილიონამდე ჩვენი ამომრჩევლის ნების საწინააღმდეგოდ გადადგას მოლაპარაკების დროს ისეთი ნაბიჯი, რომელიც ამომრჩევლის ნებას და მის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება. ამიტომ, რა თქმა უნდა, წითელი ხაზია რიგგარეშე თუ ვადამდელი არჩევნები, ეს ჩვენი მხრიდან არც განიხილება და ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია აქვთ ჩვენს ოპონენტებს. მაგრამ დანარჩენ საკითხზე ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ ნებისმიერ საკითხზე ვისაუბრებთ. გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, წინასწარ, რაიმე კონკრეტულ ხელშესახებ კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან აქამდე ჯერ სხვადასხვა ვერსია დევს მაგიდაზე. გადაწყვეტილების შემდეგ ნებისმიერ დეტალზე ვისაუბროთ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ოპოზიციური პარტიების ლიდერები დღეს დიპლომატებს ხვდებიან. კანონმდებლები საქმიანობას მომდევნო კვირიდან უნდა შეუდგნენ. ამ ერთ კვირაში უნდა გადაწყდეს, მოხერხდება თუ არა დიალოგის მესამე რაუნდზე შეთანხმება. მეათე მოწვევის პარლამენტში, მმართველ პარტიასთან ერთად, კიდევ 8 პოლიტიკური სუბიექტი უნდა შევიდეს, თუმცა ოპოზიცია ჯერ კიდევ ბოიკოტს განაგრძობს. როდის დაინიშნება მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, ჯერ კიდევ უცნობია.

ყველა სიახლე

მამუკა გორგოძე

23 აპრილი 2024, 17:19

სპორტი

მამუკა გორგოძე ახალი სტადიონის აშენებაზე: დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერს, ეს ძალიან კარგი სიახლეა

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერს. ეს ძალიან კარგი სიახლეა, - ამის შესახებ მორაგბე მამუკა გორგოძემ თბილისში ახალი სტადიონის აშენების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

გიორგი წიტაიშვილი

23 აპრილი 2024, 17:17

სპორტი

გიორგი წიტაიშვილი ახალ სტადიონზე: ყველას უნდა, რომ გააკეთოს უკეთესი ნაკრებისთვის და ფეხბურთელებისთვის. ჩვენთვისაც ეს უფრო მეტი მოტივაციაა

„ყველას უნდა, რომ გააკეთოს უკეთესი ნაკრებისთვის და ფეხბურთელებისთვის. ჩვენთვისაც ეს უფრო მეტი მოტივაციაა. ლამაზ, სავსე 70-ათასიან სტადიონზე მე არასოდეს მითამაშია. ჩემთვისაც ძალიან დიდი მოტივაციაა და, იმედია ვითამაშებ ამ სტადიონზე“, - აცხადებს წიტაიშვილი.

ებრაჰიმ რაისი

23 აპრილი 2024, 17:14

პოლიტიკა

ებრაჰიმ რაისი: თუ ისრაელი კვლავ დაუშვებს შეცდომას და თავს დაესხმევა ირანის წმინდა მიწას, გაურკვეველია, დარჩება თუ არა რამე ისრაელისგან

თუ ისრაელი კვლავ დაუშვებს შეცდომას და თავს დაესხმევა ირანის წმინდა მიწას, ამას სულ სხვა შედეგები მოჰყვება და გაურკვეველია, დარჩება თუ არა რამე ისრაელისგან, - ამის შესახებ პაკისტანში ვიზიტის დროს ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისიმ განაცხადა.

თენგიზ სულაქველიძე

23 აპრილი 2024, 17:14

საზოგადოება

თენგიზ სულაქველიძე ფონდ „ქართუს“ განცხადებაზე: ეს ბიჭებისთვის ძალიან დიდი სტიმული იქნება

ეს ბიჭებისთვის ძალიან დიდი სტიმული იქნება, - ასე შეაფასა ვეტერანმა ფეხბურთელმა თენგიზ სულაქველიძემ ფონდ “ქართუს” განცხადება იმის თაობაზე, რომ ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის ფონდი საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით 30 მილიონ ლარს გადასცემს, გასვლის შემდეგ ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის კი დამატებით 30 მილიონი ლარით დააჯილდოებს.

ლადო მგალობლიშვილი

23 აპრილი 2024, 16:58

პოლიტიკა

რატომ ექცევიან არასამთავრობოები უცხოური გავლენის ქვეშ - ლადო მგალობლიშვილის შეფასება

დღევანდელი მოცემულობით, არასამთავრობო ორგანიზაციამ რომ მოიპოვოს უცხოური დაფინანსება, თავისი საქმიანობა სრულად უნდა მოარგოს უცხოური ფონდის პრიორიტეტებს, სხვა შემთხვევაში მისი დაფინანსება არ მოხდება. ეს არის ძირითადი მიზეზები იმისა, თუ რატომ ექცევიან არასამთავრობოები უცხოური გავლენის ქვეშ. გავლენა კი, შესაძლოა, იყოს როგორც ნეგატიური, ასევე პოზიტიური“, - აღნიშნულია ლადო მგალობლიშვილის განცხადებაში.

ნინო წილოსანი

23 აპრილი 2024, 16:54

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ახალ შესაძლებლობებს ხსნის ევროკავშირისთვის, საჭიროა მჭიდრო თანამშრომლობა, რომ ეს შესაძლებლობები საქართველომ და ევროკავშირმა ერთობლივად გამოიყენონ

საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ახალ შესაძლებლობებს ხსნის ევროკავშირისთვის, საჭიროა მჭიდრო თანამშრომლობა იმისთვის, რომ ეს შესაძლებლობები საქართველომ და ევროკავშირმა ერთობლივად გამოიყენონ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა ესპანეთში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

23 აპრილი 2024, 16:51

საზოგადოება

ჯაბა სამუშიამ ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 148-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გახსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ცნობილი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებლის, აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 148-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გახსნა. ინფორმაციას უნივერსიტეტი ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

23 აპრილი 2024, 16:43

პოლიტიკა

პრემიერი: ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, როდესაც კეზერაშვილს საწყალ დევნილად გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ასეთ პირობებში ფასი ვერ ექნება

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით დებატებს შეეხებოდა.

ირაკლი კობახიძე

23 აპრილი 2024, 16:37

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მნიშვნელოვანია, რომ სიცრუეს ჰქონდეს ნაკლები გასაქანი ქართულ საზოგადოებაში, გამჭვირვალობის კანონი, პირველ რიგში ემსახურება სწორედ სიცრუისა და ტყუილის პრევენციას ჩვენს ქვეყანაში

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიცრუეს ჰქონდეს ნაკლები გასაქანი ქართულ საზოგადოებაში, გამჭვირვალობის კანონი, პირველ რიგში ემსახურება სწორედ სიცრუის და ტყუილის პრევენციას ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

23 აპრილი 2024, 16:34

რეგიონი

ქვეშეთის კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბი გაიჭრა

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, სოფელ ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა.

ირაკლი კობახიძე

23 აპრილი 2024, 16:27

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა, დარბევა და მაროდიორულად მისაკუთრება

„თქვენ გახსოვთ დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რა გააკეთეს ჯერ „რუსთავი 2“-თან მიმართებით, როცა კანონიერ მფლობელს წაართვეს ეს ტელევიზია, მანამდე საზოგადოებრივ მაუწყებელში შევიდნენ და „ნაცმოძრაობამ“ მიისაკუთრა საზოგადოებრივი მაუწყებელიც, „იბერიას“ და ა.შ. აღარ მოვყვები და ბოლოს კულმინაცია იყო „იმედში“ პირდაპირ სპეცრაზმით შეჭრა, „იმედის“ დარბევა და „იმედის“ მაროდიორულად მისაკუთრება მისი კანონიერი მფლობელებისგან, ეს იყო მათი დამოკიდებულება დამოუკიდებელი მედიის მიმართ და ეს დამოკიდებულება გრძელდება. ეს ხომ შემთხვევით არ ხდება, ეს არის ზოგადად რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიის მიმართ, მედიის თავისუფლების მიმართ. სამწუხაროა, რომ ეს დამოკიდებულება აისახა რიგითი „ნაციონალების“ ქმედებებზეც შეკრებების დროს. ე.წ. გულწრფელი ახალგაზრდების ქმედებებზეც აისახა შეკრებების დროს, როდესაც ეს ე.წ. გულწრფელი ახალგაზრდები და სინამდვილეში დიმა ჩიქოვანის მიერ ათას ლარად დაფინანსებული კონკრეტული ახალგაზრდები, თავს ესხმოდნენ „იმედს“ და სხვა ტელევიზიებს“, - განაცხადა კობახიძემ.

სოზარ სუბარი

23 აპრილი 2024, 16:23

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა - ჩვენი ეროვნულობა

როცა პირველად დავიწყეთ საუბარი, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა და სხვა არაფერი, ამაზე ძალიან დიდი წინააღმდეგობა იყო არასამთავრობო სექტორისა და მაშინდელი ოპოზიციის მხრიდან. ისინი ამბობენ, რომ ეს არის ჰომოფობია, ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და თითქოს კარგად არ იყო გამოყოფილი, რისთვის იყო საჭირო. გავიდა რამდენიმე წელი და ნათელი გახდა, რისთვის იყო ეს ჩანაწერი, რადგან გაიზარდა მსოფლიო მასშტაბით ზეწოლა ყველა ქვეყანაზე და, მათ შორის, საქართველოზეც, რომ მსგავსი ჩანაწერი არ არსებობდეს და დაკანონდეს ერთი სქესის ადამიანების ქორწინება. არის ქვეყნები, რომლებიც ამას აკანონებენ, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარმა „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონპროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვისას ამბროლაურში.

ირაკლი კობახიძე

23 აპრილი 2024, 16:23

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ეს კანონი არა თუ საფრთხეს შეუქმნის, პირიქით, ამ კანონის მიღება არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ჩვენ წინ წავიწიოთ ევროინტეგრაციის გზაზე

ჩვენ მხოლოდ გაგვიხარდება თუ იქნება რაც შეიძლება მეტი კომუნიკაცია და უფრო მეტიც - ძალაში რჩება ჩვენი შეთავაზება პარტნიორების მიმართ, რომ ქართული საზოგადოების თვალწინ დავსხდეთ და ვიმსჯელოთ ამ კანონის ავკარგიანობაზე, - ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

23 აპრილი 2024, 16:13

პოლიტიკა

ნინო წილოსანი ევროკავშირის სპიკერთა კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

სიტყვით გამოსვლისას ნინო წილოსანმა საქართველოს მიერ დემოკრატიული განვითარების გზაზე მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის მნიშვნელობაზე, ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს დაახლოების შედეგებზე და ხაზი გაუსვა საქართველოსთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის აუცილებლობას.

23 აპრილი 2024, 16:13

რეგიონი

ირაკლი ქარსელაძე: ახალი გზით ხადის ხეობის 10-მდე სოფლის მოსახლეობა ზამთარში შეინარჩუნებს კავშირს გარესამყაროსთან

ყველას გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს-დაუღალავი შრომისა და დიდი ძალისხმევის შედეგს. უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს გზა არცერთი დღით აღარ ჩაიკეტება და ყოველთვის იქნება უზრუნველყოფილი ფიზიკური კავშირი ჩვენს მუნიციპალიტეტებს შორის. ახალი გზით ხადის ხეობის 10-მდე სოფლის მოსახლეობა ზამთარში შეინარჩუნებს კავშირს გარესამყაროსთან და მაცხოვრებლებს ექნებათ წვდომა ყველა საჭირო და აუცილებელ მომსახურებაზე, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, სოფელ ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

23 აპრილი 2024, 16:11

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მთავარია, საზოგადოებამ მიიღოს ინფორმაცია, სად არის სწორი და სად არასწორი გავლენა და ამის საფუძველზე უნდა ჩამოიყალიბოს აზრი დონორების და მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების შესახებ

როგორ შეიძლება რაიმე არგუმენტი გქონდეს იმასთან დაკავშირებით, რომ ენჯეომ წელიწადში ერთხელ უნდა წარადგინოს წლიური დეკლარაცია. ეს ხომ მხოლოდდამხოლოდ პოზიტიური მოვლენაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მამუკა მდინარაძე

23 აპრილი 2024, 16:06

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ერთი მხრივ უნდა დავიცვათ ნებისმიერი ადამიანის უფლება და მეორე მხრივ შვილები და მომავალი თაობები დავიცვათ არაჯანსაღი ფსევდოლიბერალური პროპაგანდისგან

„ერთი მხრივ ნებისმიერი ადამიანის უფლება, რაც არ უნდა განსხვავებული ცხოვრების წესი ჰქონდეს, რაც არ უნდა არატრადიციული ცხოვრების წესი ჰქონდეს, რომელ უმცირესობასაც არ უნდა წარმოადგენდეს, სულ რომ მარტო ერთი ადამიანი იყოს, ისეთი განსხვავებული იყოს სხვისგან, თითოეულის უფლება უნდა დავიცვათ ყველაფრის მიუხედავად, რომ არავინ გაბედოს ამ ადამიანის უფლებას, ამ ადამიანს შეეხოს რაღაცა ნეგატიური ფორმით“

ირაკლი კობახიძე

23 აპრილი 2024, 16:05

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გამჭვირვალობა გვჭირდება მათ შორის, იმისათვის, რომ ტყუილები აღარ მოხვდეს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში

„სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი, მაშინ, როდესაც ამის საპირისპირო სამართლებრივად დაამტკიცა სტრასბურგის სასამართლომ, რომელმაც დაადასტურა, რომ ქართული სასამართლოების მიერ წარმოდგენილი განაჩენი იყო აბსოლუტურად სამართლიანი, აქაც იგივეა - აქ ენჯეო დააფინანსა სახელმწიფო დეპარტამენტმა, მერე ამ ენჯეომ გაუგზავნა ტყუილი, მერე ეს ტყუილი მოხვდა ისევ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში. ეს ჩაკეტილი წრე რომ არ იყოს, ამიტომ არის აუცილებელი გამჭვირვალობა. როგორც კი გამჭვირვალე იქნება ყველაფერი, მერე გაუჭირდება ენჯეოსაც სახელმწიფო დეპარტამენტის მოტყუება და სახელმწიფო დეპარტამენტსაც ანგარიშში ენჯეოს მიერ მიწოდებული ტყუილის ჩაწერა, იმიტომ, რომ ჩაკეტილი წრეა, ამ გაუმჭვირვალობის პირობებში, გამჭვირვალობა გვჭირდება მათ შორის, იმისათვის, რომ ასეთი ტყუილები აღარ მოხვდეს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში“, - განაცხადა პრემიერმა.

ლევან ნიკოლეიშვილი

23 აპრილი 2024, 16:04

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: თუკი ფონდი „ქართუ“ ფეხბურთელებს დააჯილდოებს ისინი აუცილებლად გაიყიდებიან?! არა, მავნებლობო, ფეხბურთელებს ამით მადლობას უხდიან-ახლა კი დავფიქრდეთ თავად რადიკალ-მავნებლები რა თანხის სანაცვლოდ იყიდებიან

რა წარმოდგენა აქვთ, ფეხბურთელებზე, ზოგადად ხალხზე ხომ ფაქტია. ე.ი. თუ კი ფონდი „ქართუ" ფეხბურთელებს დააჯილდოებს ისინი აუცილებლად გაიყიდებიან?! არა, ძვირფასო მავნებლობო, ფეხბურთელებს ამით მადლობას უხდიან და სანაცვლოდ სთხოვენ უფრო კარგად ითამაშონ,- წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ფონდი „ქართუს“ ქველმოქმედებაზე ოპოზიციონერი დეპუტატების გამოხმაურებების შესახებ.

ირაკლი კობახიძე

23 აპრილი 2024, 15:57

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ყველა ხედავთ, რომ ოპოზიციას დიდი რესურსი არ აქვს, ქართული საზოგადოება მხარს უჭერს ენჯეოების გამჭვირვალობას

ყველა ხედავთ, რომ ოპოზიციას დიდი რესურსი არ აქვს, ქართული საზოგადოება მხარს უჭერს ენჯეოების გამჭვირვალობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.